დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4203-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110310030, 10/03/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430060000.05.001.016181 |
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) 31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სასწავლო დროს, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4203–Iს
დოკუმენტის კომენტარები