"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3964-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 24/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.016099
  • Word
3964-IIს
10/12/2010
სსმ, 74, 24/12/2010
040090000.05.001.016099
"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები :

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვით მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარი ფორმით განკარგვა, და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-5–მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემა

სახელმწიფო თვითმმართველ ერთეულს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში ქონებას, რომელიც საჭიროა თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

    მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებში აღნიშნული ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს – ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარდგენილ თხოვნაზე იღებს დასაბუთებულ, დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმომდგენს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების თაობაზე აღნიშნული სამინისტროს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. თუ უფლებამოსილმა ორგანომ 1 თვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, თვითმმართველი ერთეულის მიერ მოთხოვნილი ქონება ჩაითვლება მისთვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად.

3. თუ ქონება მომსახურებას უწევს ერთზე მეტ თვითმმართველ ერთეულს, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ან რეგისტრირებულია. ქონების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის წესები განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერს ყველა თვითმმართველი ერთეული, რომლებიც გამოიყენებენ ამ ქონებას.

    მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა

თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქონების გადაცემის მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულის მიერ თავის საკუთრებაში     არსებული ქონების განკარგვა

თვითმმართველი ერთეული თავის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავს ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შედეგად შემოსული თანხები

თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე ქონებრივი უფლებების განხორციელების შედეგად შემოსულ თანხებს უფლებამოსილი ორგანო/წარმომადგენელი მთლიანად მიმართავს ამ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.“.

6. 191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19 1 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით, თუ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესში თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს, და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

5. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე. გამგეობის (მერიის) მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

6. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული სამეწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას, მათ დაფუძნებაში მონაწილეობას და მათში გაწევრიანებას, აგრეთვე სამეწარმეო იურიდიული პირების წილების (აქციების) შეძენას, მათთვის ქონების გადაცემას და ქონების მიღებას ახორციელებს „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონების თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

8. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებული პირის) ან შუამავლის მეშვეობით. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია წარმომადგენელს (რწმუნებულ პირს) წინასწარ განუსაზღვროს სამოქმედო ინსტრუქცია.

9. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

11. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

12. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პირობებს განსაზღვრავს და ხელშეკრულებებს დებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა. ეს ხელშეკრულებები ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე.

13. ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულება განსახილველად ეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ხელშეკრულებას უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს.

14. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

15. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების (მათ შორის, საპრივატიზებო ფასისა და პირობების) საკითხს წყვეტს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა.

16. თვითმმართველი ერთეულის ქონების ან/და აქციებისა და წილების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

17. თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

18. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.“.

7. 193–195 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 193. აუქციონის გამოცხადება და ორგანიზება

1. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება შესაბამის ინტერნეტგვერდზე, ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში.

2. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ინტერნეტგვერდზე.

3. აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან გადაიხადოს ბე. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.

5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.

6. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა:

ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა ქონების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

9. თუ უფლებამოსილმა ორგანომ გააუქმა ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა დაუბრუნდება.

10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ამ თვითმმართველი ერთეულის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება განმეორებით აუქციონად. განმეორებით აუქციონზე თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ თვითმმართველი ერთეულის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

    მუხლი 19 4 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.

2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

3. თვითმმართველი ერთეულის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

4. თვითმმართველი ერთეულის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

    მუხლი 19 5 . თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის საწყისი ოდენობის განსაზღვრა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით:

ა) აღნაგობა;

ბ) უზუფრუქტი;

გ) ქირავნობა;

დ) იჯარა;

ე) თხოვება;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

3. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ქირის საწყის ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.

5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.

6. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.

8. პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 და 202 მუხლები:

     „მუხლი 201. თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის განთავისუფლება დაკისრებული ან/და დასაკისრებელი სანქციებისა და ვალდებულებებისაგან

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირი თავისუფლდება შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და სხვა დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოვლენილი ან/და გამოსავლენი დარღვევის გამო დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს/საურავის გადახდისაგან.

2. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.

    მუხლი 202. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ხაზობრივი ნაგებობების სისტემატიზაცია

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების მფლობელი პირები, ასევე წყალმომარაგების განმახორციელებელი და ხაზობრივი ნაგებობების მფლობელი/მოსარგებლე სხვა პირები ვალდებული არიან ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყონ ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მათ სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ხაზობრივი ნაგებობების მოთხოვნილი ფორმით აზომვა-აღრიცხვა და მონაცემების თვითმმართველი ერთეულისათვის წარდგენა.

2. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს ინფორმაციის წარსადგენად განუსაზღვროს არანაკლებ 1-წლიანი ვადა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობისას პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

  მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3964-IIს