„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 240111, 24/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016115
  • Word
26
24/01/2011
ვებგვერდი, 240111, 24/01/2011
200090000.22.033.016115
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №26

2011 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის        2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლი 31 დეკემბრის 996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე და 24-ე პუნქტები:

23. 2011 წლის 15 თებერვლამდე შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს II-12 დანართით გათვალისწინებული ფორმის სასაქონლო ზედნადები.

24. II-12 დანართით გათვალისწინებული ზედნადები ივსება შემდეგი წესით:

ა) ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა საქონლის მიწოდების ან ტვირთის გაგზავნის თარიღს. თვე ჩაიწერება სიტყვიერად;

ბ) ზედნადებში გამყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის გამყიდველი – იურიდიული პირის დასახელება ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

 გ) ზედნადებში მყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე აისახება საქონლის მყიდველი – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი;

დ) ტვირთის გამგზავნი შეიძლება იყოს საქონლის გამყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის გამგზავნის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება გამყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომელსაც გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული აქვს საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი);

ე) ტვირთის მიმღები შეიძლება იყოს საქონლის მყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება საქონლის მყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იგზავნება საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი (მისამართი);

ვ) ზედნადებში გადამზიდველის აღმნიშვნელ სტრიქონზე ჩაიწერება ტვირთის გადამზიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი ან მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. გარდა ამისა, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს ასევე გათვალისწინებულია გადამზიდველის მიერ ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით საჭირო მონაცემების ჩაწერა, მათ შორის: გადასატანად მიღებული ტვირთის რაოდენობა, გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის დასახელება ან სახელი და გვარი, გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, გადასატანად ტვირთის მიღების თარიღი. გადაზიდვის ფაქტს უნდა ადასტურებდეს გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ხოლო ტვირთის გადასატანად მიღების ფაქტს – გადამზიდველის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონლის მყიდველის ან ტვირთის მიმღების ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით საქონლის მიღებისას და ტრანსპორტირებისას ზედნადებში აღინიშნება ამ პირის სახელი და გვარი, მინდობილობის ნომერი და გამოწერის თარიღი. ამ შემთხვევაშიც, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს გათვალისწინებულია ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საქონლის გადატანასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა იმავე წესით, როგორც ტვირთის გადამზიდველის შემთხვევაში;

ზ) ტვირთის გამგზავნი, ტვირთის მიმღები და გადამზიდველი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი. ამ შემთხვევაში მისი მონაცემები ჩაიწერება ტვირთის გამგზავნის, ტვირთის მიმღების და გადამზიდველის ამსახველ სტრიქონებზე;

თ) საქონლის გადაზიდვისას ზედნადებში შესაბამის სტრიქონებზე შეიტანება საქონლის (ტვირთის) დასახელება ან კონტეინერის ნომერი, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, შეფუთვის სახე, მასა ბრუტო, ხოლო შესაბამის სტრიქონებზე აისახება ამ მონაცემების ჯამი;

ი) ადგილზე მიტანა და მყიდველისათვის ან ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება ფიქსირდება ზედნადების ქვედა მარჯვენა მხარეს გამოყოფილ სტრიქონებზე, ჩაბარებული ტვირთის ფაქტობრივი ოდენობისა და ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით, ჩამბარებლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით;

