„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4181-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016014
  • Word
4181-Iს
11/02/2011
ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
010250000.04.001.016014
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2, 09.01.2006, მუხ. 12) 652 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ეს ნორმა გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ, სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად არიან განსახლებული იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებისადმი დაქვემდებარებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა დახმარებას და მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 თებერვალი.

№4181– I