„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის №322 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 12/03/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.002
  • Word
74
08/03/2003
სსმ, 19, 12/03/2003
010.210.040.05.002.002
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის №322 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

N 74            

  2003 წლის 8 მარტი      

 .თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის,

ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო

პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის N 322 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 მაისის N 322 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „10. პრემიების მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატურებს წინასწარ განიხილავს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლაურეატობის კანდი-დატებად ავტორთა გამოცხადების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ლაურეატობის კანდიდატთა რიცხვი სამჯერ და მეტჯერ აღემატება ნომინაციების რიცხვს (ლიტერატურა, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, თეატრი, კინო, არქიტექტურა), კომიტეტი ნომინანტებს გამოავლენს ფარული კენჭისყრით. ნომინანტობისათვის საკმარისია კანდიდატმა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ნახევარი. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ კომიტეტი აქვეყნებს ნომინანტების სიას“.

                     ედუარდ შევარდნაძე