დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ~ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 170111, 17/01/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.016027 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №13
2011 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, აგრეთვე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007 წ., №14, მუხ. 153) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის ,,თ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) განახორციელოს სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპორტო შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი აქტი;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება.’’.
2. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უცხო ქვეყნიდან საქართველოში რეგისტრაციის მიზნით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
ბ) უცხო ქვეყნიდან ჰუმანიტარული და სხვა მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მიქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;’’;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევა ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევად.’’.
3. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების დადგენას;’’.
4. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) იმპორტის ან საწყობში საქონლის შენახვის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;’’.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
ქვეყანაში 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურების მიერ საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მასში მითითებული ვადით. უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნები მესაკუთრის თხოვნის საფუძველზე შეიძლება დროებითი რეგისტრაციის ვადით შესანახად ჩაბარდეს სარეგისტრაციო სამსახურს.’’.
6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ი) სასაქონლო დეკლარაციით;’’.
7. 172 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაერთოს საგზაო მოძრაობაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის განხორციელების შემდგომ, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ისარგებლოს რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრისათვის მინიჭებული უფლებამოსილებით.’’;
8. 172 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული გარიგება საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის განხორციელების შემდეგ.’’.
9. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უცხოეთიდან საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის მიზნით შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებილი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.’’.
10. 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34.
თუ უცხო ქვეყნიდან ჰუმანიტარული და სხვა მიზნობრივი დანიშნულებით შემოყვანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ სასაქონლო დეკლარაციაში მითითებულია ,,მიზნობრივი დანიშნულებით’’, ამის შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს როგორც სარეგისტრაციო მოწმობაში, ასევე სააღრიცხვო ბარათში.
მუხლი 35.
უცხოეთიდან საქართველოში უკან გაყვანის პირობით ან/და გასხვისების უფლების გარეშე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გასხვისდეს ან ჩამოიწეროს, მხოლოდ საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.’’.
11. 37-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სასაქონლო დეკლარაცია;’’;
ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სასაქონლო დეკლარაცია;’’;
გ) მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სასაქონლო დეკლარაცია და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;’’;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაქონლო დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.’’.
12. 459-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
13. დანართი №7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №7
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაფრთხილებთ, რომ თუ თქვენ ასხვისებთ თქვენს საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებულ სატრანსპორტო საშუალებას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად იღებთ 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონებას ( გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა, ასევე საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისა), ვალდებული ხართ, სატრანსპორტო საშუალების გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს წარუდგინოთ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, რის გამოც დაგეკისრებათ პასუხისგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL თავის მიხედვით.’’.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები