მსოფლიო საფოსტო კონვენცია

  • Word
მსოფლიო საფოსტო კონვენცია
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 26/04/2000
ძალაში შესვლის თარიღი 18/11/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000328
  • Word
14/09/1994
გაურკვეველი, -, 26/04/2000
000000430.00.003.000328
მსოფლიო საფოსტო კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მსოფლიო საფოსტო

კონვენცია

ქვემორე ხელის მომწერებმა – კავშირის წევრი-ქვეყნების სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ვენის 1964 წლის 10 ივლისის მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდების მუხლი 22, § 3-ში და ამავე წესდების მუხლი 25, § 4-ში მოცემული პირობის თანახმად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შევიმუშავეთ არსებული კონვენციის საერთო წესები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო საფოსტო სამსახურში და წერილობითი კორესპონდენციის გაცვლის პირობები.

ნაწილი პირველი:

საერთო წესები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო საფოსტო სამსახურში

 

თავი ერთადერთი

საერთო დებულებანი

    მუხლი 1. ტრანზიტის თავისუფლება

1. ტრანზიტის თავისუფლების პირობები მოყვანილია წესდების პირველ მუხლში. ამ პრინციპის მიხედვით, თითოეული საფოსტო ადმინისტრაცია ვალდებულია სხვა ადმინისტრაციის მიერ ღია ტრანზიტით გადმოგზავნილი დახურული დეპეშები და წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები ყოველთვის გაგზავნოს რაც შეიძლება ჩქარი გზებით და ისეთივე საიმედო საშუალებებით, რომელთაც იყენებს საკუთარი გზავნილებების გასაგზავნად.

2. წევრი-ქვეყნები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას ბიოლოგიური მალფუჭებადი ან რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი წერილების გაცვლაში, უფლებამოსილნი არიან არ დაუშვან ასეთი გზავნილებების თავის ტერიტორიაზე ღია ტრანზიტით გაგზავნა. ეს ეხება წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებსაც, გარდა წერილებისა, საფოსტო ბარათებისა და სეკოგრამებისა, რომელთა მიმართ საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც რეგლამენტირებას უკეთებენ მათ გამოცემას ან ცირკულირებას გადამკვეთ ქვეყანაში, არასაკმარისია.

3. სახმელეთო ან საზღვაო გზებით გაგზავნილი საფოსტო ამანათების ტრანზიტის თავისუფლება შემოიფარგლება ამ სამსახურში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიით.

4. ავიაამანათების ტრანზიტის თავისუფლება გარანტირებულია კავშირის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ წევრი-ქვეყნები, რომელთაც არ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას საფოსტო ამანათების შესახებ, არ არიან ვალდებულნი მიიღონ მონაწილეობა ავიაამანათების სახმელეთო გზით გაგზავნაში.

5. თუ რომელიმე წევრი-ქვეყანა არ იცავს ტრანზიტის თავისუფლების პირობებს, სხვა წევრ-ქვეყნებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ამ ქვეყანასთან საფოსტო კავშირი.

    მუხლი 2. საფოსტო ამანათების კუთვნილება

1. ნებისმიერი საფოსტო გზავნილება წარმოადგენს გამგზავნის საკუთრებას მანამ, თუ ეს გზავნილები არ იქნება დაყოვნებული დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სანამ იგი არ ჩაჰბარდება ადრესატს.

    მუხლი 3. ახალი სამსახურის ორგანიზება

1. საერთო შეთანხმების საფუძველზე ადმინისტრაციებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ისეთი ახალი სამსახური, რომელიც კავშირის აქტებით ზუსტად არ იყო განსაზღვრული. ახალი სამსახურის ტარიფები დგინდება თითოეული დაინტერესებული ადმინისტრაციის მიერ სამსახურის საექსპლუატაციო ხარჯების გათვალისწინებით.

    მუხლი 4. ფულადი ერთეული

1. ფულად ერთეულს, რომელიც გათვალისწინებულია წესდების მე-7 მუხლში და გამოყენებულია კონვენციასა და შეთანხმებებში, აგრეთვე მათ საშემსრულებლო რეგლამენტებში, წარმოადგენს სესხის სპეციალური უფლება (სსუ, SDR).

    მუხლი 5. საფოსტო მარკები

1. კავშირის აქტების თანახმად, მხოლოდ საფოსტო ადმინისტრაციები უშვებენ საფოსტო მარკებს, რომლებიც ადასტურებენ ანაზღაურებას. საფოსტო გადახდის ნიშნები, ფრანკირების მანქანების ანაბეჭდები და ტიპოგრაფიული ანაბეჭდები ან ანაბეჭდები მიღებული დაშტემპელების სხვა ხერხით, კონვენციის საშემსრულებლო რეგლამენტის დებულების თანახმად შეიძლება გამოყენებულ იქნენ მხოლოდ საფოსტო ადმინისტრაციის ნებართვით.

2. საფოსტო მარკების თემა და სიუჟეტი უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდების პრეამბულას და კავშირის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 6. ტარიფები

1. სხვადასხვა საერთაშორისო საფოსტო მომსახურების ტარიფები დგინდება კონვენციასა და დადგენილებებში. ტარიფების დადგენა პრინციპში უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი მომსახურების შესაბამისი ფასის საფუძველზე.

2. გამოყენებული ტარიფები, აქტებში ორიენტირების მიზნით მოყვანილი ტარიფების ჩათვლით, უნდა იყოს შიდა რეჟიმში გამოყენებული იმავე მახასიათებლების მქონე (კატეგორია, რაოდენობა, დამუშავების ვადები და სხვა. ) გზავნილების ტარიფებთან მიახლოებული.

3. საფოსტო ადმინისტრაციები უფლებამოსილნი არიან აამაღლონ კონვენციასა და ხელშეკრულებებში მოყვანილი ყველა ტარიფები, იმ ტარიფების ჩათვლით, რომლებიც არაა მოყვანილი როგორც საორიენტაციო:

3.1. თუ ტარიფები, რომელთაც ისინი იყენებენ შიდა რეჟიმში იმავე სამსახურისათვის უფრო მაღალია, ვიდრე დადგენილი;

3.2. თუკი ეს აუცილებელია, საექსპლუატაციო ხარჯების დასაფარად, ან სხვა მიზნებით.

4. აკრძალულია კლიენტებისაგან სხვადასხვა საფოსტო ტარიფების ამოღება, გარდა კონვენციით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებულისა.

5. გარდა კონვენციით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თითოეული საფოსტო ადმინისტრაცია მის მიერ ამოღებულ ტარიფებს იტოვებს თავის სასარგებლოდ.

    მუხლი 7. უფასო გადაგზავნა

1. პრინციპი

1.1. უფასო გადაგზავნის კონკრეტული შემთხვევები გათვალისწინებულია კონვენციასა და ხელშეკრულებებში.

2. სასამსახურო მიმოწერა.

2.1. საფოსტო ადმინისტრაციების ან მისი დაწესებულებების მიერ გაგზავნილი სასამსახურო მიმოწერის წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები გათავისუფლებულია ყველა საფოსტო ანაკრებებისაგან.

2.2. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, რომლებიც ეხება სასამსახურო მიმოწერას, გარდა დამატებითი ავიატარიფებისა, გათავისუფლებულია ყველა საფოსტო ტარიფებისაგან:

2.2.1. რომლებიც იცვლება მსოფლიო საფოსტო კავშირის და რეგიონალური კავშირების ორგანოებს შორის;

2.2.2. რომლებიც იცვლება ამ კავშირების ორგანოებს შორის;

2.2.3. რომლებიც ეგზავნებათ მოცემული ორგანოების მიერ საფოსტო ადმინისტრაციებს ან მათ დაწესებულებებს.

3. სამხედრო ტყვეები და ინტერნირებული სამოქალაქო პირები

3.1. გარდა დამატებითი ავიატარიფებისა, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, საფოსტო ამანათები და საფოსტო ფინანსური სამსახურების გზავნილებები, რომლებიც დამისამართებულნი არიან სამხედრო ტყვეების მიმართ ან ეგზავნებათ უშუალოდ მათ, ან რეგლამენტით გათვალისწინებული დაწესებულებების შუამავლობით, გათავისუფლებული არიან ყველა საფოსტო ტარიფებისაგან. პირები, რომლებიც ეკუთვნიან მეომარ მხარეს, არიან მიღებულნი ან ინტერნირებულნი ნეიტრალურ ქვეყანაში, ზემოთ აღნიშნული დებულების თანახმად გათანაბრებულნი არიან სამხედრო ტყვეებთან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

3. 2. დებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია § 3. 1. , ასევე მართებულია სხვა ქვეყნებიდან ან რეგლამენტით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი იმ წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების, საფოსტო ამანათების და საფოსტო ფინანსური მომსახურების გზავნილებების მიმართ, რომლებიც დამისამართებულია სამოქალაქო ინტერნირებული პირებისადმი, რაც გათვალისწინებულია ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციაში ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ.

3. 3. რეგლამენტით გათვალისწინებული დაწესებულებები, ისევე როგორც § 3. 1 და 3. 2 აღნიშნული პირები, სარგებლობენ წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების, საფოსტო ამანათების და საფოსტო ფინანსური სამსახურების გზავნილებების უფასოდ გადაგზავნის უფლებით, მიუხედავად იმისა, აგზავნიან თუ იღებენ მათ უშუალოდ ან როგორც შუამავლები.

3. 4. ფოსტით უფასოდ გადასაგზავნად დაიშვება 5 კგ-მდე წონის ამანათები. ზღვრული წონა იზრდება 10 კგ-მდე იმ გზავნილებებისათვის, რომელთა შიგთავსის გაყოფა შეუძლებელია და აგრეთვე იმ გზავნილებებისათვის, რომლებიც დამისამართებულია ერთ ბანაკისათვის ან მათი ნდობით აღჭურვილი პირის მიმართ შემდგომში ტყვეებს შორის გასანაწილებლად.

4. სეკოგრამები

4. 1. სეკოგრამები გათავისუფლებულია ყველა საფოსტო ანაკრებისაგან გარდა დამატებითი ავიატარიფებისა.

ნაწილი მეორე

დებულებები წერილობითი კორესპონდენციის შესახებ: მომსახურების შეთავაზება

თავი 1–მომსახურების ძირითადი სახეები

    მუხლი 8. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები

1. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები კლასიფიცირდება არსებული ორი სისტემიდან ერთ-ერთის მიხედვით. ყოველი საფოსტო ადმინისტრაცია თავისუფალია აირჩიოს სისტემა, რომელსაც იგი იყენებს თავისი გამავალი ცვლის დროს.

2. პირველი სისტემა დამყარებულია გზავნილებების დამუშავების სიჩქარეზე. ამ შემთხვევაში ისინი იყოფიან:

2.1. პრიორიტეტულ გზავნილებებად: გზავნილებები, რომლებიც გადაიგზავნება პრიორიტეტული რიგით, ყველაზე სწრაფი გზით (საჰაერო ან სახმელეთო);წონის ზღვრული ნორმა:ჩვეულებრივ 2კგ; 5კგ ისეთი გზავნილებებისათვის, რომლებიც შეიცავენ წიგნებს და ბროშურებს (ფაკულტატიური სამსახური) და 7კგ სეკროგრამებისათვის;

2.2. არაპრიორიტეტული გზავნილებები: გზავნილებები, რომელთათვის გამგზავნმა აირჩია უფრო დაბალი ტარიფი, რაც იწვევს ჩაბარების უფრო ხანგრძლივ ვადას, წონის ზღვრული ნორმები იდენტურია 2. 1 აღნიშნულისა.

3. მეორე სისტემა დამყარებულია გზავნილებების შიგთავსზე. ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელნი იყოფიან:

3.1. წერილებად და საფოსტო ბარათებად, რომელთაც უწოდებენ ,,LC’’; წონის ზღვრული ნორმა 2კგ.

3.2. ბეჭდვით გამოცემებად, სეკოგრამებად და მცირე პაკეტებად, რომელთაც უწოდებენ ,,AO’’-ს. მათი წონის ზღვრული ნორმაა: 2კგ მცირე პაკეტებისათვის, 5კგ ბეჭდვითი გამოცემებისათვის და 7კგ სეკროგრამებისათვის.

4. შიგთავსის მიხედვით კლასიფიკაციის სისტემაში გზავნილებს უწოდებენ:

4.1. ,,ავიაგზავნილებებს’’ იმ წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებს, რომელთაც აქვთ პრიორიტეტი საჰაერო გზით გადაგზავნის დროს;

4.2. ,,S. A. L. გზავნილებებს’’ იმ სახმელეთო გზავნილებებს, რომლებიც იგზავნება საჰაერო გზით დადაბლებული პრიორიტეტით.

5. თითოეული ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაუშვას პრიორიტეული და ავიაგზავნილებები, რომლებიც შედგება შესაბამისად დაკეცილი და ყველა მხრიდან დაწებებული ერთი ფურცლისაგან. ასეთ გზავნილებას უწოდებენ ,,აეროგრამებს’’.

6. ფოსტას, რომლის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები ერთი და იმავე გამგზავნისაგან და რომლებიც მიიღება ერთი და ცალკეული დეპეშებით, რეგლამენტში მოყვანილი პირობების თანახმად ეწოდება ,,ფოსტა დიდი რაოდენობით’’.

7. სპეციალურ ტომრებს, რომლებიც იგზავნება ერთი და იმავე მიმღების მისამართით, ერთი და იმავე დანიშნულების ადგილზე და რომლებიც შეიცავენ გაზეთებს, პერიოდულ გამოცემებს, წიგნებს და სხვა ბეჭდვით გამოცემებს, ორივე სისტემაში ეწოდება ,,M’’ტომარა; წონის ზღვრული ნორმა 39კგ.

8. ზომების ზღვარი და გზავნილებების მიღების პირობები, ისევე როგორც წონის ზღვრული ნორმები განისაზღვრება რეგლამენტით.

    მუხლი 9. ანაზღაურების ტარიფები

1. მიმწოდებელი ადმინისტარცია ადგენს ანაზღაურების ტარიფებს წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებს გადაგზავნისათვის კავშირის მთელ ტერიტორიაზე. ანაზღაურების ტარიფი შეიცავს ადრესატისთვის გზავნილების ბინაზე ჩაბარების ღირებულებას, თუკი დანიშნულების ქვეყანაში ორგანიზებულია გზავნილებების ჩაბარება-მიტანის სამსახური. გამოყენების პირობები მოყვანილია რეგლამენტში.

2. ანაზღაურების საორიენტაციო ტარიფები მოყვანილია ქვემოთ მდებარე ცხრილში:

 

გზავნილებები

წონის ერთეულები

 საორიენტაციო ტარიფები

 

1

2

3

2. 1. სიჩქარეზე დაფუძნებული სისტემის

ტარიფები

 

 

 

სსუ

პრიორიტეტული გზავნილებები

20 გრ-მდე

0. 37

 

 

20–100გრ-მდე

 

0. 88

 

 

100–250გრ-მდე

 

1. 76

 

250–500გრ-მდე

 

3. 38

 

500–1000გრ-მდე

 

5. 88

 

1000–2000გრ-მდე

 

9. 56

 

ყოველი დამატებით

1000გრ.

 

4. 78

 (ფაკულტატიური)

 

არაპრიორიტეტული

20გრ-მდე

 

0. 18

გზავნილებები

20–100გრ-მდე

 

0. 40

 

100–250გრ-მდე

 

0. 74

 

250–500გრ-მდე

1. 32

 

500–1000გრ-მდე

 

2. 21

 

1000–2000გრ-მდე

 

3. 09

 

 

 

ყოველი დამატებით

1000გრ.

 

1. 54

(ფაკულტატური)

2. 2. შიგთავსზე დამოკიდებული სისტემის ტარიფები

 

 

 

წერილები

20გრ-მდე

 

0. 37

 

20–100გრ-მდე

 

0. 88

 

100–250გრ-მდე

 

1. 76

 

250–500გრ-მდე

3. 38

 

500–1000გრ-მდე

 

5. 88

 

1000–2000გრ-მდე

9. 56

გზავნილებები

1

წონის ერთეულები

2

საორიენტაციო ტარიფები

3

საფოსტო ბარათები

 

0. 26

 

ბეჭდვითი გამოცემები

20გრ-მდე

 

0. 18

 

20–100გრ-მდე

 

0. 40

 

100–250გრ-მდე

 

0. 74

 

250–500გრ-მდე

 

1. 32

 

500–1000გრ-მდე

 

2. 21

 

1000–2000გრ-მდე

 

3. 09

 

ყოველი დამატებით

1000გრ.

1. 54 (ფაკულტატური)

მცირე პაკეტები

100გრ-მდე

 

0. 40

 

100–250გრ-მდე

 

0. 74

 

250–500გრ-მდე

 

1. 32

 

500–1000გრ-მდე

 

2. 21

 

1000–2000გრ-მდე

 

3. 09

 

3. ადმინისტრაციული საბჭოს თანხმობით ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოს კონგრესებს შორის ინტერვალში შეუძლია გდაამოწმოს 2-ში მოყვანილი საორიენტაციო ტარიფები. გადამოწმებული ტარიფები დამყარებული იქნება კავშირის წევრების მიერ მათ ქვეყნებში დადგენილი საერთაშორისო გზავნილებების ტარიფების მედიანურ სიდიდეზე.

4. მიმწოდებელ ადმინისტრაციას უფლება აქვს წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებზე, რომლებიც შეიცავენ:

4.1. მათ ქვეყანაში გამოქვეყნებულ გაზეთებს და პერიოდულ გამოცემებს, დაადგინოს ფასდაკლება, რაც არ უნდა აღემატებოდეს გამოქვეყნებული კატეგორიის გზავნილებების ტარიფის 50%-ს;

4.2. წიგნებს და ბროშურებს, ნოტებს და გეოგრაფიულ რუკებს რომლებიც არ შეიცავენ განცხადებებს ან რეკლამებს ყდასა და სატიტულო ფურცლებზე მოთავსებულის გარდა, დაადგინოს ისეთივე ფასდაკლება, რომელიც გათვალისწინებულია 4. 1.

5. ტარიფები ,,M’’ ტომრებისათვის გამოითვლება 1კგ წონის კუპირების მიხედვით თითოეული ტომრის სრულ წონამდე. მომწოდებელი ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიანიჭოს ასეთ ტომრებს გამოყენებული კატეგორიის გზავნილებებზე გათვალისწინებული ტარიფის ფასდაკლება 20%-მდე. ასეთი ფასდაკლება შეიძლება არ იყოს დამოკიდებული 4 აღნიშნულ ფასდაკლებაზე.

6. მომწოდებელი ადმინისტრაცია უფლებამოსილია არასტანდარტული გზავნილებებისათვის გამოიყენოს სტანდარტული გზავნილებების ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფები. სტანდარტული გზავნილები განსაზღვრულია რეგლამენტში.

7. შიგთავსზე დამოკიდებულ სისტემაში სხვადასხვა ტარიფით განაღდებული საგნების ერთ გზავნილებაში გაერთიანება დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ საერთო წონა არ გადააჭარბებს იმ კატეგორიის მაქსიმალურ წონას, რომლის წონის ზღვრული ნორმა ყველაზე მაღალია. ასეთი გზავნილებების ტარიფი მიმწოდებელი ადმინისტრაციის სურვილით განისაზღვრება იმ კატეგორიით, რომლისათვისაც დადგენილია ყველაზე მაღალი ტარიფი ან თითოეული გზავნილების შესაბამისი ტარიფების ჯამით. ასეთ გზავნილებებს აქვთ შემდეგი აღნიშვნა ,,შერეული გზავნილებები’’ (Envois mixtes’’).

    მუხლი 10. ტარიფიკაცია გაგზავნის ხერხის ან სიჩქარის მიხედვით

1. ყველაზე სწრაფი (საჰაერო ან სახმელეთო) გზით გაგზავნილი პრიორიტეტული გზავნილებების შესაბამის ტარიფებში შედის დაჩქარებული გადაგზავნის შესაძლო დამატებითი ღირებულებაც.

2. ადმინისტრაციებს, რომელთა სისტემაც დამოკიდებულია შიგთავსზე, უფლება აქვთ:

2. 1. აიღონ დამატებითი ტარიფები ავიაგზავნილებებისათვის. ეს ტარიფები უნდა შეესაბამებოდეს საჰაერო გადაგზავნის ხარჯებს და იყოს თანაბარი თითოეული დანიშნულების ქვეყნის ტერიტორიაზე მიუხედავად გამოყენებული მიმართულებისა. ავიაგზავნილებების დამატებითი ტარიფების დაანგარიშებისათვის ადმინისტრაციებს უფლება აქვთ გაითვალისწინონ კლიენტურის მიერ შესაძლო თანდართული ბლანკების წონა;

2.2. აიღონ S. A. L. გზავნილებისათვის უფრო დაბალი დამატებითი ტარიფები, ვიდრე ავია გზავნილებებზე;

2. 3. დაადგინონ კომბინირებული ტარიფები ავია გზავნილებების და S. A. L. ფოსტის ანაზღაურებისათვის, ამასთან უნდა გაითვალისწინონ მათი საფოსტო მომსახურების ღირებულება და ავია გადაზიდვის ხარჯები.

3.9.4 და 9.5 მუხლების თნახმად, ტარიფი შეიძლება შემცირდეს საჰაერო გზით გადაზიდული გზავნილებებისათვის, გარდა ტარიფის იმ წილისა, რომელიც გათვალისწინებულია სატრანსპორტო ხარჯებზე.

    მუხლი 11. შეღავათიანი ტარიფები

1. მუხლში 6.2 დადგენილი ტარიფების მინიმალური ზღვარის ზემოთ საფოსტო ადმინისტრაციებს უფლება აქვთ მათ ქვეყანაში მიწოდებული წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებისათვის დაადგინონ დადაბლებული ტარიფები. კერძოდ, ისინი უფლებამოსილნი არიან დაუდგინონ შეღავათიანი ტარიფები თავიანთ კლიენტებს, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობით ფოსტის ცვლა.

    მუხლი 12. სპეციალური ტარიფები

1. 500 გრ-მზე ნაკლები წონის მცირე პაკეტების ადრესატზე ჩაბარებისას ტარიფის ამოღება არ ხდება.

2. თუ 500-ს ზევით მცირე პაკეტების ჩაბარებისას შინაგან რეჟიმში აიღება ტარიფი, იმავე ტარიფით შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს საზღვარგარეთიდან შემოსული მცირე პაკეტების ჩაბარება.

3. ადმინისტრაციებს უფლება აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს აიღონ ისეთივე ტარიფები, როგორც შიდა რეჟიმში:

3.1. ტარიფი გამგზავნისაგან აღებულ გზავნილებაზე, რომელიც ბარდება სამუშაოს ზღვრულ საათებში;

3.2. გამგზავნისაგან აღებული ტარიფი იმ გზავნილებაზე, რომელიც ბარდება საოპერაციო ფანჯრისა და მუშაობის დამთავრების შემდეგ;

3.3. გაგზავნისაგან აღებული ტარიფი სახლში ჩაბარებულ გზავნილებაზე;

3.4. ადრესატისგან ანაზღაურებული ტარიფი გზავნილებაზე საოპერაციო ფანჯრის მუშაობის დამთავრების შემდეგ;

3.5. ადრესატის მიერ ანაზღაურებული ტარიფი მოკითხვამდე გზავნილებებზე;

3.6. ტარიფი 500 გრ-მს ზევით წერილობითი კორესპონდენციის ნებისმიერ გზავნილებზე, რომელიც არ იყო მიღებული ადრესატის მიერ მისი უფასოდ შენახვის ვადაში. ეს ტარიფი არ ვრცელდება სეკროგრამებზე.

    მუხლი 13. ანაზღაურება

1. როგორც წესი, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები ანაზღაურებული უნდა იქნენ გამგზავნის მიერ. ანაზღაურების ხერხები განსაზღვრულია რეგლამენტში.

2. მიმწოდებელ ადმინისტრაციას უფლება აქვს უკან დააბრუნოს აუნაზღაურებელი ან ნაწილობრივ ანაზღაურებული წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები გამგზავნთან რომ მათ თვითონ შეავსონ გადასახდელი თანხა.

3. მიმწოდებელ ადმინისტრაციას ასევე შეუძლია აანაზღაუროს წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები ან დაუმატოს გადასახადი ნაწილობრივ ანაზღაურებულ გზავნილებებზე და შემდგომ ეს თნხა აიღოს გამგზავნისაგან. ამ შემთხვევაში მას უფლება ეძლევა აიღოს ტარიფი დამუშავებაზე მაქსიმუმ 0. 33 სსუ-ს ოდენობით. ნაწილობრივი გადახდა ხორციელდება რეგლამენტში გათვალისწინებული ერთ-ერთი ხერხის შესაბამისად.

4. იმ შემთხვევებში, როცა არ გამოიყენება გამგზავნის ან მიმღების მიმართ § 2 და 3-ში აუნაზღაურებელ ან ნაწილობრივ ანაზღაურებულ გზავნილებზე გათვალისწინებული არცერთი საშუალება, თუ ეს ეხება დაბრუნებულ გზავნილებებს, აიღება დამატებითი ტარიფი, რომლის გამოთვლაც განსაზღვრულია რეგლამენტში.

    მუხლი 14. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების ანაზღაურება გეგმებში

1. გზავნილებები, რომლებიც მიეწოდება გეგმებზე მათი მარშრუტის ორ საბოლოო პუნქტში ან ერთ-ერთ შუალედურ პუნქტში დგომის დროს, ანაზღაურებულნი უნდა იყვნენ საფოსტო მარკებით იმ ქვეყნის ტარიფის შესაბამისად, რომლის წყლებშიც იმყოფება მოცემული გემი.

2. გზავნილების გემებზე ღიაა ზღვაში ჩაბარების დროს, გარდა დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შორის სპეციალური შეთანხმებისა, ანაზღაურება შეიძლება საფოსტო მარკებით იმ ქვეყნის ტარიფის შესაბამისად, რომელსაც ეკუთვნის ან რომლის დაქვემდებარების ქვეშაც არის ეს გემი. მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურებული გზავნილებები უნდა გადაეცეს საფოსტო დაწესებულებების გემის საბოლოო პუნქტში გემის მისვლისთანავე.

    მუხლი 15. საერთაშორისო საპასუხო კუპონები

1. საფოსტო ადმინისტრაციებს უფლება აქვთ გაყიდონ საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოშვებული საერთაშორისო საპასუხო კუპონები და აგრეთვე შეზღუდონ მათი გაყიდვა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საპასუხო კუპონის ღირებულებაა 0. 74 სსუ. გასაყიდი ფასი, რომელიც განისაზღვრება დაინტერესებული ადმინისტრაციების მიერ არ შეიძლება იყოს ამ ღირებულებაზე დაბალი.

3. საპასუხო კუპონები იცვლება ნებისმიერ წევრ-ქვეყანაში ერთ ან რამდენიმე საფოსტო მარკაზე, რომლებიც წარმოადგენენ საზღვარგარეთ დამისამართებული უბრალო პრიორიტეტული გზავნილების ან უბრალო ავიაწერილის მინიმალურ ანაზღაურებას. თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობა არ კრძალავს ასეთ გაცვლას, საპასუხო კუპონები ასევე უნდა გაიცვალოს სრული ანაზღაურების საფოსტო ან სხვა ნიშნებზე, ან ანაზღაურების შტემპელებზე.

4. გარდა ამისა წევრი-ქვეყნის ადმინისტრაციას შეუძლია დაიტოვოს უფლება ამ საპასუხო კუპონების ნაცვლად მოითხოვოს ასანაზღაურებელი გზავნილებების და საპასუხო კუპონების ერთდროული მოწოდება.

თავი 2. სპეციალური მომსახურება

    მუხლი 16. შეკვეთილი გზავნილებები

1. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები შეიძლება გადაგზავნილ იქნეს შეკვეთილი წესით.

2. შეკვეთილი გზავნილებების ტარიფი აიღება წინასწარ. იგი შედგება კლასიფიკაციის სისტემის და კატეგორიის ანაზღაურების ტარიფისა და შეკვეთის დადგენილი ტარიფისაგან მაქსიმუმ 1.31 სსუ–ს ოდენობით. ადმინისტრაციამ თითოეული ,,M’’ ტომრისათვის ერთეული ტარიფის ნაცვლად უნდა აიღოს საერთო ტარიფი, მაგრამ არა უმეტეს 5-ჯერ ერთეული ტარიფის ოდენობით.

3. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება ადმინისტრაციას შეუძლია აიღოს გაგზავნის ან მიმღების ან გარდა § 2-ში აღნიშნული ტარიფისა მათი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური ტარიფები.

4. საფოსტო ადმინისტრაციებს, რომლებიც პასუხს აგებენ ფორს-მაჟორულ გარემოებებზე, უფლება აქვთ აიღონ სპეციალური ტარიფები მაქსიმუმ 0. 13სსუ-ს ოდენობით თითოეულ შეკვეთილ გზავნილებაზე.

    მუხლი 17. გზავნილებები კონტროლირებადი მიტანით

1. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები შეიძლება გადაგზავნილ იქნეს გზავნილებების სამსახურის მიერ კონტროლირებადი მიტანით იმ ადმინისტრაციებს შორის, რომელთაც აქვთ ასეთი სამსახური.

2. კონტროლირებადი მიტანით გზავნილებების ტარიფი წინასწარ აიღება. იგი შეიცავს მისი კლასიფიკაციის სისტემის და კატეგორიის შესაბამის ანაზღაურების ტარიფს და მიმწოდებელი ადმინისტრაციის მიერ დადგენილი კონტროლირებადი მიტანის ტარიფს. ეს ტარიფი შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე შეკვეთილი გზავნილების ტარიფი.

    მუხლი 18. ფასგამოცხადებული გზავნილებები

1. პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული გზავნილებები და წერილები, რომლებიც შეიცავენ ფასიან ქაღალდებს, დოკუმენტებს ან ძვირფას ნივთებს და რომელთაც ეწოდებათ ,,ფასგამოცხადებული გზავნილებები’’. შეიძლება გაიცვალოს გამგზავნის მიერ შიგთავსის გამოცხადებული თანხით დაზღვევის დროს. ეს გაცვლა შეზღუდულია წევრი-ქვეყნების ურთიერთობებით, რომელთა საფოსტო ადმინისტრაციები შეთანხმებულნი არიან მიიღონ ეს გზავნილებები ორმხრივი ან ერთმხრივი ცვლით.

2. ფასგამოცხადების თანხა პრინციპში შეზღუდული არ არის. თითოეული ადმინისტრაცია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეზღუდოს ფასის გამოცხადება იმ თანხით, რომელიც არ შეიძლება იყოს 4000 სსუ-ზე მცირე. მიუხედავად ამისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფასგამოცხადების ზღვარი, რომელიც მიიღება შიდა სამსახურში, თუ იგი ამ თანხაზე მცირეა.

3. ფასგამოცხადებული გზავნილებების ტარიფი წინასწარ უნდა იყოს აღებული. იგი შედგება ანაზღაურების უბრალო ტარიფის, მუხლში 16. 2 განსაზღვრულ შეკვეთაზე დადგენილი ტარიფის და დაზღვევის ანაკრებისაგან.

4. შეკვეთილი გზავნილებების დადგენილი ტარიფის ნაცვლად საფოსტო ადმინისტრაციებს უფლება აქვთ აიღონ მათი შიდა სამსახურისათვის დადგენილი ტარიფი, ან გამონაკლისის სახით, მაქსიმუმ 3. 27 სსუ-ს ოდენობის ტარიფი.

5. დაზღვევის ანაკრები შეადგენს მაქსიმუმ 0. 33 სსუ-ს 65. 34 სსუ-ზე ან 65. 34 სსუ-ს ნაწილს ან ფასგამოცხადებული ერთეულის 0.5%-ს. ეს ტარიფი გამოიყენება დანიშნულების ქვეყნისგან დამოუკიდებლად, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც არსებობს ფორს-მაჟორულ გარემოებებთან დაკავშირებული რისკი.

6. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია უსაფრთხოების საგანგებო ზომების მიღება, ადმინისტრაციებს § 3, 4, და 5-ში აღნიშნული ტარიფების გარდა შეუძლიათ აიღონ მათი შიდა კანონმდებლობაში გათვალისწინებული სპეციალური ტარიფები.

    მუხლი 19. გზავნილებანი შიკრიკის მეშვეობით

1. ქვეყნებში, რომელთა ადმინისტრაცია ასრულებს ამ სამსახურს, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები გამგზავნის მოთხოვნით მიიტანება სპეციალური შიკრიკის მეშვეობით, რაც შეიძლება სწრაფად მათი დატარების დაწესებულებაში მიღების შემდეგ. ნებისმიერ ადმინისტრაციას აქვს უფლება შეზღუდოს ეს სამსახური პრიორიტეტული გზავნილებებით, ავია გზავნილებებით ან თუ საქმე ეხება ორ ადმინისტრაციას შორის ერთადერთ გზას სახმელეთო ,,LC’’ გზავნილებებით. გზავნილებები შიკრიკის მეშვეობით შეიძლება დამუშავდეს სხვა ხერხით, თუკი ადრესატისთვის შეთავაზებული სამსახურის ხარისხის საერთო დონე ისეთივე მაღალია, როგორც სპეციალური დამტარებლის გამოყენებით უზრუნველყოფილი.

2. თუ გზავნილებები დატარების დაწესებულებებში მიწოდებულია ბოლო ჩვეულებრივი დღიური მიწოდების შემდეგ, ისინი სპეციალური დამტარებლის მეშვეობით ჩაჰბარდება იმავე პირობებით, რომლებიც გამოიყენება ამ სამსახურის შემომთავაზებელი ქვეყნების შიდა რეჟიმში.

3. ადმინისტრაციები, რომლებსაც გააჩნიათ წერილობითი კორესპონდენციის ფოსტით გადაგზავნის რამდენიმე არხი, მათი შემოსული ფოსტის ცვლის დაწესებულებებში ჩაბარების შემდგომ შიკრიკის მეშვეობით უნდა გაატარონ გადაგზავნის ყველაზე სწრაფი შიდა არხით და ამის შემდეგ დაამუშაონ ეს გზავნილებანი რაც შეიძლება სწრაფად.

4. გზავნილებებზე შიკრიკის მეშვეობით ანაზღაურების ტარიფის გარდა აიღება ტარიფი, რომელიც ტოლია შემთხვევაზე დამოკიდებულებით უბრალო პრიორიტეტულ/არაპრიორიტეტულ გზავნილებებზე ან უბრალო წერილის ანაზღაურების თანხისა და მაქსიმალურად უტოლდება 1. 63 სსუ-ს. თითოეულ ,,M’’ ადმინისტრაცია ერთეულოვანი ტარიფის ნაცვლად იღებს საერთო ტარიფს, რომელიც არ აღემატება ერთიან ტარიფის 5-ჯერ სიდიდეს. ეს ტარიფი მთლიანად წინასწარ აიღება.

5. თუ მიტანა შიკრიკის მეშვეობით იწვევს განსაკუთრებულ სიძნელეებს, მაშინ მდგომარეობასთან შესაბამისად აიღება დამატებითი ტარიფი, მიეკუთნება შიდა სამსახურში ასეთ გზავნილებებს.

6. თუ კი დანიშნულების ადმინისტრაციის წესები საშუალებას იძლევა, ადრესატებს შეუძლიათ სთხოვონ დატარების დაწესებულებებს, რომ მათთვის განკუთვნილი გზავნილებანი მიტანილ იქნენ შიკრიკით მიღებისთანავე. ამ შემთხვევაში დანიშნულების ადმინისტრაციას უფლება აქვს მიტანისას აიღოს მათ შიდა რეჟიმში გამოყენებული ტარიფი.

    მუხლი 20. შეტყობინება მიღებაზე

1. შეკვეთილი გზავნილების, კონტროლებადი მიტანის გზავნილების ან ფასგამოცხადებული გზავნილების მიწოდებისას, გამგზავნს შეუძლია მოითხოვოს ჩაბარების მომენტში მისთვის მიღებაზე შეტყობინების გაგზავნა, გადაიხდის რა ტარიფს მაქსიმუმ 0. 98 სსუ. შეტყობინება მიღებაზე გამგზავნს ეგზავნება ყველაზე სწრაფი (საჰაერო ან სახმელეთო) გზით.

2. თუ გამგზავნი ითხოვს შეტყობინებას მიღებაზე, რომელიც მან არ მიიღო დადგენილ ვადაში, ტარიფი ხელმეორედ არ აიღება.

    მუხლი 21. ჩაბარება საკუთარ ხელში

1. გამგზავნის თხოვნით, ან იმ ადმინისტრაციებს შორის დამოკიდებულებისას, რომელთაც გამოთქვეს თანხმობა, გზავნილებანი კონტროლირებადი მიტანით და ფასგამოცხადებული გზავნილებანი ჩაჰბარდება საკუთარ ხელში. ადმინისტრაციებს შეუძლიათ დადონ ასეთი შეთანხმება მხოლოდ იმგვარი გზავნილებებისათვის, რომელთაც თან ახლავთ შეტყობინება მიღებაზე. ყველა შემთხვევაში გამგზავნი იხდის საკუთარ ხელში ჩაბარებისათვის ტარიფს მაქსიმუმ 0. 16სსუ-ს ოდენობით.

    მუხლი 22. გზავნილებანი ტარიფებისა და ანაკრებების აღების შესახებ

1. იმ საფოსტო ადმინისტრაციებს შორის დამოკიდებულებისას, რომლებიც დათანხმდნენ შემდეგზე, გამგზავნებს შეუძლიათ აიღონ თავიანთ ანგარიშზე მიწოდების დაწესებულებაში წინასწარი განცხადების მიწოდებისას გზავნილების გაცემის დროს ყველა დარიცხული ტარიფებისა და ანაკრებების გადახდა მანამ, სანამ გზავნილებები არ არის ადრესატზე გაცემული. გამგზავნს შეუძლია მიწოდების შემდეგ ითხოვოს მისი გაცემა ტარიფების და ანაკრებების გადახდის გარეშე.

2. § 1-ში გათვალისწინებული შემთხვევების დროს გამგზავნებმა უნდა იკისრონ ვალდებულება გადაიხადონ თანხები, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს დანიშნულების დაწესებულებამ. აუცილებლობის შემთხვევაში მათ უნდა მოახდინონ წინასწარი გადახდა.

3. მიწოდების ადმინისტრაცია გამგზავნისაგან აიღებს ტარიფებს, რომელიც არ აღემატება 0. 98 სსუ-ს და რომელსაც იგი იტოვებს როგორც მიწოდების ქვეყანაში შეთავაზებული მომსახურების ანაზღაურება.

4. იმ შემთხვევაში, როცა თხოვნა მიმართულია გზავნილების მიწოდების შემდეგ, მიწოდების ადმინისტრაცია თითოეულ თხოვნაზე იღებს მაქსიმუმ 1. 31 სსუ-ს ოდენობის დამატებით ტარიფს. თუ თხოვნა უნდა გადაიცეს ელექტროკავშირის არხებით, გამგზავნი ვალდებულია ასევე გადაიხადოს შესაბამისი ტარიფი.

5. დანიშნულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია აიღოს თითოეულ გზავნილებაზე საკომისიო ანაკრები მაქსიმუმ 0. 98სსუ-ს ოდენობით. ეს ანაკრები აიღება გამგზავნისაგან დანიშნულების ადმინისტრაციის სასარგებლოდ საბაჟოზე გზავნილების წარდგენის ანაკრებისგან დამოუკიდებლად.

6. თითოეული ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეზღუდოს იმ გზავნილებების მომსახურება, რომლებიც არ ექვემდებარებიან ტარიფებისა და ანაკრებების აღების, შეკვეთილი და ფასგამოცხადებული გზავნილებებით.

    მუხლი 23. საერთაშორისო კომერციული კორესპონდენციის სამსახური პასუხით

1. ადმინისტრაციებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმდნენ მონაწილეობაზე ფაკულტატიურ სამსახურში, რომელსაც ეწოდება ,,საერთაშორისო კომერციული კორესპონდენცია პასუხით’’ (MKKO/CCRI).

2. ადმინისტრაციებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოცემულ სამსახურს, უნდა დაიცვან რეგლამენტში განსაზღვრული დებულებები.

3. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციებს შეუძლიათ ორმხრივად შეთანხმდნენ, მათ შორის, სხვა სისტემების დამყარებაზე.

4. ადმინისტრაციებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპესანსაციის სისტემით, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ხარჯებს.

    მუხლი 24. მალფუჭებადი ბიოლოგიური ნივთირებები. რადიოაქტიური ნივთიერებები.

1. რეგლამენტის შესაბამისი დებულების თანახმად, ჩაკეთებულ და შეფუთულ მალფუჭებად ბიოლოგიურ ნივთიერებებზე და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე ვრცელდება პრიორიტეტული გზავნილებების ან წერილების ტარიფი და შეკვეთილი წესით გადაგზავნის ტარიფი. მათი დაშვება იზღუდება წევრი ქვეყნების ურთიერთობებით. ის საფოსტო ადმინისტრაციები, რომლებმაც განაცხადეს თავიანთი თანხმობის შესახებ დაუშვან ეს გზავნილებები ურთიერთგაცვლით ან მხოლოდ ერთი მიმართულებით. ასეთი ნივთიერებები იგზავნება ყველაზე ჩქარი, ჩვეულებრივ საჰაერო გზით, შესაბამისი დამატებით საჰაერო ტარიფების გადახდის პირობით.

2. მალფუჭებადი ბიოლოგიური ნივთიერებები შეიძლება გაიცვალოს მხოლოდ ორ კომპეტენტურ, ოფიციალურად აღიარებულ ლაბორატორიას შორის, ხოლო რადიოაქტიური ნივთიერებების გაგზავნის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც გააჩნიათ ამაზე სპეციალური ნებართვა.

თავი 3. განსაკუთრებული დებულებები

    მუხლი 25. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების მიწოდება საზღვარგარეთ

1. არც ერთი წევრი-ქვეყანა არ არის ვალდებული გადაგზავნოს ან ჩააბაროს ადრესატს წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, რომელთა გამგზავნებიც ცხოვრობენ რა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, აბარებენ ან ავალებენ გზავნილების ჩაბარებას სხვა ქვეყნის საფოსტო დაწესებულებებს უფრო ხელსაყრელი სატარიფო პირობების გამოყენების მიზნით.

2. § 1 დებულებანი გამოიყენება განურჩევლად იმისა, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები არის ჩაკეთებული იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს გამგზავნი და შემდგომ გადაზიდულია საზღვარგაერთ, და წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების მიმართ, რომლებიც ჩაკეთებულია სხვა ქვეყანაში.

3. დანიშნულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოითხოვოს გამგზავნისაგან, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მიწოდების ადმინისტრაციისაგან შიდა ტარიფების ანაზღაურება. თუ არც გამგზავნი და არც მიწოდების ადმინისტრაცია არ არის თანახმა აანაზღაუროს ეს ტარიფები ვადაში, რომელიც დადგენილია დანიშნულების ადმინისტრაციის მიერ, ამ უკანასკნელს შეუძლია დაუბრუნოს ეს გზავნილებები მიწოდების ადმინისტრაციას, ამავე დროს უფლებამოსილია მოითხოვოს დაბრუნების ხარჯების ანაზღაურება, ან დაამუშავოს ისინი მისი შიდა კანონმდებლობის თანახმად.

4. არც ერთი წევრი-ქვეყანა არ არის ვალდებული გადააგზავნოს ან მიიტანოს მიმღებამდე წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, რომლებიც გამგზავნებმა მიაწოდეს დიდი რაოდენობით თვითონ ან ვინმეს მეშვეობით არა იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ, შესაბამისი ანაზღაურების გარეშე. დანიშნულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიწოდების ადმინისტრციას მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ორი შემდგომი ფორმულის ჯამს: ან ეკვივალენტური გზავნილებების მიმართ დადგენილი შიდა ტარიფების 80%, ან 0. 14სსუ გზავნილებაზე, პლიუს 1სსუ თითოეულ კგ-ზე. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადმინისტრცია უარს ამბობს დანიშნულების ადმინისტრაციის მიერ დადგენილი თანხის ვადაში გადახდაზე, ამ უკანასკნელს შეუძლია დაუბრუნოს გზავნილებები მიწოდების ადმინისტრაციას და თან მოსთხოვოს დაბრუნების ხარჯების ანაზღაურება, ან დაამუშაოს ისინი მისი შიდა კანონმდებლობის თანახმად.

    მუხლი 26. დაუშვებელი გზავნილებები. აკრძალვები

1. გზავნილებები, რომლებიც არ პასუხობენ კონვენციისა და რეგლამენტის პირობებს, არ დაიშვებიან.

2. გზავნილებები, გარდა ფასგამოცხადებული გზავნილებებისა, არ შეიძლება შეიცავდნენ მონეტებს, საბანკო ბილეთებს, საკრედიტო ბილეთებს ან რაიმე ფასეულობებს წარმდგენზე, საგზაო ჩეკებს, პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობის ან დაუმუშავებული სახით, ძვირფას ქვებს, საიუველირო ნაკეთობებს ან სხვა ძვირფას ნივთებს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ან დანიშნულების ქვეყნის შიდა კანონმდებლობა ამის უფლებას იძლევა, ეს საგნები შეიძლება გადაგზავნილ იქნენ დახურული კონვერტით, როგორც შეკვეთილი გზავნილება.

3. წერილები, რომელთა მიმოცვლა ხდება იმ პირებს შორის, რომლებიც არ არიან გამგზავნები ან მიმღებნი, ან მათთან მცხოვრები პირები, არ შეიძლება შეიცავდნენ ისეთ დოკუმენტებს, რომელთაც აქვთ მიმდინარე ან პირადი მიწერ-მოწერის ხასიათი. თუ მიწოდების ან დანიშნულების ადმინისტრაცია დაადგენს მათ არსებობას სახეზე, იგი მათ მიმართ იმოქმედებს თანახმად თავისი კანონმდებლობისა.

4. გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ბეჭდვით გამოცემებს და სეკოგრამებს:

4. 1. არ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე ანოტაცია, ან შეიცავდნენ მიმდინარე და პირადი მიწერ–მოწერის ხასიათის მქონე რაიმე დოკუმენტს;

4. 2. არ შეიძლება შეიცავდნენ საფოსტო მერკებს, დაშტემპელებულ ან არადშტემპელებულ გადახდის ბლანკებს, რაიმე ფასიან დოკუმენტებს.

5. აკრძალულია წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებით ქვემოთ ჩამოთვლილი საგნების გადაგზავნა:

5.1. ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები;

5.2. ფეთქებადი, აალებადი ან სხვა საშიში ნივთიერებანი (ამ აკრძალვის ქვეშ არ ხვდება § 24-ში მითითებული მალფუჭებადი ბიოლოგიური და რადიოაქტიური ნივთიერებები);

5.3. არაზნეობრივი ან უხამსი ხასიათის საგნები;

5.4. საგნები, რომელთა შემოტანა ან მოხმარება აკრძალულია დანიშნულების ქვეყანაში.

6. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების შიგთავსში აკრძალულია ცოცხალი ცხოველების მოთავსება.

6.1. მიუხედავად ამისა, დაიშვება გარდა ფასგამოცხადებული გზავნილებებისა, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებით გაიგზავნოს:

6.1.1. ფუტკრები, წურბელები და აბრეშუმის ჭიები;

6.2.2. პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები, რომლებიც განკუთვნილი არიან ამ მწერების გამოსაკვლევად და რომლებიც იცვლებიან ოფიციალურ დაწესებულებებს შორის.

7. შეცდომით მიღებული გზავნილების დამუშავება განსაზღვრულია რეგლამენტით. ამასთან §5.1., 5.2., 5.3. -ში ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი გზავნილებები არც ერთ შემთხვევაში არ ექვემდებარებიან დანიშნულების ადგილზე მიტანას, ადრესატზე ჩაბარებას ან მიწოდების ადგილზე უკან დაბრუნებას.

    მუხლი 27. დადევნება

1. მიღების მიერ მისამართის შეცვლის შემთხვევაში ხდება წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების დაუყოვნებელი დადევნება შიდა სამსახურით გათვალისწინებული პირობებით.

2. გზავნილების დადევნება არ ხდება:

2.1. თუ გამგზავნმა აკრძალა მათი დადევნება, გააკეთა რა ამის შესახებ აღნიშვნა სამისამართო მხარეზე;

2.2. თუ მიმღების მისამართის ზემოთ არის აღნიშვნა ,,ან ამ მისამართზე მცხოვრები ნებისმიერ პირს’’.

3. ადმინისტრაციებს, რომლებიც იღებენ ანაკრებს დადევნებაზე შიდა მომსახურების დროს, უფლება ეძლევათ აიღონ ასეთივე ანაკრებები საერთაშორისო მომსახურებებისას.

4. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების ერთი ქვეყნიდან მეორეში დადევნებისას არ აიღება არანაირი დამატებითი ტარიფი გარდა რეგლამენტში გათვალისწინებული შემთხვევებისა. მაგრამ, ადმინისტრაციებს, რომლებიც იღებენ ანაკრებს დადევნებაზე შიდა მომსახურებისას, უფლებააქვთ აიღონ ასეთივე ანაკრები საერთაშორისო მომსახურებისას წერილობითი იმ კორესპონდენციის გზავნილებებზე, რომელთა დადევნება ხდება მათი შიდა სამსახურებით.

5. დადევნების პირობები განსაზღვრულია რეგლამენტში.

    მუხლი 28. გზავნილებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩაბარებას.

1. გზავნილებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩაბარებას უწოდებენ ისეთ გზავნილებებს, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ვერ ჩაჰბარდნენ ადრესატს.

2. ასეთი გზავნილებების დაბრუნება და მათი შენახვის ვადა განსაზღვრულია რეგლამენტში.

3. რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იმ გზავნილებების დაბრუნებისას, რომლებიც არ ექვემდებარებიან დატარებას მიწოდების ქვეყანაში, არ აიღება არანაირი დამატებითი ტაქსა. მაგრამ ადმინისტრაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი შიდა მომსახურებისას ტარიფის დაბრუნებაზე, უფლება აქვთ აიღონ ასეთივე ტარიფი საერთაშორისო გზავნილებებზე, რომლებიც დაბრუნებული იქნებიან მათ სამსახურებში.

    მუხლი 29. დაბრუნება. გამგზავნის თხოვნითი მისამართის შეცვლა ან შესწორება

1. წერილობითი კორესპონდენციის გამგზავნს შეუძლია ითხოვოს მისი დაბრუნება, მისამართის შეცვლა ან შესწორება მანამ, სანამ ეს გზავნილება:

1. 1. არ იქნება გაცემული ადრესატზე;

1. 2. არ იქნება კონფისკირებული ან განადგურებული კომპეტენტური ორგანოების მიერ 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

1. 3. არ იქნება ამოღებული დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე.