კ) დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი ან საქონლის გამგზავნი გადაცემული საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერს ამ ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ ერთიან ზედნადებს და შეიტანს მასში შემდეგ მონაცემებს: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი, ტვირთის მიმღები” სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის დასახელება ან მისი გვარი და სახელი, შემდეგი ჩანაწერით – დისტრიბუტორი . . . . . . .”, გადამზიდველის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება – დისტრიბუციის წესით საქონლის რეალიზაცია”, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, მთლიანი ღირებულება, მე-13 და მე-14 სვეტებში აისახება ჯამი, შეივსება აგრეთვე მე-10, მე-11, მე-12 სვეტები, საქონლის გაშვებაზე გაიცემა უფლებამოსილი პირის (საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი – იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ საქონლის (ტვირთის) გაგზავნის ნებართვის გაცემაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი) ნებართვა, რაც დადასტურდება მისი ხელმოწერით, ხოლო ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს კეთდება საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონელთან ერთად დისტრიბუტორს გადაეცემა ზედნადების პირველი და მესამე პირები. ამ ზედნადებთან ერთად, საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი დისტრიბუტორს გადასცემს სხვა ზედნადებებს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მყიდველი ეყოლება დისტრიბუტორის განკარგულებაში გაცემულ საქონელს. დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ შეივსება შემდეგი მონაცემები: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი. ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის ხელმოწერასთან ერთად დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). ასეთი წესით შევსებული ზედნადებების ყველა პირი, საქონელთან ერთად, გადაეცემა დისტრიბუტორს. დისტრიბუციის წესით საქონლის მყიდველზე ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ზედნადებებში დამატებით შეიტანს შემდეგ მონაცემებს: საქონლის მყიდველი, საქონლის მიმღები, ტრანსპორტირების სახე, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის სერია და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, თანხა. საქონლის გაყიდვაზე ნებართვის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის მიერ სარეალიზაციოდ მიღებული საქონლის მთელ მოცულობაზე გამყიდველის ან საქონლის გამგზავნის მიერ გამოწერილი ზედნადების ნომერი. საქონლის ჩაბარებას ხელმოწერით უნდა ადასტურებდეს საქონლის მიმღები, ზედნადების ქვედა მარჯვენა კუთხეში შტამპის ან ბეჭდის დასმით (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ამ ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით. იმავე დღით დათარიღდება დისტრიბუტორის მიერ შევსებული ეს ზედნადები. საქონლის მყიდველს გადაეცემა ამ ზედნადების პირველი პირი, ხოლო მეორე და მესამე პირები დარჩება დისტრიბუტორს. საქონლის სრულად რეალიზაციისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო დღისა, დისტრიბუტორი საქონლის გამყიდველს ან გამგზავნს წარუდგენს საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერილი ზედნადებისა და საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის და დისტრიბუტორის მიერ იმ ერთობლივად შევსებული ზედნადებების მეორე პირებს, რომლის მიხედვითაც საქონელი ჩაბარდა მყიდველს, აგრეთვე დისტრიბუტორის მიერ გაუხარჯავი ზედნადებების ყველა ეგზემპლარს;

ლ) იმ შემთხვევაში, როცა დისტრიბუტორის მიერ სრულად არ არის რეალიზებული მასზე გადაცემული საქონელი, მაშინ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ პერიოდში ბარდება დისტრიბუტორის მიერ მყიდველებზე გამოწერილი ზედნადების მეორე ეგზემპლარი;

მ) საქონლის რეალიზაციის ან ტვირთის გადაზიდვის ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაში ზედნადებში იწერება ტვირთის ტრანსპორტირების სახე (საავტომობილო, სარკინიგზო და სხვა), სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ზედნადებში დაფიქსირდება გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის თანხმობა საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე;

ნ) საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), სასაქონლო ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, აღრიცხვას აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ო) საქონლის (ტვირთის) ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საკმარისი არ არის ერთი ზედნადები, გამოიყენება სასაქონლო ზედნადების დანართი, შემდგომში – დანართი (ინსტრუქციის დანართი 3). დანართის შესაბამის სტრიქონზე ჩაიწერება იმ ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. დანართი ივსება ზედნადებთან ერთად. შესაბამისად, მათი შევსების თარიღი ემთხვევა. საქონელზე (ტვირთზე) ინფორმაცია დანართში შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება გამომწერის ხელმოწერით და შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). დანართის მე-2 და მე-3 სვეტებში ასახული ჯამი სავალდებულო წესით ჩაიწერება ზედნადებში და საქონლის დასახელების ამსახველ სტრიქონზე (მე-2 სვეტში) კეთდება ჩანაწერი – ამ ზედნადების შესაბამისად მიეწოდება . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით”. მხოლოდ ამის შემდეგ ზედნადებში მონაცემები დაჯამდება და შედეგი აისახება ზედნადების მე-13 და მე-14 სვეტებში..

2. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს დანართი II-12 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

. ბაინდურაშვილი