„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4065-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 22/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.016092
  • Word
4065-რს
15/12/2010
სსმ, 72, 22/12/2010
300280000.05.001.016092
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) „ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა“ – ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემების ნაწილის) ერთიანი პარამეტრებით, სინქრონული მუშაობის პროცესი, რომლის მიზანია ენერგოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა;“;

ბ) „წ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია გააფორმოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვის (მიწოდების) ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პირს შორის შეთანხმებული პირობებით და შეთანხმებულ ფასად.“.

3. 411 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირება და ტექნოლოგიური მართვა ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.“.

4. 412 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში საქართველოს და შესაბამის მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემას შორის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება და მიღება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დაიშვება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის ან სხვა უფლებამოსილი მეწარმე სუბიექტის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის (გაცვლის), ავარიული დახმარების, ტრანზიტის ან/და სხვა კომერციული ხელშეკრულებების მოქმედების (განხორციელების) შემთხვევაში.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში გააფორმოს ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებები მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის უფლებამოსილ მეწარმე სუბიექტთან ელექტროენერგიის იმ ფაქტობრივ გადადინებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს დაგეგმილი გრაფიკიდან გადახრებით.“.

5. 413 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 498 მუხლი:

     „მუხლი 498. სეზონურობის გათვალისწინებით წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის დროებითი წესი

წყალმომარაგების სისტემების სრულად მოწესრიგებამდე კომისია უფლებამოსილია გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი, სეზონურობის გათვალისწინებით, განსაზღვროს განსხვავებულად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4065 რს