2. თითოეული ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს განცხადება ნებისმიერი წერილობითი კორესპონდენციის გზავნილების დაბრუნებაზე, რომელიც მიწოდებულია სხვა ადმინისტრაციების სამსახურებში, თუკი ეს დაშვებულია მისი კანონმდებლობით.

3. თითოეულ განცხადებაზე გამგზავნმა უნდა გადაიხადოს სპეციალური ტარიფით მაქსიმუმ 1. 31 სსუ-ს ოდენობით.

4. განცხადება გადაიგზავნება ფოსტით ან ელექტროკავშირის არხებით გამგზავნის ხარჯზე. გადაგზავნის პირობები და დებულებები, რომლებიც ეხება ელექტროკავშირის არხების გამოყენებას, დადგენილია რეგლამენტში.

5. დაბრუნების, მისამართის შეცვლის ან შესწორების ყოველ განცხადებაზე, რომელიც მიეკუთვნება ერთდროულად, ერთსა და იმავე საფოსტო დაწესებულებაში, ერთი და იმავე გამგზავნის მიერ, ერთსა და იმავე მიმღების მისამართით მიწოდებულ რამდენიმე გზავნილს, § 3და 4-ში გათვალისწინებული ტარიფები აიღება მხოლოდ ერთხელ.

    მუხლი 30. რეკლამაცია

1. რეკლამაციები კლიენტებიდან მიიღება გზავნილების მიღების შემდგომ დღიდან 1 წლის განმავლობაში.

2. ამ პერიოდის განმავლობაში რეკლამაციები დაიშვება იმ მომენტიდან, როგორც კი გამგზავნი ან ადრესატი განაცხადებს პრობლემაზე, თუ გამგზავნის რეკლამაცია ეხება მიუწოდებელ გზავნილებას, მაშინ როცა გადაგაზავნის ვადა არ არის გასული, აუცილებელია ამის შესახებ გამგზავნის ინფორმირება.

3. თითოეული ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს რეკლამაცია სხვა ადმინისტრაციების სამსახურებში მიწოდებულ ნებისმიერ გზავნილებაზე.

4. რეკლამაციების დამუშავება ხორციელდება უფასოდ. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი კეთდება ელექტროკავშირის სხვა საშუალებებით ან დაჩქარებული ფოსტის სამსახურით გადაცემაზე, მაშინ დამატებითი ხარჯები ნაზღაურდება ამ განაცხადის წარმდგენის მიერ. ამის შესახებ დებულებები დადგენილია რეგლამენტში.

თავი 4.საბაჟო საკითხები

    მუხლი 31. საბაჟო დათვალიერება

1. მიწოდების ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას და დანიშნულების ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას მათი კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ უფლება წარადგინონ წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები საბაჟო დათვალიერებაზე.

    მუხლი 32. საბაჟო გზავნილების წარდგენის ტარიფი

1. მიწოდების ან დანიშნულების ქვეყანაში საბაჟო დათვალიერებაზე წარდგენილ გზავნილებებზე, გარემოების მიხედვით, შეიძლება აღებულ იქნეს ფოსტის სასარგებლოდ სპეციალური ტარიფი მაქსიმუმ 2. 61 სსუ-ს ოდენობით ეს ტარიფი აიღება მხოლოდ იმ გზავნილებების საბაჟო წარდგენისა და საბაჟო დათვალიერებისათვის, რომლებიც იბეგრება საბაჟო საურავით ან ასეთივე ხასიათის სხვა ნებისმიერი ანაკრებით.

    მუხლი 33. საბაჟო ბაჟი და სხვა ანაკრებები

1. საფოსტო ადმინისტრაციები უფლებამოსილნი არიან აიღონ გზავნილების გამგზავნის ან ადრესატებისაგან, გარემოების მიხედვით ბაჟი და ყველა სხვა შესაძლო ანაკრებები.

თავი 5. პასუხისმგებლობა

    მუხლი 34. საფოსტო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა. ანაზღაურება

1. საერთო ღირებულებანი.

1. 1. 35-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საფოსტო ადმინისტრაციები პასუხს აგებენ:

1. 1. 1. შეკვეთილი გზავნილების და ფასგამოცხადებული გზავნილებების დაკარგვაზე, დაზიანებასა და დატაცებაზე;

1. 1. 2. კონტროლირებადი დატარების გზავნილებების დაკარგავზე;

1. 2. ადმინისტრაციებს შეუძლიათ იკისრონ ფორსმაჟორულ გარემოებებთან დაკავშირებული დანაკარგების ანაზღაურება.

2. შეკვეთილი გზავნილებები.

2. 1. შეკვეთილი გზავნილების დაკარგვის შემთხვევაში გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ანაზღაურება.

2. 1. 1. ერთი შეკვეთილი გზავნილების დაკარგვის ანაზღაურების თანხამ შეიძლება მიაღწიოს 30 სსუ-ს გზავნილების ჩაბარებისას გადახდილი ტარიფის ღირებულების ჩათვლით.

2. 1. 2. ერთი შეკვეთილი ,,M’’ ტომრის დაკარგვის ანაზღაურების თანხამ შეიძლება მიაღწიოს 150 სსუ-ს მისი მოწოდებისას გადახდილი ტარიფის ღირებულების ჩათვლით.

2. 2. შეკვეთილი გზავნილების გაძარცვის ან დაზიანების შემთხვევაში გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურება, მაგრამ დადგენილი უნდა იქნეს, რომ შიგთავსის შეფუთვა იყო საკმარისად საიმედო შემთხვევით დატაცების ან დაზიანებისაგან დაცვისათვის.

2. 2. 1. შეკვეთილი გზავნილებების დატაცების ან დაზიანების ანაზღაურება პრინციპში შეესაბამება ზარალის ფაქტობრივ ღირებულებას. მიუხედავად ამისა, ეს ანაზღაურება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 2. 1. 1. და 2. 1. 2-ში დადგენილ თანხებს. არაპირდაპირი დაზიანება ან არარეალიზება მოგება მხედველობაში არ მიიღება.

3. გზავნილებანი კონტროლირებადი დატარებით.

3. 1. კონტროლირებადი დატარების გზავნილების დაკარგვის შემთხვევაში გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ანაზღაურება.

3. 2. გამგზავნს აგრეთვე აქვს გადახდილი ტარიფების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ შიგთავსი იყო მთლიანად დატაცებული ან დაზიანებული. მაგრამ გარკვეული უნდა იქნეს, რომ შიგთავსის შეფუთვა იყო საკმარისად საიმედო შემთხვევითი დატაცების ან დაზიანებისაგან დასაცველად.

4. ფასგამოცხადებული გზავნილებები.

4. 1. ფასგამოცხადებული გზავნილების დაკარგვის, დატაცების ან დაზიანების შემთხვევაში გამგზავნს აქვს იმ ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც პრინციპში შეესაბამება მიყენებული ზარალის ნაღდ ღირებულებას, (არაპირდაპირი ზარალი ან არარეალიზებული მოგება მხედველობაში არ მიიღება) მაგრამ ეს ანაზღაურება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სსუ-ში გამოხატული ფასგამოცხადების თანხას.

4. 2. ანაზღაურების თანხა გამოითვლება სსუ-ში გადაყვანილი ისეთივე სახეობის საგნების გადაგზავნის საპრეისკურანტო ფასით, რომელიც დადგენილია მიღების მომენტში და ადგილზე. თუ საპრეისკურანტო ფასები არ არის დადგენილი, ანაზღაურება გამოითვლება იმავე საფუძველზე გათვლილი საგნების ჩვეულებრივი ფასის მიხედვით.

4. 3. თუ ანაზღაურება ხდება ფასგამოცხადებული გზავნილების დაკარგვის, მთლიანად დატაცების ან მთლიანად დაზიანების გამო, გამგზავნის, ან გარემოების მიხედვით, ადრესატს უფლება აქვთ მოთხოვონ მათ მიერ გადახდილი ტარიფების და ანაკრებების თანხის ანაზღაურებაც. სადაზღვეო ანაკრები არცერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება. იგი რჩება მიმწოდებელ ადმინისტრაციის სასარგებლოდ.

5. § 2. 1. და 4. 1-ის დებულებებისაგან გადახვევით ადრესატს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურება დაზიანებული ან დატაცებული შეკვეთილი ან ფასგამოცხადებული გზავნილების მიღების შემდეგ.

6. ადმინისტრაცია უფლებამოსილია გადაუხადოს გამგზავნებს თავის ქვეყანაში მისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურებები შეკვეთილ გზავნილებებზე იმ პირობით, თუ ისინი არ იქნებიან უფრო დაბალი, ვიდრე § 2. 1-ში დადგენილი ანაზღაურება. იგივე ეხება დანიშნულების ადმინისტრაციას, თუ გადახდა ხდება ადრესატის სასარგებლოდ. § 2. 1-ში დადგენილი თანხების აღება შეიძლება:

6. 1. თუ მათი ამოღება ხდება პასუხისმგებელი ადმინისტრაციისგან;

6/2. თუ გამგზავნი უარს ამბობს თავის უფლებებზე ადრესატის სასარგებლოდ და პირიქით.

    მუხლი 35. საფოსტო ადმინისტრაციების განთავისუფლება პასუხისმგებლობისგან

1. საფოსტო ადმინისტრაციები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ კი შეკვეთილი გზავნილება, კონტროლირებადი დატარების გზავნილება და ფასგამოცხადებული გზავნილება ჩაბარებულია მათი შიდა წესების დაცვით მსგავსი კატეგორიის გზავნილებებზე. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ:

1. 1. თუ დატაცება ან დაზიანება დადგენილი იქნება გაცემამდე ან გზავნილების ჩაბარების დროს;

1. 2. თუ ადრესატი ან გამგზავნი გზავნილების მიწოდების ადგილზე დაბრუნებისას აკეთებს განაცხადს, იღებს რა გაძარცვულ ან დაზიანებულ გზავნილებას (თუ შიდა კანონმდებლობით ეს დაშვებულია);

1. 3. თუ შიდა კანონმდებლობით ეს დაშვებულია, შეკვეთილი გზავნილება მიეწოდება წერილების ყუთში, მაგრამ რეკლამაციის წარდგენიოსას მიმღები აცხადებს გზავნილების მიუღებლობის შესახებ;

1. 4. მიმღებმა ან მიწოდების ადგილზე დაბრუნებისას ფასგამოცხადებული გზავნილების მომწოდებელმა, რომელიც მიუხედავად სწორად გაცემული ხელწერილისა, დაუყოვნებლივ უცხადებს ადმინისტრაციას, რომელმაც მასზე გასცა ეს გზავნილება მის მიერ აღმოჩენილ დაზიანებებზე, უნდა წარმოადგინოს დამამტკიცებელი საბუთი, რომ დაზიანება ან ძარცვა არ მოხდა გაცემის შემდეგ.

2. საფოსტო ადმინისტრაციები პასუხს არ აგებენ:

2. 1. მუხლი 34. 1. 2. პირობების დაცვისას ფორსმაჟორული გარემოებების დროს;

2. 2. იმ შემთხვევაში, როცა ისინი ვერ ადგენენ გზავნილების ბედს ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად სასამსახურო დოკუმენტების განადგურების გამო, თუ მათი პასუხისმგებლობა არაა სხვაგვარად დამტკიცებული.

2. 3. თუ ზარალი მიყენებულია გამგზავნის მიზეზით ან მისი დაუდევრობის შედეგად ან გამოწვეული იყო შიგთავსის თვისებებით;

2. 4. თუ საქმე ეხება ისეთ გზავნილებებს, რომელთა შიგთავსზე ვრცელდება 26-ე მუხლში გათვალისწინებული აკრძალვები, რადგანაც ეს გზავნილებები შესაბამისი ხელისუფლების მიერ იქნა კონფისკირებული ან განადგურებული მათი შიგთავსის გამო;

2. 5. დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად კონფისკაციის შემთხვევაში ამავე ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ შეტყობინების შესაბამისად;

2. 6. თუ საქმე ეხება გზავნილებებს, რომელთა მიმართ გამგზავნის მიერ გამოცხადებული იქნა ნამდვილ ღირებულებაზე უფრო მაღალი ფასი.

2. 7. თუ გამგზავნმა არ წარადგინა გზავნილების მიწოდების შემდეგი დღიდან რეკლამაცია 1 წლის განმავლობაში.

3. საფოსტო ადმინისტრაციები არ არიან პასუხისმგებელნი საბაჟო დეკლარაციებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით არიან ისინი შედგენილნი და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულ იქნა საბაჟო სამსახურების მიერ საბაჟო დათვალიერებას დაქვემდებარებული გზავნილებების შემოწმებისას.

