მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცვლელი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცვლელი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.016192
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
21/01/2011
ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
300160070.10.003.016192
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცვლელი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2011 - 31/07/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 31

2011 წლის 21 იანვარი

. თბილისი

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

 უხლი 1. ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების თანდართული წესი.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ობიექტების მახასიათებლების/პარამეტრების განსაზღვრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                           ნ. გილაური

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. ეს წესი შემუშავებულია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის წესს.

 2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში _ ინსპექცია), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები (შემდგომში _ შესაბამისი ორგანოები).

 3. უწყებრივ რეესტრში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია ხორციელდება მათი აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით.

 4. რეგისტრაციას ექვემდებარება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი.

    მუხლი 2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრი წარმოებს როგორც ჟურნალის სახით, ისე ელექტრონული ფორმით.

2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს მფლობელი ან უფლებამოსილი პირი რეგისტრაციის მიზნით წერილობითი განცხადებით მიმართავს ინსპექციას ან შესაბამის ორგანოებს, რომელსაც თან უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია:

ა) ობიექტის მფლობელი;

ბ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;

გ) ობიექტის ადგილმდებარეობა;

ასევე, არსებობის შემთხვევაში, შემდეგი შინაარსის შემცველი დოკუმენტაცია:

დ) ობიექტის მწარმოებელი/მშენებელი;

ე) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება;

ვ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;

ზ) ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქტის ნომერი.

 3. განცხადების შეტანიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ინსპექცია ან შესაბამისი ორგანოები განიხილავენ განცხადებას და თუ დადგინდა, რომ ობიექტს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად გააჩნია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც იგი მიეკუთვნება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, ანიჭებენ სარეგისტრაციო ნომერს და შეაქვთ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში.

    მუხლი 3. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა

1. სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა სავალდებულოა, თუ შეიცვალა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

2. მონაცემებში ცვლილებების დადგომიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს შესაბამის განცხადებას ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში, სადაც მიუთითებს განხორციელებულ ცვლილებას და დაურთავს ცვლილების ამსახველ დოკუმენტაციას.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ცვლილებებისას ინსპექცია ან შესაბამისი ორგანოები 3 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებენ შესაბამისი ცვლილების შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში.

4. ცვლილების შეტანის დროს ადრე რეგისტრირებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი არ იცვლება.

    მუხლი 4. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრიდან ამოღება

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანისას ან როდესაც ობიექტს აღარ გააჩნია ის მახასიათებლები/პარამეტრები, რითაც იგი წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგნს შესაბამისი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაცია ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში.

2. ინფორმაციის ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში წარდგენის შემდეგ ინსპექცია ან შესაბამისი ორგანოები 4 სამუშაო დღის ვადაში იღებენ გადაწყვეტილებას ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შესახებ.

3. ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში სათანადო ჩანაწერი შეიტანება უწყებრივ რეესტრში.

    მუხლი 5. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მონაცემები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაციისათვის შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) აიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) რეგისტრაციის თარიღი;

) ობიექტის მფლობელი;

დ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;

ე) ობიექტის ადგილმდებარეობა;

ვ) ობიექტის მწარმოებლი/მშენებლი;

) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებ;

) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;

) ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქტის ნომერი;

) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.