„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016134
  • Word
97
18/02/2011
ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
200090000.22.033.016134
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 97

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის        2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ (სსმ 3.01.11.) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. სასაქონლო ზედნადები

1. სასაქონლო ზედნადები არის №II-01 და №II-011 დანართების შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

2. სასაქონლო ზედნადები დგება 3 იდენტურ ეგზემპლარად საქონლის მიწოდებისთანავე, ან ტვირთის გადაზიდვის დაწყებისთანავე. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მყიდველს ან ტვირთის მიმღებს და თან ერთვის საქონელს (ტვირთს), მეორე – რჩება საქონლის გამყიდველს ან ტვირთის გამგზავნს, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი.

3. №II-01 დანართით გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადები ივსება შემდეგი წესით:

ა) ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა საქონლის მიწოდების ან ტვირთის გაგზავნის თარიღს. თვე იწერება სიტყვიერად;

ბ) ზედნადების პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გამყიდველისა და მყიდველის, გადამზიდველის ან/და დისტრიბუტორის შესახებ;

გ) ზედნადებში ტვირთის გამგზავნის მიერ მე-5 სტრიქონზე ოპერაციის ამსახველი შესაბამისი უჯრა აღინიშნება „V” ნიშნით;

დ) საქონლის (ტვირთის) გამგზავნი შეიძლება იყოს საქონლის გამყიდველი. ამ შემთხვევაში, ტვირთის გამგზავნის ამსახველ სტრიქონზე (სტრიქონი 3) იწერება გამყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ სტრიქონზე იწერება იმ პირის მონაცემები, რომელსაც გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული აქვს საქონელი ან ტვირთი. ასევე, აღინიშნება (სტრიქონი 6) ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი);

ე) საქონლის (ტვირთის) მიმღები შეიძლება იყოს საქონლის მყიდველი. ამ შემთხვევაში, ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე (სტრიქონი 4) იწერება საქონლის მყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ სტრიქონზე იწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით იგზავნება საქონელი ან ტვირთი. ასევე, აღინიშნება ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დასრულების (სტრიქონი 7) ადგილი (მისამართი);

ვ) ზედნადების II ნაწილში აისახება საქონლის (ტვირთის) დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ფასი და თანხა;

ზ) მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ან პირის ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (ფილიალებს, საამქროებს, უბნებს, მეურნეობებს და ა.შ.) შორის საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში – ზედნადები ივსება საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მიმღებს და თან ერთვის საქონელს, მეორე რჩება საქონლის გამგზავნს, ხოლო მესამეს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი. ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა ტვირთის გაგზავნის დაწყების თარიღს (თვე აღინიშნება სიტყვიერად);

თ) დისტრიბუციის შემთხვევაში, საქონელთან ერთად დისტრიბუტორს გადაეცემა ზედნადების პირველი და მესამე ეგზემპლარები. საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი დისტრიბუტორს დამატებით გადასცემს მყიდველთა რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ოდენობის ზედნადებებს;

ი) დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ ივსება საქონლის გამყიდველის (გამგზავნის) მონაცემები (სტრიქონი 3);

კ) იმ შემთხვევაში, როცა დისტრიბუტორის მიერ სრულად არ არის რეალიზებული საქონელი, მაშინ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ პერიოდში ბარდება დისტრიბუტორის მიერ მყიდველებზე გამოწერილი ზედნადების მეორე ეგზემპლარი;

ლ) დისტრიბუციის წესით მიწოდებისას დისტრიბუტორისათვის სარეალიზაციოდ გადაცემული საქონლის რაოდენობა და სხვა პარამეტრები ფიქსირდება ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ ზედნადების ფორმაში;

მ) მყიდველისათვის ერთი კალენდარული თვის განმავლობაში საქონლის მრავალჯერ მიწოდებისას (მათ შორის, არაერთგვაროვანი საქონლის, ან/და მიღებაზე უფლებამოსილი სხვადასხვა პირის ან ჩაბარებაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა დისტრიბუტორის შემთხვევებშიც) შესაძლებელია ერთი არასრულად შევსებული ზედნადების გამოყენება, რომლის დროსაც ამ ზედნადების ორივე ეგზემპლარს შესაძლებელია იტოვებდეს საქონლის მყიდველი (ტვირთის მიმღები) მანამდე (მაგრამ არა უგვიანეს ოპერაციების განხორციელების თვის ბოლო დღისა), სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება განხორციელებული მიწოდების მონაცემების ზედნადებში შეტანის დასრულების თაობაზე;

ნ) არასრულად შევსებული ზედნადების გამოყენებისას მე-10 სტრიქონზე იწერება (ასევე სიტყვიერად) მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა, საქონლის მყიდველისათვის ჩაბარება დასტურდება  მყიდველის ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, თანამდებობის, სახელისა და გვარის მითითებით (მე-13 და მე-14 სტრიქონები), ხოლო მე-15 სტრიქონზე იწერება ბოლო ჩანაწერების განხორციელების თარიღი;

ო) დასაშვებია სხვადასხვა მიზეზით გამყიდველისათვის საქონლის დაბრუნების ფაქტის ასახვა არასრულად შევსებულ ზედნადებში. ამ შემთხვევაში საქონლის უკან დაბრუნება, დისტრიბუტორის (მე-7 სვეტში „მიიღო”) და საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან მიღებაზე უფლებამოსილი პირის (მე-8 სვეტში „ჩააბარა”) ხელმოწერებთან ერთად, არასრულად შევსებულ ზედნადებში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება დაბრუნებული საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, თარიღი, ხოლო მე-9 სვეტში იწერება „უკან დაბრუნება”;

პ) დისტრიბუტორი მის ხელთ არსებული ზედნადების პირველ ეგზემპლარში შეიტანს არასრულად შევსებულ ზედნადებში შეტანილის მსგავს მონაცემებს, კონკრეტული საქონლის მყიდველისაგან უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ. საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი დასტურდება დისტრიბუტორის (სვეტი – „მიიღო”) და მყიდველის (სვეტი – „ჩააბარა”) ხელმოწერებით;

ჟ) საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს ან სხვა მიზეზით, როდესაც საკმარისი არ არის ერთი ზედნადები, გამოიყენება სასაქონლო ზედნადების დანართი. დანართის პირველ სტრიქონზე იწერება იმ ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი;

რ) დანართი ივსება ზედნადებთან ერთად. საქონელზე ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული აღნიშნული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება საქონლის მყიდველის ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;

ს) სასაქონლო ზედნადები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დეკლარირებისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამ შემთხვევაში, პირის მოთხოვნის საფუძველზე დასაშვებია ზედნადების დამატებითი ეგზემპლარის გამოწერა, რომელიც რჩება პორტალში;

ტ) გადაზიდვის ფაქტს ხელმოწერით ადასტურებს გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი. ასევე, მიეთითება უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო ტვირთის მიღების ფაქტს – ხელმოწერით ადასტურებს გადამზიდველი;

უ) ზედნადები არ არის გადასახადების (დღგ, აქციზი) ჩათვლის საფუძველი.

4. №II-011 დანართით გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადები ივსება შემდეგი წესით:

ა) ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა საქონლის მიწოდების ან ტვირთის გაგზავნის თარიღს. თვე ჩაიწერება სიტყვიერად;

ბ) ზედნადებში „გამყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის გამყიდველი – იურიდიული პირის დასახელება ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონი, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ზედნადებში „მყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე აისახება საქონლის მყიდველი – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და ტელეფონი;

დ) ტვირთის გამგზავნი შეიძლება იყოს საქონლის გამყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის გამგზავნის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება გამყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომელსაც გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული აქვს საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი);

ე) ტვირთის მიმღები შეიძლება იყოს საქონლის მყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება საქონლის მყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იგზავნება საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი (მისამართი);

ვ) ზედნადებში „გადამზიდველის“ აღმნიშვნელ სტრიქონზე ჩაიწერება ტვირთის გადამზიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი ან მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. გარდა ამისა, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს ასევე გათვალისწინებულია გადამზიდველის მიერ ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით საჭირო მონაცემების ჩაწერა, მათ შორის: გადასატანად მიღებული ტვირთის რაოდენობა, გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის დასახელება ან სახელი და გვარი, გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, გადასატანად ტვირთის მიღების თარიღი. გადაზიდვის ფაქტს უნდა ადასტურებდეს გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის ხელმოწერა, ბეჭედი (მისი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ხოლო ტვირთის გადასატანად მიღების ფაქტს – გადამზიდველის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონლის მყიდველის ან ტვირთის მიმღების ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით საქონლის მიღებისას და ტრანსპორტირებისას ზედნადებში აღინიშნება ამ პირის სახელი და გვარი, მინდობილობის ნომერი და გამოწერის თარიღი. ამ შემთხვევაშიც, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს გათვალისწინებულია ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საქონლის გადატანასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა იმავე წესით, როგორც ტვირთის გადამზიდველის შემთხვევაში;

ზ) ტვირთის გამგზავნი, ტვირთის მიმღები და გადამზიდველი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი. ამ შემთხვევაში მისი მონაცემები ჩაიწერება ტვირთის გამგზავნის, ტვირთის მიმღების და გადამზიდველის ამსახველ სტრიქონებზე;

თ) საქონლის გადაზიდვისას ზედნადებში შესაბამის სტრიქონებზე შეიტანება საქონლის (ტვირთის) დასახელება ან კონტეინერის ნომერი, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, შეფუთვის სახე, მასა ბრუტო, ხოლო შესაბამის სტრიქონებზე აისახება ამ მონაცემების ჯამი;

ი) ადგილზე მიტანა და მყიდველისათვის ან ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება ფიქსირდება ზედნადების ქვედა მარჯვენა მხარეს გამოყოფილ სტრიქონებზე, ჩაბარებული ტვირთის ფაქტობრივი ოდენობისა და ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით, ჩამბარებლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით;

კ) დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი ან საქონლის გამგზავნი გადაცემული საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერს ამ ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ ერთიან ზედნადებს და შეიტანს მასში შემდეგ მონაცემებს: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი, „ტვირთის მიმღების” სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის დასახელება ან მისი გვარი და სახელი, შემდეგი ჩანაწერით – „დისტრიბუტორი . . . . . . .”, გადამზიდველის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება – „დისტრიბუციის წესით საქონლის რეალიზაცია”, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, მთლიანი ღირებულება, მე-13 და მე-14 სვეტებში აისახება ჯამი, შეივსება აგრეთვე მე-10, მე-11, მე-12 სტრიქონები, საქონლის გაშვებაზე გაიცემა უფლებამოსილი პირის (საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი – იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული საქონლის (ტვირთის) გაგზავნაზე თანხმობის გამცემი პასუხისმგებელი პირი) თანხმობა, რაც დადასტურდება მისი ხელმოწერით, ხოლო ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს კეთდება საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონელთან ერთად დისტრიბუტორს გადაეცემა ზედნადების პირველი და მესამე პირები. ამ ზედნადებთან ერთად, საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი დისტრიბუტორს გადასცემს სხვა ზედნადებებს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მყიდველი ეყოლება დისტრიბუტორის განკარგულებაში გაცემულ საქონელს. დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ შეივსება შემდეგი მონაცემები: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი. ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის ხელმოწერასთან ერთად დაესმება ბეჭედი (მისი არსებობის შემთხვევაში). ასეთი წესით შევსებული ზედნადებების ყველა პირი, საქონელთან ერთად, გადაეცემა დისტრიბუტორს. დისტრიბუციის წესით საქონლის მყიდველისათვის ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ზედნადებებში დამატებით შეიტანს შემდეგ მონაცემებს: საქონლის მყიდველი, საქონლის მიმღები, ტრანსპორტირების სახე, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის სერია და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, თანხა. საქონლის გაყიდვაზე თანხმობის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის მიერ სარეალიზაციოდ მიღებული საქონლის მთელ მოცულობაზე გამყიდველის ან საქონლის გამგზავნის მიერ გამოწერილი ზედნადების ნომერი. საქონლის ჩაბარებას ხელმოწერით უნდა ადასტურებდეს საქონლის მიმღები, ზედნადების ქვედა მარჯვენა კუთხეში შტამპის ან ბეჭდის დასმით (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ამ ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით. იმავე დღით დათარიღდება დისტრიბუტორის მიერ შევსებული ეს ზედნადები. საქონლის მყიდველს გადაეცემა ამ ზედნადების პირველი პირი, ხოლო მეორე და მესამე პირები დარჩება დისტრიბუტორს. საქონლის სრულად რეალიზაციისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო დღისა, დისტრიბუტორი საქონლის გამყიდველს ან გამგზავნს წარუდგენს საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერილი ზედნადებისა და საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის და დისტრიბუტორის მიერ იმ ერთობლივად შევსებული ზედნადებების მეორე პირებს, რომლის მიხედვითაც საქონელი ჩაბარდა მყიდველს, აგრეთვე დისტრიბუტორის მიერ გაუხარჯავი ზედნადებების ყველა ეგზემპლარს;

ლ) იმ შემთხვევაში, როცა დისტრიბუტორის მიერ სრულად არ არის რეალიზებული მასზე გადაცემული საქონელი, მაშინ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ პერიოდში ბარდება დისტრიბუტორის მიერ მყიდველებზე გამოწერილი ზედნადების მეორე ეგზემპლარი;

მ) საქონლის რეალიზაციის ან ტვირთის გადაზიდვის ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაში ზედნადებში იწერება ტვირთის ტრანსპორტირების სახე (საავტომობილო, სარკინიგზო და სხვა), სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ზედნადებში დაფიქსირდება გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის თანხმობა საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე;

ნ) საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), სასაქონლო ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, აღრიცხვას აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ო) საქონლის (ტვირთის) ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საკმარისი არ არის ერთი ზედნადები, გამოიყენება სასაქონლო ზედნადების დანართი, დანართის შესაბამის სტრიქონზე ჩაიწერება იმ ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. დანართი ივსება ზედნადებთან ერთად. შესაბამისად, მათი შევსების თარიღი ემთხვევა. საქონელზე (ტვირთზე) ინფორმაცია დანართში შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება გამომწერის ხელმოწერით და შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). დანართის მე-2 და მე-3 სვეტებში ასახული ჯამი სავალდებულო წესით ჩაიწერება ზედნადებში და საქონლის დასახელების ამსახველ სტრიქონზე კეთდება ჩანაწერი – „ამ ზედნადების შესაბამისად მიეწოდება . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით”. მხოლოდ ამის შემდეგ ზედნადებში მონაცემები დაჯამდება და შედეგი აისახება სასაქონლო ზედნადების მე-13 და მე-14 სვეტებში.

5. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებულ სასაქონლო ზედნადების ფორმებში შეტანილ იქნეს დამატებითი ინფორმაციის ველები.”.

2. დანართი 1-01 და დანართი II-12 ჩამოყალიბდეს თანდართული  რედაქციით.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 15 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

. ბაინდურაშვილი

დანართიII-01