    მუხლი 36. გამგზავნის პასუხისმგებლობა

1. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილების მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა იმ დაზიანებაზე, რომლებსაც აყენებს მისი გზავნილება სხვა საფოსტო გზავნილებას, თუ ადგილი აქვს მის მიერ ისეთი ნივთების გაგზავნას, რომელთა გადაგზავნა აკრძალულია ან არ პასუხობს დაშვებულ პირობებს.

2. გამგზავნი პასუხისმგებელია იმავე ფარგლებში, რაც საფოსტო ადმინისტრაციები.

3. იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდების ადმინისტრაციამ მიიღო ასეთი გზავნილება, გამგზავნს არ ეხსნება პასუხისმგებლობა.

4. გამგზავნი არაა პასუხისმგებელი, თუ ადმინისტრაციის ან გადამზიდების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომებს ან დაუდევრობას.

    მუხლი 37. ანაზღაურების გადახდა

1. პასუხისმგებელი ადმინისტრაციის მიმართ სარჩელის წარდგენის უფლების დაცვის შემთხვევაში, ანაზღაურების გადახდის ვალდებულება გარემოების მიხედვით, ეკისრება მიმწოდებელ ან დანიშნულების ადმინისტრაციას. კონტროლირებადი დატარების გზავნილებების ტარიფების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მომწოდებელ ადმინისტრაციას.

2. გამგზავნი უფლებამოსილია უარი თქვას ამ ანაზღაურებაზე ადრესატის სასარგებლოდ და პირიქით. გამგზავნს ან ადრესატს აგრეთვე შეუძლია ნება დართონ მესამე პირს მიიღოს ანაზღაურება, თუ ამის საშუალებას იძლევა შიდა კანონმდებლობა.

3. მომწოდებელ ან დანიშნულების ადმინისტრაციას, გარემოების მიხედვით, ნება ეძლევა ანაზღაურება გადაუხადოს განმცხადებელს იმ ადმინისტრციის მაგივრად, რომელიც მონაწილეობს რა გადაზიდვებში და რეგულარულად იღებს განაცხადებს, ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ მისცა საბოლოო პასუხი შეკითხვაზე ან არ შეატყობინა, რომ:

3. 1. გზავნილების დაზიანება დაკავშირებულია ფორსმაჟორულ გარემოებებთან;

3. 2. გზავნილება იქნა დაკავებული, კონფისკირებული ან განადგურებული კომპეტენტური ორგანოების მიერ მისი შიგთავსის გამო ან მისი კონფისკაცია მოხდა დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

4. დანიშნულების ან მიმწოდებელი ადმინისტრაცია გარემოების მიხედვით უფლებამოსილია გადაუხადოს ანაზღაურება ამაზე უფლების მქონე პირს იმ შემთხვევაში, როცა რეკლამაციის ბლანკი სათანადოდ არ იყო შევსებული და დაბრუნებული იქნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რამაც გამოიწვია § 3-ში დადგენილი ვადის გადაცილება.

    მუხლი 38. ადრესატის ან გამგზავნისაგნ ანაზღაურების ამოღების შესაძლებლობა

 1. თუ დაკარგულად ჩათვლილი ფასგამოცხადებული ან შეკვეთილი გზავნილების ან მისი შიგთავსის ნაწილის ანაზღაურების შემდეგ იგი მოძებნილი იქნა, ადრესატს ან გამგზავნს ეგზავნება შეტყობინება, რომ ეს გზავნილება მას გადაეცემა 3 თვის განმავლობაში გადახდილი ანაზღაურების უკან ამოღებით. იმავდროულად მას ეკითხებიან, თუ ვისზე უნდა გაიცეს გზავნილება. დადგენილ ვადაში უარის ან პასუხის არქონის შემთხვევაში ამავე წესით შეტყობინება ეგზავნება მეორე მხარეს.

2. თუ გამგზავნი ან ადრესატი უარს ამბობს გზავნილების მიღებაზე, გზავნილება გადადის ადმინისტრაციის საკუთრებაში, ან გარემოების მიხედვით, იმ ადმინისტრაციის საკუთრებაში, რომელმაც განიცადა ზარალი.

3. თუ დაკარგულად ჩათვლილი ფასგამოცხადებული გზავნილების შემდგომი პოვნისას შიგთავსის ღირებულება აღმოჩნდება გადახდილ ანაზღაურებაზე დაბალი, გამგზავნი ვალდებულია დააბრუნოს გზავნილების მიღების ანაზღაურების თანხა მიუხედავად იმ შედეგებისა, რაც მოჰყვა განზრახ მომატებული ფასის გამოცხადებას.

თავი 6. ელექტრონული ფოსტა

    მუხლი 39. საერთო დებულებები

1. საფოსტო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმდნენ ელექტრონული ფოსტის სამსახურსი მონაწილეობაზე.

2. ელექტრონული ფოსტა ეს არის საფოსტო სამსახური, რომელიც იყენებს ელექტროკავშირის არხებს გამგზავნისაგან ფიზიკური ან ელექტრონული სახით მიღებული შეტყობინების რამდენიმე წუთში გადასაცემად ორიგინალთან შესაბამისად და რომელიც ადრესატზე ჩაბარებული უნდა იქნეს ფიზიკური ან ელექტრონული სახით. ფიზიკური ფორმით მოწოდებისას, ინფორმაცია როგორც წესი, გადაიცემა ელექტრონული გზით შეძლებისდაგავარად ყველაზე დიდ მანძილზე და მისი განმეორებითი ასახვა ხდება ადრესატისათვის ყველაზე მისაღები ფიზიკური ფორმით და ბარდება მას დაბეჭდილი სახით, როგორც წერილობითი კორესპონდენციის გზავნილება.

3. ელექტრონული ფოსტის ტარიფები დგინდება ადმინისტრაციების მიერ ბაზრის მოთხოვნილებების და ფასების შესაბამისად.

    მუხლი 40. ფაქსიმილური კავშირის სამსახური

1. ბიურო-ფაქსის ტიპის მომსახურების გამა საშუალებას იძლევა გადაიცეს ორიგინალთან შესაბამისი ტექსტები და ილუსტრაციები ფაქსიმილური სამსახურების მეშვეობით.

    მუხლი 41. ტელებეჭდვის სამსახური

1. მომსახურების გამა საშუალებას იძლევა გადაიცეს ეგმ-ზე (ცენტრალური ეგმ) შედგენილი ტექსტები და ილუსტრაციები.

ნაწილი 3. დებულებანი წერილობითი კორესპონდენციების შესახებ. ურთიერთობანი საფოსტო ადმინისტრაციებს შორის

1. ადმინისტრაციებმა უნდა დადგინონ შემომავალი ან გამავალი პრიორიტეტული და ავია- გზავნილებების, აგრეთვე სახმელეთო და არაპრიორიტეტული გზავნილებების დამუშავების ვადა. ეს ვადა არ უნდა იყოს იმაზე ნაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე მათ შიდა სამსახურში მსგავსი გზავნილებებისათვის დადგენილი ვადა.

2. მიმწოდებელმა ადმინისტრაციამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მიზნები საზღვარგარეთისათვის განკუთვნილი პრიორიტეტული და ავია გზავნილებების მომსახურების ხარისხის ამაღლების სფეროში. ამასთან, ორიენტირად უნდა აიღოს მიმწოდებელი და დანიშნულების ადმინისტრაციების მიერ დაწესებული ვადები და თან გაითვალისწინოს გადაგზავნისათვის საჭირო დრო.

3. საფოსტო ადმინისტრაციები პერიოდულად ამოწმებენ იმ ვადების დაცვას, რომლებიც დადგენილია ან საერთაშორისო ბიუროს ან რეგიონალური კავშირების მიერ ორგანიზებული გამოკითხვების შედეგად, ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

4. ასევე სასურველია, რომ საფოსტო ადმინისტრაციებმა პერიოდულად შეამოწმონ დადგენილი ვადების დაცვა კონტროლის სხვა სისტემების მეშვეობით, კერძოდ, გარე საკონტროლო შემოწმების დროს.

5. შესაძლებლობის მიხედვით, ადმინისტრაციები იყენებენ მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემებს საერთაშორისო ფოსტის დეპეშებისათვის (როგორც შემომავალი, ასევე გამავალი);საქმე ეხება შეფასებას მიწოდების მომენტიდან ჩაბარების მომენტამდე (უწყვეტი კონტროლი)

6. ყველა წევრი–ქვეყანა საერთაშორისო ბიუროს წინაშე წარადგენს აქტუალურ ინფორმაციას მიღების საბოლოო ვადების შესახებ (მოწოდების უკანასკნელი ვადა), რომელიც მათთვის არის საცნობარო მათი საერთაშორისო საფოსტო სამსახურის ექსპლუატაციის დროს.

7. შეძლებისდაგავარად, ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული ფოსტის ნაკადებისათვის.

    მუხლი 43. გზავნილებების გაცვლა

1. ადმინისტრაციებს შეუძლიათ ერთი ან რამდენიმე მათგანის შუამავლობით გადაუგზავნონ ერთმანეთს გზავნილებები როგორც დახურული დეპეშებით, ასევე ღია ტრანზიტით მომსახურების მოთხოვნილების და მოხერხებულობის შესაბამისად.

2. თუ ფოსტის ტრანზიტით გადაზიდვა რომელიმე ქვეყნის გავლით ხორციელდება ამ ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის მონაწილეობის გარეშე, ეს ადმინისტრაცია ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული უნდა იქნეს. ტრანზიტის ასეთი ფორმა არ აკისრებს რაიმე პასუხისმგებლობას ტრანზიტული ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას.

3. ადმინისტრაციები უფლებამოსილნი არიან გაგზავნონ საჰაერო გზით შეზღუდული პრიორიტეტით დეპეშები სახმელეთო ფოსტით, თუ ადმინისტრაციებს შორის, რომლებიც იღებენ ამ დეპეშებს თავის აეროპორტებში მიღწეულია ამაზე შეთანხმება.

4. გაცვლა ხორციელდება რეგლამენტის დებულებების საფუძველზე.

    მუხლი 44. დახურული დეპეშების გაცვლა სამხედრო ქვეგანაყოფებთან

1. დახურული დეპეშების გაცვლა შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნების სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო გზით:

1. 1. ერთ-ერთი წევრი-ქვეყნისა საფოსტო დაწესებულებას და იმ სამხედრო ქვეგანაყოფების სარდლებს შორის, რომლებიც იმყოფებიან გაერთიანებული ერების ორაგნიზაციის განკარგულებაში;

1. 2. ამ სამხედრო ქვეგანაყოფის სარდლებს შორის;

1. 3. ერთ-ერთი წევრი-ქვეყნის საფოსტო დაწესებულებასა და იმავე ქვეყნის საზღვაო ან საჰაერო ქვეგანაყოფების სარდლებს, სამხედრო გეგმებს ან თვითმფრინავებს შორის, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ.

2. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, რომლებიც ჩაკეთებულია § 1-ში აღნიშნულ დეპეშებში, უნდა გაგზავნილ იქნენ ან მომდინარეობდნენ მხოლოდ სამხედრო ქვეგანაყოფების ან შტაბების და გემების ან თვითმფრინავების ეკიპაჟების წევრთაგან, რომლებიც აგზავნიან ან იღებენ დეპეშებს. ტარიფები ან გაგზავნის პირობები, რომლებიც გამოიყენება მათ მიმართ, განისაზღვრება იმ ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის წესების შესაბამისად, რომელმაც გადასცა განკარგულების ქვეშ სამხედრო ქვეგანაყოფი ან რომელსაც ეკუთვნის გემები და თვითმფრინავები.

3. განსაკუთრებული შეთანხმების გარდა, იმ ქვეყნის ადმინისტრაცია, რომელმაც გადასცა განკარგულების ქვეშ სამხედრო ქვეგანაყოფი, ან რომელსაც ეკუთვნის სამხედრო გემები ან თვითმფრინავები, ვალდებულია გადაუხადოს დეპეშების ტრანზიტის ხარჯები, საბოლოო ხარჯები და საჰაერო გადაზიდვის ხარჯები შესაბამის ადმინისტრაციას.

    მუხლი 45. მომსახურების დროებითი შეწყვეტა

1. თუ საგანგებო გარემოებების გამო, რომელიმე საფოსტო ადმინისტრაცია იძულებულია დროებით შეწყვიტოს სამსახური ნაწილობრივ ან მთლიანად, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაინტერესებულ ადმინისტრაციას.

თავი 2. პასუხისმგებლობის შემთხვევების განხილვა

    მუხლი 46. საფოსტო ადმინისტრაციებს შორის პასუხისმგებლობის განსაზღვრა

1. სანამ არ იქნება დამტკიცებული საწინააღმდეგო, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საფოსტო ადმინისტრაციას, რომელმაც მიიღო გზავნილება განაცხადოს ან დამატებითი შენიშვნების გარეშე და ძიების ჩასატარებლად ყველა დადგენილი საშუალებების ფლობისას ვერ ამტკიცებს გზავნილების ვერც ადრესატზე ჩაბარებას, ვერც თუ ამას ადგილი ჰქონდა, სხვა ადმინისტრაციაზე მის მართებულ გადაცემას.

