"საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4220-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310013, 10/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.016188
  • Word
4220-Iს
22/02/2011
ვებგვერდი, 110310013, 10/03/2011
400010020.05.001.016188
"საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სწავლებისა და მანევრების დროს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან −  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) შეთანხმებით, არადისკრიმინაციული ფორმითა და შინაარსით დროებით შეაჩეროს ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიდა საზღვაო წყლების გარკვეულ რაიონებში.“.

2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით შეიმუშავებენ მოძრაობის დაყოფის სისტემებს, საზღვაო დერეფნებს, ფარვატერებსა და რეკომენდებულ გზებს, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით და რომლებიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. მათი შესრულება სავალდებულოა უცხო ქვეყნის ყველა გემისათვის. საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული ნორმატივებიდან გადახრა შეიძლება მხოლოდ დროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს შეთანხმების საფუძველზე.“.

3. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობტერმინალის მესაკუთრე/მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი ინციდენტის დროს სააგენტოსთან თანამშრომლობა.“.

4. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 59. ზღვაში გასვლის აკრძალვა იმ გემისათვის, რომელიც ქმნის ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხეს

სააგენტოს უფლება აქვს, აკრძალოს შიდა  წყლებში, ნავსადგურში ან რეიდზე მყოფი გემის ზღვაში გასვლა, თუ მისი ტექნიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ზღვის გარემოს  დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვას.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4220Iს