„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016056
  • Word
233
24/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
040030000.22.027.016056
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 233

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის 220 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის 220 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., 143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის წესით, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.

4. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს საკონკურსო კომისია.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი