დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110302020, 04/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016145 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №119
2011 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) საექსპორტო, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული და „ ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების თბილისის სერვისცენტრისათვის:
ა.ა) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;
ა.ბ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);
ა.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ბ) საფოსტო გზავნილების გაფორმების სერვის ცენტრისათვის – ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;
გ) პორტალი „ თბილისის აეროპორტისათვის“ – ქ. თბილისი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას);
დ) თბილისის აეროპორტის გაფორმების სერვისცენტრისათვის – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
ე) ახალციხის გაფორმების სერვისცენტრისათვის:
ე.ა) პორტალი „ვალეს“ ტერიტორია;
ე.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ვ) თელავის გაფორმების სერვისცენტრისათვის:
ვ.ა) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
ვ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ზ) ქუთაისის გაფორმების სერვისცენტრისათვის:
ზ.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5;
ზ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
თ) რუსთავის გაფორმების სერვისცენტრისათვის:
თ.ა) ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;
თ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ი) ბათუმის გაფორმების სერვისცენტრისათვის:
ი.ა) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა;
ი.ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
კ) პორტალი „ ბათუმის აეროპორტისათვის“ – ქ. ბათუმი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას);
ლ) ფოთის გაფორმების სერვისცენტრისათვის:
ლ.ა) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;
ლ.ბ) ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა);
ლ.გ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ლ.დ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ლ.ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
მ) გაფორმების დეპარტამენტისათვის:
მ.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი” – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
მ.ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი” – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;
მ.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი” – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.
2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ) ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.“ .
2. 36-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” საზღვაო გზით შემოტანილი ავტომანქანით გადაადგილებული, 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი, რომელიც ფიზიკური პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ზ) საქონლის იმპორტი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.“ .
3. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. გამარტივებული დეკლარაცია არ გამოიყენება:
ა) აქციზურ საქონელზე, გარდა:
ა.ა) ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმისა, რომლებიც შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი ოდენობით ან გადაადგილდება საფოსტო გზავნილით, რომლის მიმღებსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი;
ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” საზღვაო გზით შემოტანილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;
ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” საზღვაო გზით შემოტანილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.“ .
4. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირის მოთხოვნით (მათ შორის, საფოსტო გზავნილით ფიზიკური პირისათვის შემოტანილი აქციზური ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში) დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო.“ .
5. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 89. გამარტივებული პროცედურები იმ პირთათვის, რომლებიც ავტომატურად იძენენ „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს
1. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს ავტომატურად (ბრძანების გამოცემის გარეშე), მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობისათვის, იძენს:
ა) ფიზიკური პირი – საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3 000 ლარამდე ღირებულების კვების პროდუქტების (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) ან/და ამავე მუხლის „დ.ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) იმპორტისას;
ბ) ფიზიკური პირი საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) იმპორტისას;
გ) პირი (გარდა ფიზიკური პირისა) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) იმპორტისას;
დ) პირი, საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით გაფორმებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით, ხოლო იმპორტის გადასახდელების გადახდა ხდება დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
3. საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით გაფორმებისას, იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო ამ ინსტრუქციის 82-ე მუხლით გათვალისწინებული „ ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაფორმებისას – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“ .
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები