დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის N92/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-10/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110314009, 16/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016059 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-10/ნ
2011 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანებაში (სსმ III, 16.04.2010 წ., № 41, მუხ. 637) შევიდეს შემდეგი დამატებები:
1. პირველ პუნქტს დაემატოს „დ„ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია (ICD-10). მეათე გადახედვა. სახელმძღვანელო ინსტრუქციები (დანართი 4).„.
2. ბრძანებას დაემატოს დანართი №4 ,,ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია (ICD-10). მეათე გადახედვა. სახელმძღვანელო ინსტრუქციები (დანართი 4).„ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
დანართი 4
ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია (ICD 10). მეათე გადახედვა. სახელმძღვანელო ინსტრუქციები
1. შესავალი
ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის ეს ტომი შეიცავს ინსტრუქციებს მონაცემთა რეგისტრაციისა და კოდირების შესახებ, მრავალ ახალ მასალას ამ კლასიფიკაციის პრაქტიკული გამოყენების ასპექტების თაობაზე, ასევე კლასიფიკაციის ისტორიულ მიმოხილვას. ეს მასალა მოწოდებულია ცალკე ტომად, რათა გაადვილდეს მისი გამოყენება როცა წარმოიშობა თვით კლასიფიკაციისა (ტომი 1) და გამოყენების ინსტრუქციების ერთდროული დამოწმების აუცილებლობა. ანბანური მაჩვენებლის გამოყენების დაწვრილებითი ინსტრუქცია მოცემულია მე-3 ტომის შესავალში.
ამ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ასკ-ს ზოგადი აღწერა, პრაქტიკული ინსტრუქციები იმ პირთათვის, რომლებიც ახდენენ სიკვდილობისა და ავადობის მონაცემთა კოდირებას, და რეკომენდაციები მონაცემთა წარმოდგენისა და ინტერპრეტაციისთვის. ის არ არის გამიზნული ასკ-ს გამოყენების დეტალური სწავლებისათვის. აქ წარმოდგენილი მასალა აუცილებლად უნდა გამყარდეს სათანადო სასწავლო კურსებით, რომლებიც საშუალებას იძლევა ექსტენსიური პრაქტიკისა და დისკუსიის ჩატარებისა კონკრეტული დოკუმენტების განხილვით.
იმ შემთხვევაში, როცა ასკ-ს გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა ადგილზე ან ნაციონალური სტატისტიკური სამსახურების მეშვეობით შეუძლებელია, რეკომენდებულია მიმართოთ ავადმყოფობათა კლასიფიკაციის ჯანმო-სთან თანამშრომლობის ცენტრებს.
2. ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის აღწერა
მიზანი და გამოყენების სფერო
ავადმყოფობათა კლასიფიკაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც რუბრიკების სისტემა, რომელშიც კონკრეტული ნოზოლოგიური ერთეული შესულია მიღებული კრიტერიუმის შესაბამისად. ასკ-ს მიზანს წარმოადგენს სისტემატიზებული რეგისტრაციის, ანალიზის, ინტერპრეტაციის პირობების შექმნა და სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში სხვადასხვა დროს მიღებული სიკვდილობის და დაავადებიანობის მონაცემთა შედარება. ასკ გამოიყენება ავადმყოფობათა დიაგნოზების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სიტყვიერი ფორმულირების გარდასაქმნელად ანბანურ-რიცხობრივ კოდად, რომლებიც მონაცემთა ადვილად შენახვის, მოპოვების და ანალიზის საშუალებას იძლევა.
პრაქტიკულად ასკ იქცა საერთაშორისო სადიაგნოსტიკო კლასიფიკაციის სტანდარტად ყველა ძირითადი ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვის მრავალი სხვა მიზნისთვის. ის მოიცავს მოსახლეობის ჯგუფების ჯანმრთელობის ზოგადი სიტუაციის ანალიზს, ასევე ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სიხშირისა და გავრცელების მონიტორინგს, მათ კავშირს სხვადასხვა ფაქტორებთან, როგორიცაა ცალკეულ პირზე მოქმედების თავისებურება და გარემოებები. ასკ არ არის გათვალისწინებული ცალკეული კლინიკური შემთხვევის ინდექსაციისთვის. არის ასევე გარკვეული სირთულეები ასკ-ს გამოყენებაში ისეთი ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა ანგარიშის გამოწერა ან რესურსების განაწილება.
ასკ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების კლასიფიცირებისთვის რომლებიც რეგისტრირებულია ჯანმრთელობასთან და მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციებში. თავდაპირველად ის გამოიყენებოდა სიკვდილის მიზეზის კოდირებისათვის, რომელიც მოცემული იყო ცნობაში სიკვდილის შესახებ. შემდგომში მისი ჩარჩოები გაფართოვდა და მასში ჩართეს დიაგნოზები ავადმყოფობათა სტატისტიკისათვის. აღსანიშნავია, რომ მართალია ასკ განკუთვნილია უმთავრესად ფორმალური დიაგნოზის მქონე ავადმყოფობათა და ტრავმათა საკლასიფიკაციოდ, ყველა პრობლემის გამოხატვა დიაგნოზის საზით შეუძლებელია. ამის გამო ასკ ითვალისწინებს ამ ნიშნების, სიმპტომების, გამოკვლევის პროცესში არსებული გადახრების, ჩივილების, სოციალური მდგომარეობების მონაცემთა ფართო სპექტრის დამუშავების შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება იყოს ნაჩვენები სამედიცინო დოკუმენტაციაში (ტომი 1, XVIII და XXI თავები). ამდენად, ასკ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ მონაცემთა კლასიფიცირებისთვის, რომლებიც შესულია გრაფებში: ”დიაგნოზი”, „მომართვის მიზეზი”, „მდგომარეობები, რომელთა გამოც ჩატარდა მკურნალობა”, „კონსულტაციის მიზეზი”. ეს ყველაფერი მოთავსებულია სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტებში, საიდანაც ხდება სტატისტიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის შესახებ სხვა ინფორმაციების დამუშავება.
კონცეფცია ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების კლასიფიკაციათა „ოჯახის” შესახებ
მართალია, ასკ გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მაგრამ ის ყოველთვის არ იძლევა საშუალებას, მივიღოთ საკმარისად დეტალური მონაცემები ზოგიერთი სპეციალობისთვის, და ზოგჯერ შესაძლოა საჭირო იყოს ინფორმაცია კლასიფიცირებულ მდგომარეობათა სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ. გარდა ამისა, მოწოდებული იყო აზრი, რომ ასკ-ს მოეცვა იმ დამატებითი ინფორმაციების კლასიფიკაციები, რომლებიც ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას ან სამედიცინო დახმარებას.
ვარაუდობენ, რომ ძირითადი ასკ (სამ და ოთხნიშნა რუბრიკები), რომელიც წარმოდგენილია ასკ 10-ის სამ ტომად, ვერ შეძლებს მოიცვას მთელი ეს დამატებითი ინფორმაცია და ამასთან დარჩეს მისაწვდომი და მოსახერხებელი მისი ტრადიციული მომხმარებლისთვის, ამიტომ წარმოიშვა იდეა, შექმნილიყო ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა კლასიფიკაციების „ოჯახი”, რომელიც მოიცავს ცალკე ტომებს საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.
ასკ 10-ის „გულს” წარმოადგენს სამნიშნა რუბრიკების ნუსხა, რომელიც არის აუცილებელი პირობა სიკვდილობის შესახებ არსებულ მონაცემთა კოდირებისთვის. ეს მონაცემები მოწოდებულია ჯანმო-ში სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ძირითადი საერთაშორისო შედარებების ჩასატარებლად. თუმცა ოთხნიშნა ქვერუბრიკები არ არის საერთაშორისო ანგარიშისთვის აუცილებელი, ისინი რეკომენდებულია ბევრი სხვა მიზნისთვის და წარმოადგენს ასკ-ს განუყოფელ ნაწილს, როგორც სტატისტიკური გადამუშავების სპეციალური ნუსხა.
არსებობს კლასიფიკაციის ორი ძირითადი ჯგუფი: პირველი ჯგუფი მოიცავს მონაცემებს, რომლებიც ეხება დიაგნოზებს და ჯანმრთელობის მდგომარეობებს და აგებულია რუბრიკების ნუსხის შემოკლების ან გაფართოების გზით უშუალოდ ასკ-ს საფუძველზე. შემოკლებული ნუსხის გამოყენება შეიძლება მონაცემთა სხვადასხვა ფორმით წარმოსადგენად, ჯამური სტატისტიკური ცხრილების სახით და პირველადი სამედიცინო დახმარების განვითარების ინფორმაციული მხარდაჭერისთვის. გაფართოებული ნუსხა კი გამოიყენება უფრო მეტი კლინიკური დეტალიზაციის მისაღწევად. მაგალითად, იმ კლასიფიკაციების ვარიანტებში, რომელთა ადაპტაციაც მოხდა ვიწრო სპეციალობებისათვის. ეს ჯგუფი ასევე მოიცავს კლასიფიკაციებს, რომლებიც ავსებენ რუბრიკების ნუსხას, რაც საშუალებას იძლევა დიაგნოზები გადანაწილდეს კლასიფიკაციის სხვა ღერძის გამოყენებით, როგორიცაა, მაგ. სიმსივნეთა მორფოლოგია.
კლასიფიკაციათა მეორე ჯგუფი მოიცავს ჯანმრთელობის დარღვევასთან დაკავშირებულ იმ ასპექტებს, რომლებიც არ აღინიშნება თანამედროვე მდგომარეობათა ფორმალურ დიაგნოზებში. ასევე სხვა კლასიფიკაციებს, რომლებიც ეხება სამედიცინო დახმარებას. ამ ჯგუფში შედის ინვალიდობის, სამედიცინო და ქირურგიული პროცედურების და ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვიანობის მიზეზთა კლასიფიკაციები.
ასკ-ს ოჯახი ასევე მოიცავს განმარტებების, სტანდარტების და მეთოდების კონცეფციურ ჩარჩოს, რომლებიც თუმცა თავისთავად არ წარმოადგენს კლასიფიკაციებს, მაინც მჭიდროდ არის დაკავშირებული ასკ-სთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი კონცეფციაა პირველადი ჯანდაცვისათვის ადგილობრივი ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენებისათვის მხარდაჭერის მეთოდების განვითარება.
ასკ-თან დაკავშირებულ სხვა პუბლიკაციას წარმოადგენს ავადმყოფობათა საერთაშორისო ნომენკლატურა, რომელიც არ არის წარმოებული მისგან.
ქვემოთ მოყვანილი სქემა ასახავს კლასიფიკაციათა „ოჯახის” სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთკავშირს და შინაარსს.
ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების
კლასიფიკაციათა „ოჯახი“ (ბლოკი)
![]() |
დიაგნოზზე დაფუძნებული კლასიფიკაცია
სპეციალური ნუსხა სტატისტიკური დამუშავებისთვის
სტატისტიკური დამუშავებისთვის საჭირო სპეციალური ნუსხა გამომდინარეობს უშუალოდ ძირითადი კლასიფიკაციიდან. ის გამოიყენება მონაცემთა წარმოსადგენად და ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი დინამიკის შესახებ არსებული ცნობების ანალიზის გამარტივებისთვის საერთაშორისო, ნაციონალურ და სუბნაციონალურ დონეზე. სტატისტიკური დამუშავებისთვის საჭირო სპეციალური ნუსხა, რომელიც რეკომენდებულია საერთაშორისო შედარებებისა და პუბლიკაციისთვის, შედის I ტომში. არსებობს 5 ასეთი ნუსხა: ოთხი წარმოადგენს მონაცემებს სიკვდილობის შესახებ და ერთი ავადობის შესახებ (შემდგომი დეტალებისთვის იხ. 5.4 და 5.5 პუნქტები).
სპეციალიზებული ვარიანტები
ადაპტაციები მედიცინის ცალკეული სპეციალობისთვის ჩვეულებრივ ერთ კომპაქტურ ტომში აერთიანებს ასკ-ს იმ ნაწილებს და რუბრიკებს, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ სპეციალობებს. ასეთ ტომში შენარჩუნებულია ოთხნიშნა ქვერუბრიკები, ხოლო უფრო მეტი დეტალიზაცია მიიღწევა ხუთნიშნა, ზოგჯერ კი ექვსნიშნა ქვერუბრიკების მეშვეობით. არსებობს ასევე შესაბამისი ტერმინების ანბანური მაძიებელი. მოცემულ სპეციალობათა შიგნით ადაპტაციის სხვა ვარიანტებს შეიძლება ჰქონდეს რუბრიკებისა და ქვერუბრიკების დეფინიციათა გლოსარიები.
ადაპტაციები ხშირად მუშავდება სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფების მიერ, მაგრამ ზოგჯერ სპეციალისტთა ნაციონალური ჯგუფები აქვეყნებენ თავიანთ ვარიანტებს, რომლებიც მოგვიანებით გამოიყენება სხვა ქვეყნების მიერაც. შემდეგი ნუსხა მოიცავს ზოგიერთ ძირითად ადაპტაციებს სპეციალობის მიხედვით.
ონკოლოგია
ონკოლოგიურ ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეორე გამოცემა (ასკ-ო), გამოქვეყნებული ჯანმო-ს მიერ 1990 წელს, განკუთვნილია სიმსივნის რეგისტრებში, პათოლოგანატომიური და ონკოლოგიის განხრით და სხვა სპეციალიზებულ ლაბორატორიებში გამოსაყენებლად [1]. ასკ-ო წარმოადგენს ორღერძიან კლასიფიკაციას კოდების სისტემით, როგორც ტოპოგრაფიის, ასევე მორფოლოგიისათვის. სიმსივნეების უმრავლესობისთვის ტოპოგრაფიული კოდირებისთვის გამოიყენება იგივე სამნიშნა რუბრიკები და ოთხნიშნა ქვერუბრიკები, რომლებიც გამოყენებულია ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის ასკ-10-ში (რუბრიკები C00-C80). ამის მეშვეობით ასკ-ო საშუალებას იძლევა უფრო დაწვრილებით მიეთითოს არაავთვისებიანი სიმსივნის ლოკალიზაცია ვიდრე ეს შესაძლებელია ასკ-10-ში.
სიმსივნეთა მორფოლოგიური კოდები მედიცინის სისტემატიზებული ნომენკლატურის (Systeatized nomenklature of medicine (SNOMED) [2] კლასიფიკაციაში მოყვანილი კოდების იდენტურია, რომელიც დამუშავებულია 1968 წ. გაცემული სიმსივნეთა ნომენკლატურისა და კოდების სახელმძღვანელოს (Manual of tumor nomenklature and coding (MOTNAC)) [3] და პათოლოგიის სისტემატიზებული ნომენკლატურის (Sistematized Nomenklature of phatology (SNOP)) [4] საფუძველზე. მორფოლოგიურ კოდს აქვს 5 ნიშანი: პირველი 4 ნიშანი აღნიშნავს ჰისტოლოგიურ ტიპს, ხოლო მეხუთე სიმსივნის ხასიათს (ავთვისებიანი, in situ, კეთილთვისებიანი და ა.შ). ასკ-ო-ს მორფოლოგიური კოდი ასევე მოყვანილია ასკ-10-ის I ტომში და დამატებით მოთავსებულია III ტომის შესაბამის პარაგრაფებში, ანბანურ მაძიებელში. არსებობს ასევე ცხრილები ასკ-ო-ს მეორე გამოცემის კოდების გადასატანად ასკ-10-ის კოდში.
დერმატოლოგია
1978 წ. ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ასკ-9 გადახედვასთან შესაბამისობაში სახელმძღვანელო საერთაშორისო კოდების საძიებელი დერმატოლოგიაში (Internacional Codi№g INdex for Dermatology). როდესაც ახლანდელი ტომი მზადდებოდა გამოსაცემად, ასოციაცია დერმატოლოგიური საზოგადოების საერთაშორისო ლიგასთან ერთად მუშაობდა კლასიფიკაციის ადაპტაციაზე მე-10 გადახედვასთან.
სტომატოლოგია
ჯანმო-მ მოამზადა „ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის გამოყენება სტომატოლოგიაში” (Aplication of the Internacional Classification of Diseases to Dentistry and Stomatology (ICD-DA)) პუბლიკაციის მე-3 გამოცემა, დაფუძნებული ასკ-10-ზე. მან უნდა გააერთიანოს ასკ-ის რუბრიკები, რომლებიც ასახავს იმ ავადმყოფობებს და მდგომარეობებს, რომლებიც აღმოცენდა პირის ღრუში, გამოვლინდა მასში ან დაკავშირებულია მასთან და მის მიმდებარე სტრუქტურებთან. ეს ადაპტაცია უზრუნველყოფს უფრო მეტ დეტალიზაციას, ვიდრე ასკ-10 მე-5 ნიშნის შემოღება, მაგრამ ნუმერაციათა სისტემა ორგანიზებულია ისე, რომ კავშირი ასკ-DA კოდებსა და ასკ-ის კოდებს შორის, რომლიდანაც ისინი გამომდინარეობენ, სრულიად თვალნათელია, ასე რომ მონაცემები წარმოდგენილი ასკ-DA რუბრიკებით, შეიძლება იოლად გადავიდეს ასკ-ის რუბრიკებში.
ნევროლოგია
ჯანმო-მ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს ასკ-10-ის ნევროლოგიური ადაპტაცია, რომელიც შეინახავს ასკ-10-ის კლასიფიკაციისა და კოდების სისტემებს, მაგრამ ექნება ხუთნიშნა და მეტი ქვედანაყოფი, რაც ნევროლოგიურ ავადმყოფობათა მეტი სიზუსტით კლასიფიცირების საშუალებას მოგვცემს.
რევმატოლოგია და ორთოპედია
რევმატიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგა მუშაობს დოკუმენტის „ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის გამოყენება რევმატოლოგიასა და ორთოპედიაში” (Aplication of the Internacional Classification of Diseases to Rheumatology and Orthopaedics (ICD-RO)) გადახედვაზე „ძვალ-კუნთოვანი დარღვევების საერთაშორისო კლასიფიკაციის” (International Classification of Musculoskeletal Disorders (ICMSD)) ჩათვლით ასკ-10-ის შესაბამისად. ICD-R&O ითვალისწინებს მდგომარეობათა უფრო დეტალიზაციას იმ დამატებითი ნიშნების შემოღების გზით, რომლებიც იძლევა დამატებითი ცნობების ასახვის საშუალებას ასკ-10-თან შესაბამისობის შენარჩუნებით. ICMSD განკუთვნილია ტერმინების გამოყენების დაზუსტებისა და სტანდარტიზაციისთვის. ამ მიზნით მასში მოყვანილ იქნება ისეთ მდგომარეობათა ჯგუფის აღწერილობითი დახასიათებები, როგორიცაა ანთებითი პოლიართროპათიები.
პედიატრია
პედიატრთა საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით ბრიტანეთის პედიატრიული ასოციაცია შეიმუშავებს სახელმძღვანელოს პედიატრიაში ასკ-10-ის გამოყენების შესახებ, რომელშიც მეტი დეტალიზაციის მისაღწევად გამოყენებული იქნება მე-5 ნიშანი. ის შეცვლის ბპს-ის მიერ ასკ-8 და ასკ-9-ისთვის მომზადებულ ანალოგიურ სახელმძღვანელოს.
ფსიქიკური აშლილობები
„ფსიქიკურ და ქცევით აშლილობათა კლასიფიკაცია ასკ-10: კლინიკური აღწერა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები”. 1992წ. გამოქვეყნებული ეს ტომი შეიცავს ასკ-10-ის V თავის თითოეული რუბრიკისთვის (ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები) ზოგად აღწერას და დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, ასევე კომენტარს დიფერენციალური დიაგნოსტიკის შესახებ და სინონიმების და გამონაკლის ტერმინთა ნუსხას (5). მეტი დეტალიზაციისთვის გამოიყენება მე-5 და მე-6 ნიშნები. მეორე სახელმძღვანელო - გამოკვლევების დიაგნოსტიკური კრიტერიუმები - იბეჭდება.
დაგეგმილია გამოიცეს პირველადი სამედიცინო დახმარების კლასიფიკაციის ვარიანტი და სხვა ვარიანტი, რომელიც გამოიყენებს მრავალღერძიან სისტემაში ბავშვთა გონებრივი დარღვევების რუბრიკების სხვა სტრუქტურას, ამავე დროს ის საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ კლინიკური მდგომარეობა, გარე სამყაროს თანმხლები ფაქტორები და ინვალიდობის ხარისხი, რომელიც დაკავშირებულია ავადმყოფობასთან.
კლასიფიკაციები, რომლებიც არ არის დაფუძნებული დიაგნოზზე
მედიცინაში გამოყენებული პროცედურები
ჯანმო-ს მიერ 1978 წ. გამოქვეყნდა სამედიცინო პროცედურების საერთაშორისო კლასიფიკაცია ორ ტომად (6). ის მოიცავს დიაგნოსტიკურ, პროფილაქტიკურ, თერაპიულ, რადიოლოგიურ, მედიკამენტურ, ქირურგიულ და ლაბორატორიულ პროცედურებს. ეს კლასიფიკაცია მთლიანად იყო მიღებული დიდ ქვეყნებში მაშინ, როცა სხვა ქვეყნები იყენებდნენ მას, როგორც საფუძველს ქირურგიული ოპერაციების საკუთარი ნაციონალური კლასიფიკაციის დასამუშავებლად.
ავდმყოფთა კლასიფიკაციის ჯანმო-სთან თანამშრომლობის ცენტრების ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ კონსულტაციები, რომლებიც აუცილებლად წინ უნდა უძღვოდეს ამ სამუშაოს დამთავრებას და პუბლიკაციას, არასაკმარისი აღმოჩნდა ასეთი ფართო და სწრაფად განვითარებადი სფეროსთვის. ამიტომ ასკ-10 გადახედვასთან ერთად არ ჩატარდა ICPM-ის მორიგი გადახედვა.
1987 წლის ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ექსპერტთა კომიტეტმა თხოვნით მიმართა ჯანმო-ს, რომ მე-10 გადახედვის პარალელურად განეხილათ ICPM-ის ქირურგიული პროცედურების ზოგადი მონახაზი მაინც. ამ თხოვნისა და რიგი ქვეყნების მიერ გამოთქმულ მოთხოვნათა საპასუხოდ სამდივნომ მოამზადა პროცედურების ნუსხა ცხრილის სახით.
1989 წელს შეხვედრაზე თანამშრომლობის ცენტრების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ეს ნუსხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სახელმძღვანელო ქირურგიული პროცედურების სტატისტიკის ნაციონალური პუბლიკაციისთვის, მან შეიძლება გააადვილოს ქვეყანათა შორის მონაცემთა შედარებები. ეს ნუსხა შესაძლოა იყოს გამოყენებული როგორც საფუძველი ქირურგიული პროცედურების შედარებითი ნაციონალური კლასიფიკაციების ჩამოყალიბებისათვისაც.
ნუსხაზე მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ნებისმიერი პუბლიკაცია მოხდება მხოლოდ ასკ 10-ის გამოსვლის შემდეგ. ამჟამად მუშავდება ამ საკითხისადმი სხვა მიდგომებიც. ზოგიერთ მათგანს აქვს ზოგადი მახასიათებლები, როგორიცაა კონკრეტული ცნების სფეროს ფიქსაცია (ორგანო, ტექნიკა, მიდგომა და ა.შ.), ავტომატურად განახლების შესაძლებლობა და მოქნილობა ერთზე მეტი მიზნისთვის გამოსაყენებლად.
დარღვევათა, შრომისუნარიანობისა დაქვეითების და ინვალიდობის საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICIDH)
კლასიფიკაციის ეს სახელმძღვანელო, რომელიც ეხება ავადმყოფობათა შედეგებს (ტრამვების და დარღვევების ჩათვლით) ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნდა 1980 წელს ინგლისურ ენაზე (7). შემდგომში გადაითარგმნა მრავალ ენაზე. ICIDH შეიცავს სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ კლასიფიკაციას. თითოეული მათგანი დაკავშირებულია ავადმყოფობათა სხვადასხვა შედეგთან.
დარღვევები (I კოდი) ეხება ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური ან ანატომიური სტუქტურისა და ფუნქციის დაკარგვას ან ნორმიდან გადახრას. პრინციპში, დარღვევა წარმოადგენს აშლილობას ორგანოს დონეზე. I კოდის ძირითადი სტრუქტურა შედგება მეათედის წერტილამდე ორი და მას შემდეგ ერთი ნიშნისგან. ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებულია მეოთხე ნიშანი. ამ კლასიფიკაციისთვის არსებობს ანბანური ინდექსიც.
შრომისუნარიანობის დაქვეითება (D კოდი) ასახავს დარღვევის შედეგს, როცა ხდება ქმედების განხორციელების უნარის შეზღუდვა ან უკმარისობა იმ სახით ან საზღვრებში, რომელიც მიჩნეულია ადამიანისათვის ნორმალურად. ამრიგად, შრომისუნარიანობის დაქვეითება ასახავს პიროვნების აშლილობას.
ამ კოდის ძირითადი სტრუქტურა შედგება ორი ნიშნისგან მეათედის წერტილის შემდეგ დამატებითი ნიშნის გამოყენების შესაძლებლობით. ამ კლასიფიკაციისთვის ანბანური ინდექსი არ არსებობს.
ინვალიდობა (H კოდი) ეს არის მოცემული ინდივიდის ისეთი ნაკლოვანება, რომელიც გამომდინარეობს დარღვევებიდან ან შრომისუნარიანობის დაქვეითებიდან და ზღუდავს ან შეუძლებელს ხდის ამ ინდივიდისათვის ნორმალური როლის შესრულებას (ასაკის, სქესის, სოციალური და კულტურული ფაქტორების შესაბამისად); ამდენად ინვალიდობა ასახავს შეუსაბამობას რეალურ შესაძლებლობას და მოთხოვნილობას შორის ცალკეული ადამიანის ან ადამიანთა იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ის ეკუთვნის.
ინვალიდობის კლასიფიკაციას აქვს 7 საზომი: 6 საკვანძო რომლებიც იწოდება „გადარჩენის კრიტერიუმებად”, და ერთი – „სხვა სახის ინვალიდობის” საზომი, რომელიც შეესაბამება პრობლემებს, რომლებიც არ არის შეტანილი „გადარჩენის კრიტერიუმებში”. თითოეულ საზომში გამოიყენება ერთნიშნიანი სკალა. ეს კლასიფიკაცია არ არის ინდივიდების კლასიფიკაცია. ეს არის იმ მდგომარეობათა კლასიფიკაცია, რომელიც შრომის უუნარო ადამიანს აყენებს ნაკლოვან მდგომარეობაში სხვა ადამიანებთან შედარებით საზოგადოებაში მიღებული ნორმების თვალთახედვით. ამ კლასიფიკაციისთვის ანბანური ინდექსი არ არსებობს.
სამუშაო, რომელიც ეხება ICIDH-ის გამოყენებას, წარმატებით სრულდება სხვადასხვა ქვეყნებში და ბოლო წლებში განხილულ იქნა რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრაზე. შექმნილია ჯანმო-სთან თანამშრომლობის ცენტრები ICIDH-ის განვითარებისა და გამოყენებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ICIDH –ის გადახედვაში.
პირველადი სამედიცინო მომსახურების ინფორმაციული უზრუნველყოფა
2000 წლისთვის „ჯანმრთელობა ყველასათვის” გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს პირველადი სამედიცინო მომსახურების (PHC) ინფორმაციული ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ სრული ინფორმაცია ან ფლობენ არასრულფასოვან მონაცემებს, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა მიდგომა, რათა შეივსოს ან შეიცვალოს საყოველთაოდ მიღებული ასკ.
70-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული სხვადასხვა ქვეყნებში ტარდებოდა ექსპერიმენტი არასამედიცინო პერსონალიდან შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე. ეს მიდგომა შემდგომში გაფართოვდა უფრო ფართო კონცეფციამდე, რომელსაც ეწოდა „არატრადიციული მეთოდები”. ეს მეთოდები მოიცავს სხვადასხვა მიდგომებს და განვითარდა სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება, როცა ტრადიციული მეთოდები (აღწერა, მეთვალყურეობა, დაავადებიანობის და სიკვდილობის ზოგადი ან სტაციონარული სტატისტიკა) არაადეკვატურია.
ერთ-ერთი ამ მიდგომათაგან – „მოსახლეობაზე დაფუძნებული ინფორმაცია” – მოიცავს მოსახლეობის მონაწილეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემთა განსაზღვრაში, შეკრებასა და გამოყენებაში. მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხი მერყეობს მხოლოდ მონაცემთა შეკრებიდან ინფორმაციის დაგეგმვამდე, ანალიზამდე და გამოყენებამდე. ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეს მიდგომა უფრო მეტია, ვიდრე თეორიული სქემა. ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეათე გადახედვასთან დაკავშირებულმა საერთაშორისო კონფერენციამ (1 ტომი) თავის ანგარიშში აღნიშნა:
კონფერენცია ინფორმირებული იყო ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობაზე დაფუძნებული ინფორმაციის განვითარებასა და გამოყენებაში სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის პრობლემებს და მოთხოვნებს, დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს და ჯანდაცვის რესურსებს. ეს გამოცდილება ადასტურებს საზოგადოების დონეზე სტატისტიკის არატრადიციული მეთოდების გადამუშავების აუცილებლობის კონცეფციას, როგორც ცალკეულ ქვეყნებში საინფორმაციო ხარვეზების შევსების და მათი საინფორმაციო სისტემების გაძლიერების მეთოდს. ხაზგასმულ იქნა, რომ განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა ადგილზე უნდა გააუმჯობესონ ეს მეთოდები ან სისტემები, რამდენადაც განსხვავება ავადმყოფობის ხასიათში, ენასა და კულტურაში ამ მეთოდების სხვა რეგიონებსა და ქვეყნებში უბრალო გადატანისას დაბრკოლებას წარმოადგენს.
სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიდგომის გამოყენებით მიღწეული საიმედო შედეგების გათვალისწინებით კონფერენციის მონაწილენი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯანმომ უნდა გააგრძელოს ადგილობრივი სქემების გადამუშავების ხელმძღვანელობა და ხელი შეუწყოს ამ მიდგომის შემდგომ განვითარებას.
ავადმყოფობათა საერთაშორისო ნომენკლატურა
1970 წელს სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭომ (CIOMS) წევრი ორგანიზაციების დახმარებით დაიწყო ავადმყოფობათა საერთაშორისო ნომენკლატურის (I№D)მომზადება და 1972-1974 წლებში გამოვიდა ნომენკლატურის სავარაუდო ვარიანტის 5 ტომი. თუმცა, სულ მალე აშკარა გახდა, რომ ასეთი ნომენკლატურის შედგენა რომელიც უნდა იყოს ჭეშმარიტად საერთაშორისო, მოითხოვს უფრო ფართო კონსულტაციებს, ვიდრე ეს შეეძლოთ მხოლოდ CIOMS –ის წევრებს. 1975 წელს IND გადაიქცა CIOMS და ჯანმო-ს ერთობლივ პროექტად, რომელსაც ხელმძღვანელობს ტექნიკური სამეთვალყურეო კომიტეტი, შემდგარი ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან.
I№D-ის მთავარი მიზანია – თითოეულ ნოზოლოგიურ ერთეულს მისცეს ერთი რეკომენდებული სახელწოდება. ამ სახელწოდების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს სპეციფიკურობა (ერთი და მხოლოდ ერთი ავადმყოფობის შესაბამისი), ერთმნიშვნელოვნება, რათა სახელწოდებამ თავად მიუთითოს ავადმყოფობის არსზე რამდენადაც ეს შესაძლებელია, იყოს მეტი სიმარტივე და, (როდესაც ეს შესაძლებელია) ავადმყოფობის სახელწოდება უნდა დაეფუძნოს მის მიზეზს. თუმცა, არის მრავალი ფართოდ გავრცელებული სახელწოდება, რომელიც ზუსტად არ პასუხობს ზევით მოყვანილ კრიტერიუმებს, მაგრამ შენარჩუნებულია როგორც სინონიმები იმ პირობით, რომ ისინი შეცდომას არ წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სპეციალიზებული ორგანიზაციების რეკომენდაციებს. რეკომენდებულია თავი ავარიდოთ ეპონიმურ ტერმინებს, ვინაიდან ისინი არ ასახავს ავადმყოფობის არსს, თუმცა ფართოდ გავრცელებული სახელწოდებები (მაგ. ჰოჯკინის ავადმყოფობა, პარკინსონის ავადმყოფობა და ადისონის ავადმყოფობა) უნდა შენარჩუნდეს.
ყოველ ავადმყოფობას ან სინდრომს რეკომენდებული სახელწოდებით ეძლევა ერთმნიშვნელოვანი და შეძლებისდაგვარად მოკლე განსაზღვრება. ყოველი განსაზღვრების შემდეგ მოყვანილია სინონიმთა ნუსხა. აუცილებლობის შემთხვევაში ამ ნუსხას თან ახლავს განმარტებები, თუ რატომ არის ზოგიერთი სინონიმი უარყოფილი ან რატომ არ ითვლება მიღებული სინონიმი ჭეშმარიტ სინონიმად.
ვარაუდობენ, რომ IHD შეავსებს ასკ-ს. ასკ-ს შედგენისას უპირატესობა მიენიჭა IND-ის ტერმინოლოგიას.
1992 წელს გამოქვეყნდა IHD-ის (8) შემდეგი ტომები: ინფექციური ავადმყოფობები (ბაქტერიული ავადმყოფობები (1985), მიკოზები (1982), ვირუსული ავადმყოფობები (1983), პარაზიტული ავადმყოფობები (1987)); ქვედა სასუნთქი გზების ავადმყოფობები (1979); საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები (1990); გულისა და სისხლძარღვების ავადმყოფობები; მეტაბოლური, კვებითი და ენდოკრინული დარღვევები (1991); თირკმლის, ქვედა საშარდე გზებისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების ავადმყოფობები (1992); ქალის სასქესო ორგანოების ავადმყოფობები (1992).
ჯანმო-ს როლი
ზევით აღწერილ კლასიფიკაციათა უმრავლესობა წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმო-ს სხვა დაწესებულებების, განყოფილებების და ქვეგანყოფილებების მჭიდრო თანამშრომლობის ნაყოფს. ასკ-ზე პასხისმგებელ ქვდანაყოფს აქვს მაკოორდინებელი როლი, უზრუნველყოფს საერთო ხელმძღვანელობას და აძლევს რჩევებს.
ჯანმო ხელს უწყობს ადაპტაციების შექმნას, რაც ზრდის, როგორც ასკ-ს გამოყენების სფეროს ასევე ჯანმრთელობის სტატისტიკის შედარებითობას. ჯანმო-ს როლი ახალი კლასიფიკაციების ადაპტაციებისა და გლოსარიების შემუშავებაში მდგომარეობს კოოპერაციული ხელმძღვანელობის უზრუნველყოფაში, ინფორმაციის გადამუშავების და ანალიზის ცენტრის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში უწევს ტექნიკურ რჩევას, ხელმძღვანელობას და მხარდაჭერას. პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ასკ-10-ის ადაპტირებული ვარიანტების მომზადებაში, კონსულტაციები უნდა აწარმოონ ჯანმო-სთან, როგორც კი მკაფიოდ დაფორმულდება ადაპტაციის გზით მიღებული კონკრეტული ვარიანტის მიზნები. კლასიფიკაციის ოჯახის სხვადასხვა კომპონენტების შემუშავებაზე კოორდინაციული მიდგომა, არასაჭირო დუბლირების აცილების საშუალებას იძლევა.
ავადმყოფობათა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები
როგორც უილიამ ფარმა განაცხადა 1856 წელს (9):
კლასიფიკაცია – ეს არის განზოგადების მეთოდი. ამდენად შესაძლოა რამდენიმე კლასიფიკაციის წარმატებით გამოყენება; კლინიცისტს, პათოლოგანატომს ან იურისტს, თითოეულს თავის თვალთახედვიდან შეუძლია სრულიად საფუძვლიანად მოახდინოს ავადმყოფობათა და სიკვდილის მიზეზების კლასიფიცირება ისეთი სახით, რომელიც მისი აზრით ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს შესასწავლი საკითხის გადაჭრას და საერთო გამოსავლის მოძებნას.
ავადმყოფობათა სტატისტიკური კლასიფიკაცია უნდა მოიცავდეს ურთიერთგამომრიცხავი რუბრიკების შეზღუდულ რაოდენობას, რომლებიც შეძლებს მოიცვას ავადმყოფური მდგომარეობების მთელი სპექტრი. რუბრიკები უნდა შეირჩეს ისე, რომ გაადვილდეს ავადმყოფობათა სტატისტიკური შესწავლა. კონკრეტული ავადმყოფობა, რომელსაც აქვს ჯანდაცვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ან ხშირია, უნდა ჰქონდეს საკუთარი რუბრიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუბრიკები მოიცავს ცალკეული, მაგრამ მონათესავე მდგომარეობების ჯგუფებს. ყოველ ავადმყოფობას ან ავადმყოფურ მდგომარეობას უნდა ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული ადგილი რუბრიკათა ნუსხაში. ამგვარად, მთელ კლასიფიკაციაში იქნება რუბრიკები სხვა და შერეული მდგომარეობებისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნება რომელიმე უფრო კონკრეტულ რუბრიკას. შეძლებისდაგვარად მინიმალური უნდა იყოს იმ მდგომარეობათა რიცხვი, რომლებიც განეკუთვნება შერეულ რუბრიკებს.
სწორედ ჯგუფობრიობის ელემენტი განასხვავებს სტატისტიკურ კლასიფიკაციას იმ ავადმყოფობათა ნომენკლატურისაგან, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სათაური ყველა ცნობილი ავადმყოფობისთვის. კლასიფიკაციის და ნომენკლატურის კონცეფციები იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომ ნომენკლატურა ხშირად ორგანიზებულია სისტემური პრინციპით.
თუ სტატისტიკურ კლასიფიკაციას აქვს იერარქიული სტრუქტურა ქვერუბრიკებით, მან შესაძლებელია დაუშვას დეტალიზაციის სხვადასხვა ხარისხები. ავადმყოფობათა სტატისტიკურმა კლასიფიკაციამ უნდა უზრუნველყოს როგორც კონკრეტული ავადმყოფობის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, ასევე უნდა იძლეოდეს მონაცემთა სტატისტიკური წარმოდგენის საშუალებას უფრო ფართო ჯგუფებისათვის, რათა მისი დახმარებით შესაძლებელი გახდეს საჭირო და გასაგები ინფორმაციის მიღება.
იგივე ძირითადი პრინციპის გამოყენება შეიძლება სხვა კლასიფიკაციების მიმართ, რომლებიც ეხება ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს და ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის მიზეზებს; ისინიც ასევე შესულია ასკ-ში.
ასკ წარმოადგენს პრაქტიკულ და არა წმინდა თეორიულ კლასიფიკაციას, რომელშიც დაშვებულია კლასიფიკაციებს შორისი რიგი კომპრომისები, რომელიც დაფუძნებულია ეტიოლოგიაზე, ანატომიურ ლოკალიზაციაზე, ავადმყოფობის აღმოცენების გარემოებაზე და სხვ. ადგილი აქვს მთელ რიგ კორექციებს, რათა გათვალისწინებული იქნეს სტატისტიკური გამოყენების მრავალფეროვნება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა სიკვდილობის, ავადობის, სოციალური დაცვისა და სამედიცინო სტატისტიკის, აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოკვლევის მასალების სხვა სახეები, რისთვისაც შექმნილია ასკ.
ასკ-ს ძირითადი სტრუქტურა და პრინციპები
ასკ წარმოადგენს ცვალებად-ღერძიან კლასიფიკაციას. მისი სტრუქტურა შემუშავებულია უილიამ ფარის მიერ შედგენილი კლასიფიკაციის სტრუქტურაზე. ეს სტრუქტურა შექმნილია საერთაშორისო დისკუსიის დასაწყისშივე მოწოდებული კლასიფიკაციის საფუძველზე. მისი სქემა მდგომარეობდა შემდეგში: ყველა პრაქტიკული და ეპიდემიოლოგიური მიზნისთვის ავადმყოფობათა შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები დაჯგუფებულიყო შემდეგი სახით:
· ეპიდემიური ავადმყოფობები
· კონსტიტუციური ან ძირითადი ავადმყოფობები
· ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით დაჯგუფებული ლოკალური ავადმყოფობები
· განვითარებასთან დაკავშირებული ავადმყოფობები
· დაზიანებები
ეს სტრუქტურა ჩანს ასკ-10-ის თავებში. მან გაუძლო დროის გამოცდას და თუმცა ზოგიერთ მიმართებაში თავისუფალია, უწინდებურად ითვლება ძირითადი ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის ყველაზე მოსახერხებლად, ვიდრე სხვა ნებისმიერი მოწოდებული და აპრობირებული ალტერნატივა.
ზევით ჩამოთვლილი ორი პირველი და ორი უკანასკნელი ჯგუფი წარმოადგენს „სპეციალურ ჯგუფებს”, რომლებიც აერთიანებს იმ მდგომარეობებს, რომელთა დაჯგუფება ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებისთვის მათი გაფანტვის შემთხვევაში იქნებოდა მოუხერხებელი. მაგალითად, თუ კლასიფიკაცია შედგენილი იქნებოდა უპირატესად ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით. დარჩენილი ჯგუფი „ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით დაჯგუფებული ლოკალური ავადმყოფობები” მოიცავს ასკ-ს თავებს ორგანიზმის თითოეული ძირითადი სისტემისთვის.
განსხვავებას „სპეციალური ჯგუფებისა” და „ორგანიზმის სისტემების” თავებს შორის აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა კლასიფიკაციის სტრუქტურის გაგების, მის საფუძველზე მიღებული მონაცემების კოდირებისა და ინტერპრეტაციისათვის. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ როგორც წესი, მდგომარეობების კლასიფიცირება ხდება უპირატესად „სპეციალურ ჯგუფებს” მიკუთვნებული კლასებიდან ერთ-ერთში. იმ შემთხვევაში, როცა საეჭვოა, თუ რომელს მივაკუთვნოთ მოცემული მდგომარეობა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს „სპეციალური ჯგუფების” კლასებს.
ასკ-ს საფუძველს წარმოადგენს სამნიშნა რუბრიკების ერთიანი კოდური ნუსხა, რომელშიც თითოეული შეიძლება დაიყოს ათამდე ოთხნიშნა ქვერუბრიკად. წინა გადახედვებში არსებული კოდების მხოლოდ რიცხობრივი სისტემის ნაცვლად მე-10 გადახედვაში გამოყენებულია ანბანურ-რიცხობრივი კოდი პირველ ნიშნად ასოთი და მეორე, მესამე, მეოთხე ნიშნად ციფრით. მეოთხე ნიშანი მოსდევს მეათედის წერტილს. ამგვარად, კოდების შესაძლო ნომრები მერყეობს A00.0-დან Z99.9-მდე. U ასო არ გამოიყენება.
ტომები
ასკ-10 შედგება 3 ტომისაგან: 1 ტომი შეიცავს ძირითად კლასიფიკაციას; მე-2 ტომი - მისი გამოყენების ინსტრუქციებს ასკ-ს მომხმარებლისთვის; მე-3 ტომი - წარმოადგენს კლასიფიკაციის ანბანურ საძიებელს.
1 ტომის დიდი ნაწილი უკავია ძირითად კლასიფიკაციას, რომელიც შედგება სამნიშნა რუბრიკების ნუსხისაგან და ოთხნიშნა ქვერუბრიკებისა და მათი შინაარსის სრული ნუსხისგან. კლასიფიკაციის „გული” – სამნიშნა რუბრიკების ნუსხა (ტომი 1) წარმოადგენს აუცილებელ პირობას სიკვდილობის შესახებ ჯანმო-ს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის წარმოდგენისათვის და ძირითადი საერთაშორისო შედარებებისათვის. კლასიფიკაციის ამ „გულში” ჩამოთვლილია კლასების და ბლოკების სახელწოდებები. სრული ნუსხა, რომელიც გვაძლევს დეტალიზაციას ოთხნიშნა კოდით, დაყოფილია 21 კლასად.
1 ტომი ასევე შეიცავს შემდეგს:
• „სიმსივნეთა მორფოლოგია”. სიმსივნეების მორფოლოგიური კლასიფიკაცია სურვილისამებრ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებით კოდად სიმსივნეთა მორფოლოგიური ტიპის კლასიფიკაციისთვის, რომელთა კლასიფიცირებაც მცირე გამოკლებით ხდება II თავში მათი ხასიათისა და ლოკალიზაციის (ტოპოგრაფიის) მიხედვით. მორფოლოგიური კოდები არის იგივე, რაც გამოიყენება, ონკოლოგიისათვის ასკ-10-ს სპეციალიზებულ ადაპტაციაში (ასკ-ო)[1]
• სპეციალური ნუსხა კრებითი სტატისტიკური გადამუშავებისათვის. ვინაიდან ასკ-ს სრული ოთხნიშნა ნუსხა და აგრეთვე სამნიშნა ნუსხაც კი დიდი მოცულობისაა, იმისათვის რომ წარმოდგენილი იყოს ყოველ სტატისტიკურ ცხრილში, მიმდინარე სტატისტიკოსთა უმრავლესობა გამოიყენებს რუბრიკათა და ქვერუბრიკათა ნუსხას, რომლებშიც აქცენტია ზოგიერთ ცალკეულ მდგომარეობაზე. ასკ-ს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს 4 სპეციალური ნუსხა სიკვდილობის შესახებ მონაცემთა კრებითი (შეჯამებული) სტატისტიკური გადამუშავებისათვის. 1 და 2 ნუსხა ეხება საერთო სიკვდილობას, 3-4 კი – ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილობას (0-დან 4-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში). არის აგრეთვე სპეციალური ნუსხა ავადობის შესახებ არსებულ მონაცემთა შეჯამებული სტატისტიკური გადამუშავებისათვის. ეს ნუსხები მოცემულია I ტომში. კლასიფიკაციის სხვადასხვა კოდებისა და სპეცილური ნუსხების გამოყენების წესები მოცემულია ამ ტომის მე-5 ნაწილში.
• განსაზღვრებანი. განსაზღვრებანი, რომლებიც მოყვანილია I ტომში. მიღებულია ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე და შედგენილია მონაცემთა საერთაშორისო შედარებების გაადვილების მიზნით.
• ნომენკლატურული წესები. ეს წესები მიღებულია ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ და აწესებს ჯანმო-ს წევრ-სახელმწიფოთა ოფიციალურ პასუხისმგებლობას ავადმყოფობათა და სიკვდილის მიზეზის კლასიფიკაციებთან, სტატისტიკური მონაცემების შედგენასა და პუბლიკაციებთან მიმართებაში. ისინი მოყვანილია I ტომში.
კლასები
კლასიფიკაცია დაყოფილია 21 კლასად. ასკ-ის კოდის პირველ ნიშანს წარმოადგენს ასო, თითოეული ასო შეესაბამება განსაზღვრულ კლასს, D ასოს გამოკლებით, რომელიც გამოიყენება როგორც II კლასში „სიმსივნეები” ასევე III კლასში „სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობა და იმუნური მექანიზმით მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები” და H ასო, რომელიც გამოიყენება როგორც VII კლასში „თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები”, ასევე VIII კლასში „ყურისა და დვრილისებრი მორჩის ავადმყოფობები”. ოთხი კლასი (I, II, XIX და XX კლასები) გამოიყენებს ერთ ასოზე მეტს საკუთარი კოდის პირველ ნიშნად.
თითოეული კლასი შეიცავს სამნიშნა რუბრიკათა საკმარის რაოდენობას, რათა მოიცვას მასში შესული მთელი მასალა; არ არის გამოყენებული არსებული ყველა კოდი, რაც შემდგომი გადახედვებისა და მეტი დეტალიზაციის საშუალებას იძლევა.
I –XVII კლასები მოიცავს ავადმყოფობებს და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებს, XIX კლასი – ტრავმებს, მოწამვლებს და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთ სხვა შედეგებს. დანარჩენი კლასები მოიცავს მთელ რიგ თანამედროვე წარმოდგენებს, რომლებიც ეხება დიაგნოსტიკურ მონაცემებს, XVIII კლასი მოიცავს „სიმპტომებს, ნიშნებს და ნორმიდან გადახრილ კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებს, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში”. XX კლასი „ავადობისა და სიკვდილობის გარეგანი მიზეზები” ტრადიციულად გამოიყენება დაზიანებებისა და მოწამვლებისა და გარეშე მიზეზთა კლასიფიკაციისათვის, მაგრამ მე-9 გადახედვიდან დაწყებული, ის ასევე განკუთვნილია ავადმყოფობათა და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობათა ნებისმიერი გარეგანი მიზეზის რეგისტრაციისთვის. ბოლოს, XXI კლასი – „ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და დაკავშირებულია სამედიცინო სამსახურთან” განკუთვნილია იმ მონაცემთა კლასიფიცირებისთვის, რომლებიც აღწერს ჯანდაცვის დაწესებულებაში იმ ადამიანის მიმართვიანობის მიზეზს, რომელიც ამჟამად არ არის ავად, ან გარემოებებს, რომელ პირობებშიც პაციენტი იღებს სამედიცინო დახმარებას მოცემულ პერიოდში, ან სხვაგვარადაა დამოკიდებული ამ დახმარებაზე.
რუბრიკათა ბლოკები
კლასები იყოფა სამნიშნა რუბრიკათა ერთგვაროვან „ბლოკებად”. I კლასში ბლოკების სახელწოდებები ასახავს კლასიფიკაციის 2 ღერძს – ინფექციის გადაცემის ხასიათი და პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო ჯგუფი. II კლასში პირველ ღერძს წარმოადგენს სიმსივნეების ხასიათი; სიმსივნეების ხასიათის მიხედვით დაჯგუფების საზღვრებში ქვეჯგუფების ფორმირებისათვის ღერძს ძირითადად წარმოადგენს ლოკალიზაცია, თუმცა რამდენიმე სამნიშნა რუბრიკა განკუთვნილია სიმსივნეების მნიშვნელოვანი მორფოლოგიური ტიპებისათვის (მაგ. ლეიკემიები, მელანომები, მეზოთელიომები, კაპოშის სარკომა). რუბრიკათა დიაპაზონი მოცემულია თითოეული ბლოკის სახელწოდების შემდეგ ფრჩხილებში.
სამნიშნა რუბრიკები
თითოეული ბლოკის ჩარჩოებში ზოგიერთი სამნიშნა რუბრიკა განკუთვნილია მხოლოდ ერთი მდგომარეობისთვის, რომელიც შერჩეულია მისი სიხშირის, სიმძიმის, ჯანდაცვის სამსახურების რეაგირების საფუძველზე. მაშინ როცა სხვა სამნიშნა რუბრიკები განკუთვნილია ავადმყოფობებისთვის ზოგიერთი საერთო ნიშნის მიხედვით. ბლოკში ხშირად არის რუბრიკები „სხვა„ მდგომარეობებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობის სხვადასხვა, მაგრამ იშვიათი ასევე „დაუზუსტებელ” მდგომარეობათა კლასიფიცირების საშუალებას იძლევა.
ოთხნიშნა ქვერუბრიკები
თუმცა ის არ არის აუცილებელი პირობა საერთაშორისო მონაცემთა წარმოდგენისთვის, სამნიშნა რუბრიკების უმრავლესობა დაყოფილია მეათედი წერტილის შემდეგ მეოთხე რიცხვითი ნიშნის მეშვეობით, რათა შესაძლებელი გახდეს კიდევ 10-მდე ქვერუბრიკის გამოყენება. თუ სამნიშნა რუბრიკა დაყოფილი არ არის, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ასო „X” მე-4 ნიშნის ადგილის შევსებისათვის, რათა კოდს ჰქონდეს სტანდარტული ზომა მონაცემების სტატისტიკური დამუშავების დროს.
ოთხნიშნა ქვერუბრიკები გამოიყენება ნებისმიერი შესაბამისი მეთოდით ერთი ავადმყოფობის ლოკალიზაციის ან ფორმის დასაზუსტებლად, ხოლო სამნიშნა რუბრიკა განკუთვნილია მხოლოდ ერთი ავადმყოფობის აბ ავადმყოფობათა ჯგუფისთვის.
მეოთხე ნიშანი .8 ძირითადად გამოიყენება „სხვა” მდგომარეობების აღნიშვნისათვის, რომლებიც ეხება მოცემულ სამნიშნა რუბრიკებს, ხოლო ნიშანი .9 ყველაზე ხშირად გამოიყენება იმავე ცნების გამოსახვისათვის, რაც მოცემულია სამნიშნა რუბრიკის სახელწოდებაში დაზუსტების გარეშე.
როცა ერთი და იგივე ოთხნიშნა ქვერუბრიკა გამოიყენება რამდენიმე სამნიშნა რუბრიკაში, მეოთხე ნიშნების აზრობრივი მნიშვნელობა მიეთითება მხოლოდ ერთხელ, სამნიშნა რუბრიკების ნუსხის წინ. თითოეულ ასეთ რუბრიკაში არის შენიშვნები, რომლებიც მიუთითებს თუ სად არის უფრო დეტალური ცნობები, მაგალითად, რუბრიკებს O003-006 აბორტების სხვადასხვა ტიპისთვის აქვთ საერთო მე-4 ნიშანი, რაც ასახავს გართულებებს ასახავს (იხ. ტ. I ).
დამატებითი ქვედანაყოფები მეხუთე და შემდგომი ნიშნების გამოყენებისთვის
მეხუთე და შემდგომი ნიშნები წარმოადგენს სუბკლასიფიკაციებს სხვადასხვა ღერძის მიხედვით ოთხნიშნა კოდებთან მიმართებაში. ისინი შედის:
XIII კლასში – ქვედანაყოფები ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით
XIX კლასში – ქვედანაყოფები ღია და დახურული მოტეხილობების აღნიშვნისათვის ასევე ქალასშიდა, გულმკერდის და მუცლის ღრუს დაზიანებანი ღია ჭრილობით და მის გარეშე
XX კლასში – ქვედანაყოფები შემთხვევის მომენტში საქმიანობის სახეობის აღნიშვნისათვის.
გამოუყენებელი „U„ კოდები
კოდები U00 - U49– გამოიყენება უცნობი ეტიოლოგიის ახალ ავადმყოფობათა დროებითი კოდირებისათვის. კოდები U50- U99 შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოკვლევების დროს, მაგალითად, ალტერნატიული ქვეკლასიფიკაციის აპრობაციისთვის სპეციალური პროექტის ჩარჩოებში.
3. ასკ-ს გამოყენება
ეს თავი შეიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას ყველა მომხმარებლისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მათ იცოდნენ, როგორ გამოიყენონ უფრო ეფექტურად მოცემული კლასიფიკაცია. ასკ-ს მიზნებისა და სტრუქტურის ცოდნა და გაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სტატისტიკოსების და ანალიტიკოსებისათვის, რომლებიც მუშაობენ მედიკო-სანიტარულ ინფორმაციაზე და ასევე კოდის განმსაზღვრელთათვის. ასკ-ს გამოყენების სიზუსტე და თანმიმდევრულობა დამოკიდებულია სამივე ტომის სწორ გამოყენებაზე.
როგორ ვისარგებლოთ I ტომით
შესავალი
ასკ-ს I ტომი შეიცავს თვით კლასიფიკაციას. აქ მითითებულია რუბრიკები, რომელთაც საჭიროა მიეკუთვნოს დიაგნოზები, რაც აიოლებს სტატისტიკური მიზნებით წარმოებულ გამოთვლებს და დახარისხებას. მათთვის, ვინც იყენებს სტატისტიკას, I ტომში მითითებულია რუბრიკების, ქვერუბრიკების და სპეციალური ნუსხის პოზიცია, რომლებიც შეიძლება შევიდეს სტატისტიკურ ცხრილებში.
თეორიულად დასაშვებია, რომ კოდის განმსაზღვრელებმა სწორი კოდი იპოვნონ მხოლოდ I ტომის დახმარებით, ოღონდ ამ პროცესმა შეიძლება დიდი დრო მოითხოვოს და შეცდომები გამოიწვიოს დიაგნოზების გადანაწილებისას. III ტომი შეიცავს ანბანურ მაჩვენებელს, როგორც კლასიფიკაციის შინაარსის მეგზურს. მაჩვენებლის შესავალი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მის დამოკიდებულების შესახებ I ტომთან.
სტატისტიკური მიზნებისათვის ასკ-ს ყოველდღიური გამოყენება გულისხმობს ერთი რომელიმე პათოლოგიური მდგომარეობის შერჩევას სიკვდილის ცნობის ან სხვა რომელიმე სამედიცინო დოკუმენტიდან, რომლებშიც მითითებულია ერთზე მეტი პათოლოგიური მდგომარეობა. სიკვდილობის სტატისტიკასთან და ავადობასთან დაკავშირებული შერჩევის ასეთი წესები მოყვანილია ამ ტომის IV ნაწილში.
რუბრიკების სრული ნუსხის დეტალური აღწერა მოყვანილია 2.4. ნაწილში.
სამნიშნა რუბრიკების სრული ნუსხისა და ოთხნიშნა ქვერუბრიკების გამოყენება
ჩართული ტერმინები
სამნიშნა რუბრიკების და ოთხნიშნა ქვერუბრიკების ფარგლებში ჩვეულებრივ ჩამოთვლილია რიგი სხვა დიაგნოსტიკური ტერმინები. მათ უწოდებენ „ჩართულ ტერმინებს”, ისინი მოცემულია რუბრიკების დასახელებების დამატებების სახით, როგორც დიაგნოზის ფორმულირების მაგალითები, რომლებიც კლასიფიცირებულია ამ რუბრიკებში. ისინი შეიძლება განეკუთვნებოდეს სხვადასხვა მდგომარეობას, ან იყოს სინონიმები და, ამასთან არ წარმოადგენდეს ამა-თუ-იმ რუბრიკის ქვერუბრიკას.
„ჩართული ტერმინები” ჩამოთვლილია უპირველეს ყოვლისა, როგორც რუბრიკების შინაარსის მითითება. ჩამოთვლილ პოზიციათა უმრავლესობა განეკუთვნება მოცემული რუბრიკების მნიშვნელოვან და მეტ-ნაკლებად ხშირად გამოყენებად ტერმინებს. სხვა ტერმინები ახასიათებს მოსაზღვრე მდგომარეობებს, ან ლოკალიზაციებს, რომლებიც შეტანილია იმ მიზნით რომ უფრო ზუსტად განისაზღვროს სად გადის საზღვარი ქვერუბრიკებს შორის. ჩართული ტერმინების ნუსხა სრულიადაც არ არის ამომწურავი, დიაგნოსტიკური ერთეულების ალტერნატიული დასახელებანი ჩართულია ანბანურ მაჩვენებელში, რომელსაც საჭიროა მივმართოთ პირველ რიგში ამა თუ იმ დიაგნოზის კოდის შერჩევისას.
ხანდახან საჭიროა ჩართული ტერმინები განხილული იქნეს რუბრიკების დასახელებასთან ერთად კონტექსტში. ეს ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როცა ჩართული ტერმინების ჩამონათვალი ლოკალიზაციის ან ფარმაკოლოგიური პრეპარატების დეტალიზაციას წარმოადგენს და მათი გაგებისთვის საჭიროა თავიდანვე გავეცნოთ შესაბამის სიტყვებს რუბრიკების დასახელებიდან (მაგალითად, ”ავთვისებიანი სიმსივნეები”, „ტრავმები... „, „მოწამვლები...”).
რიგი რუბრიკების ან კონკრეტული ოთხნიშნა ქვერუბრიკებისათვის საერთო დიაგნოსტიკური ფორმულირებები მოთავსებულია შენიშვნებში, რაც დასათაურებულია „იგულისხმება”-თი და მოჰყვება უშუალოდ თავს, ბლოკსა და რუბრიკას.
გამორიცხული ტერმინები
ზოგიერთი რუბრიკა შეიცავს მდგომარეობებს, რომლებსაც წინ უძღვის სიტყვა „არ იგულისხმება”. აქ შედის ტერმინები, რომლებიც რუბრიკის სათაურიდან გამომდინარე შეიძლება სავარაუდოდ მიგვეკუთვნებინა მისთვის, მაგრამ სხვა რუბრიკებშია კლასიფიცირებული. ასეთ რუბრიკას განეკუთვნება მაგალითად A46, „ წითელი ქარი” სადაც არ იგულისხმება მშობიარობის შემდგომი და პუერპერული პერიოდის წითელი ქარი. თითოეული გამორიცხული ტერმინის შემდეგ მითითებულია სხვა რუბრიკის ან ქვერუბრიკის კოდის ნომერი, რომელთაც უნდა განეკუთვნოს ეს ტერმინი.
ზოგადი გამორიცხვა რიგი რუბრიკების ფარგლებში ან სამნიშნა რუბრიკის ყველა ქვერუბრიკაში მითითებულია შენიშვნებში, დასათაურებულია „არ იგულისხმება” და უშუალოდ მოსდევს კლასის, ბლოკის ან რუბრიკის სათაურს.
გლოსარიუმის აღწერა
V თავში (ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი) შემავალ და გამორიცხულ ტერმინებთან დამატებით მოცემულია რუბრიკების შინაარსის განმსაზღვრელი გლოსარიუმის ტიპის აღწერილობა. ასეთი შენება შემოღებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ფსიქიკური აშლილობების ტერმინოლოგია დიდ ფარგლებში ვარირებს, განსაკუთრებით სხვადასხვა ქვეყნებში და ერთი და იგივე სახელწოდება შეიძლება გამოიყენებოდეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობებისთვის. გლოსარიუმი არ არის გათვალისწინებული მათთვის, ვინც ახდენს კოდირებას.
ანალოგიური ტიპის განსაზღვრებანი წარმოდგენილია ასკ-ს სხვა განყოფილებებში, მაგალითად, XXI კლასში, რუბრიკების შინაარსის უფრო ზუსტი განსაზღვრისათვის.
ზოგიერთ მდგომარეობათა ორმაგი კოდირება
„ჯვრის” და ვარსკვლავის” ნიშნით კოდირების სისტემა
ასკ-9–მ შემოიტანა სისტემა, რომელმაც გაგრძელება ჰპოვა ასკ-10-ში და რომლის საშუალებითაც დიაგნოზების ფორმულირება შეიცავს ინფორმაციას როგორც ძირითადი, გენერალიზებული ავადმყოფობის, ასევე კონკრეტულ ორგანოში ან ადგილას მისი მანიფესტაცის შესახებ. ეს თავისთავად წარნოადგენს კლინიკურ პრობლემას.
ამ სისტემაში მთავარ კოდს წარმოადგენს ძირითადი ავადმყოფობის კოდი, რომელიც აღინიშნება „ჯვრით” (+); ფაკულტატური, დამატებითი კოდი, რომელიც დაავადების კერძო გამოვლინებას შეეხება, აღინიშნება „ვარსკვლავით” (*). ეს სისტემა შემუშავდა იმასთან დაკავშირებით, რომ კოდის შერჩევა მხოლოდ ძირითადი ავადმყოფობის მიხედვით კონკრეტულ სპეციალობებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, არსებობდა მოთხოვნილება ასკ-ს შესაბამის თავში გაერთიანებულიყო კონკრეტული ავადმყოფობა გამოვლინების შესაბამისად, თუკი ეს გამოვლინება სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დამოუკიდებელ მიზეზს წარმოადგენდა.
რამდენადაც „ჯვრითა” და „ვარსკვლავით” წარმოადგენს კოდირების სისტემა ალტერნატიულ კლასიფიციას სტატისტიკური დამუშავებისათვის, პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ჯვრიანი კოდი ძირითადია და ყოველთვის უნდა გამოიყენებოდეს. დასაშვებია კოდის „ვარსკვლავიანი” ნიშნით გამოყენება დამატებითი კოდის სახით, თუკი საჭიროა ალტერნატიული მეთოდი სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისათვის. ვარსკვლავიანი კოდი დამოუკიდებლად არ უნდა იქნეს გამოყენებული. სტატისტიკა, რომელიც ახდენს „ჯვრიანი” კოდების რეგისტრაციას, ემორჩილება ტრადიციულ კლასიფიკაციას სიკვდილობის მონაცემის წარმოდგენის, ავადობისა და სამედიცინო დახმარების სხვა ასპექტებთან მიმართებაში.
„ვარსკვლავიანი” კოდები მოცემულია როგორც სამნიშნა რუბრიკები. კლასიფიკაციას გააჩნია განსხვავებული რუბრიკები ერთი და იგივე ავადმყოფობებისთვის, რაც დასაშვებია, როცა კონკრეტული ავადმყოფობა არ არის მითითებული, როგორც ძირითადი მიზეზი. მაგალითად, რუბრიკები G22 და G21 პარკინსონიზმის იმ ფორმებს განეკუთვნება, რომლებიც არ შეიცავს სხვა რუბრიკებში კლასიფიცირებული ავადმყოფობის გამოვლინებებს, მაშინ, როდესაც რუბრიკა G22* განეკუთვნება „პარკინსონიზმს იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც სხვა რუბრიკებში არის კლასიფიცირებული”. იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც მითითებულია ვარსკვლავიან რუბრიკებში, მოცემულია შესაბამისი ჯვრიანი კოდი, მაგალითად, სიფილისური პარკინსონიზმისთვის, რომელიც G22* რუბრიკაშია მოთავსებული, მითითებულია ჯვრიანი კოდი A52.1+
ზოგი ჯვრიანი კოდი მოყვანილია სპეციალურ ჯვრიან რუბრიკებში, მაგრამ გაცილებით ხშირად ჯვრიანი კოდი დიაგნოზზე ინფორმაციის ორმაგი ელემენტით და არამარკირებული კოდი დიაგნოზზე ინფორმაციის ერთი ელემენტით შეიძლება განეკუთვნებოდეს ერთი და იგივე რუბრიკას ან ქვერუბრიკას.
ჯვრიანი და ვარსკვლავიანი კოდების სისტემა გამოიყენება შემთხვევათა განსაზღვრული რიცხვისთვის. მთელ კლასიფიკაციაში 83 სპეციალური რუბრიკაა, რომელიც აღინიშნება ვარსკვლავით, ისინი შესაბამისი კლასის დასაწყისში არიან მოთავსებულნი.
რუბრიკებს, რომლებშიც გვხვდება ჯვრით აღნიშნული ტერმინები, შეიძლება გააჩნდეს ერთ-ერთი ფორმა ჩამოთვლილი სამი ფორმიდან.
(i)თუ ნიშანი (+) და ალტერნატიული ვარსკვლავიანი კოდით რუბრიკის დასაწყისშია, ამ რუბრიკას მიკუთვნებული ყველა მდგომარეობა ექვემდებარება ორმაგ კლასიფიკაციას და ყველა მათგანს ერთნაირი ალტერნატიული კოდი გააჩნია, მაგალითად:
A17.0+ ტუბერკულოზური მენინგიტი (G01*)
ტვინის გარსების ტუბერკულოზი (თავის ტვინის)(ზურგის ტვინის)
ტუბერკულოზური ლეპტომენინგიტი
(ii)თუ რუბრიკის დასათაურებაში არის ნიშანი „+” და არ არსებობს ალტერნატიული კოდი ვარსკვლავით, მაშინ ამ რუბრიკას მიკუთვნებული ყველა მდგომარეობა ექვემდებარება ორმაგ კოდირებას, მაგრამ გააჩნია სხვადასხვა ალტერნატიული კოდი, რომლებიც ყოველი ტერმინისათვის ცალკეა მოყვანილი. მაგალითად:
A18.1+ შარდ-სასქესო სისტემის ტუბერკულოზი
· ტუბერკულოზი:
· შარდის ბუშტის (N33.0*)
· საშვილოსნოს ყელის (N74.0*)
· თირკმლის (N29.1*)
· მამაკაცის სასქესო ორგანოების (N51.-*)
· შარდსაწვეთის (N29.1*)
ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ტუბერკულოზური ანთება (№74.1*)
(i)თუ რუბრიკის დასახელებაში არ არის ნიშანი და არც ვარსკვლავიანი ალტერნატიული კოდი, მთლიანად რუბრიკა არ მოითხოვს ორმაგ კოდირებას, მაგრამ მასში შემავალი ერთეული მდგომარეობები ორგვარად შეიძლება იქნეს კლასიფიცირებული ასეთი ტერმინები აღინიშნება ჯვრითა და ალტერნატიული კოდით, მაგალითად:
A54.8 სხვა გონოკოკური ინფექციები
გონოკოკური:
...
· პერიტონიტი + (K67.1*)
· პნევმონია + (ჟ17.0*)
· სეპტიცემია
· კანის დაზიანებანი
სხვა ორმაგი ფაკულტატური კოდირება
არსებობს განსაზღვრული სიტუაციები, რომლებიც იძლევა პაციენტის მდგომარეობის სრული აღწერისათვის ჯვრისა და ვარსკვლავიანი სისტემისაგან განსხვავებული ასკ-ს ორმაგი კოდის გამოყენების საშუალებას.. რუბრიკების სრულ ნუსხაში შენიშვნა „გამოიყენეთ დამატებითი კოდი სურვილის შემთხვევაში”, აღნიშნავს მრავალ ასეთ სიტუაციას. დამატებითი კოდები საჭიროა გამოვიყენოთ მხოლოდ სპეციალურ სტატისტიკური დამუშავებისთვის.
ისინი გამოიყენება:
(i) ადგილობრივი ინფექციებისთვის, რომლებიც კლასიფიცირებულია „ორგანიზმის სისტემების” კლასებში, სადაც შეიძლება I კლასის კოდები დაემატოს, რათა მიეთითოს გამომწვევის ბუნება, თუკი ეს ინფორმაცია არ არის მოყვანილი რუბრიკის დასათაურებაში. ამ მიზნით I კლასში გამოყოფილია B95-B97 რუბრიკათა ბლოკი.
(ii) ფუნქციურად აქტიური სიმსივნეებისთვის, იმ მიზნით, რომ მიეთითოს ფუნქციური აქტივობის ტიპი, II კლასის კოდებს შეიძლება დაემატოს IV კლასის შესაბამისი კოდი.
(iii) ის სიმსივნეები, რომელთა მორფოლოგიური კოდი ნაჩვენებია I ტ., მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ წარმოადგენს ასკ-ს ძირითად ნაწილს, შეიძლება დაემატოს II კლასის კოდებს სიმსივნის მორფოლოგიური ტიპის იდენტიფიკაციისთვის.
(iv) V კლასის F00-F09 რუბრიკებში კლასიფიცირებული მდგომარეობებისთვის (ორგანული, სიმპტომურის ჩათვლით ფსიქიკური აშლილობანი) შეიძლება დაემატოს კოდი სხვა კლასიდან, რათა მიეთითოს მიზეზი, ე.ი. ძირითადი ავადმყოფობა, ტრავმა და ტვინის სხვა დაზიანება.
(v) თუ მდგომარეობა ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგია, შეიძლება დაემატოს XX კლასის კოდი, ამ ნივთიერების იდენტიფიკაციისთვის.
(vi) ტრავმების, მოწამვლის და სხვა არახელსაყრელი ზემოქმედებების სრული მოცულობით აღსაწერად შეიძლება გამოვიყენოთ ორი კოდი: XIX კლასის კოდი, რომელიც დაზიანების ხასიათს აღწერს და XX კლასის კოდი, რომელიც აღწერს მის მიზეზს. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი კოდი უნდა ჩაითვალოს დამატებითად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით გროვდება მონაცემები. (იხ. XX კლასის შესავალი, I ტომი).
სრულ ნუსხაში გამოყენებული პირობითი აღნიშვნები
ასკ-ს სრულ ნუსხაში გამოყენებული და გამორიცხული ტერმინების ჩამოთვლისას არსებობს ზოგიერთი სპეციალური წესი, რომელიც ეხება დასახელებაში მრგვალი, კვადრატული ფრჩხილის, ორი წერტილის, ფიგურული ფრჩხილის, „NOS„ აბრევიატურის (სხვაგვარად დაუზუსტებელი), „არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში” (NEC), და „და” კავშირის გამოყენებას. ეს წესები კარგად უნდა იცოდნენ როგორც კოდის განმსაზღვრელებმა, ასევე პირებმა, რომლებსაც სურთ ასკ-ზე დაფუძნებული სტატისტიკური მონაცემების ინტერპრეტაცია.
მრგვალი ფრჩხილი ( )
მრგვალი ფრჩხილი გამოიყენება პირველ ტომში ოთხ მნიშვნელოვან სიტუაციაში
ა) მრგვალ ფრჩხილში ათავსებენ დამატებით სიტყვებს, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს დიაგნოსტიკურ ტერმინებს და არ ახდენდეს გავლენას ფრჩხილების გარეთ არსებული სიტყვის განმსაზღვრელ კოდზე, მაგალითად: I10 რუბრიკაში ჩართულია ტერმინი „ჰიპერტენზია (არტერიული) (კეთილთვისებიანი) (ესენციური) (ავთვისებიანი) (პირველადი) (სისტემური)” და აღნიშნავს, რომ I10 ჰიპერტენზიის კოდური ნომერია, იმისდა მიუხედავად, ის მარტოა თუ კომბინაციაშია მრგვალ ფრჩხილში მოთავსებულ რომელიმე სიტყვასთან ერთად.
ბ) მრგვალი ფრჩხილი გამოიყენება აგრეთვე იმ კოდების მოსანიშნად, რომლებიც გამორიცხულ ტერმინებს განეკუთვნებიან. მაგალითად:
H01.0 ბლეფარიტი, არ იგულისხმება ბლეფაროკონიუნქტივიტი (H01.5).
გ) მრგვალი ფრჩხილი გამოიყენება ბლოკის დასახელებაში მაშინ, როდესაც მასში შეაქვთ ამ ბლოკში მოთავსებული რუბრიკების სამნიშნა კოდების ნუსხა.
დ)მეცხრე გადახედვამ შემოიტანა მრგვალი ფრჩხილების გამოყენების ხერხი, რომელიც „ჯვრისა” და „ვარსკვლავის” სისტემას შეეხება. მრგვალი ფრჩხილები შეიცავს ჯვარს ვარსკვლავიან რუბრიკაში ან ვარსკვლავს, რომელიც ჯვრიან ტერმინს მოჰყვება.
კვადრატული ფრჩხილები [ ]
კვადრატული ფრჩხილები გამოიყენება:
ა)სინონიმებისათვის, ალტერნატიული ფორმულებისა და განმარტებითი ფრაზებისთვის; მაგალითად:
A30 კეთრი [ჰანსენის ავადმყოფობა];
ბ)შემდგომი შენიშვნების მოსაყვანად; მაგალითად:
ჩ00.8 ტუჩის სუპერპოზიციური დაზიანება [იხ. შენიშვნა 5];
გ)იმისათვის, რომ მოვიხსენიოთ ადრე მოყვანილი ოთხნიშნა ქვერუბრიკები, რომლებიც საერთოა რიგი რუბრიკებისათვის; მაგალითად:
K27 პეპტიკური წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის.
ორი წერტილი :
ორი წერტილი გამოიყენება ჩართული და გამორიცხული ტერმინების ჩამოთვლისათვის, როცა სიტყვები, რომლებიც მათ წინ უძღვის არ წარმოადგენს დასრულებულ ფორმულებს ამ რუბრიკაში ჩართვისათვის. ისინი საჭიროებს ერთი ან რამდენიმე სიტყვის დამატებას, მოდიფიკაციისა ან დაზუსტებისათვის, სანამ შესაძლებელი გახდება მათი ჩართვა რუბრიკაში. მაგალითად, რუბრიკაში K36 „სხვა აპენდიციტი” დიაგნოზი „აპენდიციტი” მოცემულ რუბრიკას განეკუთვნება მას შემდეგ, რაც ის დაზუსტდება სიტყვებით „ქრონიკული” ან „მორეციდივე”.
ფიგურული ფრჩხილი }
ფიგურული ფრჩხილი გამოიყენება ჩართული და გამორიცხული ტერმინების ჩამოთვლისათვის იმ შემთხვევაში, როდესაც არც მისი წინამორბედი, არც მომდევნო სიტყვები არ წარმოადგენს, სრულ ტერმინებს. ფრჩხილის წინამორბედი ნებისმიერი ტერმინი უნდა შეივსოს მისი მომდევნო ერთი ან რამოდენიმე ტერმინით; მაგალითად:
O71.6 მენჯის სახსრების და იოგების სამეანო დაზიანება
სიმფიზის შიდა ხრტილის განშრევება
კუდუსუნის დაზიანება } სამეანო
სიმფიზის (ბოქვენის) ტრავმული დაცილება
„№OS” (სხვაგვარად დაუზუსტებელი)
ეს არის აბრევიატურა „სხვაგვარად დაუზუსტებელი”, რაც ნიშნავს „დაუზუსტებელს” ან „განუსაზღვრელს”.
ხანდახან რუბრიკებში განუსაზღვრელი ტერმინები კლასიფიცირებულია მოცემული მდგომარეობის ტიპის დასადგენად. ეს გამოწვეულია იმით, რომ სამედიცინო ტერმინოლოგიაში მდგომარეობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ხშირად ცნობილია როგორც საკუთრივ ამ მდომარეობის სახელი და ზუსტდება ნაკლებად გავრცელებული ტიპები. მაგალითად: ტერმინი, „მიტრალური სტენოზი” ძირითადად „რევმატული მიტრალური სტენოზის” აღსანიშნავად გამოიყენება. ამ ჩართულ დამატებას უნდა მიექცეს ყურადღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი კლასიფიცირება. ჩართული ტერმინების გულდასმით შესწავლა გვიჩვენებს, თუ სად იქნა გაკეთებული ასეთი დაშვება. კოდის განმსაზღვრელნი საკმაოდ ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა არ განუსაზღვრონ კოდი ტერმინს, როგორც დაუზუსტებელს, ვიდრე სრულიად ნათელი არ გახდება, რომ არ არის სხვა რომელიმე ინფორმაცია, რომელიც ამ ტერმინის უფრო ზუსტი კოდირების საშუალებას მოგვცემდა. მსგავსად ამისა, ასკ-ზე დაყრდნობილი სტატისტიკური მონაცემების ინტერპრეტაციისას საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი მდგომარეობა, რომელიც აშკარად დაზუსტებულ რუბრიკას განეკუთვნება არ იყოს დაზუსტებული სამედიცინო დოკუმენტში კოდირების დროს. დროთა განმავლობაში დინამიკისა და სტატისტიკური მონაცემების შედარებისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ასეთი დაშვებები შეიძლება შეიცვალოს ასკ-ს ერთი გადახედვიდან მეორემდე. ასე, მაგალითად, მერვე გადახედვამდე ითვლებოდა, რომ აორტის დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ანევრიზმა წარმოადგენს სიფილისის შედეგს.
„არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში”
სიტყვები „არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში” გამოყენებული სამნიშნა რუბრიკების დასახელებაში, იხმარება იმის მისათითებლად, რომ მოცემული მდგომარეობის ზოგიერთი დაზუსტებული ფორმა გვხვდება კლასიფიკაციის სხვა ნაწილში. მაგალითად:
J16 პნევმონია, გამოწვეული სხვა ინფექციური აგენტებით, რომლებიც
არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ამ რუბრიკას განეკუთვნება ქვერუბრიკა J16.0 ქლამიდიური პნევმონია და J16.8 პნევმონია, გამოწვეული სხვა დაზუსტებული ინფექციური აგენტებით. ბევრი სხვა რუბრიკა წარმოდგენილია X კლასში (მაგ.: J10–J15) Dდა სხვა კლასებში ( მაგ.: P23.–თანდაყოლილი პნევმონია) იმ პნევმონიებისთვის, რომლებიც გამოწვეულია დაზუსტებული ინფექციური აგენტებით. რუბრიკა ჟ18 (პნევმონია, გამომწვევის დაზუსტების გარეშე) განკუთვნილია პნევმონიისთვის, რომლის აგენტიც არ არის დაზუსტებული.
კავშირი „და” დასახელებებში
„და” გამოიყენება „და/ან” აღნიშვნისთვის. მაგალითად, A18.0 რუბრიკაში (ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი) უნდა დაკლასიფიცირდეს შემთხვევები „ძვლების ტუბერკულოზი”, „სახსრების ტუბერკულოზი”, ასევე „ სახსრების და ძვლების ტუბერკულოზი”.
წერტილი ტირე .–
ზოგ შემთხვევაში ქვერუბრიკის კოდის მეოთხე ნიშანი შეცვლილია ტირეთი, მაგალითად:
G03 მენინგიტი, გამოწვეული სხვა და დაუზუსტებელი მიზეზებით.
არ იგულისხმება: მენინგოენცეფალიტი (G04.–)
კოდის განმსაზღვრელისათვის ეს ნიშნავს, რომ მეოთხე ნიშანი არსებობს, და ის უნდა მოიძებნოს შესაბამის რუბრიკაში. ეს წესი ეხება როგორც ძირითად ჩამონათვალს, ასევე ანბანურ მაჩვენებელს.
საერთო მახასიათებლების მქონე რუბრიკები
ხარისხის კონტროლის მიზნით სასარგებლო იქნებოდა შემოწმების პროგრამის შეტანა კომპიუტერულ სისტემაში. შინაგანი შესაბამისობის ასეთი შემოწმებისათვის მოცემულია რუბრიკების შემდეგი ჯგუფები, გაერთიანებული საერთო ნიშნების მიხედვით.
ვარსკვლავიანი რუბრიკები
შემდეგი ვარსკვლავიანი რუბრიკები არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც დამოუკიდებელი კოდები, ისინი ყოველთვის უნდა გამოიყენებოდეს „ჯვრიან” კოდზე დამატების სახით:
D63*, D77*, E35*, E90*, F00*, F02*, G01*, G02*, G05*, G07*, G13*, G22*, G26*, G32*, G46*, G53*, G55*, G59*, G63*, G73*, G94*, G99*, H03*, H06*, H13*, H19*, H22*, H28*, H32*, H36*, H42*, H45*, H48*, H58*, H62*, H67*, H75*, H82*, H92*, I32*, I39*, I41*, I43*, I52*, I68*, I79*, I98*, J17*, J91*, J99*, K23*, K67*, K77*, K87*, K93*, L14*, L45*, L54*, L62*, L86*, L99*, M01*, M03*, M07*, M09*, M14*, M36*, M49*, M63*, M68*, M73*, M82*, M90*, №08*, №16*, №22*, №29*, №33*, №37*, №51*, №74*, №77*, P75*.
რუბრიკები, რომლებიც ეხება მხოლოდ ერთ სქესს
ქვემოთ ჩამოთვლილი რუბრიკები განეკუთვნება მხოლოდ მამაკაცთა სქესის ავადმყოფობებს:
B26.0, C60-C63, D07.4-D07.6, D17.6, D29.-, D40.-, E29.-, E89.5, F52.4, I86.1, L29.1, №40-№51, Q53-Q55, R86, S31.2-S31.3, Z12.5
ქვემოთ ჩამოთვლილი რუბრიკები განეკუთვნება მხოლოდ ქალთა სქესის ავადმყოფობებს:
A34, B37.3, ჩ51-ჩ58, ჩ79.6, D06.-, D07.0-D07.3, D25-D28, D39.-, E28.-, E89.4, F52.5, F53.-, I86.3, L29.2, L70.5, M80.0-M80.1, M83.0, №70-№98, №99.2-№99.3, O00-O99, P94.6, Q50-Q52, R87, S31.4, S37.4-S37.6, T19.2-T19.3, T83.3, Y76.-, Z01.4, Z12.4, Z30.1, Z30.3, Z30.5, Z31.1, Z31.2, Z32-Z36, Z39, Z43.7, Z87.5, Z97.5.
სქესსა და მდგომარეობას შორის შეუსაბამობის განმარტებისათვის იხილეთ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები
რუბრიკები, რომლებიც განეკუთვნება ავადმყოფობის შედეგებს
პათოლოგიური მდგომარეობების შედეგებისათვის, რომლებიც მეტად აღარ იმყოფება აქტიურ სტადიაში განკუთვნილია შემდეგი რუბრიკები:
B90-B91, E64.-, E68, G09, I69.-, O97, თ90-თ98, Y85-Y89.
ავადმყოფობათა შედეგების კოდირებისათვის სიკვდილობისა და ავადობის სტატისტიკის მიზნით, რეკომენდაციები მოცემულია ზემოთზემოთ.
სამედიცინო პროცედურების შემდგომი დარღვევები
სიკვდილის ძირითადი მიზეზისათვის კოდის მისანიჭებლად არ გამოიყენება ქვევით ჩამოთვლილი კოდები. რეკომენდაციები მათი გამოყენების შესახებ ავადმყოფობის კოდის განსაზღვრისათვის მოყვანილია ქვემოთ.
E89.-, G97.-, H59.-, H95.-, I97.-, J95.-, M96.-, №99.-.
როგორ ვისარგებლოთ III ტომით
ასკ-10-ის მე-3 ტომის (ანბანური მაჩვენებლის) შესავალში, მოცემულია ინსტრუქცია მისი გამოყენების შესახებ. ვიდრე კოდირებას შევუდგებოდეთ, საჭიროა კარგად გავეცნოთ ამ ინსტრუქციას. ქვემოთ მოყვანილია ანბანური მაჩვენებლის მოკლე აღწერილობა და ზოგიერთი მოსაზრება მისი გამოყენების შესახებ.
