„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.108.016017
  • Word
63
30/12/2010
ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
010250040.35.108.016017
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63                                                                       

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. სენაკი

„სენაკი  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. „სენაკი  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტi ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „შ“ ქვეპუნქტi ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ხელმძღვანელობს მას ან ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს; გამგებლის წარდგინებით ხელს აწერს ტენდერის საშუალებით შესყიდვების ხელშეკრულებებს;“;

დ) დებულების 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:

ა) წესრიგისკენ მოწოდება;

ბ) გაფრთხილება;

გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.“;

ე) დებულების 93-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიი დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 25 ნოემბრის ბარდება საკრებულოს აპარატს.“.

დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                            ბ. ნარმანია