დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის №2–165 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250211, 25/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.22.032.016020 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-3 2
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„ საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის №2 -165 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის №2-165 ბრძანებით (სსმ III, 24.10.2007 წ., მუხ. 149, №1662) დამტკიცებულ „ საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობები და წესებიში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 18. თუ დისტრიბუტორ/რეალიზატორი თვლის ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სარეალიზაციო სურსათი შესაძლოა მავნებელი იყოს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის, იგი ვალდებულია აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოახსენოს იმ ზომების შესახებ, რომლებიც უკვე იქნა მიღებული საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობის რისკის თავიდან ასაცილებლად.“
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მონიტორინგი, ზედამხედველობა და კონტროლი წინამდებარე წესებზე
წინამდებარე წესების დაცვაზე მონიტორინგს, ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები