"ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 18/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 280111, 28/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016043
  • Word
18/ნ
27/01/2011
ვებგვერდი, 280111, 28/01/2011
470230000.22.035.016043
"ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2011 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის’’ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს  №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის’’ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №114, მუხლი 1571) დამტკიცებულ „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესში’’ (დანართი 1)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. წესის მიღების საფუძველი

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი“ (შემდგომში წესი) შემუშავებულია „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.“.

2. მე-3 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დახმარება – „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე