დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4117-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 27/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.016115 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი:
ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4117-რს
დოკუმენტის კომენტარები