ანბანური მაჩვენებლის აგებულება
მე-3 ტომი დაყოფილია სამ ნაწილად:
•ნაწილი I შეიცავს ყველა ტერმინს, რომლებიც I-XIX და XXI კლადებშია, გარდა სამკურნალწამლო საშუალებებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებებისა.
•ნაწილი II წარმოადგენს ავადობისა და სიკვდილობის გარეგანი მიზეზების მაჩვენებელს და შეიცავს XX კლასის ყველა ტერმინს, გარდა სამკურნალწამლო საშუალებებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებებისა.
•ნაწილი III არის სამკურნალწამლო საშუალებებისა და ქიმიური ნივთიერებების ცხრილი, რომელშიც ყოველი ნივთიერებისათვის მოცემულია კოდები XIX კლასიდან. ეს კოდები განკუთვნილია მოწამვლებისა და მედიკამენტების გვერდითი მოვლენების კლასიფიცირებისთვის, ასევე XX კლასის კოდები, რომლებიც მიუთითებს, იყო თუ არა მოწამვლა უბედური შემთხვევის, წინასწარ განზრახული (თვითდაზიანება) ან დაუზუსტებელი მიზეზის შედეგი, თუ წარმოადგენს სწორად დანიშნული ან მართებულად შეყვანილი ნივთიერებების გვერდითი მოვლენას.
სტრუქტურა
მაჩვენებელი შეიცავს „წამყვან ტერმინებს”, რომლებიც მარცხენა სვეტში არის მოთავსებული და სხვა სიტყვებს (მოდიფიკაციებს ან დაზუსტებებს), რომლებიც მათ უკან სხვადასხვა მანძილით არის დაცილებული. I ნაწილში ეს მოდიფიკაციები და დამაზუსტებელი სიტყვები, რომლებიც დაშორებით იწყება, აღნიშნავს ავადმყოფობის ნაირსახეობას, ლოკალიზაციას ან გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს კოდების განსაზღვრაზე. II ნაწილში ისინი აღწერს უბედური შემთხვევებისა და მოვლენების სხვადასხვა ტიპებს, რომლებშიც მონაწილეობს სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. განსაზღვრებანი, რომლებიც არ ახდენს გავლენას კოდირებაზე, ჩასმულია მრგვალ ფრჩხილში პათოლოგიური მდგომარეობების სახელწოდების შემდეგ.
კოდური ნომერი
ტერმინების მომდევნო კოდური ნომერი, იმავე რუბრიკასა და ქვერუბრიკას განეკუთვნება, რომელსაც მოცემული ტერმინი. თუკი კოდი მხოლოდ სამი ნიშნით არის განსაზღვრული, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ რუბრიკას ქვერუბრიკა არ გააჩნია. ბევრ შემთხვევაში, როცა სამნიშნა რუბრიკა დაყოფილია, ანბანურ მაჩვენებელში მოყვანილია ოთხნიშნა კოდი. ტირე მეოთხე ნიშნის მაგივრად (მაგალითად: O03.-) ნიშნავს, რომ მოცემული რუბრიკა დაყოფილია და არსებობს მეოთხე ნიშანი, რომლის პოვნა შეიძლება ძირითადი ჩამონათვალის გამოყენებით. თუ მოცემული ტერმინისთვის გამოიყენება „ჯვრითა” და „ვარსკვლავით” კოდირების სისტემა, მაშინ აღინიშნება ორივე კოდი.
პირობითი აღნიშვნები
მრგვალი ფრჩხილი ()
მრგვალი ფრჩხილი მაჩვენებელში იმავე ფუნქციით გამოიყენება, როგორითაც პირველ ტომში, ე.ი. დამატებითი განსაზღვრებისათვის.
„NEC” (არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში)
აბრევიატურა „NEC” (არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში) მიუთითებს, რომ მოცემული მდგომარეობის დაზუსტებული ვარიანტები სხვა რუბრიკებში არის კლასიფიცირებული და შესაბამის შემთხვევებში კოდის განმსაზღვრელებმა მაჩვენებელში უნდა იპოვონ უფრო ზუსტი ტერმინი.
ჯვარედინი მითითებები
ჯვარედინი მითითებები გამოიყენება ტერმინების არასავალდებულო განმეორების თავიდან ასაცილებლად. სიტყვა „იხილეთ” მოითხოვს კოდის განმსაზღვრელისაგან სხვა ტერმინის მითითებას; „იხილეთ აგრეთვე” მიანიშნებს კოდის განმსაზღვრელს, რომ მან უნდა მიმართოს სხვა ტერმინს, თუ კოდირებული დიგნოზი შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ არის მითითებული ჩამონათვალში იმ ტერმინის ქვეშ რომელსაც ახლავს „იხილეთ აგრეთვე”.
კოდის განსაზღვრის ძირითადი პრინციპები
ანბანური მაჩვენებელი შეიცავს ისეთი ტერმინების დიდ რიცხვს, რომლებიც არ შედის I ტომში და ზუსტი კოდირებისათვის, კოდის მინიჭებამდე, აუცილებელია ყოველთვის ვისარგებლოთ ძირითადი ჩამონათვალით, ასევე ანბანური მაჩვენებელით. სანამ კოდირებას შეუდგებოდეს, კოდის განმსაზღვრელმა უნდა გაითავისოს კლასიფიკაციის და კოდირების პრინციპები და შეასრულოს პრაქტიკული მაგალითები.
ქვემოთ მოყვანილი გამარტივებული წესი განკუთვნილია იმ არასპეციალისტთა დასახმარებლად, რომლებიც მუშაობენ ასკ-ზე.
1. მოახდინეთ კოდით განსაზღვრული დიაგნოზის ფორმულირების იდენტიფიკაცია, და მიმართეთ ანბანურ მაჩვენებელს (თუ ფორმულირება ავადმყოფობის დასახელება, დაზიანება ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლებიც განეკუთვნება I–XIX კლასებს, ან XXI კლასს, მიმართეთ მაჩვენებლის I ნაწილს. თუ ფორმულირება ახასიათებს დაზიანების ან სხვა უბედური შემთხვევის გარეგან მიზეზს, რომელიც კლასიფიცირდება XX კლასში, მიმართეთ II ნაწილს).
2. განსაზღვრეთ წამყვანი ტერმინი. ავადმყოფობისა და დაზიანების შემთხვევაში ძირითადად ეს იქნება პათოლოგიური მდგომარეობის სახელი არსებითი სახელის ფორმით. თუმცა მაჩვენებელში წამყვანი სახელწოდების ტერმინის სახით ჩართულია ზოგიერთი მდგომარეობის განსაზღვრება ზედსართავის, ან მიმღეობის ფორმით.
3. გაეცანით და იხელმძღვანელეთ წამყვანი ტერმინის ქვეშ მოთავსებული ყველა შენიშვნით.
4. გაეცანით მრგვალ ფრჩხილში მოთავსებულ ყველა ტერმინს, რომლებიც მოსდევს წამყვან ტერმინს (ეს განსაზღვრებანი არ მოქმედებს კოდურ ნომერზე), ისევე როგორც ნებისმიერი ტერმინი, რომელიც მოცემულია წამყვანი ტერმინის ქვეშ (ეს განმარტებები შესაძლოა ცვლიდეს კოდის ნომერს), სანამ არ დაზუსტდება ყველა სიტყვა დიაგნოზის ფორმულირებაში.
5. ყურადღებით მონახეთ ნებისმიერი ჯვარედინი მითითებები („იხილეთ” და „იხილეთ აგრეთვე”), რომელთაც შეხვდებით მაჩვენებელში.
6. მიმართეთ რუბრიკების სრულ ნუსხას იმისათვის, რომ დარწმუნდეთ კოდის ნომერის შერჩევის სისწორეში. გაითვალისწინეთ, რომ მაჩვენებელში შეტანილი სამნიშნა კოდი ტირეთი მეოთხე ნიშნის ადგილას ნიშნავს, რომ I ტომში შეიძლება შესაბამისი ქვერუბრიკების მოძებნა მეოთხე ნიშნით. მაჩვენებელში ასეთი რუბრიკების შემდგომი ქვედანაყოფები არ არის მოცემული და თუ გამოიყენება, მაშინ უნდა იყოს მითითებული I ტომში.
7. იხელმძღვანელეთ ყველა ჩართული და გამორიცხული ტერმინით, რომლებიც ამორჩეული კოდის ან თავის დასახელების ქვეშ არის მოთავსებული.
8. მიანიჭეთ კოდი.
სპეციალური ინსტრუქციები მიზეზისა ან მდგომარეობის კოდის არჩევისათვის და არჩეული მდგომარეობის კოდის განსაზღვრისათვის მოცემულია IV ნაწილში.
4. სიკვდილობისა და ავადობის კოდირების წესები და ინსტრუქციები
ეს თავი ეხება ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ მიღებულ წესებს, დაკავშირებულს სიკვდილის შესახებ ცნობის მონაცემების სტატისტიკური დამუშავებისათვის ერთადერთი მიზეზის ან მდგომარეობის ამორჩევასთან. მოცემულია აგრეთვე წესების გამოყენებისა და მდგომარეობის კოდის განსაზღვრის ძირითადი პრინციპები, რომლებიც იხმარება მონაცემთა დამუშავების დროს.
სიკვდილობა: სიკვდილის მიზეზის სამედიცინო ცნობის შევსების ძირითადი პრინციპები და კოდის განსაზღვრის წესები
სიკვდილობის სტატისტიკა სამედიცინო ინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა და იგი მრავალ ქვეყანაში საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სარწმუნო მონაცემები მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ.
სიკვდილის მიზეზები
1967 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მე-20 სესიამ განსაზღვრა სიკვდილის მიზეზები, რომლებიც ჩაწერილი უნდა იქნეს სამედიცინო ცნობაში სიკვდილის მიზეზის შესახებ: „ყველა ავადმყოფობა, პათოლოგიური მდგომარეობა ან დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი ან ხელი შეუწყო მას, აგრეთვე უბედური შემთხვევა ან ძალადობის აქტი, რომელიც იწვევს ნებისმიერ ასეთ დაზიანებას”. ეს განსაზღვრება ფორმულირდება სიკვდილთან დაკავშირებული ინფორმაციის რეგისტრაციის მიზნით, რათა სიკვდილის შესახებ ცნობის შემვსებმა პირმა არ ამოირჩიოს ერთი მდგომარეობა და არ უარყოს სხვები. ეს განსაზღვრება არ ითვალისწინებს სიკვდილის ცნობაში იმ სიმპტომებისა და მოვლენების შეტანას, რომლებიც თან ახლავს სიკვდილს, როგორიცაა გულის ან სუნთქვის უკმარისობა.
როცა სიკვდილის მხოლოდ ერთი მიზეზია მითითებული, მას იღებენ ცნობაში სტატისტიკური დამუშავების მიზნით. როცა მოცემულია ერთ მიზეზზე მეტი, ამორჩევა ხორციელდება 4.1.5 პარაგრაფში მოყვანილი წესების მიხედვით.
სიკვდილის პირველადი მიზეზი
საერთაშორისო კონფერენციაზე მეექვსე გადასინჯვის მიხედვით მიღწეულ იქნა შეთანხმება ტერმინის – „სიკვდილის პირველადი მიზეზი” – გამოყენების შესახებ სიკვდილის მიზეზების სტატისტიკური დამუშავებისას.
სიკვდილის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ავადმყოფობის პროცესების ჯაჭვის გაწყვეტა ან სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განსაზღვრულ ეტაპზე. სიკვდილის პირველადი მიზეზი განისაზღვრება, როგორც „(ა) ავადმყოფობა ან დაზიანება, რომელიც იწვევს ავადმყოფობის პროცესის ჯაჭვს, რაც უშუალოდ მიგვიყვანს სიკვდილამდე ან (ბ) უბედური შემთხვევის ან ძალადობის გარემოებები, რაც იწვევს სასიკვდილო დაზიანებას”.
სიკვდილის მიზეზის შესახებ სამედიცინო ცნობის საერთაშორისო ფორმა
ზემოთ მოყვანილი პრინციპის საყოველთაო გამოყენება უზრუნველყოფილია ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ რეკომენდებული სამედიცინო ცნობის ფორმის გამოყენებით. ექიმმა, რომელიც ხელს აწერს სამედიცინო ცნობას სიკვდილის შესახებ, უნდა განსაზღვროს თუ რა მდგომარეობამ გამოიწვია სიკვდილი და დაადგინოს წინამორბედი მდგომარეობანი, რამაც უშუალოდ გამოიწვია სიკვდილი.
ქვემოთ ნაჩვენები სამედიცინო ცნობა სიკვდილის შესახებ მოწოდებულია, რომ გააადვილოს სიკვდილის პირველადი მიზეზის ამორჩევა იმ შემთხვევაში, როცა ერთდროულად ორი ან მეტი მიზეზია მითითებული. სამედიცინო ცნობის I ნაწილში უნდა აღინიშნოს მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც უშუალოდ იწვევს სიკვდილს, ხოლო II ნაწილში – მდგომარეობანი, რომლებიც ხელს უწყობს სიკვდილს, მაგრამ არ არის დაკავშირებული სიკვდილის ძირითად მიზეზთან.
1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 43-ე სესიამ მიიღო რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში (სადაც აუცილებელია) სიკვდილის მიზეზის ცნობის I ნაწილში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დამატებითი სტრიქონი (დ). ქვეყნებმა შეიძლება გააგრძელონ ცნობის გამოყენება სამი სტრიქონით იმ შემთხვევაში, თუ მეოთხე სტრიქონი საჭირო არ არის ან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს იურიდიული ან სხვა წინააღმდეგობები ქვემოთ ნაჩვენები სიკვდილის მიზეზის ცნობის გამოყენებისათვის.
მდგომარეობა, რომელიც ცნობის I ნაწილის ყველაზე ბოლო სტრიქონში ჩაიწერება, ჩვეულებრივ, წარმოადგენს სიკვდილის პირველად მიზეზს, რაც გამოიყენება სტატისტიკური დამუშავებისათვის. თუმცა პროცედურები, რომლებიც 4.1.4 – 4.1.5 პარაგრაფებშია აღწერილი, შეიძლება განაპირობებდეს სიკვდილის პირველად მიზეზად სხვა მდგომარეობების არჩევას. ამ ორი სიტუაციის გამიჯვნის მიზნით, გამოთქმა საწყისი წინამორბედი მიზეზი გამოყენებული უნდა იქნეს მდგომარეობის აღნიშვნისათვის, რომელიც ჩაწერილია ცნობის I ნაწილის ყველაზე ბოლო სტრიქონში, ხოლო გამოთქმა სიკვდილის საწყისი მიზეზი – უნდა გამოიყენებოდეს სტატისტიკური დამუშავებისათვის ამორჩეული მიზეზის აღსანიშნად.
სიკვდილის მიზეზის შესახებ სამედიცინო ცნობის საერთაშორისო ფორმა

თუ არის მხოლოდ ერთი საფეხური მოვლენათა ჯაჭვში, საკმარისია ჩანაწერი I (ა) სტრიქონში. თუ ამ ჯაჭვში არის ერთზე მეტი საფეხური, სიკვდილის უშუალო მიზეზი უნდა ჩაიწეროს სტრიქონში ა) და საწყისი წინამორბედი მიზეზი იწერება ბოლო სტრიქონში, ხოლო ნებისმიერი შუალედური მიზეზი იწერება ბ) სტრიქონში ან ბ) და გ) სტრიქონებში. მაგალითად, ცნობა სიკვდილის შესახებ, რომელიც მოიცავს მოვლენათა ჯაჭვის ოთხივე საფეხურს, რაც უშუალოდ იწვევს სიკვდილს, აუცილებლად უნდა შეივსოს შემდეგი სახით:
(ა) ფილტვის არტერიის ემბოლია
(ბ) პათოლოგიური მოტეხილობა
(გ) ბარძაყის ძვლის მეორადი კიბო
(დ) სარძევე ჯირკვლის კიბო
მეორე ნაწილში ჩაიწერება სხვა მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ლეტალურ გამოსავალს, მაგრამ დაკავშირებული არ არის სიკვდილის უშუალოდ გამომწვევ ავადმყოფობასთან ან მდგომარეობასთან.
გამოთქმის – „გამოწვეული (ან შედეგი)” – შემდეგ, ცნობაში ჩაწერილი უნდა იქნეს არა მარტო პათოლოგიური პროცესის უშუალო მიზეზი ან პათოლოგიური პროცესი, არამედ სიკვდილის არაპირდაპირი მიზეზები: მაგალითად, როცა წინამორბედმა მდგომარეობამ ქსოვილების დაზიანებით ან ფუნქციის დარღვევით შექმნა წინასწარგანწყობა სიკვდილის უშუალო მიზეზის წარმოქმნისადმი, თუნდაც ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ.
თითოეული პათოლოგიური პროცესის დასაწყისსა და სიკვდილის თარიღს შორის მიახლოებითი ინტერვალის მითითება (წუთები, საათები, დღეები, კვირები, თვეები, წლები) ეხმარება ექიმს ცნობის შევსებისას დაადგინოს სიკვდილის გამომწვევ მოვლენათა ჯაჭვი. ეს ინფორმაცია ეხმარება აგრეთვე კოდის მიმცემ პირს სწორი კოდის ამორჩევაში.
1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ მიიღო რეკომენდაცია, რათა ქვეყნებმა განიხილონ სიკვდილის ცნობაში იმ პარაგრაფების ჩართვის საკითხი, რომლებიც ეხება მიმდინარე ორსულობას და ორსულობას სიკვდილამდე 1 წლის განმავლობაში.
სიკვდილის პირველადი მიზეზის ამორჩევის პროცედურები სიკვდილობის მონაცემების სტატისტიკური დამუშავების მიზნით
იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილის მხოლოდ ერთი მიზეზია მითითებული, მას იყენებენ სტატისტიკური დამუშავების მიზნით.
თუ სიკვდილის ერთზე მეტი მიზეზია მითითებული, სიკვდილის ძირითადი მიზეზის ამორჩევისას პირველი საფეხური არის საწყისი წინამორბედი მიზეზის განსაზღვრა, რომელიც მითითებულია სამედიცინო ცნობის I ნაწილის ქვედა შევსებულ სტრიქონში, საერთო პრინციპის გამოყენებით ან ამორჩევის 1-ლი მე-2 და მე-3 წესებით.
ზოგიერთ შემთხვევაში ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა სიკვდილის საწყისი მიზეზი შეიცვალოს სხვა უფრო შესაფერისი მიზეზით, რომელიც შეესაბამება სიკვდილის საწყისი მიზეზის აღნიშვნას. მაგ. არსებობს მდგომარეობათა კომბინაციების აღმნიშვნელი რუბრიკები, ან უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს ცნობაში მითითებულ სხვა მდგომარეობებს, პირველხარისხოვანი ეპიდემიოლოგიური მიზეზების არსებობის გამო.
ამასთან დაკავშირებით შემდეგი ნაბიჯი მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყდეს მოდიფიკაციების ერთი ან რამდენიმე წესის – A-დან F-მდე (იხ. პარაგრაფი 4.1.9) გამოყენება, რომლებიც ეხება ზემოაღწერილ მდგომარეობებს. ასეთი სახით შერჩეული კოდის ნომერი, რომელიც სიკვდილის პირველად მიზეზს აქვს მინიჭებული, გამოიყენება სტატისტიკური დამუშავებისთვის.
იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილის საწყის წინამორბედ მიზეზს წარმოადგენს ტრავმა ან გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების სხვა შედეგი, რომლის კლასიფიკაციაც მოცემულია XIX კლასში. პირველადი მიზეზის სახით უნდა ავირჩიოთ გარემოება, რომელმაც გამოიწვია ეს პათოლოგიური მდგომარეობა და მიეცეს კოდი V01-Y89 რუბრიკებით. კოდი, რომელიც მოცემულ ტრავმას ან გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების შედეგს აღნიშნავს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი სახით.
სიკვდილის საწყისი წინამორბედი მიზეზის ამორჩევის წესები
თანმიმდევრობა
გამოთქმა „თანმიმდევრობა” ეხება ორ ან მეტ მდგომარეობას, რომლებიც ჩაწერილია ცნობის I ნაწილის სტრიქონებში, ამასთან თითოეული მდგომარეობა სხვა მდგომარეობის აღმოცენების მიზეზია, რომელიც ერთი სტრიქონით ზევითაა მითითებული.
მაგალითი 1: I
(ა) სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან
(ბ) პორტული ჰიპერტენზია
(ც) ღვიძლის ციროზი
(დ) B ჰეპატიტი
თუ ცნობის ერთ სტრიქონზე სიკვდილის ერთზე მეტი მიზეზია მითითებული, მაშინ შესაძლებელია რამდენიმე ლოგიკური თანმიმდევრობის ჩაწერა. ქვემომოყვანილ მაგალითში მოცემულია სამი თანმიმდევრობა:
მაგალითი 2: I
(ა) კომა
(ბ) მიოკარდიუმის ინფარქტი და ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა
(ც) ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია
თანმიმდევრობა წარმოდგენილია შემდეგნაირად:
ათეროსკლეროზი (რომელმაც გამოიწვია) მიოკარდიუმის ინფარქტი, (რომელმაც გამოიწვია) კომა
ათეროსკლეროზი (რომელმაც გამოიწვია) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა (რომელმაც გამოიწვია) კომა
ჰიპერტენზია, (რომელმაც გამოიწვია) მიოკარდიუმის ინფარქტი (რომელმაც გამოიწვია), კომა
ჰიპერტენზია, (რომელმაც გამოიწვია) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, (რომელმაც გამოიწვია) კომა
საერთო პრინციპი
საერთო პრინციპში განცხადებულია, რომ იმ შემთხვევებში, როცა ცნობაში ერთზე მეტი პათოლოგიური მდგომარეობაა მითითებული, საწყის წინამორბედ მიზეზად ირჩევენ მდგომარეობას, რომელიც ცნობის I ნაწილის ქვედა სტრიქონშია ჩაწერილი. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მიზეზს შეეძლო გამოეწვია ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ჩაწერილია ცნობაში მის ზემოთ.
ამორჩევის წესები
წესი 1.თუ საერთო პრინციპი მიუღებელია და ჩაწერილია თანმიმდევრობა, რომელიც მთავრდება ცნობაში პირველად მითითებული მდგომარეობით, მაშინ ირჩევენ ამ თანმიმდევრული ჯაჭვის საწყის მიზეზს. ერთზე მეტი თანმიმდევრობის არსებობისას ირჩევენ პირველად ნახსენები თანმიმდევრობის საწყის მიზეზს.
წესი 2.თუ თანმიმდევრობა, რომელიც ცნობაში პირველად აღნიშნული მდგომარეობით მთავრდება, არ არის მითითებული, მაშინ ირჩევენ ამ პირველად ნახსენებ მდგომარეობას.
წესი 3.თუ საერთო პრინციპით ან 1-ლი და მე-2 წესით ამორჩეული მდგომარეობა წარმოადგენს ცნობის I ან II ნაწილში მოცემული სხვა მდგომარეობის აშკარად პირდაპირ შედეგს, მაშინ ირჩევენ ამ პირველად მდგომარეობას.
ზოგიერთი მოსაზრება, რომელიც ეხება არჩევის წესებს
სწორად შევსებულ ცნობაში საწყისი წინამორბედი მიზეზი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დიაგნოზით ცნობის I ნაწილის ქვედა სტრიქონზე, ხოლო მდგომარეობები რომლებიც საწყისი მიზეზის შედეგად აღმოცენდება (თუ ასეთი აღმოცენდა), უნდა ჩაიწეროს ზემოთ, თითო სტრიქონზე ერთი, აღმავალი რიგით, მიზეზის თანმიმდევრობის შესაბამისად.
მაგალითი 3: I
(ა) ურემია
(ბ) ჰიდრონეფროზი
(ც) შარდის შეკავება
(დ) წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია
მაგალითი 4:
I (ა) ბრონქოპნევმონია
(ბ) ქრონიკული ბრონქიტი
II ქრონიკული მიოკარდიტი
ამრიგად, სწორად შევსებულ ცნობას შეესაბამება საერთო პრინციპი. თუმცა ცნობის არასწორად შევსების შემთხვევაშიც საერთო პრინციპი მაინც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირობით, რომ როცა ცნობის I ნაწილის ყველაზე ქვემოთ შევსებულ სტრიქონში მითითებული მდგომარეობა შეიძლება ზემოთ აღწერილი მდგომარეობების აღმოცენების მიზეზად ჩაითვალოს. იმ შემთხვევაშიც, თუ მის ზემოთ მითითებული პათოლოგიური მდგომარეობები სწორი თანმიმდევრობით არ არის ჩაწერილი.
მაგალითი 5:
I (ა) გენერალიზებული მეტასტაზები
(ბ) ბრონქოპნევმონია
(ც) ფილტვის კიბო
საერთო პრინციპი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ I ნაწილის ქვედა შევსებულ სტრიქონში მითითებულია ერთზე მეტი პათოლოგიური მდგომარეობა ან თუ მითითებულ ერთ მდგომარეობას არ შეუძლია განაპირობოს ყველა ზემომოყვანილი პათოლოგიური მდგომარეობა. სხვადასხვა თანმიმდევრობის პრინციპის გამოყენება წარმოდგენილია მოცემული პარაგრაფის ბოლოს, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ცნობის შემვსები სამედიცინო მუშაკის დასკვნა ასახავს მოსაზრებას მდგომარეობებზე, რომლებიც იწვევს სიკვდილს. ამ მდგომარეობების ურთიერთკავშირზე და არ შეიძლება ამ მოსაზრების იოლად უგულებელყოფა.
იმ შემთხვევაში, როდესაც საერთო პრინციპის გამოყენება შეუძლებელია, ცნობის შემვსები პირიდან უნდა მივიღოთ, ცნობაში არსებული ჩანაწერების ახსნა-განმარტებები, თუ, რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერები ახსნა-განმარტებების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ქმედება შეიძლება განხორციელდეს იმიტომ, რომ სიკვდილის საწყისი მიზეზის ამორჩევის წესები გარკვეულწილად უშვებენ თავისუფალ ინტერპრეტაციას, რადგან ხელთარსებული ინფორმაციები ყოველთვის არ არის დამაკმაყოფილებელი სიკვდილის პირველადი მიზეზის შერჩევისათვის. თუმცა სადაც დამატებითი განმარტებების მიღება არ არის შესაძლებელი, უნდა გამოვიყენოთ ამორჩევის წესები. წესი 1 გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა წარმოდგენილია თანმიმდევრობა, რომელიც ცნობაში პირველად მითითებული მდგომარეობით მთავრდება. თუ ასეთი თანმიმდევრობა არ არის, იყენებენ მე-2 წესს და ირჩევენ პირველად მითითებულ მდგომარეობას.
თუ არ არის წარმოდგენილი სწორი მიზეზობრივი კავშირი ამორჩეულ მდგომარეობასთან, მაგალითად, თუ ის ჩაწერილია II ნაწილში ან I ნაწილის იმავე სტრიქონში. მაშინ იყენებენ მე-3 წესს და ირჩევენ პირველად წინამორბედ მდგომარეობას. მაგრამ ეს კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა ამ ორ მდგომარეობას შორის უეჭველად არსებობს მიზეზობრივი კავშირი; საკმარისი არ არის ცნობის შემვსები პირის მიერ სათანადო ჩანაწერების გაკეთება იმისათვის, რომ დადგინდეს მდგომარეობებს შორის მიზეზობრივი კავშირის შესაძლებელობა.
საერთო პრინციპებისა და ამორჩევის წესების გამოყენების მაგალითები
საერთო პრინციპი
იმ შემთხვევაში, როცა ცნობაში ერთზე მეტი პათოლოგიური მდგომარეობაა მითითებული, ირჩევენ ერთადერთ მდგომარეობას, რომელიც ჩაწერილია პირველი სტრიქონში; მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირველი ნაწილის ქვედა სტრიქონში ჩაწერილ მდგომარეობას შეეძლო გამოეწვია ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცნობის ზემო სტრიქონებშია აღნიშნული.