2. თუ დაკარგვა, ძარცვა ან დაზიანება მოხდა გადაგზავნის დროს და არ არის იმის საშუალება, რომ დადგინდეს რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე ან სამსახურში ჰქონდა ამას ადგილი, შესაბამისი ადმინისტრციები ზარალს ფარავენ თანაბარი წილით.

3. ადმინისტრაციის პასუხისმგებლობამ სხვა ადმინისტრაციის მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოს მის მიერ მიღებული ფასის გამოცხადების უმაღლეს ზღვარს.

4. საფოსტო ადმინისტრაციები, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ფასგამოცხადებული გზავნილებების მომსახურებას, ისევე აგებენ პასუხს ფასგამოცხადებულ წერილებზე მათი დახურული დეპეშებით გადაგზავნისას, როგორც შეკვეთილ გზავნილებებზე. ეს დებულება ძალაშია მაშინაც, როცა საფოსტო ადმინისტრაციები არ აგებენ პასუხს ფასეულობების გადატანისას მათი მიერ გამოყენებული თვითმფრინავებით ან გემებით.

5. თუ დაკარგვა, ძარცვა ან დაზიანება მოხდა იმ შუალედური ადმინისტრაციის სამსახურში ან მის ტერიტორიაზე, რომელიც არ უზრუნველყოფს ფასგამოცხადებული გზავნილებების მომსახურებას, მიმწოდებელი ადმინისტარცია ანაზღაურებს ზარალს, რომელიც არ დაფარა შუალედურმა ადმინისტრაციამ. იგივე წესი გამოიყენება, როცა ზარალის სიდიდე აღემატება შუალედური ადმინისტრაციის მიერ მიღებული გამოცხადებული ფასის მაქსიმალურ ზღვარს.

6. საბაჟო და სხვა ანაკრებები, რომლებიც არ შეიძლება გაუქმებულ იქნეს, ეკისრება გზავნილების დაკარგვაზე, ძარცვასა და დაზიანებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციას.

7. ადმინისტრაცია, რომელმაც გადაიხადა ანაზღაურება, ამ ანაზღაურების თანხის ფარგლებში ცვლის უფლებებში იმ პირს, რომელმაც მიიღო ეს ანაზღაურება ადრესატის, გამგზავნის ან მესამე პირისაგან ზარალის ამოღების ყველა შესაძლო შემთხვევის დროს.

თავი 3. სატრანზიტო და საბოლოო ხარჯები

    მუხლი 47. ტარნზიტის ხარჯები

1. 50-ე მუხლის თანახმად, იმ დახურული დეპეშების გადაზიდვისას, რომლებიც იცვლება ორ ადმინისტრაციას ან ერთი და იმავე ქვეყნის ორ დაწესებულებას შორის ერთი ან რამდენიმე სხვა ადმინისტრაციის სამსახურების შუამავლობით (მესამე სამსახურები), აიღება ტრანზიტის ხარჯები. ამ ხარჯების ღირებულება წარმოადგენს სახმელეთო ან საზღვაო ტრანზიტით შეთავაზებული მომსახურების ანაზღაურებას.

2. ღიაა ტრანზიტით გადაგზავნილ გზავნილებაზე შეიძლება აღებულ იქნეს სატრანზიტო ხარჯები. გამოყენების წესები დადგენილია რეგლამენტში.

    მუხლი 48. ტრანზიტული ხარჯების შკალა

1. ტრანზიტის ხარჯები გამოითვლება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.

 

მონაკვეთები

ხარჯები ბრუტოს კგ

1

2

1. 1. სახმელეთო მონაკვეთები კმ–ში

სსუ

100 კმ-მდე

 

0. 14

100-200-მდე

 

0. 17

200–300-მდე

 

0. 20

300–400-მდე

 

0. 22

400–500-მდე

 

0. 24

500–600-მდე

0. 26

600ვ700-მდე

 

0. 27

700ვ800-მდე

 

0. 29

800–900-მდე

0. 31

900–1000-მდე

 

0. 32

1000–1100-მდე

0. 34

1100–1200-მდე

 

0. 35

1200–1300-მდე

 

0. 37

1300–1500-მდე

 

0. 39

1500–2000-მდე

 

0. 43

2000–2500-მდე

 

0. 49

2500–2750-მდე

0. 53

2750–3000-მდე

 

0. 56

3000–4000-მდე

 

0. 62

4000–5000-მდე

 

0. 72

5000–6000-მდე

 

0. 81

6000–7000-მდე

 

0. 89

7000–8000-მდე

 

0. 97

8000–9000-მდე

 

1. 05

9000–10000-მდე

1. 12

10000–11000-მდე

 

1. 19

11000–12000-მდე

1. 26

12000–13000-მდე

1. 32

13000–14000-მდე

 

1. 39

14000

 

1. 45

 

1. 2 მონაკვეთები მილებში

საზღვაო კილომეტრებში, თუ

საზღვაო საზღვაო მილი=1. 852კმ

 

სსუ

1

2

3

100საზღვაო მილამდე

185კმ-მდე

 

0. 17

100–200მ-მდე

185–370-მდე

0. 19

200–300-მდე

370–556-მდე

0. 21

300–400-მდე

 

556–741-მდე

0. 22

400–500-მდე

741–926-მდე

 

0. 23

500–600-მდე

926–1111-მდე

0. 24

600–700-მდე

 

1111–1296-მდე

0. 24

700–800-მდე

 

1296–1482-მდე

0. 25

800–900-მდე

 

1482–1667-მდე

0. 25

900–1000-მდე

 

1667–1852-მდე

0. 26

1000–1100-მდე

 

1852–2037-მდე

0. 26

1100–1200-მდე

 

2037–2222-მდე

0. 27

1200–1300-მდე

 

2222–2408-მდე

0. 27

1300–1500მდე

 

2408–2778-მდე

0. 28

1500–2000-მდე

 

2778–3704-მდე

0. 29

2000–2500-მდე

 

3704–4630-მდე

0. 31

2500–2750-მდე

 

4630–5093-მდე

0. 32

2750–3000-მდე

 

5093–5556-მდე

0. 32

3000–4000-მდე

 

5556–7408-მდე

0. 34

4000–5000-მდე

 

7408–9260-მდე

0. 36

5000–6000-მდე

 

9260–11112-მდე

0. 38

6000–7000-მდე

 

11112–12964-მდე

0. 40

7000–8000-მდე

 

12964–14816-მდე

0. 41

8000–9000-მდე

 

14816–16668-მდე

0. 42

9000–10000-მდე

 

16668–18520-მდე

0. 43

10000–11000-მდე

 

18520–20372-მდე

0. 45

11000–12000-მდე

 

20372–22224-მდე

0. 46

12000–13000-მდე

 

22224–24076-მდე

0. 47

13000–14000-მდე

 

24076–25928-მდე

0. 48

14000

 

25928

0. 49

2. ფოსტის ექსპლუატაციის საბჭო უფლებამოსილია გადასინჯოს და შეცვალოს § 1-ში მოყვანილი შკალები კონგრესებს შორის ინტერვალში. გადასინჯვა, რომელიც შესაძლებელია მეთოდოლოგიის წყალობით და რომელიც უზრუნველყოფს ტრანზიტული ოპერაციების განმახორციელებელი ადმინისტრაციების თანაბარ ანაზღაურებას, დაფუძნებული უნდა იქნეს საიმედო და დამახასიათებელ ეკონომიკურ და ფინანსურ მონაცემებზე. გადაწყვეტილება ძალაში შედის ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოს მიერ დადგენილი თარიღიდან.

    მუხლი 49. საბოლოო ხარჯები

1. 50-ე მუხლის პირობების დაცვისას, თითოეული ადმინისტრაცია, რომელიც იღებს სხვა ადმინისტრაციებესაგან წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებს, უფლებამოსილის აიღოს გამგზავნი ადმინისტრაციისაგან საერთაშოსრისო ფოსტის მიღების ხარჯების დასაფარი თანხა.

2. ანაზღაურება

2. 1. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების გაგზავნის ანაზღაურების თანხა ,,M’’ ტომრები გარდა შეადგენს 3. 427სსუ-ს თითოეულ კილოგრამზე;

2. 2 ,,M’’ტომრების ტარიფი შეადგენს 0. 653სსუ-ს თითოეულ კილოგრამზე;

2. 2. 1. 5-კგ-ზე ნაკლები წონის ,,M’’ ტომრები განიხილება როგორც 5კგ წონის მქონე, საბოლოო ხარჯების ასანაზღაურებლად.

3. გადასინჯვის მექანიზმი

3. 1. თუ ადმინისტრაცია, რომელიც აგზავნის ან იღებს 150 ტონაზე მეტ ფოსტისნაკადს წელიწადში( ,,M’’ტომრების გარდა) აღნიშნავს, რომ რომელიმე მიმართულებით მიღებული ან გაგაზავნილი ფოსტის 1კგ-ში გზავნილების საშუალო სიდიდე გადახრილია მსოფლიო საშუალო სიდიდიდან 17. 26 გზავნილება ყოველ კილოგრამში, მას შეუძლია მიაღწიოს ტარიფების გადასინჯვას, თუ ამ საშუალო სიდიდესთან მიმართებით:

3. 1. 1. გზავნილების რაოდენობა 21-ზე მეტია, ან

3. 1. 2. გზავნილების რაოდენობა 14-ზე ნაკლებია.

3. 1. 3. § 3. 1. 2.-ში აღნიშნული შემთხვევისას გადასინჯვა არ ხორციელდება, თუ მოცემული ნაკადი განკუთვნილია ამ მიზნით კონგრესის მიერ შედგენილ სიაში განვითარებადი ქვეყნებისათვის.

3. 1. 4. თუ რომელიმე ადმინისტრაცია ითხოვს §3.1-ში აღნიშნულ გადასინჯვას, მაშინ ეს შეუძლია გააკეთოს კორესპონდენციის მიმწოდებელმა ადმინისტრაციამაც, თუნდაც ნაკადი სხვა მიმართულებით შეადგენდეს 150 ტონაზე ნაკლებს.

3. 1. 4. 1. § 3. 1. 4.-ის დებულება არ გამოიყენება კონგრესის მიერ ამ მიზნით შედგენილ სიაში აღნიშნული განვითარებადი ქვეყნებისათვის.

3. 2. გადასინჯვა ხდება რეგლამენტით დადგენილი პირობებით.

4. ფოსტა დიდი რაოდენობით.

4. 1. დიდი რაოდენობით ფოსტისათვის დანიშნულების ადმინისტრაციას შეუძლია მოითხოვოს სპეციალური ანაზღაურება ქვემოთ მოყვანილი ფორმულებიდან ერთ-ერთის შესაბამისად:

4. 1. 1. მსოფლიოს საშუალო ტარიფების მიხედვით 0. 14 სსუ გზავნილებებზე და 1-სსუ ყოველ 1კგ-ზე;

4. 1. 2. გზავნილებებზე და თითოეულ კგ-ზე იმ ტარიფების გამოყენება, რომლებიც ასახავენ დანიშნულების ქვეყანაში დამუშავების ღირებულებას. ეს ღირებულება უნდა იყოს კავშირში შიდა ტარიფებთან, რეგლამენტში მოყვანილი პირობების შესაბამისად.

4. 2. § 3. 1. 3. დებულების თანახმად, როცა დანიშნულების ადმინისტრაცია ითხოვს სპეციალურ ანაზღაურებას დიდი რაოდენობით ფოსტისათვის, გამგზავნი ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ნაკადს დარჩენილი ნაკადი გადასინჯულ იქნეს 3. 1-ის შესაბამისად.

5. ფოსტის ექსპლუატაციის საბჭო უფლებამოსილია შეცვალოს § 2-ში და 4. 1. 1-ში აღნიშნული ანაზღაურება ორ კონგრესს შორის პერიოდში. განხორციელებული გადასინჯვა დაფუძნებული უნდა იყოს საიმედო ეკონომიკურ და ფინანსურ მონაცემებზე. გადაწყვეტილება შესაძლო ცვლილების შესახებ ძალაში შედია ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოს მიერ დადგენილი თარიღიდან. იგი აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს 4. 1. 2–ში აღნიშნული ანაზღაურების სისტემის შეტანის ხერხები.

6. ნებისმიერ ადმინისტრაციას შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს 1-ში აღნიშნულ ანაზღაურებაზე.

7. ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შეუძლიათ გამოიყენონ საბოლოო ხარჯებთან დაკავშირებული ანგარიშების გადახდის სხვა სისტემები.

