„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29(36), 10/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 290.120.000.05.001.000.622
  • Word
2193
25/06/1999
სსმ, 29(36), 10/07/1999
290.120.000.05.001.000.622
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემა – მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის (დაზღვეულისათვის), პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, სადაზღვევო რისკის ცვლილების შესაბამისად სადაზღვევო შესატანის ოდენობის გაზრდა-შემცირება.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წლიური სადაზღვევო შესატანის სიდიდე, რომელსაც იხდის თითოეული ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი, გამოიანგარიშება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო თანხიდან შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) მსუბუქ ავტომანქანაზე:

ძრავის მოცულობა სმ3

1200-მდე – 0,6 პროცენტი;

1201 – 1800 – 0,8 პროცენტი;

1801 – 2200 – 1 პროცენტი;

2201 – 2500 – 1,2 პროცენტი;

2500-ზე მეტი – 1,4 პროცენტი;

ტაქსებისა და გასაქირავებელი ავტომოტოტრანსპორტის მფლობელები შესაბამისად იხდიან სადაზღვევო შესატანის გაორმაგებულ ოდენობას;

ბ) ავტობუსზე:

25-მდე ადგილით – 1,4 პროცენტი;

25 და 25-ზე მეტი ადგილით – 1,8 პროცენტი;

გ) ტრამვაი-ტროლეიბუსზე – 1,4 პროცენტი;

დ) სატვირთო ავტომანქანაზე:

2 ტონამდე ტვირთამწეობის – 1,8 პროცენტი;

2 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის – 2,4 პროცენტი;

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი – 2,2 პროცენტი;

მისაბმელზე – 0,4 პროცენტი;

ე) მოტოციკლზე – 0,4 პროცენტი;

ვ) სხვა ავტოტრანსპორტზე – 2,4 პროცენტი.“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „ბონუს-მალუსის (ჯარიმა-პრემიის)“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის)“;

გ) მე-4 პუნქტს სიტყვის „ყოველი” წინ დაემატოს სიტყვები „ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის ამოქმედების შემდეგ“;

დ) მე-5 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ყოველ ერთ თვეზე წლიური ტარიფის 1/8-ით“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არასრული წლის ვადით დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დროებითი ექსპლუატაციისათვის შემოყვანილი ავტომოტოტრანსპორტის, ტაქსებისა და გასაქირავებელი ავტომოტოტრანსპორტის მფლობელებზე, ყოველ ერთ თვეზე წლიური ტარიფის 1/8-ით;“

ვ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურას ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“.

3. მე-11 მუხლის:

ა) მე-2–3 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3–4 პუნქტებად;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო თანხის სიდიდეს, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს ორი ათას ხუთას ლარზე ნაკლები, განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

2. დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს, რომელიც გამოწვეულია მფლობელის მიერ ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად, აანაზღაურებს მზღვეველი ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო თანხიდან შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) სიკვდილის შემთხვევაში – 100 პროცენტით;

ბ) დაზარალებულის ინვალიდობის დადგენისას:

I ჯგუფზე – 100 პროცენტით;

II ჯგუფზე – 60 პროცენტით;

III ჯგუფზე – 30 პროცენტით;

გ) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 15 პროცენტით;

დ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 5 პროცენტით.“

4. მე-18 მუხლში სიტყვების „წარუდგინოს ცნობები“ წინ დაემატოს სიტყვები „30 დღეში“.

5. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მზღვეველის მიერ ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი განხორციელდეს ამ კანონში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი.

№2193-IIს