მაგალითი 6:
I (ა) ფილტვის აბსცესი
(ბ) წილოვანი პნევმონია
ამოირჩიეთ წილოვანი პნევმონია (J18.1)
მაგალითი 7:
I (ა) ღვიძლის უკმარისობა
(ბ) ნაღვლის სადინარების დახშობა
(ც) კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბო
ამოირჩიეთ კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბო (C25.0)
მაგალითი 8: I (ა) სისხლჩაქცევა თავის ტვინში
(ბ) ჰიპერტენზია
(ც) ქრონიკული პიელონეფრიტი
(დ) წინამდებარე ჯირკვლის ადენომა
ამოირჩიეთ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა (№40)
მაგალითი 9: I (ა) ტრავმული შოკი
(ბ) მრავლობითი მოტეხილობები
(ც) ქვეითი, დაზარალებული მძიმე სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახებისას (საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა)
ამოირჩიეთ – ქვეითი, დაზარალებული მძიმე სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახებისას (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა) (V04.1)
მაგალითი 10: I (ა) ბრონქოპნევმონია
II მეორადი ანემია და ქრონიკული ლიმფური ლეიკემია
ამოირჩიეთ ბრონქოპნევმონია, თუმცა გამოიყენება მე-3 წესიც (იხ. მაგ. 26)
წესი 1.
თუ საერთო პრინციპი მიუღებელია და ჩაწერილია თანმიმდევრობა, რომელიც მთავრდება ცნობაში პირველად მითითებული მდგომარეობით, მაშინ ირჩევენ ამ თანმიმდევრული ჯაჭვის საწყის მიზეზს. ერთზე მეტი თანმიმდევრობის არსებობისას ირჩევენ პირველად ნახსენები თანმიმდევრობის საწყის მიზეზს.
მაგალითი 11: I(ა) ბრონქოპნევმონია
(ბ) თავის ტვინის ინფარქტი და ჰიპერტონული
ავადმყოფობა გულის უპირატესი დაზიანებით
ამოირჩიეთ თავის ტვინის ინფარქტი (I63.9). ამ შემთხვევაში ცნობაში გვაქვს ორი თანმიმდევრობა: ბრონქოპნევმონია ტვინის ინფარქტის შედეგად და ბრონქოპნევმონია გულის ჰიპერტონული ავადმყოფობით დაზიანების შედეგად. ირჩევენ თანმიმდევრობაში პირველად მითითებულ საწყის მიზეზს.
მაგალითი 12: I (ა) საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება და გულის უკმარისობა შეგუბებებით.
(ბ) გულის ქრონიკული რევმატიზმული ავადმყოფობა და ღვიძლის ციროზი.
ამოირჩიეთ ღვიძლის ციროზი (K74.6). თანმიმდევრობა ცნობაში პირველად მითითებული მდგომარეობით განისაზღვრება: საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, გამოწვეული ღვიძლის ციროზით.
მაგალითი 13: I (ა) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
(ბ) გულის ათეროსკლეროზული ავადმყოფობა
(ც) გრიპი
ამოირჩიეთ გულის ათეროსკლეროზული ავადმყოფობა. ცნობაში პირველად მითითებულია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, განვითარებული გულის ათეროსკლეროზული ავადმყოფობის შედეგად. ამასთან ერთად, მისაღებია აგრეთვე, გ მოდიფიკაციის წესიც. იხ. მაგ. 45.
მაგალითი 14: I (ა) პერიკარდიტი
(ბ) ურემია და პნევმონია
ამოირჩიეთ ურემია. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი თანმიმდევრობა: პერიკარდიტი, გამოწვეული ურემიით და პერიკარდიტი, გამოწვეული პნევმონიით. ირჩევენ პირველად მითითებულს – ურემიას. თუმცა ამასთან ერთად, მისაღებია დ მოდიფიკაციის წესიც. იხ. მაგ. 60.
მაგალითი 15: I (ა) თავის ტვინის ინფარქტი და შეგუბებითი პნევმონია
(ბ) ჰიპერტენზია და დიაბეტი
(ც) ათეროსკლეროზი
ამოირჩიეთ ათეროსკლეროზი. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი თანმიმდევრობა: თავის ტვინის ინფარქტი გამოწვეული ჰიპერტენზიითა და ათეროსკლეროზით და თავის ტვინის ინფარქტი გამოწვეული დიაბეტით. ირჩევენ პირველად მითითებულ საწყის მიზეზს. თუმცა ამასთან ერთად, მისაღებია გ მოდიფიკაციის წესიც. იხ. მაგ. 46.
წესი 2.
თუ თანმიმდევრობა, რომელიც ცნობაში პირველად აღნიშნული მდგომარეობით მთავრდება, მითითებული არ არის, მაშინ ირჩევენ ამ პირველად ნახსენებ მდგომარეობას
მაგალითი 16: I (ა) პერნიციოზული ანემია და ტერფის განგრენა
(ბ) ათეროსკლეროზი
ამოირჩიეთ პერნიციოზული ანემია (D51.0). მოვლენათა თანმიმდევრობა მოყვანილი არ არის.
მაგალითი 17: I (ა) გულის რევმატიზმული ავადმყოფობა და გულის ათეროსკლეროზული ავადმყოფობა
ამოირჩიეთ გულის რევმატიზმული ავადმყოფობა (I09.9). მოვლენათა თანმიმდევრობა მოყვანილი არ არის; ორივე მდგომარეობა ერთსა და იმავე სტრიქონშია.
მაგალითი 18: I (ა) კუჭქვეშა ჯირკვლის ცისტური ფიბროზი
(ბ) ბრონქიტი და ბრონქოექტაზია
ამოირჩიეთ კუჭქვეშა ჯირკვლის ცისტური ფიბროზი (E84.9). მოვლენათა თანმიმდევრობა მოყვანილი არ არის;
მაგალითი 19: I (ა) სიბერე და შეგუბებითი პნევმონია
(ბ) რევმატოიდული ართრიტი
ამოირჩიეთ სიბერე. ამ შემთხვევაში გვაქვს მოვლენათა თანმიმდევრობა: შეგუბებითი პნევმონია განვითარებული რევმატოიდული ართრიტის პირობებეში. მაგრამ ეს თანმიმდევრობა ცნობაში პირველად მითითებული მდგომარეობით არ მთავრდება. თუმცა ამასთან ერთად, მისაღებია ა მოდიფიკაციის წესიც. იხ. მაგ. 33.
მაგალითი 20: I(ა) ბურსიტი და წყლულოვანი კოლიტი
ამოირჩიეთ ბურსიტი. მოვლენათა თანმიმდევრობა მოყვანილი არ არის; თუმცა ამასთან ერთად, მისაღებია ბ მოდიფიკაციის წესიც. იხ. მაგ. 41.
მაგალითი 21: I (ა) მწვავე ნეფრიტი, ქუნთრუშა.
ამოირჩიეთ მწვავე ნეფრიტი. მოვლენათა თანმიმდევრობა მოყვანილი არ არის; თუმცა ამასთან ერთად, მისაღებია მე-3 წესიც. იხ. მაგ. 28.
წესი 3.
თუ საერთო პრინციპით ან 1 და 2 წესით ამორჩეული მდგომარეობა წარმოადგენს ცნობის I ან II ნაწილში მოცემული სხვა მდგომარეობის აშკარად პირდაპირ შედეგს, მაშინ ირჩევენ ამ პირველად მდგომარეობას
სხვა მდგომარეობის სავარაუდოდ პირდაპირი შედეგები
კაპოშის სარკომა, ბერკიტის სიმსივნე და ლიმფოიდური, სისხლმბადი და მონათესავე ქსოვილების ნებისმიერი სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთა კლასიფიკაციაც მოცემულია C46.- ან C81-C96 რუბრიკებში, უნდა განვიხილოთ, როგორც აივ ავადმყოფობის პირდაპირი შედეგი. ასეთი დაშვება არ უნდა მოხდეს ავთვისებიანი სიმსივნეების სხვა ტიპების შემთხვევაში.
ნებისმიერი ინფექციური ავადმყოფობა, რომელთა კლასიფიციაც მოცემულია A00-B19, B25-B49, B58-B64, B99 ან J12- J18 რუბრიკებში, უნდა განვიხილოთ, როგორც აივ ავადმყოფობის პირდაპირი შედეგი.
ზოგიერთი ოპერაციის შემდგომი გართულება (პნევმონია – ნებისმიერი ტიპის, სისხლდენა, თრომბოფლებიტი, ემბოლია, თრომბოზი, სეპტიცემია, გულის გაჩერება, თირკმლის უკმარისობა (მწვავე), ასპირაცია, ატელექტაზი და ინფარქტი) შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოპერაციის პირდაპირი შედეგი, თუ ოპერაცია არ იყო ჩატარებული სიკვდილამდე 4 კვირით ან მეტით ადრე.
პნევმონია და ბრონქოპნევმონია შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნებისმიერი ავადმყოფობის გართულება. კერძოდ, ბრონქოპნევმონია უნდა ვივარაუდოთ, რომ არის აშკარა შედეგი გამომფიტავი ავადმყოფობების (როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, კვების დეფიციტი) და დამბლის გამომწვევი ავადმყოფობების (როგორიცაა თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებები: სისხლჩაქცევა ან თრომბოზი, და პოლიომიელიტი), აგრეთვე როგორც გადამდები ავადმყოფობებისა და დაზიანებების გართულება.
ნებისმიერი მდგომარეობა, აღწერილი ან კვალიფიცირებული, როგორც „ ემბოლური”, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვენების თრომბოზის, ფლებიტის ან თრომბოფლებიტის, გულის სარქვლოვანი ავადმყოფობების, წინაგულთა ფიბრილაციის, მშობიარობის ან ნებისმიერი ოპერაციის პირდაპირი შედეგი.
ნებისმიერი ავადმყოფობა, აღწერილი როგორც მეორადი, უნდა განვიხილოთ, როგორც ცნობაში მითითებული ყველაზე სავარაუდო პირველადი მიზეზის პირდაპირი შედეგი. მეორადი ან დაუზუსტებელი ანემია, კვების დეფიციტი, მარაზმი ან კახექსია შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნის შედეგი.
ნებისმიერი პიელონეფრიტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც საშარდე გზების ობსტრუქციის შედეგი, გამოწვეული ისეთი მდგომარეობებით, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია ან ურეთრის სტენოზი.
მაგალითი 22: I(ა) კაპოშის სარკომა
II შიდსი
ამოირჩიეთ აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული კაპოშის სარკომა (B21.0).
მაგალითი 23: I(ა) საკვერცხის კიბო
II აივ ავადმყოფობაამოირჩიეთ საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე (C56).
მაგალითი 24: I (ა) ტუბერკულოზი
II აივ ავადმყოფობა
ამოირჩიეთ აივ ავადმყოფობა, რომელმაც გამოიწვია მიკობაქტერიული ინფექცია (B20.0).
მაგალითი 25: I (ა) ცერებრული ტოქსოპლაზმოზი და ჰერპეს ზოსტერი
ამოირჩიეთ აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული მრავლობითი ავადმყოფობები, რომელთა კლასიფიკაციაც მოცემულია სხვა რუბრიკებში (B22.7). ცერებრული ტოქსოპლაზმოზი, ამორჩეული მე-2 წესის მიხედვით, შეიძლება განიხილოთ, როგორც აივ ავადმყოფობის პირდაპირი შედეგი.
მაგალითი 26: I (ა) ბრონქოპნევმონია
II მეორადი ანემია და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
ამოირჩიეთ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (C91.1). ბრონქოპნევმონია, არჩეული საერთო პრინციპის მიხედვით (იხ. მაგალითი 10) და მეორადი ანემია (ორივე) შეიძლება განიხილოთ, როგორც ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის პირდაპირი შედეგი.
მაგალითი 27: I (ა) თავის ტვინში სისხლჩაქცევა
(ბ) ჰიპერტენზია
(ც) ქრონიკული პიელონეფრიტი და წინამდებარე ჯირკვლის სადინარის დახშობა
ამოირჩიეთ წინამდებარე ჯირკვლის სადინარის დახშობა (N40). ქრონიკული პიელონეფრიტი, ამორჩეული 1 წესის მიხედვით, შეიძლება განიხილოთ, როგორც ამ მდგომარეობის პირდაპირი შედეგი.
მაგალითი 28:I (ა) მწვავე ნეფრიტი, ქუნთრუშა
ამოირჩიეთ ქუნთრუშა (A38). მწვავე ნეფრიტი, ამორჩეული მე-2 წესის მიხედვით (იხ. მაგალითი 210), შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ქუნთრუშის პირდაპირი შედეგი.
მაგალითი 29:I (ა) ნეფრექტომია
II თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე
ამოირჩიეთ თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე (C64). ეჭვი არ არის, რომ ნეფრექტომია ჩატარდა თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის გამო.
მაგალითი 30:I (ა) მწვავე ანემია
(ბ) სისხლიანი პირღებინება
(ც) სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან
(დ) პორტული ჰიპერტენზია
II ღვიძლის ციროზი
ამოირჩიეთ ღვიძლის ციროზი (K74.6). პორტული ჰიპერტენზია, ამორჩეული საერთო პრინციპის მიხედვით, შეიძლება განიხილოთ, როგორც ღვიძლის ციროზის პირდაპირი შედეგი.
მაგალითი 31: I (ა) შეგუბებითი პნევმონია
(ბ) თავის ტვინში სისხლჩაქცევა და სარძევე ჯირკვლის კიბო
ამოირჩიეთ თავის ტვინში სისხლჩაქცევა (I61.9). შეგუბებითი პნევმონია, ამორჩეული მე-2 წესის მიხედვით, შეიძლება განიხილოთ, როგორც ამ მდგომარეობის პირდაპირი შედეგი. ირჩევენ პირველად ნახსენებ მდგომარეობას.
მაგალითი 32:I (ა) ფილტვის ინფარქტი
II ფილტვის კიბოს გამო 3 კვირით ადრე ჩატარებული მარცხენამხრივი პნევმოექტომია
ირჩევენ ფილტვის კიბოს (C34.9).
არჩეული მიზეზის მოდიფიკაცია
სიკვდილის შერჩეული მიზეზი შეიძლება ყოველთვის არ აღმოჩნდეს ის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მონაცემების სტატისტიკური დამუშავებისთვის ყველაზე სასარგებლო და ინფორმაციულია. მაგალითად, თუ საწყის მიზეზად შერჩეული იქნა სიბერე ან რომელიმე გენერალიზებული ავადმყოფობა, როგორიცაა ჰიპერტენზია ან ათეროსკლეროზი, იგი უფრო ნაკლებად ინფორმაციულია, ვიდრე იქნებოდა სიბერის ან ავადმყოფობის გამოვლინების ან შედეგის შერჩევა. ზოგჯერ აუცილებელია შერჩევის მოდიფიკაცია, რათა იგი შეესატყვისებოდეს ავადმყოფობათა კლასიფიკაციის მოთხოვნებს, უპირატესობა მიეცეს ორი ან ორზე მეტი მიზეზის ერთიან კოდს ან განსაზღვრული მიზეზის შერჩევას, როცა ის მითითებულია სხვა მდგომარეობებთან ერთად.
მოდიფიკაციის წესები მიმართულია სიკვდილობის მონაცემების სიზუსტისა და ინფორმატიულობის გასაუმჯობესებლად, ეს წესები გამოიყენება სიკვდილის საწყისი წინამორბედი მიზეზის შერჩევის შემდეგ. შერჩევის და მოდიფიკაციის ურთიერთდაკავშირებული პროცესები აღწერილია ცალ-ცალკე.
მოდიფიკაციის ზოგიერთი წესი საჭიროებს დამატებითი შერჩევის წესების გამოყენებას, რაც გამოცდილი მუშაკებისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია შერჩევის, მოდიფიკაციის მთელი პროცესის და თუ აუცილებელია, სიკვდილის საწყისი მიზეზის განმეორებითი შერჩევა.
მოდიფიკაციის წესები
წესი ა. სიბერე და სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობები
თუ სიკვდილის არჩეული მიზეზი ეკუთვნის XVIII კლასს (სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში), ღ95 რუბრიკის (ჩვილი ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომი) გარდა და ცნობაში მითითებულია მდგომარეობა, კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში, გარდა R00-R94 ან R96-R99-სა, მაშინ ატარებენ სიკვდილის მიზეზის განმეორებით შერჩევას, კოდის ცვლილების გათვალისწინებით, ისე თითქოს XVIII კლასში კლასიფიცირებული მდგომარეობა, არ იყო მითითებული ცნობაში.
წესი ბ. ბანალური მდგომარეობანი
თუ სიკვდილის მიზეზად მიჩნეულია ბანალური მდგომარეობა, რომელიც ვერ გამოიწვევდა სიკვდილს, ხოლო ცნობაში უფრო მეტად სერიოზული მდგომარეობაა მითითებული, მაშინ ხდება საწყისი მიზეზის განმეორებით შერჩევა, ისე თითქოს ბანალური მდგომარეობა არ იყოს ნახსენები. თუ სიკვდილი წარმოადგენს ბანალური მდგომარეობის მკურნალობის არასასურველი რეაქციის შედეგს, იკვდილის მიზეზად ირჩევენ ამ არასასურველ რეაქციას.
წესი გ. ურთიერთდაკავშირებული მდგომარეობანი
თუ სიკვდილის შერჩეული მიზეზი დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე მდგომარეობასთან, სიკვდილის პირველადი მიზეზის კოდის განსაზღვრასთან დაკავშირებული წესების თანახმად, ახდენენ მდგომარეობათა კომბინაციის კოდირებას.
მდგომარეობათა კომბინაცია, რომელთაგან ერთი დაზუსტებულია, როგორც მეორეს შედეგი, კოდის მინიჭება ამ მდგომარეობათა კომბინაციის დროს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერი ზუსტად ასახავს მათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ან ამ კავშირს ამყარებენ შერჩევის წესების გამოყენების გზით.
თუ მდგომარეობათა კავშირი საკამათოა და საწყისი მიზეზი არ არის მითითებული, მაშინ კავშირს ამყარებენ იმ მდგომარეობასთან, რომელიც აირჩევა სიკვდილის მიზეზად. იქ სადაც შესაძლებელია, ქმნიან მდგომარეობათა დამატებით კავშირს.
წესი დ. სპეციფიკურობა
თუ სიკვდილის არჩეული მიზეზი მდგომარეობას ახასიათებს მხოლოდ ზოგადი ტერმინებით, ხოლო ცნობაში მოყვანილია ტერმინი, რომელიც ამ მდგომარეობის ლოკალიზაციას ან ბუნებას ზუსტად განსაზღვრავს, უპირატესობა ენიჭება უფრო მეტად ინფორმაციულ ტერმინს. ეს წესი ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საერთო ტერმინი თავისი განსაზღვრით აზუსტებს უფრო მეტად ინფორმაციულ ტერმინს.
წესი ე. ავადმყოფობის ადრეული და მოგვიანებითი სტადიები
თუ ავადმყოფობის ადრეული სტადია სიკვდილის არჩეულ მიზეზს წარმოადგენს და ცნობაში მითითებულია იმავე ავადმყოფობის მოგვიანებითი სტადია, აუცილებელია ავადმყოფობის მოგვიანებითი სტადიის კოდის განსაზღვრა. ეს წესი არ გამოიყენება ქრონიკული ფორმების მიმართ, რომლებიც ცნობაში მითითებულია, როგორც „მწვავე მდგომარეობათა” შედეგი, გამონაკლისია შემთხვევები, რომლებიც მოყვანილია კლასიფიკაციებში სპეციალური ინსტრუქციებით.
წესი ვ შედეგები
თუ სიკვდლის არჩეულ მიზეზს პათოლოგიური მდგომარეობის ადრეული ფორმა წარმოადგენს, რომლისთვისაც კლასიფიკაციაში გათვალისწინებულია დამოუკიდებელი რუბრიკა „...-ის შედეგები”, და აშკარაა, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო არა მწვავე სტადიით, არამედ ამ მდგომარეობის ნარჩენი მოვლენებით, ახდენენ კოდირებას რუბრიკით „...-ის შედეგები”.
რუბრიკებს „...-ის შედეგები” მიეკუთვნება: B90-B94, E64-E68, G09, I69, O97 და Y85-Y89 კოდები.
მოდიფიკაციის წესების გამოყენების მაგალითები
წესი ა. სიბერე და სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობები
თუ სიკვდილის არჩეული მიზეზი ეკუთვნის XVIII კლასს (სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში), ღ95 რუბრიკის (ჩვილი ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომი) გარდა და ცნობაში მითითებულია მდგომარეობა, კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში, გარდა R00-R94 ან R96-R99-სა, მაშინ ატარებენ სიკვდილის მიზეზის განმეორებით შერჩევას კოდის ცვლილების გათვალისწინებით, ისე თითქოს XVIII კლასში კლასიფიცირებული მდგომარეობა, არ იყო მითითებული ცნობაში.
მაგალითი 33:I (ა) სიბერე და შეგუბებითი პნევმონია
(ბ) რევმატოიდული ართრიტი
მიეცით კოდი რევმატოიდული ართრიტი (M06.9). სიბერე, ამორჩეული მე-2 წესის მიხედვით (იხ. მაგალითი 19), ყურადსაღები არ არის და ირჩევენ საერთო პრინციპს.
მაგალითი 34:I (ა) ანემია
(ბ) სპლენომეგალია
მიეცით კოდი სპლენომეგალური ანემია (D64.8). სპლენომეგალია, ამორჩეული საერთო პრინციპით, ყურადსაღები არ არის, მაგრამ იგი ახდენს კოდის მოდიფიკაციას.
მაგალითი 35: I (ა) მიოკარდიუმის დეგენერაცია
(ბ) ემფიზემა
(გ) სიბერე
მიეცით კოდი მიოკარდიუმის დეგენერაცია (I51.5). სიბერე, ამორჩეული საერთო პრინციპით ყურადსაღები არ არის და უნდა იყოს გამოყენებული მე-2 წესი.
მაგალითი 36: I (ა) ხველა და ჰემატემეზისი
მიეცით კოდი ჰემატემეზისი (K92.0). ხველა, ამორჩეული მე-2 წესის მიხედვით, ყურადსაღები არ არის.
მაგალითი 37: I (ა) ტერმინალური პნევმონია
(ბ) გავრცელებული განგრენა
(გ) თავის ტვინის ინფარქტი
მიეცით კოდი თავის ტვინის ინფარქტი (I63.9). განგრენა, ამორჩეული პირველი წესით ყურადსაღები არ არის და უნდა იყოს გამოყენებული საერთო პრინციპი.
წესი ბ. ბანალური მდგომარეობანი
თუ მიზეზად მიჩნეულია ბანალური მდგომარეობა, რომელიც ვერ გამოიწვევდა სიკვდილს ხოლო ცნობაში უფრო მეტად სერიოზული მდგომარეობაა მითითებული, ახდენენ საწყისი მიზეზის განმეორებით შერჩევას, ისე თითქოს ბანალური მდგომარეობა არ იყოს ნახსენები. თუ სიკვდილი წარმოადგენს ბანალური მდგომარეობის მკურნალობის არასასურველი რეაქციის შედეგს, სიკვდილის მიზეზად ირჩევენ ამ არასასურველ რეაქციას.
მაგალითი 38: I (ა) კბილების კარიესი
II გულის გაჩერება
მიეცით კოდი გულის გაჩერებას (I46.9). კბილების კარიესი, ამორჩეული საერთო პრინციპით ყურადსაღები არ არის.
მაგალითი 39:I (ა) ფეხის თითის ჩაზრდილი ფრჩხილი და თირკმლის მწვავე უკმარისობა
მიეცით კოდი თირკმლის მწვავე უკმარისობა (N17.9). ფეხის თითის ჩაზრდილი ფრჩხილი, ამორჩეული მე-2 წესის მიხედვით ყურადსაღები არ არის.
მაგალითი 40:I (ა) სისხლდენა ქირურგიული ოპერაციის დროს
(ბ) ტონზილექტომია
(გ) ნუშურების ჰიპერტროფია
მიეცით კოდი სისხლდენა ქირურგიული ოპერაციის დროს (Y60.0).
მაგალითი 41:I (ა) ბურსიტი და წყლულოვანი კოლიტი
მიეცით კოდი წყლულოვანი კოლიტი (K51.9). ბურსიტი, ამორჩეული მე-2 წესის მიხედვით (იხ. მაგალითი 20), ყურადსაღები არ არის
მაგალითი 42:I (ა) პარონიქია
II ტეტანუსი
მიეცით კოდი ტეტანუსს (A35). პარონიქია, ამორჩეული საერთო პრინციპით ყურადსაღები არ არის.
წესი გ. ურთიერთდაკავშირებული მდგომარეობანი
თუ სიკვდილის შერჩეული მიზეზი დაკავშირებულია ერთ ან რამოდენიმე მდგომარეობასთან, სიკვდილის პირველადი მიზეზის კოდირების წესების თანახმად, ახდენენ მდგომარეობათა კომბინაციის კოდის განსაზღვრას.
მდგომარეობათა კომბინაცია, რომელთაგან ერთი დაზუსტებულია, როგორც მეორეს შედეგი, კოდის მინიჭება ამ მდგომარეობათა კომბინაციის დროს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერი ზუსტად ასახავს მათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ან ამ კავშირს ამყარებენ შერჩევის წესების გამოყენების გზით.
თუ მდგომარეობათა კავშირი საკამათოა და საწყისი მიზეზი არ არის მითითებული, მაშინ კავშირს ამყარებენ იმ მდგომარეობასთან, რომელიც აირჩევა სიკვდილის მიზეზად. იქ სადაც შესაძლებელია, ქმნიან მდგომარეობათა დამატებით კავშირს.
მაგალითი 43:I (ა) ნაწლავის გაუვალობა
(ბ) ბარძაყის თიაქარი მიეცით კოდი ბარძაყის თიაქარი ობსტრუქციით (K41.3)
მაგალითი 44:I (ა) ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა და შაგასის ავადმყოფობა
მიეცით კოდი შაგასის ავადმყოფობა, გულის დაზიანებით (B57.2). ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადას, ამორჩეულს მე-2 წესის მიხედვით აკავშირებენ შაგასის ავადმყოფობასთან.
მაგალითი 45:I (ა) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
(ბ) გულის ათეროსკლეროზული ავადმყოფობა
(გ) გრიპი
მიეცით კოდი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (I21.9). გულის ათეროსკლეროზულ ავადმყოფობას, ამორჩეულს პირველი წესის მიხედვით (იხ. მაგალითი 13) აკავშირებენ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტთან.
მაგალითი 46: I (ა) თავის ტვინის ინფარქტი და შეგუბებითი პნევმონია
(ბ) ჰიპერტენზია და დიაბეტი
(გ) ათეროსკლეროზი
მიეცით კოდი თავის ტვინის ინფარქტი (I63.9). ათეროსკლეროზს, ამორჩეულს პირველი წესის მიხედვით (იხ. მაგალითი 15) აკავშირებენ ჰიპერტენზიასთან, რომელთანაც არის დაკავშირებული თავის ტვინის ინფარქტი.
მაგალითი 47:I (ა) გულის დილატაცია და თირკმელების სკლეროზი
(ბ) ჰიპერტენზია
მიეცით კოდი გულისა და თირკმლის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა (I13.9). ყველა ეს სამი მდგომარეობა ერთიანდება.
მაგალითი 48: I (ა) ინსულტი
(ბ) ათეროსკლეროზი და ჰიპერტენზიული ავადმყოფობა
(გ) გულის დაზიანება
მიეცით კოდი გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა (I11.9). ათეროსკლეროზს, ამორჩეულს პირველი წესის მიხედვით აკავშირებენ ჰიპერტენზიულ ავადმყოფობასთან, რადგან ის არჩეული იქნებოდა საერთო პრინციპით იმ შემთხვევაში, თუ ათეროსკლეროზი არ იქნებოდა მითითებული.
მაგალითი 49: I(ა) ინსულტი და ჰიპერტონული ავადმყოფობა
(ბ) გულის ავადმყოფობა
(გ) ათეროსკლეროზი
მიეცით კოდი ინსულტი (I64). ათეროსკლეროზთან, ამორჩეულს საერთო პრინციპით აკავშირებენ ინსულტს, რადგან ეს მდგომარეობა არჩეული იქნებოდა მე-2 წესის მიხედვით, თუ ათეროსკლეროზი არ იქნებოდა მითითებული.
მაგალითი 50: I (ა) მეორადი პოლიციტემია
(ბ) ფილტვების ემფიზემა
(გ) ქრონიკული ბრონქიტი
მიეცით კოდი ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ჟ44.8). ქრონიკულ ბრონქიტს, ამორჩეულს საერთო პრინციპით აკავშირებენ ემფიზემასთან.
მაგალითი 51: I (ა) გულის დილატაცია
(ბ) ჰიპერტენზია
II თირკმლების ატროფია
მიეცით კოდი გულისა და თირკმლის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა (I13.9). ყველა ეს სამი მდგომარეობა ერთიანდება.
მაგალითი 52:I (ა) ბრონქოპნევმონია (ასპირაციული)
(ბ) კრუნჩხვები
(გ) ტუბერკულოზური მენინგიტი
II ფილტვის ტუბერკულოზი
მიეცით კოდი ფილტვის ტუბერკულოზი (I16.2). ტუბერკულოზური მენინგიტი, ამორჩეული საერთო პრინციპით, მიზანშეწონილი არ არის გამოყენებულ იყოს ფილტვის ტუბერკულოზის ხსენების დროს.
მაგალითი 53: I (ა) კეფის ძვლების მოტეხილობა
(ბ) დაცემა ეპილეფსიური გულყრის შედეგად
მიეცით კოდი ეპილეფსიური გულყრა (I16.2). დაცემას, ამორჩეულს პირველი წესით აკავშირებენ ეპილეფსიურ გულყრასთან.
მაგალითი 54:I (ა) გულის გაჩერება
II შაგასის ავადმყოფობა
მიეცით კოდი შაგასის ავადმყოფობა გულის დაზიანებით (B57.2). გულის გაჩერებას, ამორჩეულს საერთო პრინციპით აკავშირებენ შაგასის ავადმყოფობასთან.
წესი დ. სპეციფიკურობა
თუ არჩეული მიზეზი მდგომარეობას ახასიათებს მხოლოდ ზოგადი ტერმინებით, ხოლო ცნობაში მოყვანილია ტერმინი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ამ მდგომარეობის ლოკალიზაციას ან ბუნებას, უპირატესობა ენიჭება უფრო მეტად ინფორმაციულ ტერმინს. ეს წესი ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საერთო ტერმინი თავისი განსაზღვრით აზუსტებს უფრო მეტად ინფორმაციულ ტერმინს.
მაგალითი 55:I (ა) თავის ტვინის ინფარქტი
(ბ) ინსულტი
მიეცით კოდი თავის ტვინის ინფარქტი (I63.9).
მაგალითი 56:I (ა) გულის რევმატიზმული ავადმყოფობა, მიტრალური სტენოზი
მიეცით კოდი მიტრალური სტენოზი, (რევმატიზმული) (I05.0).
მაგალითი 57:I (ა) მენინგიტი
(ბ) ტუბერკულოზი
მიეცით კოდი ტუბერკულოზური მენინგიტი (A17.0). ორივე მდგომარეობა პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია მოცემული.
მაგალითი 58:I (ა) მძიმე ჰიპერტენზია ორსულობის დროს
II ეკლამფსიური კრუნჩხვები
მიეცით კოდი ეკლამფსია ორსულობის დროს (O15.0).
მაგალითი 59:I (ა) აორტის ანევრიზმა
(ბ) ათაშანგი
მიეცით კოდი აორტის ათაშანგური ანევრიზმა (A52.0). ორივე მდგომარეობა პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია მოცემული.
მაგალითი 60:I (ა) პერიკარდიტი
(ბ) ურემია და პნევმონია
მიეცით კოდი ურემიული პერიკარდიტი (N18.8). ურემია, ამორჩეული პირველი წესის მიხედვით (იხ. მაგალითი 14), ახდენს პერიკარდიტის მოდიფიკაციას.
წესი ე. ავადმყოფობის ადრეული და მოგვიანებითი სტადიები
თუ ავადმყოფობის ადრეული სტადია სიკვდილის არჩეულ მიზეზს წარმოადგენს და ცნობაში მითითებულია იმავე ავადმყოფობის მოგვიანებითი სტადია, აუცილებელია ავადმყოფობის მოგვიანებითი სტადიის კოდის შექმნა. ეს წესი არ გამოიყენება ქრონიკული ფორმების მიმართ, რომლებიც ცნობაში მითითებულია, როგორც „მწვავე მდგომარეობათა” შედეგი, გამონაკლისია შემთხვევები, რომლებიც მოყვანილია კლასიფიკაციებში სპეციალური ინსტრუქციებით.
მაგალითი 61:I (ა) მესამეული ათაშანგი
(ბ) პირველადი ათაშანგი
მიეცით კოდი მესამეული ათაშანგი (A52.9).
მაგალითი 62:I (ა) ეკლამფსია ორსულობის დროს
(ბ) პრეეკლამფსია
მიეცით კოდი ეკლამფსია ორსულობის დროს (O15.0).
მაგალითი 63:I (ა) ქრონიკული მიოკარდიტი
(ბ) მწვავე მიოკარდიტი
მიეცით კოდი მწვავე მიოკარდიტი (I40.9).
მაგალითი 64:I (ა) ქრონიკული ნეფრიტი
(ბ) მწვავე ნეფრიტი
მიეცით კოდი ქრონიკული ნეფრიტი, დაუზუსტებელი (N03.9), ვინაიდან არსებობს სპეციალური ინსტრუქცია ასეთი კავშირის შესახებ.
წესი ვ შედეგები
თუ არჩეულ მიზეზს პათოლოგიური მდგომარეობის ადრეული ფორმა წარმოადგენს, რომლისთვისაც კლასიფიკაციაში გათვალისწინებულია დამოუკიდებელი რუბრიკა „...-ის შედეგები”, და აშკარაა, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო არა მწვავე სტადიით, არამედ ამ მდგომარეობის ნარჩენი მოვლენებით, კოდირებას ახდენენ რუბრიკით „...-ის შედეგები”.
რუბრიკებს „...-ის შედეგები” მიეკუთვნება: B90-B94, E64-E68, G09, I69, O97 და Y85-Y89 კოდები.
მაგალითი 65:I (ა) ფილტვის ფიბროზი
(ბ) გადატანილი ფილტვის ტუბერკულოზი
მიეცით კოდი სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზის შორეული შედეგები (B90.9).
მაგალითი 66:I (ა) ბრონქოპნევმონია
(ბ) ხერხემლის გამრუდება
(გ) ბავშვობაში გადატანილი რაქიტი
მიეცით კოდი რაქიტის შედეგები (E64.3).
მაგალითი 67:I (ა) ჰიდროცეფალია
(ბ) ტუბერკულოზური მენინგიტი
მიეცით კოდი ტუბერკულოზური მენინგიტის შორეული შედეგები (B90.0).
მაგალითი 68:I (ა) შეგუბებითი პნევმონია
(ბ) ჰემიპლეგია
(გ) ინსულტი (10 წლის წინ)
მიეცით კოდი ინსულტის შედეგები (I69.4).
მაგალითი 69:I (ა) ქრონიკული ნეფრიტი
(ბ) ქუნთრუშა
მიეცით კოდი სხვა დაზუსტებული ინფექციების და პარაზიტული ავადმყოფობების შორეული შედეგები (B94.8). ნეფრიტის აღნიშვნა, როგორც „ქრონიკულის” ნიშნავს, რომ ქუნთრუშა აღარ იმყოფება აქტიურ ფაზაში.
შენიშვნები, რომლებიც ეხება სიკვდილობის პირველადი მიზეზების კოდის შერჩევას
ამ შენიშვნებში, ხშირად არის მითითებული, რომ თუ წინასწარ არჩეული კოდი, როგორც ნაჩვენებია მარცხენა სვეტში, წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი მდგომარეობებით, ამ შემთხვევაში იყენებენ იმ კოდს, რომელიც დაბეჭდილია მუქი შრიფტით. არსებობს კომბინაციების ორი ტიპი:
„მოხსენიებული” – ნიშნავს, რომ სხვა მდგომარეობა შეიძლება ჩაიწეროს ცნობის ნებისმიერ ადგილას;
„როდესაც მითითებულია როგორც საწყისი წინამორბედი მიზეზები” – ნიშნავს, რომ სხვა მდგომარეობა უნდა იყოს ზუსტ მიზეზობრივ კავშირში ან უნდა იყოს სხვაგვარად მითითებული, როგორც წარმოშობილი საწყისი წინამორბედი მიზეზის „შედეგად”.
A00-B99 ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობები
იმ დაავადებების გარდა, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით [აივ] (B20-B24), როდესაც მითითებულია როგორც ავთვისებიანი სიმსივნის საწყისი წინამორბედი მიზეზი, აირჩიეთ კოდი C00-C97
A15.-რესპირაციული ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებული
A16.-რესპირაციული ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების გარეშე
ხსენებით:
J60-J64 (პნევმოკონიოზი) აირჩიეთ კოდი J65
A17.-ნერვული სისტემის ტუბერკულოზი
A18.-სხვა ორგანოების ტუბერკულოზი
ხსენებით:
A15 ან A16 (რესპირაციული ტუბერკულოზი), აირჩიეთ კოდი A15, A16, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მითითებულია როგორც საწყისი წინამორბედი მიზეზი და დაზუსტებულია, რომ ხანგრძლივობა აჭარბებს A15.- ან A16.- რუბრიკებით გათვალისწინებულ მდგომარეობებს
A39.2მწვავე მენინგოკოკცემია
A39.3ქრონიკული მენინგოკოკცემია
A39.4მენინგოკოკცემია, დაუზუსტებელი
ხსენებით:
A39.0 (მენინგოკოკური მენინგიტი), აირჩიეთ კოდი A39.0
A39.1 (ვოტერჰაუს-ფრიდერიხსენის სინდრომი), აირჩიეთ კოდი A39.1
A40. -სტრეპტოკოკური სეპტიცემია
A41. -სხვა სეპტიცემია
A46წითელი ქარი
ამ კოდს ანიჭებენ ავადმყოფობებს, როდესაც ისინი მოჰყვება ზედაპირულ დაზიანებას (ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც შედის რუბრიკებში S00, S10, S20, S30, S40, S40, S50, S60, S70, S80, S90, T00, T09.0, T11.0) ან პირველი ხარისხის დამწვრობას; როდესაც ისინ მოჰყვება უფრო სერიოზულ დაზიანებას, აირჩიეთ დაზიანების გარეგანი მიზეზის კოდი.
B20-B24 ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით [აივ] გამოწვეული ავადმყოფობა B20-B23-ის ქვერუბრიკები არის ერთადერთი ასარჩევი ოთხნიშნა კოდები ქვეყნებისთვის, რომლებიც იყენებენ ასკ-10-ის ოთხნიშნა ვარიანტს. ეს ოთხნიშნა ქვერუბრიკები განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როცა არ არის საშუალება ან სურვილი კოდი განსაზღვრონ მრავალი მიზეზის მიხედვით. მდგომარეობებს, რომელთა კლასიფიკაციებიც მოცემულია ერთი და იგივე რუბრიკის ორ ან მეტ ქვერუბრიკაში უნდა მიეცეს შესაბამისი რუბრიკის კოდი. 7 ქვერუბრიკაში (B20 ან B21). სურვილის შემთხვევაში ცალკეული ჩამოთვლილი მდგომარეობების დაკონკრეტების მიზნით შესაძლოა გამოვიყენოთ დამატებითი კოდები B20- B24 ბლოკიდან.
B22.7აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ავადმყოფობები, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში ეს ქვერუბრიკა საჭიროა გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობაში მითითებულია მდგომარეობები, რომლებიც კლასიფიცირებულია ორ ან მეტ რუბრიკაში B20- B22 ბლოკიდან. სურვილის შემთხვევაში ცალკეული ჩამოთვლილი მდგომარეობების დაკონკრეტების მიზნით შესაძლოა გამოვიყენოთ დამატებითი კოდები B20- B24 ბლოკიდან.
B95-B97 ბაქტერიული, ვირუსული და სხვა ინფექციური აგენტები ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილობის ძირითადი მიზეზის კოდის განსაზღვრისათვის
E86 მოცულობის შემცირება
ხსენებით:
A00-A09 (ნაწლავთა ინფექციური ავადმყოფობები), აირჩიეთ კოდი A00-A09
E89.-პროცედურების შემდგომი ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც კლასიფიცირებული არ არის სხვა რუბრიკებში.
ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილობის ძირითადი მიზეზის კოდის განსაზღვრისათვის, (იხ. ოპერაციები)
F01-F09 ორგანული ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც შეიცავენ სიმპტომურსაც.
ეს რუბრიკები არ გამოიყენება, თუ ცნობილია საწყისი სომატური მდგომარეობა.
F10-F19 ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები.
მეოთხე ნიშანი .O (მწვავე ინტოქსიკაცია) და .5 (ფსიქიური აშლილობა) დამოკი-დებულების სინდრომის მოხსენიებით (.2), აირჩიეთ კოდი F10-F19 მეოთხე ნიშნით .2
F10.-ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი
ხსენებით:
K70.- (ღვიძლის ალკოჰოლური ავადმყოფობა), აირჩიეთ კოდი K70.-
F10.2ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი. ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების სინდრომი
ხსენებით:
F10.4, F10.6, F10.7 (აღკვეთის მდგომარეობა დელირიუმით, ამნეზიური სინდრომი, რეზიდუალურ და მოგვიანებულ ასაკში განვითარებული ფსიქოზური აშლილობა) აირჩიეთ კოდი: F10.4, F10.6, F10.7.
F17.-თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი,
როდესაც ისინი მოცემულია შემდეგი მდგომარეობების საწყის წინამორბედ მიზეზად: C34.- (ბრონქების და ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე), აირჩიეთ შემდეგი მდგომარეობების: კოდი C34. - I20.-I25. (გულის იშემიური ავადმყოფობება) აირჩიეთ კოდი: I20.-I25 J40.-J47 (ქვემო სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობანი) აირჩიეთ კოდი: J40.-J47
F70-F79 გონებრივი ჩამორჩენილობა
ეს რუბრიკები არ გამოიყენება, თუ ცნობილია ძირითადი სომატური მდგომარეობა.
G25.5 სხვა ქორეა
ხსენებით:
I00-I02 (მწვავე რევმატიზმი) აირჩიეთ კოდი I02.-
I05-I09 (გულის ქრონიკული რევმატიზმული ავადმყოფობები) აირჩიეთ კოდი: I02.-
G81.-ჰემიპლეგია
G82.-პარაპლეგია და ტეტრაპლეგია
G83.-დამბლის სხვა სინდრომები
ეს რუბრიკები არ გამოიყენება, თუ ცნობილია დამბლის მიზეზები.
G97.-ნერვული სისტემის პროცედურის შემდგომი დაზიანებები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის პირველადი მიზეზის კოდირებისთვის. იხ. ქირურგიული ოპერაციები.
H54.-სიბრმავე და დაქვეითებული მხედველობა
ამ რუბრიკას არ იყენებენ, თუ ცნობილია წინამორბედი მდგომარეობა
H59.-თვალისა და დანამატების დაზიანებები განვითარებული პროცედურების შემდგომ, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის პირველადი მიზეზის კოდირებისათვის. იხ. ქირურგიული ოპერაციები.
H90.-გამტარებლობითი და ნერვულ-სენსორული სმენის დაკარგვა
H91.-სმენის დაკარგვის სხვა ფორმები
ამ რუბრიკას არ იყენებენ, თუ ცნობილია წინამორბედი მდგომარეობა.
H95.-ყურისა და დვრილისებრი მორჩის პროცედურის შემდგომი დაზიანებები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. იხ. ქირურგიული ოპერაციები.
I05.8მიტრალური სარქვლის სხვა ავადმყოფობები
I05.9მიტრალური სარქვლის ავადმყოფობა, დაუზუსტებელი
ხსენებით:
I34.- (მიტრალური სარქვლის არარევმატიზმული დაზიანებები) აირჩიეთ კოდი I34.-
I09.1ენდოკარდიუმის რევმატიზმული ავადმყოფობები სარქვლის დაზუსტების გარეშე
I09.9გულის რევმატიზმული ავადმყოფობა
ხსენებით:
I05-I08 (გულის ქრონიკული რევმატული ავადმყოფობანი) აირჩიეთ კოდი I05-I08
I10ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია
ხსენებით:
I11.- (გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I11.-
I12.- (თირკმლების ჰიპერტენზიული ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I12.-
I13.- (გულისა და თირკმლების ჰიპერტენზიული ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I13.-
I20- I25 (გულის იშემიური ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I20- I25
I60- I69 (ცერებრულ-ვასკულური ავადმყოფობები) აირჩიეთ კოდი I60- I69
N00.- (მწვავე ნეფრიტული სინდრომი) ) აირჩიეთ კოდი №00.-
N01.- (სწრაფად პროგრესიებადი ნეფრიტული სინდრომი) აირჩიეთ კოდ №01.-
N03.- (ქრონიკული ნეფრიტული სინდრომი) აირჩიეთ კოდი №03.-
N04.- (ნეფროზული სინდრომი) აირჩიეთ კოდი №04.-
N05.- (დაუზუსტებელი ნეფრიტული სინდრომი) აირჩიეთ კოდი №05.-
N18.- (თირკმელების ქრონიკული უკმარისობა) აირჩიეთ კოდი I12.-
N19 (თირკმელების უკმარისობა, დაუზუსტებელი) აირჩიეთ კოდი I12.-
N26 (დაუზუსტებელი გენეზის შეჭმუხნული თირკმელი) აირჩიეთ კოდი I12.-
როდესაც შემდეგი მდგომარეობების წინამორბედ მიზეზად მითითებულია:
H35. (ბადურის სხვა დაზიანებები) აირჩიეთ კოდი H35.0
I05-I09 (გულის ქრონიკული რევმატიზმული ავადმყოფობები
კოდირებულია რუბრიკით I05-I09, რომლებიც არ არის დაზუსტებული, როგორც რევმატიზმული)
აირჩიეთ კოდი I34-I38
I50.- (გულის უკმარისობა) აირჩიეთ კოდი I11.-
I51.4- I51.9 (გულის ავადმყოფობის გართულებები და არაზუსტად განსაზღვრული მდგომარეობები)
აირჩიეთ კოდი I11.-
I11.-გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა
ხსენებით:
I12.- (თირკმლების ჰიპერტენზიული ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I13.-
I13.- (გულისა და თირკმლების ჰიპერტენზიული ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I13.-
I20- I25 (გულის იშემიური ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I20- I25
N18.- (თირკმელების ქრონიკული უკმარისობა) აირჩიეთ კოდი I12.-
N19 (თირკმელების უკმარისობა, დაუზუსტებელი) აირჩიეთ კოდი I12.-
N26 (დაუზუსტებელი გენეზის შეჭმუხნილი თირკმელი) აირჩიეთ კოდი I12.-
I12.-თირკმელების ჰიპერტენზიული ავადმყოფობა
ხსენებით:
I11.- (გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I13.-
I13.- (გულისა და თირკმლების ჰიპერტენზიული ავადმყოფობა) აირჩიეთ კოდი I13.-
I20- I25 (გულის იშემიური ავადმყოფობა) კოდირებულია I20- I25 რუბრიკებით როდესაც შემდეგი მდგომარეობების წინამორბედ მიზეზად მითითებულია:
I50.- (გულის უკმარისობა) აირჩიეთ კოდი I13.0
I51.4- (გულის ავადმყოფობათა გართულებები და არაზუსტად
I51.9 განსაზღვრული მდგომარეობები) აირჩიეთ კოდი I13.-
I13.-გულისა და თირკმლის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა
ხსენებით:
I20- I25 (გულის იშემიური ავადმყოფობა), აირჩიეთ კოდი I20- I25
I15.-მეორადი ჰიპერტენზია
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. თუ მიზეზი მითითებული არ არის – მიეცით სხვა დაუზუსტებელი და უცნობი (R99) სიკვდილის მიზეზების კოდი.
I20.-სტენოკარდია
I24.-გულის სხვა მწვავე იშემიური ავადმყოფობები
I25.-გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობა
ხსენებით:
I21.- (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ) აირჩიეთ კოდი I21.-
I22.- (მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტი) აირჩიეთ კოდი I22.-
I21.-მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
მოხსენიებით:
I22.- (მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტი) აირჩიეთ კოდი I22.-
I23.-მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდგომი ზოგიერთი მწვავე გართულება
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. აირჩიეთ კოდი I21.- ან I22.- შესაბამისობის მიხედვით.
I24.0 გულის გვირგვინოვანი არტერიების თრომბოზი, რომელიც არ იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს.
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. სიკვდილობის სტატისტიკისთვის განიხილება მიოკარდიუმის ინფარქტის არსებობა და გამოიყენება კოდი I21.- ან I22.- შესაბამისობის მიხედვით
I27.9 გულის ფილტვისმიერი ავადმყოფობა, დაუზუსტებელი
ხსენებით:
M41.- (სქოლიოზი) აირჩიეთ კოდი I27.1
I44.- წინაგულ-პარკუჭოვანი და მარცხენა კონის განტოტების ბლოკადა
I45.- გამტარობის სხვა შეფერხებები
I46.- გულის გაჩერება
I47.- პაროქსიზმული ტაქიკარდია
I48 წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა
I49.- გულის სხვა არითმიები
I50.- გულის უკმარისობა
I51.4.- მიოკარდიტი, დაუზუსტებელი
I51.9
ხსენებით:
B57.- (შაგასის ავადმყოფობა), მიეცით კოდი B57.-
I20- I25 (გულის იშემიური ავადმყოფობები), მიეცით კოდი I20- I25
I50.-გულის უკმარისობა
I51.9გულის ავადმყოფობა, დაუზუსტებელი
ხსენებით:
M41.- (სქოლიოზები), მიეცით კოდი I27.1
I50.9 გულის უკმარისობა, დაუზუსტებელი
I51.9 გულის ავადმყოფობა, დაუზუსტებელი
ხსენებით:
J81.- (ფილტვის შეშუპება), მიეცით კოდი I50.1
I65.-პრეცერებრული არტერიების ოკლუზია და სტენოზი, რომელთა შედეგად არ ვითარდება ტვინის ინფარქტი
I66.-ცერებრული არტერიების ოკლუზია და სტენოზი, რომელთა შედეგად არ ვითარდება თავის ტვინის ინფარქტი
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. სიკვდილობის სტატისტიკისთვის განიხილება თავის ტვინის ინფარქტის არსებობა და გამოიყენება კოდი I63.-
I67.2 ცერებრული ათეროსკლეროზი
ხსენებით:
I60-I64 (ცერებრული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ინფარქტი ან ინსულტი), მიეცით კოდი I60-I64
როდესაც მდგომარეობების წინამორბედ მიზეზად მითითებულია:
F03 (დაუზუსტებელი დემენცია), მიეცით კოდი F01.-
G20 (პარკინსონის ავადმყოფობა), მიეცით კოდი G20
I70.-ათეროსკლეროზი
ხსენებით:
I10-I13 (ჰიპერტენზიული ავადმყოფობა), მიეცით კოდი I10-I13
I20-I25 (გულის იშემიური ავადმყოფობები), მიეცით კოდი I20-I25
I51.4 (მიოკარდიტი, დაუზუსტებელი), მიეცით კოდი I51.4
I51.5 (მიოკარდიული დეგენერაცია), მიეცით კოდი I51.5
I51.6 (გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობა, დაუზუსტებელი), მიეცით კოდი I51.6
I51.8 (გულის სხვა, არაზუსტად განსაზღვრული მდგომარეობები), მიეცით კოდი I51.8
I51.9 (გულის ავადმყოფობა, დაუზუსტებელი), მიეცით კოდი I51.9
I60-I69 (ცერებრულ-ვასკულური ავადმყოფობები), მიეცით კოდი I60-I69
როდესაც მდგომარეობების წინამორბედ მიზეზად მითითებულია:
I05-I09 (მდგომარეობები, რომლებიც კლასიფიცირებულია I05-I09 რუბრიკებში, მაგრამ არ არის დაზუსტებული, როგორც რევმატიზმული), მიეცით კოდი I34-I38
I34-I38 (სარქვლების არარევმატიზმული დაზიანებები), მიეცით კოდი I34-I38
I71-I78 (არტერიების, არტერიოლების და კაპილარების სხვა ავადმყოფობები), მიეცით კოდი I71-I78
K55.- (ნაწლავების სისხლძარღვოვანი დაზიანებები), მიეცით კოდი K55.-
№26 (დაუზუსტებელი გენეზის შეჭმუხნილი თირკმელი), მიეცით კოდი I12.-
I70.9გენერალიზებული და დაუზუსტებელი ათეროსკლეროზი
ხსენებით:
R02 (განგრენა, რომელიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში), მიეცით კოდი I70.2
როდესაც მდგომარეობების წინამორბედ მიზეზად მითითებულია:
F03 (დაუზუსტებელი დემენცია), მიეცით კოდი F01.-
G20 (პარკინსონის ავადმყოფობა), მიეცით კოდი G20
I97.-სისხლის მიმოქცევის სისტემის პროცედურების შემდგომი დაზიანებები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. იხ. ქირურგიული ოპერაციები.
J00მწვავე ნაზოფარინგიტი [სურდო]
J06.-ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები, მრავლობითი და დაუზუსტებელი ლოკალიზაციით.
როდესაც მდგომარეობების წინამორბედ მიზეზად მითითებულია:
G03.8 (მენინგიტი), მიეცით კოდი G03.8
G06.0 (ინტრაკრანიული აბსცესი და გრანულომა), მიეცით კოდი G06.0
H65-H66 (შუა ყურის ანთება), მიეცით კოდი H65-H66
H70.- (მასტოიდიტი და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები), მიეცით კოდი H70.-
J10-J18 (გრიპი და პნევმონია), მიეცით კოდი J10-J18
J20-J21 (ბრონქიტი და ბრონქიოლიტი), მიეცით კოდი J20-J21
J40-J42 (დაუზუსტებელი და ქრონიკული ბრონქიტი), მიეცით კოდი J40-J42
J44.- (ფილტვების სხვა ქრონიკული ავადმყოფობები), მიეცით კოდი J44.-
N00.- (მწვავე ნეფრიტული სინდრომი), მიეცით კოდი №00.-
J20.-მწვავე ბრონქიტი
ხსენებით:
J41.- (მარტივი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ქრონიკული ბრონქიტი), მიეცით კოდი J41.-
J42 (დაუზუსტებელი ქრონიკული ბრონქიტი), მიეცით კოდი J42
J44.- (ფილტვების სხვა ქრონიკული ავადმყოფობები), მიეცით კოდი J44.-
J40ბრონქიტი დაუზუსტებელი, როგორც მწვავე ან ქრონიკული
J41.-მარტივი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ქრონიკული ბრონქიტი
J42დაუზუსტებელი ქრონიკული ბრონქიტი
ხსენებით:
J43.- (ემფიზემა), მიეცით კოდი J44.-
J44.- (ფილტვების სხვა ქრონიკული ავადმყოფობები), მიეცით კოდი J44.-
როდესაც მდგომარეობების წინამორბედ მიზეზად მითითებულია:
J45.- (ასთმა), მიეცით კოდი J44.- (იხ. აგრეთვე ქვემოთ მოყვანილი J45.-, J46 რუბრიკების შენიშვნები.
J43.-ემფიზემა
ხსენებით:
J40 (ბრონქიტი დაუზუსტებელი, როგორც მწვავე ან ქრონიკული), მიეცით კოდი J44.-
J41.- (მარტივი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ქრონიკული ბრონქიტი), მიეცით კოდი J44.-
J42 (დაუზუსტებელი ქრონიკული ბრონქიტი), მიეცით კოდი J44.-
J45.-ასთმა
J46ასთმური სტატუსი
როდესაც სიკვდილის სამედიცინო ცნობაში მითითებულია ერთად ასთმა ან ბრონქიტი (მწვავე) (ქრონიკული) ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობა, როგორც სიკვდილის მიზეზი. გამომწვევი მიზეზი უნდა ჩვეულებრივ აირჩეს ზოგადი პრინციპის ან I, II ან III წესების შესაბამისად. არც ერთი ტერმინი არ უნდა განიხილებოდეს დამატებითი განმარტების სახით.
J60-J64 პნევმოკონიოზი
ხსენებით:
A15-A16 (რესპირაციული ტუბერკულოზი), მიეცით კოდი J65
J81ფილტვის შეშუპება
ხსენებით:
I50.9 (გულის უკმარისობა, დაუზუსტებელი), მიეცით კოდი I50.1
I51.9 (გულის ავადმყოფობა, დაუზუსტებელი), მიეცით კოდი I50.1
J95.-სასუნთქ სისტემაში ჩატარებული პროცედურების შემდგომი დაზიანებები, რომლებიც სხვაგვარად არ არის კლასიფიცირებული
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. იხ. ქირურგიული ოპერაციები.
K91.-საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჩატარებული პროცედურების შემდგომი დაზიანებები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. იხ. ქირურგიული ოპერაციები.
M41.-სქოლიოზი
ხსენებით:
I27.9 (გულის ფილტვისმიერი ავადმყოფობა, დაუზუსტებელი), მიეცით კოდი I27.1
I50.- (გულის უკმარისობა), მიეცით კოდი I27.1
I51.9 (გულის ავადმყოფობა, დაუზუსტებელი), მიეცით კოდი I27.1
M96.-პროცედურების შემდგომი ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ეს რუბრიკა არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. იხ. ქირურგიული ოპერაციები.
N00.-მწვავე ნეფრიტული სინდრომი
როდესაც მდგომარეობების წინამორბედ მიზეზად მითითებულია:
N03.- (ქრონიკული ნეფრიტული სინდრომი), მიეცით კოდი №03.-
N18.-თირკმელების ქრონიკული უკმარისობა
N19თირკმელების უკმარისობა, დაუზუსტებელი
N26დაუზუსტებელი გენეზის შეჭმუხვნილი თირკმელი
ხსენებით:
I10 (ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია), მიეცით კოდი I12.-
I11.- (გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა), მიეცით კოდი I13.-
I12.- (თირკმელების ჰიპერტენზიული ავადმყოფობა), მიეცით კოდი I12.-
№46 მამაკაცის უნაყოფობა
N97.-ქალის უნაყოფობა
ეს რუბრიკები არ გამოიყენება, თუ ცნობილია უნაყოფობის გამომწვევი მდგომარეობები
N99.-შარდ-სასქესო სისტემაში ჩატარებული პროცედურების შემდგომი დაზიანებები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. იხ. ქირურგიული ოპერაციები.
O08.-აბორტის, საშვილოსნოსგარე ორსულობისა და ბუშტ-ნამქერის გართულებები
ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. გამოიყენება რუბრიკები O00- O07.
O30.-მრავალნაყოფიანი ორსულობა
ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის, თუ მითითებულია უფრო კონკრეტული გართულებები.
O32.-დედის მოვლა ნაყოფის არასწორი (დადგენილი ან სავარაუდო) მდებარეობის დროს
ხსენებით:
O33.- დედის მოვლა მენჯის ზომების და ნაყოფის თავის შეუთავსებლობის (დადგენილი ან სავარაუდო) დროს, მიეცით კოდი O33.-
O33.9 ნაყოფისა და მენჯის შეუთავსებლობა
ხსენებით:
O33.0-O33.3 (შეუთავსებლობა დედის მენჯის ანომალიების შედეგად), მიეცით კოდი O33.3-O33.3
O64.-ნაყოფის არასწორი მდებარეობით გამოწვეული მექანიკური \ დაბრკოლების პირობებში მიმდინარე მშობიარობა
ხსენებით:
O65.- (დედის მენჯის ანომალიით გამოწვეული გაძნელებული მშობიარობა), მიეცით კოდი O65.-
O80-O84 მშობიარობის სახე
ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. თუ დედის სიკვდილობის სხვა მიზეზი არ არის მითითებული, მიეცით კოდი – სამშობიარო მოქმედებისა და მშობიარობის გართულება, დაუზუსტებელი (O75,9)
P07.-ხანმოკლე ორსულობასთან და ნაყოფის მცირე წონასთან დაკავშირებული დარღვევები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
P08.-ხანგრძლივ ორსულობასთან და ნაყოფის დიდ წონასთან დაკავშირებული დარღვევები
ეს რუბრიკები არ გამოიყენება, თუ პერინატალური სიკვდილობის ნებისმიერი სხვა მიზეზი არის მითითებული
R69.-ავადობის უცნობი და დაუდგენელი მიზეზები
ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის. გამოიყენეთ კოდები R95-R99 შესაბამისობის მიხედვით
S00-T98 ტრავმები, მოწამვლები და გარე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები
ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენება დამატებითი კოდი შესაბამის V01-Y89 რუბრიკებში.
S02.-თავის ქალასა და სახის ძვლების მოტეხილობა
როდესაც ნახსენებია ერთზე მეტი ადგილი მიეცით კოდი – მრავლობითი მოტეხილობები, რომლებიც მოიცავს ქალასა და სახის ძვლებს, S02.7
S06.-ინტრაკრანიული დაზიანება
როდესაც ქალასა და სახის ძვლების მოტეხილობა შეუღლებულია ინტრაკრანიულ დაზიანებასთან, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოტეხილობას.
ხსენებით:
S02.- (თავის ქალასა და სახის ძვლების მოტეხილობა), მიეცით კოდი S02.-
T36-T50სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით და ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლა (შემთხვევითი მოწამვლა და მოწამვლა დაუზუსტებელი ან გამიზნული ალკოჰოლით და დამოკიდებულების გამომწვევი წამლებით)
ხსენებით:
F10-F19 მეოთხე .2 ნიშნით (ალკოჰოლზე ან წამალზე დამოკიდებულება), მიეცით კოდი F10-F19 მეოთხე .2 ნიშნით
T79.-ტრავმის ზოგიერთი ადრეული გართულებები, რომელთა კლასიფიკაციებიც არ არის სხვა რუბრიკებში
ეს კოდი არ გამოიყენება თუ წინამორბედი დაზიანების ხასიათი ცნობილია
V01-X59უბედური შემთხვევები
ხსენებით:
A35 (ტეტანუსი), მიეცით კოდი A35,
გამოწვეული:
G40-G41 (ეპილეფსიით), მიეცით კოდი G40-G41
X40-X49 შემთხვევითი მოწამვლა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედება
Y10-Y15 მოწამვლა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედება გაურკვეველი განზრახვით (მოწამვლა და ზემოქმედება ალკოჰოლით და სამკურნალწამლო ნივთიერებებით, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის დამოკიდებულებას)
ხსენებით:
F10-F19 მეოთხე .2 ნიშნით (ალკოჰოლზე ან წამალზე დამოკიდებულება), მიეცით კოდი F10-F19 მეოთხე .2 ნიშნით
Y90-Y98ავადობისა და სიკვდილობის მიზეზებთან დაკავშირებული დამატებითი ფაქტორები, რომლებიც შეტანილია კლასიფიკაციის სხვა რუბრიკებში
ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის.
Z00-Z99ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და დაკავშირებულია სამედიცინო სამსახურთა ეს რუბრიკები არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის.
მოკლე ინფორმაცია კოდის რიცხვების კავშირის შესახებ
როდესაც შერჩეული მიზეზი მოთავსებულია 1 ცხრილის I კოლონაში და II კოლონაში მოთავსებული ერთი ან მეტი მიზეზი მითითებულია ცნობის ნებისმიერ ადგილას, კოდი უნდა მიეცეს ისე, როგორც მითითებულია IV კოლონაში.
როდესაც არჩეული მიზეზი მითითებულია I კოლონაში და აღნიშნულია ცნობაში, როგორც III კოლონაში მოცემული ავადმყოფობის ერთ-ერთი მიზეზი, კოდი უნდა მიეცეს ისე, როგორც მითითებულია IV კოლონაში.
ცხრილი 1. მოკლე ინფორმაცია კოდის რიცხვების კავშირის შესახებ
| არჩეული მიზეზი | აღნიშვნით | როგორც მიზეზი: | უნდა მიეცეს კოდი | |
| A00-B19 B25-B99 A15.-, A16.- A17.-, A18.-, |
J60-J64 A15.-, A16.- |
COO-C97
|
COO-C97 J65 A15.-, A16.- | |
| A39.2-A39.4 E86 F10-F19 (F1x.0) (f1z.5) F10 F10.2
F17.-
G25.5
I05.8 I05.9 (დაუზუსტებელი მიზეზი) I09.1 I09.9 I10
I11.- | A39.0, A39.1 A00-A09 F10-F19 (F1x.2)
K70.- F10.4, F10.6, F10.7
I00-I02 I05-I09
I34.-
I05-I08 I11.- I12.- I13.- I20-I25 I60-I69 N00.- N01.- N03-№05 N18.- N19 N26
I12.- I13.- I20-I25 N18.- N19 |
COO-C97
C34.- I20-I25 J40-J47
H35.0 I05-I09 (დაუზუსტებელი, როგორც რევმატული) I34-I38 I50.- I51.4-I51.9 | A39.0, A39.1 A00-A09 F10-F19 (F1x.2)
K70.- F10.4, F10.6, F10.7 C34.- I20-I25 J40-J47 I02.- I02.-
I34.-
I05-I08 I11.- I12.- I13.- I20-I25 I60-I69 N00.- N01.- N03-№05 I12.- I12.- I12.- H35.0 I34-I38 I34-I38 I11.0 I11.- I13.- I13.- I20-I25 I13.- I13.- | |
|
I12.-
I13.- I20.- I24.- I25.- I21.- I27.9 I44-I50 I51.4-I51.9 I50.- I51.9 I50.9 I51.9 I67.2
I70.-
I70.9
J00 | №26 I11.- I13.- I20-I25
I20-I25
I21.- I22.- I22.- M41.- B57.- I20-I25
M41.-
J81 I60-I64
I10-I13 I20-I25 I51.4 I51.5 I51.6 I51.8 I51.9 I60-I69
R02
|
I50.- I51.4-I51.9
F03 G20
I05-I09 (დაუზუსტებელი, როგორც რევმატული) I34-I38 I71-I78 K55.- | I13.- I13.- I13.- I20-I25 I13.0 I13.- I20-I25
I21.- I22.- I22.- I27.1 B57.- I20-I25
I27.1
I50.1 I60-I64 F01.- G20 I10-I13 I20-I25 I51.4 I51.5 I51.6 I51.8 I51.9 I60-I69 I34-I38 I34-I38 I71-I78 K55.- I12.- I70.2 F01.- G20
G03.8 |
|
| J06.-
J20.-
J40 J41.- J42
J43.-
J60-J64
J81
M41.-
№00.- №18.- №19.- №26.-
O32.- O33.9 O64.- S06.- T36-T50 V01-X59 X40-X49 Y10-Y15 |
J41.- J42 J44.-
J43.- J44.-
J40 J41.- J42 A15.- A16.- I50.9 I51.9 I27.9 I50.- I51.9
I10 I11.- I12.- O33.- O33.0-O33.3 O65.- S02.- F10-F19 (FIz.2) A35
F10-F19 (FIz.2)
| №26
F03 G20
G03.8 G06.0 H65-H66 H70.- J10-J18 J20-J21 J40-J42 J44.- №00.-
J45.-
№03.- | G06.0 H65-H66 H70.- J10-J18 J20-J21 J40-J42 J44.- №00.- J41.- J42 J44.-
J44.- J44.- J44.- J44.- J44.- J44.- J65 J65 I50.1 I50.1 I27.1 I27.1 I27.1 №03.-
I12.- I13.- I12.- O33.- O33.0-O33.3 O65.- S02.- F10-F19 (FIz.2) A35
F10-F19 (FIz.2)
|
|
ცხრილი 2. კოდები, რომლებიც არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდის განსაზღვრისათვისა
| კოდები, რომლებიც არ გამოიყენება სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდირებისთვის (გამოიყენება ფრჩხილებში მოცემული კოდები; თუ კოდი არ არის მითითებული, მიეცით კოდი R99) |
| არ გამოიყენება, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია |
| B95-B97 |
| F01-F09 |
| E89.- |
| F70-F79 |
| G97.- |
| G81.- |
| H59.- |
| G82.- |
| H95.- |
| G83.- |
| I15.- |
| H54.- |
| I23.- | მიეცით კოდი I21 ან I22 | H90-H91 |
| I24.0 | მიეცით კოდი I21 ან I22 | №46 |
| I65.- | მიეცით კოდი I63 | №97.- |
| I66.- | მიეცით კოდი I63 | O30.- |
| I97.- |
| P07.- |
| J95.- |
| P08.- |
| K91.- |
| T79.- |
| M96.- |
|
|
| №99.- |
|
|
| O08.- |
|
|
| O80-O84 | მიეცით კოდი O75.9 |
|
| R69.- | მიეცით კოდი R95-R99 |
|
| R00-T98 | მიეცით კოდი V01-Y89 |
|
| Y90-Y98 |
|
|
| Z00-Z99 |
|
|
| * დამატებით ვარსკვლავით აღნიშნულ კოდებთან (იხ. პარაგრაფი 3.1.3). | ||
შენიშვნები სიკვდილის მიზეზის ჩანაწერების ინტერპრეტაციის შესახებ
ზემოთ მოყვანილი წესები საშუალებას იძლევა ძირითადად განისაზღვროს სიკვდილის საწყისი მიზეზები სიკვდილობის მონაცემების პირველადი სტატისტიკური დამუშავებისთვის. ყოველ ქვეყანაში საჭირო იქნება ამ წესების გაფართოება სამედიცინო ცნობებში ჩანაწერთა სისრულისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ამ პარაგრაფში მოყვანილი ინფორმაცია დაგვეხმარება ასეთი დამატებითი ინსტრუქციების ფორმულირებაში.
შუალედური მიზეზის არსებობის დაშვება
სამედიცინო ცნობებში ერთი მდგომარეობა ხშირად მიეთითება, როგორც მეორის შედეგი, მაგრამ პირველი არ არის მეორე მდგომარეობის უშუალო შედეგი. მაგალითად, სისხლიანი ღებინება შეიძლება მოხსენიებული იყოს, როგორც ღვიძლის ციროზის შედეგი იმის ნაცვლად, რომ იყოს ჩაწერილი, როგორც შემდეგი თანმიმდევრობის საბოლოო მოვლენა: ღვიძლის ციროზი → პორტული ჰიპერტენზია → საყლაპავის ვარიკოზული ვენების გასკდომა → სისხლიანი ღებინება.
შუალედური მიზეზის არსებობა I ნაწილში შეიძლება დავუშვათ, თუ ჩავთვლით, რომ მოვლენათა თანმიმდევრობა აღინიშნება მაგრამ ასეთი დაშვება არ უნდა გამოიყენებოდეს კოდის მოდიფიკაციისთვის.
მაგალითი 1:I (ა) სისხლჩაქცევა ტვინში
(ბ) ქრონიკული ნეფრიტული სინდრომი
მიეცით კოდი ქრონიკულ ნეფრიტულ სინდრომს (№03.9). აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის არსებობის დაშვება, როგორც ტვინში სისხლჩაქცევასა და მის პირველად გამომწვევ მდგომარეობას (ქრონიკული ნეფრიტული სინდრომი) შორის შუალედური მდგომარეობა.
მაგალითი 2:I (ა) გონებრივი ჩამორჩენილობა
(ბ) პლაცენტის ნაადრევი აცლა
მიეცით კოდი პლაცენტის ნაადრევ აცლას (P02.1), რაც არასასურველ გავლენას ახდენს ნაყოფზე ან ახალშობილზე. აუცილებელია დავუშვათ სამშობიარო ტრავმა, ანოქსია ან ჰიპოქსია, როგორც გონებრივ ჩამორჩენილობასა და მის პირველად გამომწვევ მდგომარეობას (პლაცენტის ნაადრევი აცლა) შორის შუალედური მდგომარეობა
ინტერპრეტაცია გამონათქვამისა „უკიდურესად ნაკლებსავარაუდო”
გამონათქვამი „უკიდურესად ნაკლებსავარაუდო” გამოიყენება ასკ-ს მე-6 გადახედვიდან მოყოლებული, იმისათვის, რომ ვუჩვენოთ მოვლენათა შორის მიზეზობრივი კავშირის მიუღებლობა. ზოგადი პრინციპის და არჩევის წესების გამოყენებისას თანმიმდევრობათა განსაზღვრისას, ქვემოთ დასახელებული კავშირები უნდა განიხილოს, როგორც „უკიდურესად ნაკლებსავარაუდო”.
(ა)ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფოა (A00-B99) მითითებულია, როგორც ნებისმიერი ავადმყოფობის „შედეგი”, რომელიც არ შედის ამ თავში, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისა:
· სავარუდოდ ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი (A09)
· სეპტიცემია (A40- A41)
· წითელი ქარი (A46)
· აეროვანი განგრენა (A48.0)
· ვენსანის ანგინა (A69.1)
· მიკოზები (B35- B49)
· ნებისმიერი ინფექციური ავადმყოფობა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც იმუნიტეტის დაქვეითების „შედეგი”, როგორიცაა აივ ინფექციით გამოწვეული ავადმყოფობა ან შიდსი; იმუნოსუპრესია, გამოწვეული ქიმიური ნივთიერებებით (ქიმიოთერაპია) და დასხივებით; სიმსივნეები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. (მაგალითად, ავთვისებიანი ლიმფომები).
· ჩუტყვავილა და ზოსტერი (B01- B02), რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „შედეგი” შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის და ლიმფოპროლიფერაციული სიმსივნეების.
(ბ)ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სხვა ნებისმიერი ავადმყოფობის „შედეგი”, გარდა იმ ავადმყოფობებისა, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით [აივ];
(ც)ჰემოფილია (D66, D67, D68.0-D68.2), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სხვა ნებისმიერი ავადმყოფობის „შედეგი”;
(დ)შაქრიანი დიაბეტი (E10-E14), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სხვა ავადმყოფობის „შედეგი”, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ავადმყოფობებისა:
· ჰემოქრომატოზი (E83.1),
· პანკრეასის ავადმყოფობები (K85-K86),
· პანკრეასის სიმსივნეები (C25.–, D13.6, D13.7, D37.7),
· მალნუტრიცია (E40-E46);
(ე)რევმატიზმი (I00-I02) ან გულის რევმატიზმული ავადმყოფობანი (I05-I09), რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სხვა ავადმყოფობის „შედეგი”, გარდა ქუნთრუშის (A38), სტრეპტოკოკული სეპტიცემიის (A40.–), სტრეპტოკოკული ფარინგიტის (J02.0) და მწვავე ტონზილიტის (J03.–);
(ფ)ნებისმიერი ჰიპერტენზია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ნებისმიერი სიმსივნის „შედეგი”, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ავადმყოფობებისა:
· ენდოკრინული ჯირკვლების სიმსივნეები,
· თირკმლების სიმსივნეები,
· კარცინოიდული სიმსივნეები;
(გ)გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობა (I20, I25), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ნებისმიერი სიმსივნის „შედეგი”.
(ჰ)ნებისმიერი ცერებრულ-ვასკულური ავადმყოფობა (I60-I69), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ენდოკარდიტების (I05-I08, I09.1, I33-I38) „შედეგი”, გარდა I65-I66 რუბრიკებში შესული ტვინის სისხლძარღვების ემბოლიისა ან ქალასშიდა სისხლჩაქცევებისა (I60-I62), ან როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების „შედეგი” (K00-K92);
(ი)ნებისმიერი მდგომარეობა, აღწერილი, როგორც არტერიოსკლეროზული [ათეროსკლეროზული], რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ნებისმიერი სიმსივნის „შედეგი”;
(ჯ)გრიპი (J10-J11), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ნებისმიერი სხვა ავადმყოფობის „შედეგი”;
(კ)თანდაყოლილი ანომალია (Q00-Q99), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც მოცემული ინდივიდის ნებისმიერი სხვა ავადმყოფობის „შედეგი” დღენაკლულობის ჩათვლით;
(ლ)მდგომარეობა, რომელიც „X” მომენტში დადგა და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ”Y”Yმომენტში დამდგარი მდგომარეობის „შედეგი”, თუ „X” მდგომარეობა წინ უსწრებს „Y” მდგომარეობას;
(მ)ნებისმიერი შემთხვევა (V01-X59), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც სხვა ნებისმიერი მიზეზის „შედეგი”, რომელთა კლასიფიკაციაც არ არის ამ თავში, გარდა ეპილეფსიისა (G40-G41).
ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი არ შეიცავს ყველა „უკიდურესად ნაკლებსავარაუდო” ურთიერთდამოკიდებულებებს მდგომარეობათა შორის. მითითებების არარსებობის სხვა შემთხვევებში აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ ზოგადი პრინციპებით.
მწვავე ან ტერმინალური ავადმყოფობები, დასახელებული როგორც ავთვისებიანი სიმსივნეების, შაქრიანი დიაბეტის ან ბრონქული ასთმის „შედეგი”, უნდა განიხილებოდეს, როგორც მოვლენათა შესაძლო თანმიმდევრობა ცნობის პირველ ნაწილში.
სისხლის მიმოქცევის სისტემის მწვავე ან ტერმინალური ავადმყოფობებია:
I21- I22მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
I24.–გულის სხვა მწვავე იშემიური ავადმყოფობები
I26.–ფილტვის არტერიის ემბოლია
I30.–მწვავე პერიკარდიტი
I33.–მწვავე და ქვემწვავე ენდოკარდიტი
I40.–მწვავე მიოკარდიტი
I44.–წინაგულ-პარკუჭოვანი და ჰისის მარცხენა კონის ბლოკადა
I45.–გამტარობის სხვა შეფერხებები
I46.–გულის გაჩერება
I47.–პაროქსიზმული ტაქიკარდია
I48–წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა
I49.–გულის სხვა არითმიები
I50.–გულის უკმარისობა
I51.8–გულის სხვა ნაკლებად განსაზღვრული მდგომარეობები
I60- I68–ცერებრულ-ვასკულური ავადმყოფობები, გარდა I67.0-I67.5 და I67.9 ქვერუბრიკებისა
ავადმყოფობის ხანგრძლივობის მნიშვნელობა კლასიფიკაციისთვის
უშუალო და წინამორბედი მიზეზების ჩაწერილი თანმიმდევრობის შეფასებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ დროის მონაკვეთი ავადმყოფობის ან მდგომარეობის დაწყებასა და სიკვდილს შორის. საჭიროა ეს გაკეთდეს „უკიდურესად ნაკლებსავარაუდო” ურთიერთდამოკიდებულ მდგომარეობების ინტერპრეტაციისას (იხ. ზემოთ), აგრეთვე E (შედეგები) მოდიფიკაციის წესის გამოყენებისას.
რუბრიკებს OO95 (სამეანო სიკვდილი დაუზუსტებელი მიზეზით), O96 (ნებისმიერი სამეანო მიზეზით გამოწვეული სიკვდილი მშობიარობის 42-ე დღიდან 1 წლამდე) და O97 (პირდაპირი სამეანო მიზეზებით გამოწვეული სიკვდილი) კლასიფიკაციაში მოჰყავთ სამეანო სიკვდილის იმ დროსთან დამოკიდებულებაში, რომელიც სამეანო ეპიზოდს და ქალის სიკვდილს შორის არსებობს. O95 რუბრიკის გამოყენება საჭიროა, როდესაც ქალი ორსულობის, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში კვდება და ჩანაწერში არის მხოლოდ ერთადერთი ინფორმაცია „დედის სიკვდილი” ან „სამეანო სიკვდილი”. თუ სიკვდილის სამეანო მიზეზი დაუზუსტებელია, კოდს აძლევენ შესაბამის რუბრიკას. რუბრიკა O96 გამოიყენება სიკვდილის იმ პირდაპირი და არაპირდაპირი სამეანო მიზეზების კლასიფიცირებისთვის, რომელიც განვითარდა მშობიარობიდან 42 დღის შემდეგ ან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში. რუბრიკა O97 გამოიყენება ნებისმიერი უშუალო სამეანო მიზეზებით სიკვდილის კლასიფიკაციისათვის, რომელიც ვითარდება ორსულობის დასრულებიდან ერთი წლის ან მეტი ხნის შემდეგ.
მდგომარეობებს, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც განვითარების თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები (Q00-Q99) იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც სამედიცინო ცნობაში ისინი არ არის აღნიშნული, როგორც თანდაყოლილი, საჭიროა მიეცეს ასეთი Q00-Q99 კოდი, თუ დროის მონაკვეთი ავადმყოფობის დაწყებიდან სიკვდილამდე, ასევე გარდაცვლილის ასაკი მოწმობს ამ მდგომარეობის არსებობას დაბადებიდან.
კლასიფიკაციას გააჩნია ზოგიერთი ავადმყოფობისა და ტრავმების, როგორც სხვა შედეგების ან შორეული ეფექტების გამომწვევის განმსაზღვრელი სპეციალური რუბრიკები. ბევრ შემთხვევაში ეს შედეგები შეიცავს მდგომარეობებს, რომელიც გრძელდებოდა წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ავადმყოფობის დაწყებიდან ან ტრავმის მიღებიდან (იხ. ქვემოთ პარაგრაფი „შედეგები”).
შედეგები
განსაზღვრული რუბრიკები (B90-B94, E64.-, E68, G09, I69.-, O97 და Y85-Y89) საჭიროა გამოვიყენოთ სიკვდილის ძირითადი მიზეზის კოდის განსაზღვრისათვის, რათა ვაჩვენოთ, რომ სიკვდილი განვითარდა მოცემული ავადმყოფობის ან ტრავმის შორეული მიზეზების გამო და არა მისი აქტიური ფაზის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება E მოდიფიკაციის წესი. მდგომარეობანი, აღნიშნულნი როგორც მოცემული ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგები ან ნარჩენი მოვლენები, უნდა განეკუთვნოს შედეგებს შესაბამის რუბრიკებში, დამოუკიდებლად დროის იმ მონაკვეთისაგან, რომელიც გრძელდებოდა ავადმყოფობის დაწყებიდან ან ტრავმიდან სიკვდილამდე. განსაზღვრული მდგომარეობებისათვის სიკვდილი, რომელიც განვითარდა ავადმყოფობის დაწყებიდან ან ტრავმიდან ერთი წლის ან მეტი დროის შემდეგ, ითვლება მოცემული მდგომარეობების შედეგებად ან ნარჩენ მოვლენებად მაშინაც კი, როდესაც შედეგები გარკვევით არ არის დასახელებული. შედეგების ინტერპრეტაციის ინსტრუქცია მოყვანილია „შედეგების” რუბრიკების უმრავლესობის სრულ ჩამონათვალში.
B90.– ტუბერკულოზის შედეგები
ამ ავადმყოფობის შედეგები შეიცავს მდგომარეობებს, რომელიც დასახელებულია, როგორც ტუბერკულოზის შედეგები, ან როგორც გადატანილი ტუბერკულოზის შორეული შედეგები, აგრეთვე ტუბერკულოზის ნარჩენი მოვლენები, ან როგორც განკურნებული, არააქტიური ან ძველი ტუბერკულოზი, თუ არ არის მონაცემები აქტიური ტუბერკულოზის არსებობის შესახებ.
B94.0 ტრაქომის შედეგები
ამ ავადმყოფობის შედეგები შეიცავს ტრაქომის ნარჩენ მოვლენებს და დასახელებულია როგორც განკურნებული ან არააქტიური, აგრეთვე ტრაქომის ზოგიერთ დაზუსტებული შედეგი, მაგალითად, სიბრმავე, ნაწიბუროვანი ენტროპიონი და კონიუქტივის ნაწიბურები. თუ არ არის მონაცემები აქტიური ინფექციის შესახებ.
B94.8 ვირუსული ენცეფალიტის შედეგები
ვირუსული ენცეფალიტის შედეგები შეიცავს მდგომარეობებს, რომელიც დასახელებულია, როგორც ვირუსული ენცეფალიტის შედეგი, ან როგორც მდგომარეობები, რომლებიც შენარჩუნდა ერთი წლის და მეტი დროის განმავლობაში, მათი გამომწვევი ავადმყოფობის დაწყებიდან.
B94.8 სხვა ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების შედეგები
ამ ავადმყოფობათა შედეგები შეიცავს მდგომარეობებს, რომელიც სხვა ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების შედეგებია, ან როგორც შორეული ეფექტები და ამ ავადმყოფობათა ნარჩენი მოვლენები განსაზღვრული ან კუპირებული ან განკურნებული და არააქტიური. თუ არ არის აქტიური პროცესის არსებობის მონაცემები, შედეგები შეიცავს ქრონიკულ მდგომარეობებს, რომელიც აღნიშნულია როგორც ამ ავადმყოფობების შედეგები, ან მოცემული მდგომარეობის დაწყებიდან ერთი ან მეტი წლის განმავლობაში შენარჩუნებული ნარჩენი მოვლენები, რომელიც კლასიფიცირებულია A00-B89 რუბრიკაში.
E64.3 რაქიტის შედეგები
ამ ავადმყოფობების შედეგები შეიცავს ნებისმიერ მდგომარეობებს, რომელიც განსაზღვრულია როგორც რაქიტული ან რაქიტით გამოწვეული და შენარჩუნებულია ავადმყოფობის დაწყებიდან ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში. რაქიტის შედეგები შეიცავს აგრეთვე მდგომარეობებს, რომელიც განსაზღვრულია, როგორც შედეგები ან რაქიტის გვიანი გამოვლინებანი.