    მუხლი 50. ტრანზიტული და საბოლოო ხარჯების ანაზღაურებისაგან გათავისუფლება

1. სახმელეთო ან საზღვაო ტრანზიტის და საბოლოო ხარჯების ანაზღაურებისაგან თავისუფლდება მუხლ-7. 2. 2-ში აღნიშნული წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, მიწოდების ადგილზე დახურული დეპეშებით დაბრუნებული საფოსტო გზავნილებები და გზავნილებები, რომელთა შიგთავსი ცარიელი საფოსტო ტომრებია.

    მუხლი 51. ტრანზიტის და საბოლოო ხარჯების გაანგარიშება

1. ტრანზიტის ხარჯები

1. 1. თუ ეს ეხება დახურულ დეპეშებს, მიმწოდებელი მხარის ადმინისტრაციის ხარჯზე:

1. 2. თუ ეს ეხება ღია ტრანზიტით გაგზავნილ პრიორიტეტულ და ავიაგზავნილებებს, მცდარი მისამართით გაგზავნილების ჩათვლით, იმ ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ, რომელიც გადასცემს ამ გზავნილებებს სხვა ადმინისტრაციას.

2. ასეთი წესები გამოიყენება ავიადეპეშების, პრიორიტეტული გზავნილებების და ავია გზავნილებების მიმართ, რომლებიც გადაიგზავნება სატრანზიტო ანაკრებებისაგან გათავისუფლებული ღია ტრანზიტით.

3. დანიშნულების თითოეული ადმინისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს თავისი ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისო ფოსტის საჰაერო გადაზიდვას, უფლებამოსილია აიღოს დამატებითი ხარჯების ანაზღაურება ამ გადაზიდვებთან დაკავშირებით, თუ გავლილი უბნების საშუალოდ აღებული მანძილი აღემატება 300-კმ-ს. თუ არ არის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უფასო გადაზიდვას, ხარჯები ერთნაირი უნდა იყოს ყველა პრიორიტეტული დეპეშებისა და ავიადეპეშებისათვის, რომლებიც შემოსულია საზღვარგარეთიდან, მიუხედავად იმისა, ეს ფოსტა დადევნებულია საჰაერი გზით თუ არა.

4. თუ დანიშნულების ადმინისტარციის მიერ აღებული საბოლოო ხარჯების ანაზღაურება ემყარება ღირებულებას ან შიდა ტარიფებს, შიდა საჰაერო გადაზიდვაზე არ აიღება დამატებითი ხარჯების ანაზღაურების თანხა.

5. დანიშნულების ადმინისტრაცია საშუალოდ განსაზღვრული მანძილის გაანგარიშებისას გამორიცხავს იმ დეპეშების წონას, რომელთა საბოლოო ხარჯების ანაზღაურების გაანგარიშება ემყარება ღირებულებას ან დანიშნულების ადმინისტრაციის შიდა ტარიფებს.

6. ავია კორესპონდენციების სახმელეთო ან საზღვაო გზით შესაძლო გადაზიდვისას თუ დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შორის არ არის სპეციალური შეთანხმება, გამოიყენება მუხლი 48, მაგრამ სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება არ ხდება, თუ:

6. 1. დეპეშების გადაგზავნა ხდება ერთი და იმავე ქალაქის მომსახურე ორ აეროპორტს შორის;

6. 2. ამ დეპეშების გადაგზავნა ხდება ქალაქის მომსახურე აეროპორტსა და ამავე ქალაქში განლაგებულ საწყობს შორის, აგრეთვე ამ დეპეშების დაბრუნებისას დადევნების მიზნით.

    მუხლი 53. ძირითადი ტარიფი და ხარჯების გაანგარიშება საჰაერო გადაზიდვისას

1. ადმინისტრაციებს შორის საჰაერო გადაზიდვებისათვის გამოყენებული ძირითადი ტარიფი ანგარიშების გადახდისას მტკიცდება ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოს მიერ. იგი გაითვლება საერთაშორისო ბიუროს მიერ რეგლამენტში განსაზღვრული ფორმულით.

2. ღიაა ტრანზიტით გადაგზავნილი დახურული დეპეშების, პრიორიტეტული და ავიაგზავნილებების, ასევე ამას მიკუთვნებული სხვა გზავნილებების ხარჯების გაანგარიშება და ამ გაანგარიშების მეთოდები მოცემულია რეგლამენტში.

თავი 5. ფაქსიმილური კავშირები

    მუხლი 54 . საერთო დებულებები

1. საფოსტო ადმინისტრაციებს შეუძლიათ შეუთანხმდნენ სხვა საფოსტო ადმინისტრაციებს და გარე პარტნიორებს ფაქსიმალური კავშირის დამყარებაზე.

2. დაინტერესებული საფოსტო ადმინისტრაციები თავისუფალნი არიან მომწოდებლების და ტექნიკური საშუალებების არჩევისას (ელ. მოწყობილობები და უზრუნველყოფა) მონაცემების გაცვლისათვის.

3. ქსელის სამსახურის მომწოდებლებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე საფოსტო ადმინისტრაციები ირჩევენ ამ მომსახურების ანაზღაურების საშუალებებს.

4. საფოსტო ადმინისტრაციას არ ეკისრება არც ფინანსური და არც იურიდიული პასუხისმგებლობა, თუ რომელიმე სხვა ადმინისტრაცია არ აწარმოებს ფაქსიმილური გაცვლის მომსახურების ხარჯების გადახდას.

თავი 6. სხვადასხვა დებულებები

    მუხლი 55. ანგარიშების განაღდება

1. საფოსტო ადმინისტრაციებს შორის საერთაშორისო საფოსტო ცვლის ანგარიშების განაღდება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მიმდინარე ფინანსური ოპერაცია და განხორციელდეს დაინტერესებული წევრი-ქვეყნების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად ამ საკითხებში შეთანხმების მიღწევისას, თუ შეთანხმება არ არის მიღწეული, ანგარიშების განაღდება ხორციელდება რეგლამენტის დებულებების შესაბამისად.

    მუხლი 56. მონაცემების წარდგენა. საერთაშორისო ბიუროს პუბლიკაციები, დოკუმენტების და ბლანკების შენახვა

1. დებულებები, რომლებიც ეხება საფოსტო სამსახურების უზრუნველყოფას, საერთაშორისო პუბლიკაციებს, დოკუმენტების და გამოყენებული ბლანკების წარდგენას, მიეკუთვნება რეგლამენტის გამგებლობას.

ნაწილი 4. МУП სამსახური – საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა

    მუხლი 57. МУП სამსახური – საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა

1. საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის სამსახური, ფიზიკურად საფოსტო სამსახურებიდან ყველაზე სწრაფია. იგი მოიცავს კორესპონდენციის, დოკუმენტების ან საქონლის ძალიან მოკლე დროში აკრებას, გადაცემას და მიწოდებას.

2. საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის სამსახური რეგლამენტირდება ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად. ასპექტები, რომლებიც არ არის ამ შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრული, მიეკუთვნება კავშირის აქტების შესაბამის დებულებებს.

3. ეს სამსახური განისაზღვრება ლოგოტიპით, რომლის ნიმუში მოყვანილია ქვემოთ და რომელიც შედგება ელემენტებისაგან:

ფრთის ფორმა სტაფილოს ფერის;

EMS ასოები ლურჯი ფერის;

სტაფილოსფერი სამი ჰორიზონტალური ზოლი.

ლოგოტიპი შეიძლება შევსებული იყოს ნაციონალურ სამსახურში გამოყენებული დასახელებით.

4. მომსახურების ტარიფები დგინდება მიმწოდებელი ადმინისტრაციის მიერ ხარჯების გათვალისწინებით და ბაზრის მოთხოვნილების მიხედვით.

ნაწილი 5. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 58. ვალდებულებები სისხლის სამართლის წესების დაცვისათვის

1. წევრი-ქვეყნების მთავრობები ვალდებულებას კისრულობენ შეასრულონ ან შესთავაზონ თავიანთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს მიიღონ აუცილებელი ზომები:

1. 1. საფოსტო მარკების მიმოქცევიდან ამოღებულებისაც კი და საერთაშორისო საპასუხო კუპონების გაყალბების დასასჯელად;

1. 2. დასასჯელად მიმოქცევაში გამოშვებისა და გამოქვეყნებისათვის:

1. 2. 1. გაყალბებული (მიმოქცევიდან ამოღებულების) ან მიმოქცევაში ნამყოფი საფოსტო მარკების, ისევე როგორც ყალბი ან მიმოქცევაში ნამყოფი ფრანკირების მანაქანების ან ტიპოგრაფიული მანაქანების ანაბეჭდების;

1. 2. 2. საფოსტო საქმიანობაში გამოყენებული ვინიეტების და მარკების დამზადების და მიმოცვლაში გამოშვებისას. ისეთი გაყალბებული და იმიტირებული ვინიეტებისა და მარკების დამზადების და მიმოცვლაში გამოშვების აღსაკვეთად და ასაკრძალად, რომლებიც იმიტირებული და გაყალბებულია იმგვარად, რომ ადვილი შესაძლებელია მათი არევა ერთ-ერთი წევრი-ქვეყნის მიერ გამოშვებულ მარკებთან და ვინიეტებთან.

1. 4. კონვენციით და შეთანხმებებით აკრძალული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული, ასევე ფეთქებადი, აალებადი ან სხვა საშიში ნივთიერებების შიგთავსში მოთავსების თავიდან ასაცილებლად ან დასასჯელად ასეთი ნივთიერებების შიგთავსში მოთავსებისათვის.

    მუხლი 59. კონვენციის და აღმასრულებელი რეგლამენტის შესახებ წინადადების დამტკიცების პირობები

1. წინადადებები, რომლებიც წარდგენილია კონგრესის მიმართ და ეხება მოქმედ კონვენციას და მის რეგლამენტს, ძალაში შევა, თუ მოწონებული იქნება მონაწილე და ხმის მიმცემი წევრი-ქვეყნების უმარვლესობის მიერ. უკიდურეს შემთხვევაში აუცილებელია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობდეს კონგრესზე წარმოდგენილი წევრი-ქვეყნების ნახევარი მაინც.

2. წინადადებები, რომლებიც ეხება რეგლამენტს და გადაცემულია კონგრესის მიერ ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოსადმი გადაწყვეტილების მისაღებად, ან შემოტანილია ორ კონგრესს შორის ძალაში შევა, თუ მოწონებული იქნება ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოს წევრების უმრავლესობის მიერ.

3. წინადადებები, რომლებიც შემოტანილია ორ კონგრესს შორის და ეხება მოქმედ კონვენციას, ძალაში შევა, თუ მიღებული იქნება:

3. 1. ხმათა ორი მესამედის მიერ. უკიდურეს შემთხვევაში საბჭოს წევრი-ქვეყნების, რომელთაც უპასუხეს კონსულტაციას ნახევრის მიერ, თუ საქმე ეხება ცვლილებებს კონვენციის შემდეგ მუხლებში: მე-7 (ნაწილი პირველი) 8. –11, 13, 16–18, 20, 24–26, 34–38 (ნაწილი მეორე), 43. 2, 44–51, 55 (ნაწილი მესამე), 58–60 (ნაწილი მეხუთე) და მისი დასკვნითი ოქმების ყველა მუხლებს;

3. 2. ხმათა უმრავლესობით უკიდურეს შემთხვევაში საბჭოს წევრი–ქვეყნების, რომელთაც უპასუხეს კონსულტაციას ნახევრის მიერ, თუ საქმე ეხება ძირეულ ცვლილებებს § 3. 1-ში აღნიშნული დებულებების გარადა;

3. 3. ხმათა უმრავლესობით თუ საქმე ეხება:

3. 3. 1. კონვენციის დებულებების რედაქციული წესით ცვლილებებს, გარდა §3. 1–ში აღნიშნული დებულებებისა;

3. 3. 2. კონვენციის დებულებების და მისი დასკვნითი ოქმის დამატებას.

4. §3. 1–ში გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად ნებისმიერი წევრი–ქვეყანა, რომლის ნაციონალური კანონმდებლობა არ ეთანხმება შემოთავაზებულ ცვლილებას უფლებამოსილია წარუდგინოს საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადება, სადაც აღნიშნული იქნება ამ ცვლილების მიღების შეუძლებლობა შეტყობინების მომენტიდან ოთხმოცდაათდღიან ვადაში.

    მუხლი 60. კონვენციის ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

1. არსებული კონვენცია ძალაშია 1996 წლის 1იანვრიდან და მოქმედებაში რჩება შემდგომი კონგრესის აქტების ძალაში შესვლამდე.

2. რის დასტურადაც წევრი-ქვეყნების სრულუფლებიანი წარმომადგენლები ხელს აწერენ მოქმედი კონვენციის ერთ ეგზემპლარს, რომელიც გადაცემული იქნება შესანახად საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორისთვის. ამ ეგზემპლარის ასლი გადაცემული იქნება ყველა მხარეებისათვის იმ ქვეყნის მთავრობების მიერ, სადაც ჩატარდა კონგრესი.

შესრულებულია სეულში, 1994 წლის 14 სექტემბერს.