"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4054-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.016152
  • Word
4054-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
010120000.05.001.016152
"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებებისშეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალურ ვიზას გასცემს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში მუშაობა ან სწავლა, ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულია აიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სასწავლო ვიზა

1. სასწავლო ვიზა გაიცემა 360 დღის მოქმედების ვადით უცხოელებზე, რომელთაც აქვთ საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.

2. უცხოელი, რომელსაც სასწავლო ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ სურს საქართველოში დარჩენა სწავლის გაგრძელების მიზნით, ვალდებულია აიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.“.

5. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

6. 23-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) თუ მან შესაბამის განცხადებაში მიუთითა არასწორი მონაცემი ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;“.

7. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) თუ გამოვლინდა ფაქტები შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემის მითითების ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის თაობაზე იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.“.

8. 50-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. უცხოელის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობა არ აბრკოლებს მასზე საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ვიზის გაცემას. უცხოელზე, რომელიც საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართავს სააგენტოს, საქართველოს ვიზა გაიცემა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შემთხვევაში.“;

ბ) მე-8 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ მას სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება საქართველოს ვიზის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) თუ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება ემსახურება იმ მიზანს, რომლის განსახორციელებლადაც უცხოელს მიეცა საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა.“;

გ) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 და 83 პუნქტები:

„82. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდება არა უმეტეს 3 თვით.

83. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა და მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები და მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 17 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4054-რს