დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4051-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 29/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040200010.05.001.016148 |
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს და გასცეს მის შექმნამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.“.
2. მე-16 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები წაკითხული და ხელმოწერილი უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ კანონით დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე შესრულებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერზე განმცხადებლის ხელმოწერა არ სრულდება.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 162 მუხლი:
„მუხლი 162. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და მათთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენის წესი
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის, მათში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანისათვის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების ან შესაბამისი ცნობების მიღებისათვის უფლებამოსილი პირი წარადგენს წერილობით განცხადებას და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს.
2. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტში ცვლილების ან შესწორების შეტანის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის გაცემის თაობაზე საზღვარგარეთ მყოფმა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
4. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
5. საზღვარგარეთ მყოფი განმცხადებელი, რომელიც მიმართავს სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ან შესაბამისი ცნობის გაცემასთან ერთად მოითხოვოს მისი ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის, სამოქალაქო აქტში ცვლილების ან შესწორების შეტანისათვის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის გაცემისათვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადების განხილვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე დაინტერესებულ პირს განესაზღვრება დოკუმენტების წარდგენის ვადა. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
10. განმცხადებლის ვინაობასთან ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე.
11. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობების (სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, მასში ცვლილების ან შესწორების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტის დადგენა) განხორციელებისათვის საჭირო უფლებამოსილი პირის თანხმობის გამოხატვა, ასევე ამ კანონის შესაბამისად განცხადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის მე-2–მე-4 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესებით.“.
4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. დაბადების რეგისტრაციის ადგილი
1. საქართველოს მოქალაქის, საქარველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ან საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ნებისმიერი ორგანო, განმცხადებლის სურვილისამებრ.
2. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ დაბადებული შვილის დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ბავშვის დაბადების ადგილად მიიჩნევა საქართველოს თვითმმართველი ერთეული ან უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, სადაც დაიბადა ბავშვი.
4. დაბადების აქტის ჩანაწერში და დაბადების მოწმობაში მიეთითება ბავშვის დაბადების ადგილი. მშობლების სურვილისამებრ, დაბადების ადგილად შეიძლება მითითებულ იქნეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვის დაბადების ფაქტობრივი ან მშობლის რეგისტრაციის ადგილი არის საზღვარგარეთ.“.
5. 241 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ამ დაწესებულებაში დაბადებული ან მყოფი ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნა.“.
6. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. განქორწინების რეგისტრაციის ადგილი
საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, რომელთა ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, განქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური (გარდა ქორწინების სახლისა), განმცხადებლის სურვილისამებრ, ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
7. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთა შორის დავა არ არსებობს, ხორციელდება მეუღლეთა მიერ განქორწინების თაობაზე ერთობლივი განცხადების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის გასვლისთანავე, თუ ამ ვადაში ერთ-ერთი განმცხადებელი მაინც უარს არ განაცხადებს განქორწინებაზე. განქორწინების რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერზე განმცხადებლის ხელმოწერა არ სრულდება.“.
8. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილი
შვილად აყვანის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური (გარდა ქორწინების სახლისა), განმცხადებლის სურვილისამებრ, ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
9. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 66. მამობის დადგენის რეგისტრაციის ადგილი
საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ან იმ პირის მიმართ, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, მამობის დადგენის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური (გარდა ქორწინების სახლისა), განმცხადებლის სურვილისამებრ, ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
10. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში და იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.“.
11. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე წარედგინება სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (გარდა ქორწინების სახლისა), განმცხადებლის სურვილისამებრ, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის საფუძველი.“.
12. 78-ე და 79-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 78. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 45 დღის ვადაში.
მუხლი 79. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი
1. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის შედგენის ადგილის მიხედვით.
2. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერზე განმცხადებლის ხელმოწერა არ სრულდება.“.
13. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 87. გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი
გარდაცვალების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური (გარდა ქორწინების სახლისა), განმცხადებლის სურვილისამებრ, ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
14. 891 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამ კანონის 88-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამსახურს წარუდგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით.“.
15. 107-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განცხადება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების ან შესწორების შეტანის თაობაზე წარედგინება სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (გარდა ქორწინების სახლისა), განმცხადებლის სურვილისამებრ, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
16. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების ან შესწორების შეტანის საკითხის განხილვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასრულოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, თუ ეს აუცილებელია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად.“.
17. 122-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით გაუთვალისწინებელ სხვა პირებზედაც, სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე ან ამ კანონის 162 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობა გაიცემა სათანადო მოწმობის გაცემისათვის საჭირო საბუთების წარდგენიდან 5 დღის ვადაში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4051-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები