საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4055-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016153
  • Word
4055-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
040000000.05.001.016153
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. 1124-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა, განქორწინება ხდება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, განმცხადებლების სურვილისამებრ.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ კოდექსის 1110-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. 1244-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, განმცხადებლის სურვილისამებრ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4055-რს