დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20(27), 09/06/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.000.556 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,ლიცენზიით გათვალისწინებული”.
2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საბაჟო საწყობი შეიძლება შეიქმნას საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით.”; ხოლო მე-2–5 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
3. 31-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ლიცენზიის საფუძველზე”; ხოლო მე-2–5 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
4. 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება ხდება საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ:”; ხოლო მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
5. 57-ე მუხლში სიტყვები ,,პირს, რომელმაც მიიღო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ლიცენზია” შეიცვალოს სიტყვებით ,,პირს, რომელმაც გადაამუშავა საქონელი ამ კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად”.
6. 73-ე მუხლში სიტყვები ,,გაფორმებისა და საბაჟო ორგანოების მიერ ლიცენზიების გაცემისათვის” შეიცვალოს სიტყვით ,,გაფორმებისათვის”.
7. 113–122-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2025-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები