დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1952 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17(24), 14/05/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.140.000.05.001.000.532 |
საქართველოს კანონი
„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ყიდვა-გაყიდვა – საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ნაწარმის, ჯართისა და ნარჩენების შესყიდვა და შემდგომი რეალიზაცია“;
ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის გარანტად მიღება, შენახვა და დამგირავებლისათვის დაბრუნება“.
2. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ გარანტად (გირაოში) მიღებული და შენახული ნაწარმი, რომელიც ექვემდებარება დამგირავებლისათვის დაბრუნებას“.
3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29
ლომბარდები სალაროს ოპერაციებს ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 13 მაისი
1952–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები