"საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1097
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016130
  • Word
1097
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
010110000.08.002.016130
"საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 109 7

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., 11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) 21 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უნდა მიეთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის მისაღები ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნება . კომუნიკაციის სასურველ ფორმაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში, კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით.“;  

ბ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი :

     „მუხლი 61.

1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის  პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

3. მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება  საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

6. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში,  მის  წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე . ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.        

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, დაინტერესებულ პირს  განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში  დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

10. განმცხადებლის ვინაობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების განხილვაზე.

11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.“;

გ) მე-12 მუხლის:

გ.ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და  სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა  კომისია (შემდეგში – კომისია).“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 20 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი