"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3965-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 24/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016009
  • Word
3965-IIს
10/12/2010
სსმ, 74, 24/12/2010
010250000.04.001.016009
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) 6 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 671

1. ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ითვლება იმ ფიზიკურ პირთა საკუთრებად, რომელთა კანონიერ სარგებლობაშიც იმყოფება ისინი, და რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით.

2. მიწა, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლებით გადაცემას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრებაში გადაიცემა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.

4. დაურეგისტირებელი ან/და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება.

5. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას დაქვემდებარებული მიწებისა, რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილ

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3965-IIს