"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 413
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016143
  • Word
413
28/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
040030000.10.003.016143
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 413

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლე­ვან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერ­ტი­ზის ეროვ­ნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენი­ლე­­ბით (ს­ს­მ III,­ 2010 წელი, №103, მუხლი 1546) დამტკიცებულ დებუ­ლება­ში შე­­ტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარა­ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ­ნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯა­რო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კა­­ნონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით შე­ქმნილი და­წესებულება, რომლის მიზანია, კანონ­მდე­ბ­ლობით დად­გე­ნილი წე­სით და კვალიფიციური ექსპერტების მე­შვეობით, ამ დე­ბუ­ლებით განსაზღვრული ექსპერტიზებისა და გა­მოკვლევების ჩა­ტა­რე­ბა, შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგე­ნის შეუძლებლობის შე­სახებ აქტის მომზადება და გაცემა სა­ქარ­თველოს მთელ ტერი­ტო­რიაზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბიუროს ემბლემა გამოიყენება ბიუროს ბლანკებსა და ბიუ­როს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე ბიუროს ტერიტორიული ორგა­ნოების, სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეის­მო­­მე­დეგობის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი), სამედიცინო ექსპერ­ტი­ზისა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტების შენობე­ბის შე­სასვლელების აბრებზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბა­რა­თებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.“.

2. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ა) სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქ­მეებ­ზე სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დას­კვ­ნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გა­ცე­მა;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფე­ბის/ტერიტორიული ორგანოების/ცენტრის მიერ მოვალეობათა შეს­რუ­­ლების მიმდინარეობას და ახორციელებს თანამშრომელთა საქ­მია­ნო­ბის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს შრომის კოდექსის, ამ დებულებისა და სსიპ – კი­რიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენ­­ტრის დებულების შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს თა­ნამშ­რომ­­ლებს, აფორმებს თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრუ­ლე­ბებს;“;

ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ამტკიცებს ბიუროს და ცენტრის საშტატო განრიგს, თა­ნა­მშ­­რომელთა შრომითი ანაზღაურების ოდენობას, სახელფასო ფონდს, ცენტრის მომსახურების ტარიფებს;

მ) ამტკიცებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერი­ტო­რიუ­ლი ორგანოების/ცენტრის დებულებებს და განსაზღვრავს მათ სამოქ­მედო ტერიტორიებს;“;

გ) „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

 ,,პ) ამტკიცებს ბიუროს და ცენტრის შრომის შინაგანაწესს, გან­­საზღვ­რავს თანამშრომელთა ფუნქციებს;

ჟ) ამტკიცებს ბიუროსა და ცენტრში სტაჟირების გავლის წესს;

რ) ამტკიცებს ბიუროსა და ცენტრში კონკურსის ჩატარების წესს;“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექს­პერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირი.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81

ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იური­დიული პირია კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედე­გო­ბის ცენ­­ტ­რი.“.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორ­გა­ნოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე შე­სა­ბამისი სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს დე­ბულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.

2. ცენტრის კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებითა და ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.

3. სტრუქტურული დანაყოფი/ტერიტორიული ორგანო/ცენტრი შე­­ი­­ძ­ლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სა­ხელ­წოდება და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტუ­რუ­ლი დანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და ცენტრის დებუ­ლე­ბით.“.

7. მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­­წი­ლე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგე­ნი­ლი წე­სით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზი­კური და იუ­რიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთ­ხოვნის სა­ფუძ­ველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და სა­კითხების გადა­საწყვეტად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩა­­ტარება და შე­სა­ბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებ­ლობის შესახებ აქ­ტის გაცემა;“.

8. მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

„ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­წილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგენი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფი­ზი­კური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთ­­ხოვნის სა­ფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და სა­კით­­ხების გა­დასაწყვეტად სასამართლო-ფსიქიატრიული, სასამარ­თ­ლო-ფსი­ქო­ლო­გიური და კომპლექსური (სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსი­ქოლოგიუ­რი) ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;“.

9. მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­­წილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგე­ნი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფი­­ზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთ­­ხოვნის სა­ფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და სამედი­­­­ცი­ნო სტან­დარ­ტების ფარგლებში, საჭირო გარემოებების დასადგენად და სა­კით­ხების გადასაწყვეტად ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერ­ტი­ზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შე­უძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;“.

10. მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­წილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კა­ნო­­ნით დადგენი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფი­ზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მო­თ­­ხოვნის სა­ფუძველზე სასამართლო ბიოლოგიის დარგში საჭირო გა­­რე­მოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად სპეცია­ლური გამოკვ­ლევების, სასამართლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სე­რო­ლოგიური და სხვ.) ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გა­ცემა;“.

11. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­წილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კა­ნო­ნით დადგე­ნი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფი­­­­­­­ზიკური და იუ­რი­დიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის სა­ფუძ­ველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და სა­­კითხების გა­დასაწყვეტად სასაქონლო და ფინანსური ექსპერ­ტი­ზების ჩა­ტარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებ­ლობის შე­სახებ აქტის გაცემა;“.

12. მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­წილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგე­ნი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის სა­ფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადა­სა­წყვეტად საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვ­ნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;“.

13. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქ­მეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­წილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კა­ნონით დადგენი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფი­ზიკური და იური­დიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მო­თ­­ხოვნის სა­ფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და სა­კით­ხების გადა­საწყვეტად კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ჩატა­რება და შესაბა­მისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებ­ლო­ბის შესა­ხებ აქ­ტის გაცემა;“.

14. მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,ე) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­­წილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგე­ნი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფი­ზი­კური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთ­ხოვნის სა­ფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და სა­კით­ხების გა­დასაწყვეტად კომპიუტერული ექსპერტიზების ჩატარება და შესა­ბა­მისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შე­სა­­ხებ აქ­ტის გაცემა;“.

15. მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­წილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგენი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფი­ზი­კური და იუ­რიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთ­ხოვნის სა­ფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და სა­­კით­ხების გადა­სა­წყვეტად ნარკოლოგიური, ამბულატორიული სასა­მართ­ლო-ფსიქია­ტრიული, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, საინჟინ­რო, სასა­ქონ­ლო და ფი­ნანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გა­ცემა;“.

16. 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქ­მეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მო­ნა­­წი­­­­ლე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგენი­ლი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფი­ზი­კური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთ­ხოვ­ნის სა­ფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და სა­კითხე­ბის გა­და­საწყვეტად ნარკოლოგიური, სამედიცინო, ჰისტოლო­გი­უ­რი, ამბულა­ტორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონ­ლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვ­ნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გა­ცემა;“.

17. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

     „მუხლი 211

სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმო­მე­­დეგობის ცენტრის ამოცანაა ცენტრის დებულებით განსაზღვ­რუ­ლი საქ­მიანობის განხორციელება, ასევე სამეცნიერო და მეთო­დუ­რი მუ­შაო­ბა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების და­ნერგ­ვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.“.

18. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22

1. ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფს და ტერიტორიულ ორგა­ნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

2. სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეის­მო­­მედეგობის ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თა­­ნამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუ­როს უფროსი.

3. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგა­ნოს/ცენტრის უფროსი/დირექტორი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქ­­ტურული დანა­ყო­ფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის თა­ნამ­შრომ­ლებს შორის და­ ­აძლევს მათ მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული თანამ­შ­რომ­­ლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ დანაყოფ­ში/­ტე­რიტორიულ ორგანოში/ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს (გარ­და სტრუქტურულ დანაყოფში გასაგზავნად მომზადებული საექს­პერტო დასკვნის მიმართვისა (მიმოწერის ბლანკი);

დ) ანგარიშვალდებულია ბიუროს უფროსის წინაშე სტრუქ­ტუ­რული დანაყოფის/ტე­­რიტორიული ორგანოს/ცენტრის მუშა­ობი­სა­თ­ვის;

ე) წარმოადგენს ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფს/ტერიტო­რი­ულ ორგანოს/ცენტრს თავისი მოვალეობის შესრულებისას;

ვ) მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;

ზ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქ­ტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის სტრუქტუ­რის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალი­სების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს ბიუროს უფროსის წინაშე იმ სახსრების გა­მო­ყოფის თაობაზე, რომ­ლებიც საჭიროა ბიუროს სტრუქტურული და­ნაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის ამოცანათა შე­სას­რუ­ლებ­ლად;

ი) შუამდგომლობს ბიუროს უფროსის წინაშე სტრუქტურული და­ნაყოფის/ტერი­ტო­რიული ორგანოს/ცენტრის მოსამსახურეთა კვა­ლი­­­ფიკაციის ამაღ­ლე­ბის შესახებ;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს/ცენტრის დე­ბუ­ლებით, ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.“.

19. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, დეპარტამენტის უფ­როსის მოადგილეები – სამმართველოს უფროსები;“.

20. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეის­მო­­­მე­დეგობის ცენტრის საშტატო შემადგენლობა განისაზღვრება ცენ­­ტ­რის დებულებით.“.

 მუხლი 2.დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ნ. გილაური