G09 ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგები
ეს რუბრიკა განსაზღვრულია G00.–, G03-G04, G06.– და G08. რუბრიკებში მოყვანილ მდგომარეობათა შედეგების კოდირებისათვის. ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგების კოდირებისათვის (რომლებიც ორმაგ კლასიფიკაციას ექვემდებარება (G01*- G02*, G05.–* და G07*)) საჭიროა განესაზღვროს კოდი იმ რუბრიკებით, რომლებიც განკუთვნილია საწყისი მდგომარეობის შედეგების კოდირებისათვის (მაგალითად; B90.0 ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულოზის შედეგები). თუ არ არის რუბრიკა, განსაზღვრული საწყისი მდგომარეობის შედეგების კოდირებისთვის, კოდს ანიჭებენ თვით ამ მდგომარეობას.
შესაბამისობა პაციენტის სქესსა და დიაგნოზს შორის
კლასიფიკაციის ზოგიერთი რუბრიკა შეიცავს ავადმყოფობებს, რომელიც მხოლოდ ერთ სქესს ახასიათებს (იხ. პარაგრაფი 3.1.5). თუ შემოწმების შემდეგ გამოვლინდა შეუთავსებლობა სქესსა და სიკვდილის მიზეზს შორის, რომელიც ცნობაშია აღნიშნული, საჭიროა კოდი მიეცეს რუბრიკას : „სიკვდილის სხვა დაუზუსტებელი და უცნობი მიზეზები” (R99).
ქირურგიული ოპერაციები
თუ ცნობაში არის ინფორმაცია ქირურგიული ოპერაციის შესახებ, რომელიც გახდა სიკვდილის მიზეზი და არ არის მითითებული ის მდგომარეობა, რომლის გამოც გაკეთდა ოპერაცია ან ოპერაციის შედეგად მიღებული მონაცემები და ანბანურ მაჩვენებელში არ არის სპეციალური კოდი ამ ოპერაციისთვის იყენებენ კოდის ნარჩენ ქვერუბრიკას ორგანოს ან ლოკალიზაციის მიხედვით ოპერაციის დასახელებასთან შესაბამისობაში (მაგალითად; ნეფრექტომიას აკუთვნებენ №28.9 რუბრიკას). თუ ოპერაციის სახელწოდებაში არ არის მითითება ამა თუ იმ ორგანოზე ან ლოკალიზაციაზე (მაგალითად; „ლაპარატომია”), ეძლევა კოდი – სიკვდილის სხვა დაუზუსტებელი და უცნობი მიზეზები (R99). იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის მითითებული მკურნალობის პროცესში ავადმყოფის შემთხვევით დაზიანება (რის კლასიფიკაციაც ხდება Y60-Y84 რუბრიკით) ან ოპერაციის შემდგომი გართულებები.
ავთვისებიანი სიმსივნეები
იმ შემთხვევაში, როდესაც სიკვდილის ძირითად მიზეზად აღიარებულია ავთვისებიანი სიმსივნეები, მნიშვნელოვანია დადგინდეს მისი პირველადი ლოკალიზაცია. საჭიროა აგრეთვე ყურადღება მიექცეს სიმსივნის მორფოლოგიას და ხასიათს. „სიმსივნე” – ეს ზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება სიმსივნის ნებისმიერი მორფოლოგიური ჯგუფის აღნიშვნისათვის, თუმცა ის იშვიათად გამოიყენება ლიმფური, სისხლმბადი და მათი მონათესავე ქსოვილების სიმსივნების განსაზღვრისათვის. ტერმინი „კარცინომა” ხანდახან არასწორად გამოიყენება როგორც „სიმსივნის” სინონიმი. ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი ცნობა სიკვდილის შესახებ, შეიძლება ორგვარად იქნეს გაგებული, თუკი არის ეჭვი სიმსივნის პირველადი ლოკალიზაციის შესახებ, ან დაშვებულია უზუსტობა მის შედგენაში. ამ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, უნდა მივმართოთ ცნობის შემდგენელს განმარტებისათვის. თუ ამის საშუალება არ არსებობს, უნდა დავიცვათ ქვემოთ ჩამოთვლილი მითითებანი.
სიმსივნის მორფოლოგიური ტიპების კლასიფიკაცია მოყვანილია I ტომის მე-2 ნაწილში), ანბანურ მაჩვენებელში თავიანთი მორფოლოგიური კოდებით და ლოკალიზაციის მიხედვით შედარებითი კოდის მითითებით.
A.ავთვისებიანობის არსი
ცნობაში იმის მითითება, რომ სიმსივნემ მეტასტაზები გამოიწვია, ნიშნავს, რომ მას კოდი უნდა განესაზღვროს, როგორც ავთვისებიანს, მაშინაც კი, როდესაც ასეთი სიმსივნე მეტასტაზების აღნიშვნის გარეშე შეიძლებოდა მიგვენიჭებინა II კლასის რომელიმე სხვა ბლოკებისთვის.
მაგალითი 1:I (ა) ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანება
(ბ) სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ინ სიტუ
მიეცით სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C50.9)
B. ლოკალიზაციები, რომელთა სახელწოდებაში არის თავსართები ან არაზუსტადაა აღნიშნული ლოკალიზაცია
სიმსივნეები, რომელთა ლოკალიზაციის დასახელებაში არის თავსართები „პერი”, ”პარა”, „პრე”, „სუპრა”, „ინფრა” და ა.შ. ან აღწერა, როგორც რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის „ნაწილში” ან „ადგილში” მყოფი, ან თუ მათ არ გააჩნია სპეციალური ხსენება მაჩვენებელში, აუცილებელია კოდი განესაზღვროს შემდეგნაირად: სიმსივნეები, რომლებიც მორფოლოგიური ტიპის მიხედვით C40, C41 რუბრიკებშია გაერთიანებული (ძვლები და სახსრის ხრტილები), C43 (კანის ავთვისებიანი მელანომა), C44 (კანის სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნები), C45 (მეზოთელიომა), C47 (პერიფერიული ნერვები და ვეგეტატიური ნერვული სისტემა), C49 (შემაერთებელი და რბილი ქსოვილები), C70 (ტვინის გარსები), C71 (თავის ტვინი), C72 (ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილები) მიეკუთვნება შესაბამისი რუბრიკების ქვერუბრიკებს. სხვა შემთხვევებში სიმსივნეებს კოდს განუსაზღვრავენ C76 (სხვა და არაზუსტად განსაზღვრული ლოკალიზაციები).
მაგალითი 2: I (ა) ფეხის მიდამოს ფიბროსარკომა მიეცით ქვემო კიდურის, თეძოს ჩათვლით, შემაერთებელი და რბილი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C49.2)
C. დაუზუსტებელი ლოკალიციის სიმსივნეები, სხვა მდგომარეობებთან, რომლებიც მითითებულია ცნობაში
როდესაც პირველადი ავთვისებიანი წარმონაქმნების ლოკალიზაცია არ არის დაზუსტებული, არ არის მიზანშეწონილი მისი ლოკალიზაციის განსაზღვრა ცნობაში მოყვანილ ისეთ სხვა მდგომარეობათა ლოკალიზაციის მიხედვით, როგორიცაა პერფორაცია, გაუვალობა ან სისხლდენა. ეს მდგომარეობანი შეიძლება განვითარდნენ სხეულის სხვადასხვა ადგილას, სიმსივნის პირეველადი ლოკალიზაციისგან დამოუკიდებლად, მაგ: ნაწლავთა გაუვალობა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების სიმსივნეების მეტასტაზებმა.
მაგალითი 3:I (ა) წვრილი ნაწლავის გაუვალობა
(ბ) სიმსივნე
მიეცით დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C80)
D.საჭიროა ავირჩიოთ განსაზღვრული პირველადი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეები
იმის მიუხედავად, თუ ცნობის რომელ ნაწილშია ის მითითებული – პირველში თუ მეორეში. თუ მითითებულია, რომ პირველადი ლოკალიზაცია ცნობილი არ არის, იხილეთ პუნქტი E. პირველადი ლოკალიზაცია შეიძლება მიეთითოს ერთ-ერთი შემდეგი მაგალითის მიხედვით:
(ა)ერთერთი ლოკალიზაციის მითითება, როგორც პირველადის I ან II ნაწილში
მაგალითი 4:I (ა) შარდის ბუშტის სიმსივნე
II თირკმლის პირველადი სიმსივნე
მიეცით კოდი თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C64)
(ბ)სხვა ლოკალიზაციის აღნიშვნა, როგორც „მეორადი”, „მეტასტაზი”, „გავრცელება” ან „კარცინომატოზი”.
მაგალითი 5:I (ა) სარძევე ჯირკვლის კიბო
(ბ) მეტასტაზები თავის ტვინში
მიეცით სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C50.9), იმდენად რამდენადაც გამოიყენება მე-2 წესი.
(გ)მორფოლოგია მიუთითებს პირველად ავთვისებიან სიმსივნეზე
თუ მორფოლოგიური ტიპი შეესაბამება პირველად ლოკალიზაციას ისეთს, როგორიცაა ჰეპატომა, სიმსივნის ეს ტიპი უნდა განიხილებოდეს „პირველადის” ხსენების შემთხვევაში.
მაგალითი 6:I (ა) მეტასტაზებადი სიმსივნე
(ბ) ფსევდომუცინური ადენოკარცინომა
მიეცით საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C56) იმდენად, რამდენადაც ანბანურ მაჩვენებელში დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ფსევდომუცინური ადენოკარცინომა განეკუთვნება საკვერცხეს.
თუ მითითებულია ორი ან მეტი პირველადი ლოკალიზაცია ან მორფოლოგია, ამ მდგომარეობებს კოდი განესაზღვრებათ F, G და H ქვემოთ მოყვანილი პუნქტების მიხედვით.
E.პირველადი ლოკალიზაცია უცნობია
თუ ცნობის ნებისმიერ ადგილას არის ჩანაწერი „პირველადი ლოკალიზაცია უცნობია” ან მისი ექვივალენტი, სიმსივნეს აკუთვნებენ „დაუზუსტებელი ლოკალიზაციის სიმსივნის”, რუბრიკას განხილული მორფოლოგიური ტიპის მიხედვით, (მაგალითად; ადენოკარცინომის კოდი C80 რუბრიკით ისაზღვრება, ფიბროსარკომა – ქვერუბრიკით C49.9, ოსტეოსარკომა – C41.9) ცნობის სხვა ადგილას მითითებული ლოკალიზაციის (ების) მიუხედავად.
მაგალითი 7:I (ა) ღვიძლის მეორადი სიმსივნე
(ბ) პირველადი ლოკალიზაცია უცნობია
(გ) ? კუჭი ? ნაწლავები
მიეცით დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეს კოდი (C80)
მაგალითი 8:I (ა) გენერალიზებული მეტასტაზები
(ბ) ზურგის მელანომა
(გ) პირველადი ლოკალიზაცია უცნობია
მიეცით კანის ავთვისებიანი მელანომა, დაუზუსტებელი კოდი (C43.9)
F.დამოუკიდებელი (პირველადი) მრავლობითი ლოკალიზაციები (C97)
ერთზე მეტი პირველადი სიმსივნის არსებობა შეიძლება აღნიშნული იყოს ორი სხვადასხვა ან ორი განსხვავებული ორგანოსპეციფიკური მორფოლოგიური ტიპის მიხედვით (მაგალითად, ჰიპერნეფრომა და შარდსაწვეთის შიდა სიმსივნე), ან ორგანოსპეციფიკური მორფოლოგიური ტიპის მითითებით, რომელიც გულისხმობს მეორე ლოკალიზაციას. უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა, რომ ერთი პირველადი სიმსივნე იყოს მეორე პირველადი სიმსივნის შედეგი; გამონაკლისს წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნეების (C81-C96) ჯგუფი, რომელიც მოიცავს ლიმფურ, სისხლმბად და მათ მონათესავე ქსოვილებს, რომელთა ფარგლებში ავთვისებიანობის ერთი ფორმა შეიძლება მეორეში გადადიოდეს (მაგალითად, ლეიკემია შეიძლება ახლდეს არა-ჰოჯკინის ლიმფომას).
თუ პირველ ნაწილში მოხსენებულია ორგანიზმის ერთი და იგივე სისტემის ორი ან მეტი ლოკალიზაცია, საჭიროა ვიხელმძღვანელოთ H პარაგრაფის მდგომარეობებით. თუ მრავლობითი ლოკალიზაციები არ იმყოფება ერთი და იგივე სისტემაში და არ არის მითითება, იმის შესახებ, თუ რომელი ლოკალიზაციაა პირველადი და რომელი მეორადი, კოდი ეძლევა დამოუკიდებელ (პირველად) მრავლობით ლოკალიზაციებს (C97), იმ შემთხვევაში, თუ მათი კლასიფიკაციები არ არის C81-C96 რუბრიკებში, ან ჩამოთვლილი ლოკალიზაციებიდან ერთ-ერთი არ წარმოადგენს მეტასტაზს ფილტვში ან მეტასტაზთა სხვა ხშირ ლოკალიზაციას (იხ. G პუნქტი ქვევით)
მაგალითი 9:I (ა) კუჭის კიბო
(ბ) სარძევე ჯირკვლის კიბო
მიეცით მრავლობითი ლოკალიზაციის დამოუკიდებელი (პირველად) ავთვისებიანი სიმსინის კოდი (C97), რამდენადაც ნახსენებია ორი სხვადასხვა ანატომიური ლოკალიზაცია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ერთი პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე წარმოადგენდეს მეორეს შედეგს.
მაგალითი 10 I (ა) ჰოჯკინის ავადმყოფობა
(ბ) შარდის ბუშტის კიბო
მიეცით მრავლობითი ლოკალიზაციის დამოუკიდებელი (პირველადი) ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C97), რამდენადაც ნახსენებია სიმსივნეების განსხვავებული მორფოლოგიური ტიპები.
მაგალითი 11 I (ა) მწვავე ლიმფოლეიკოზი
(ბ) არა-ჰოჯკინის ლიმფომა
მიეცით არაჰოჯკინის ლიმფომის კოდი (C85.9), ვინაიდან ორივე მდგომარეობა კლასიფიცირებულია C81-C96 რუბრიკებში და მდგომარეობათა ამგვარი თანმიმდევრობა მისაღებია.
მაგალითი 12 I (ა) ლეიკოზი
(ბ) არაჰოჯკინის ლიმფომა
(გ) საკვერცხის სიმსივნე
მიეცით მრავლობითი ლოკალიზაციის დამოუკიდებელი (პირველადი) ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C97), რამდენადაც ორი სიმსივნის (ა,ბ) ერთ რუბრიკაში – C81-C96 გაერთიანების მიუხედავად, არსებობს მონაცემი სიმსივნის სხვა ლოკალიზაციის (გ) შესახებაც
მაგალითი 13 I (ა) ლეიკოზი
II სარძევე ჯირკვლის კიბო
მიეცით (C95.9) ლეიკემიის კოდი, დაუზუსტებელი, ვინაიდან სარძევე ჯირკვლის კიბო ჩაწერილია ცნობის II ნაწილში. როდესაც მრავლობითი ლოკალიზაციებია ჩამოთლილი., მაშინ საჭიროა გავითვალისწინოთ მხოლოდ ცნობის I ნაწილში ნახსენები ლოკალიზაციები.
G.მეტასტაზური სიმსივნები
იმ შემთხვევაში, როდესაც ავთვისებიანი სიმსივნე ვრცელდება ან იძლევა მეტასტაზებს, იგი ძირითადად ინარჩუნებს იგივე მორფოლოგიურ ტიპს, თუმცა შეიძლება დიფერენციაციის ხარისხი. ზოგიერთ მეტასტაზს ისეთი ტიპური ჰისტოლოგიური სურათი გააჩნია, რომ პათოლოგოანატომმა შეიძლება დაბეჯითებით გასცეს დასკვნა მისი პირველადი ლიკალიზაციის შესახებ, მაგალითად: ფარისებრი ჯირკვალი. სიმსივნის ფართოდგავრცელებულ მეტასტაზებს ხშირად უწოდებენ „კარცინომატოზებს”. თუ დაუზუსტებელი, გაურკვეველი ტერმინი, მაგალითად, სიმსივნე ან სარკომა, მოცემულია ტერმინთან, რომელიც აღნიშნავს უფრო მეტად სპეციფიკურ ჰისტოლოგიას იმავე ფართო ჯგუფიდან, კოდი ესაზღვრება შედარებით მეტად სპეციფიკურ მორფოლოგიას, იმის ვარაუდით, რომ სხვა წარმოადგენს მეტასტაზს.
ავთვისებიანმა უჯრედებმა შეიძლება მეტასტაზები წარმოქმნას ყველა ორგანოში,ან სხეულის ყველა რეგიონში. მაგრამ არსებობს მეტასტაზირების შედარებით უფრო ხშირი ლოკალიზაციები, ვიდრე სხვები და ისინი სხვაგვარად უნდა განიხილებოდეს (იხ. ქვევით). მხოლოდ თუ ცნობაში სიკვდილის შესახებ მითითებულია ერთი ასეთი ლოკალიზაციათაგანი და ის არ არის განსაზღვრული სიტყვით „მეტასტაზური”, იგი საჭიროა განვიხილოთ, როგორც პირველადი.
მეტასტაზთა მეტ-ნაკლებად ტიპურ ლოკალიზაციათა ჩამონათვალი
ძვალი შუასაყარი
თავის ტვინიტვინის გარსები
დიაფრაგმა პერიტონეუმი
გული პლევრა
ღვიძლი რეტროპერიტონეალური სივრცე
ფილტვები ზურგის ტვინი
ლიმფური კვანძები
არაზუსტად განსაზღვრული ლოკალიზაციები კლასიფიკაციებია C76 რუბრიკაში.
•ფილტვებთან დაკავშირებულია განსაკუთრებული პრობლემა, ვინაიდან ფილტვები წარმოადგენს არა მხოლოდ მეტასტაზთა ხშირი ლოკალიზაციის ორგანოს, არამედ ფილტვებში ხშირია პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეებიც. ამიტომ, საჭიროა, ფილტვები მიჩნეული იქნეს მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციის ორგანოდ. მაშინ, როდესაც ცნობაში ფილტვები დასახელებულია ზემოხსენებულ ჩამონათვალში სხვა ორგანოებთან ერთად. ხოლო ისეთ შემთხვევებში, როდესაც იხსენიება ბრონქისა ან ბრონქოგენული სიმსივნე, მაშინ ფილტვში არსებული სიმსივნე საჭიროა მივიჩნიოთ პირველადად. თუ ფილტვის სიმსივნესთან ერთად დასახელებულია მეტასტაზების მისთვის დამახასიათებელი ლოკალიზაციები, მაშინ, საჭიროა ფილტვები პირველად ლოკალიზაციად ჩაითვალოს.
•ლიმფური კვანძების დაუზუსტებელ ავთვისებიან სიმსივნებს, რომლებიც ცნობაში არ არის მოხსენებული როგორც პირველადი, საჭიროა კოდი განესაზღვროს, როგორც მეორადს.
მაგალითი 14 I (ა) თავის ტვინის სიმსივნე
მიეცით თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C71.9)
მაგალითი 15 I (ა) ძვლის სიმსივნე
(ბ) ფილტვის მეტასტაზური სიმსივნე
მიეცით ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C34.9), ვინაიდან ძვალი ჩართულია მეტასტაზთა ტიპიურ ლოკალიზაციათა ჩამონათვალში, ამიტომ ფილტვები უნდა ჩაითვალოს პირველად ლოკალიზაციად.
განსაზღვრება „მეტასტაზებადი” აღნიშნავს პირველად სიმსივნეს, მეტასტაზებულს სხვა ადგილას. განსაზღვრება „მეტასტაზური” აღნიშნავს მეორად კერას, მეტასტაზირებულს პირველადი ლოკალიზაციიდან სხვა ადგილას.
(ა)როდესაც ავთვისებიანი სიმსივნე განისაზღვრება, როგორც „–დან მეტასტაზებული”, მაშინ ის ორგანო საიდანაც სიმსივნეა მეტასტაზებული ლოკალიზაციად უნდა ჩაითვალოს დაზუსტებულ პირველად კერად.
მაგალითი 16 I (ა) საკვერცხიდან მეტასტაზებული ტერატომა
მიეცით საკვერცხის სიმსივნის კოდი (C56)
(ბ)ავთვისებიანი სიმსივნე, განსაზღვრული როგორც „–ში მეტასტაზებული” – ამა თუ იმ ორგანოსა ან ქსოვილში, საჭიროა განვიხილოთ, როგორც მეორადი ამ ლოკალიზაციისათვის, თუკი მორფოლოგიურად არ არის დადგენილი მისი ორგანოსპეციფიკურობა.
მაგალითი 17 I (ა) სიმსივნე, მეტასტაზებული სწორ ნაწლავში
მიეცით სწორი ნაწლავის მეორადი ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C78.5), დაბოლოება „-ში” ზუსტად მიუთითებს სწორ ნაწლავზე, როგორც მეორად ლოკალიზაციაზე.
მაგალითი 18 I (ა) ოსტეოსარკომა, თავის ტვინში მეტასტაზებული
მიეცით ძვლის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C41.9), ვინაიდან ამ შემთხვევაში ოსტეოსარკომის ლოკალიზაცია არ არის დაზუსტებული.
(გ)ერთეული ავთვისებიანი სიმსივნე, აღწერილი როგორც „მეტასტაზური” ტერმინი „მეტასტაზური”-ს ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად:
(i)თუ მითითებულია მხოლოდ ერთი ლოკალიზაცია და სიმსივნეს მიცემული აქვს მეტასტაზის კვალიფიკაცია, კოდი ეძლევა, როგორც მოცემული ლოკალიზაციის პირველად ავთვისებიან სიმსივნეს, მით უმეტეს როდესაც არ არის აღნიშნული სიმსივნის მორფოლოგიური ტიპი და მოცემული ლოკალიზაცია მეტასტაზებისათვის არ არის ტიპური (იხ. მეტასტაზების მეტ-ნაკლებად ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალი).
მაგალითი 19 I (ა) საშვილოსნოს ყელის სიმსივნე-მეტასტაზებით
მიეცით საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C53.9).
(ii) თუ არ არის მითითებული ლოკალიზაცია, მაგრამ მორფოლოგიურად სიმსივნე შეფასებულია, როგორც მეტასტაზური, მას კოდი ეძლევა, როგორც მოცემული მორფოლოგიური ტიპის დაუზუსტებელი პირველადი ლოკალიზაციის სიმსივნეს.
მაგალითი 20. I (ა) შვრიის მარცვლის მსგავსი უჯრედოვანი სიმსივნე- მეტასტაზებით
მიეცით ფილტვის ავთვისებიანი კოდი სიმსივნის (C34.9).
(iii) თუ ცნობაში მოყვანილია მორფოლოგიური ტიპები და სიმსივნის ლოკალიზაცია, რომელიც არ განეკუთვნება მეტასტაზების ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალს და ის Aაღნიშნულია, როგორც მეტასტაზური (იხ. ჩამონათვალი), კოდი ეძლევა იმ რუბრიკის მიხედვით, რომელიც შეესაბამება მოცემულ მორფოლოგიურ ტიპს და მოცემულ ლოკალიზაციას.
მაგალითი 21 I (ა) ზემო კიდურის მელანომა მეტასტაზებით
მიეცით ზემო კიდურის ავთვისებიანი მელანომის კოდი (C43.6), ვინაიდან ამ შემთხვევაში მითითებული ლოკალიზაცია „ზემო კიდურის” წარმოადგენს არა მეტასტაზის, არამედ პირველადი მელანომის ტიპიურ ლოკალიზაციას, რის შესახებაც მითითებულია C76.–ის რუბრიკაში.
(iv)თუ სიმსივნის მორფოლოგიური კოდი ნაჩვენებია სიტყვით „მეტასტაზი” და ნაჩვენები ლოკალიზაცია მეტასტაზთა ერთ-ერთ ტიპიურ ლოკალიზაციას წარმოადგენს, გარდა ფილტვებისა, კოდი ეძლევა, როგორც „დაუზუსტებელ ლოკალიზაციას”. თუკი დაუზუსტებელი ლოკალიზაცია C80 რუბრიკით (დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე) არ კლასიფიცირდება, ამ შემთხვევაში ეძლევა მეორადი ავთვისებიანი სიმსივნის კოდი.
მაგალითი 22.I (ა) თავის ტვინის მეტასტაზური ოსტეოსარკომა
მიეცით ძვლის დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C41.9), ვინაიდან ოსტეოსარკომა თავის ტვინის მეტასტაზების მეტ-ნაკლებად ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში შედის.
(v) თუ მეტასტაზების ტიპური ლოკალიზაციიდან ერთ-ერთი, გარდა ფილტვებისა, განისაზღვრება როგორც მეტასტაზური და სხვა ლოკალიზაცია ან მორფოლოგიური ტიპი არ არის მითითებული, ამ შემთხვევაში ეძლევა მოცემული ლოკალიზაციის მეორადი სიმსივნის (C77-C79) კოდი.
მაგალითი23: I (ა) თავის ტვინის მეტასტაზური სიმსივნე მიეცით თავის ტვინის მეორადი ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C79.3).
მაგალითი24: I (ა) ფილტვის მეტასტაზური სიმსივნე
მიეცით ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C34.9).
დ) ერთზე მეტი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეები კლასიფიცირდება, როგორც მეტასტაზური.
(i)თუ ერთი და იგივე მორფოლოგიური ტიპის სიმსივნეების ორი და მეტი ლოკალიზაციაა მითითებული, რომლებიც არ შედის მეტასტაზების მეტ-ნაკლებად ტიპური ლოკალიზაციის ჩამონათვალში, და ყველა ისინი კლასიფიცირებულია, როგორც „მეტასტაზური”, ასეთ შემთხვევაში ეძლევა მოცემული მორფოლოგიური ტიპის დაუზუსტებელი ანატომიური ლოკალიზაციის სიმსივნის პირველადი კერის კოდი.
მაგალითი 25: I (ა) წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზური სიმსივნე
(ბ) კანის მეტასტაზური სიმსივნე
მიეცით დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C80), ვინაიდან წინამდებარე ჯირკვლისა და კანის მეტასტაზური სიმსივნე უცნობი პირველადი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელების შედეგია, რომელიც საჭიროა ჩაიწეროს ცნობის „C” სტრიქონში.
მაგალითი 26: I (ა) კუჭის მეტასტაზური სიმსივნე
(ბ) სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური სიმსივნე
(გ) ფილტვის მეტასტაზური სიმსივნე
მიეცით ავთვისებიანი სიმსივნის (C80) კოდი ლოკალიზაციის დაზუსტების გარეშე, ვინაიდან სარძევე ჯირკვალი და კუჭი არ განეკუთვნება ორგანოთა ერთი და იგივე ანატომიურ სისტემას, ხოლო ფილტვები შედის მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ნუსხაში
(ii)თუ სხვადასხვა ჰისტოლოგიური ჯგუფის ორი ან მეტი მორფოლოგიური ტიპი ფასდება, როგორც მეტასტაზური, მაშინ ეძლევა მრავლობითი ლოკალიზაციის დამოუკიდებელი (პირველადი) ავთვისებიანი სიმსივნეების (C97) კოდი (იხ. F პუნქტი).
მაგალითი 27: I (ა) ნაწლავთა გაუვალობა
(ბ) ნაწლავთა მეტასტაზური ადენოკარცინომა
(გ) საშვილოსნოს მეტასტაზური სარკომა
მიეცით მრავლობითი ლოკალიზაციის დამოუკიდებელი (პირველადი) ავთვისებიანი სიმსივნეების კოდი (C97).
(iii)თუ ცნობაში მითითებული სიმსივნის მორფოლოგიური ტიპი, რომელიც გარკვეულ ლოკალიზაციას გულისხმობს და დამოუკიდებელი ანატომიური ლოკალიზაცია განსაზღვრულია, როგორც მეტასტაზური, მაშინ ეძლევა დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის (C80) კოდი.
მაგალითი 28: I (ა) მსხვილი ნაწლავის მეტასტაზური და თირკმლის უჯრედოვანი სიმსივნე
მიეცით დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C80).
(iv)თუ მითითებულია ერთი და იგივე მორფოლოგიის, რამოდენიმე ლოკალიზაციის სიმსივნე და ყველა, ერთის გარდა შეფასებულია, როგორც მეტასტაზური, და შედის მეტ-ნაკლებად ტიპური ლოკალიზაციების ნუსხაში, კოდი ეძლევა ლოკალიზაციას, რომელიც არ არის შეფასებული, როგორც მეტასტაზური, ჩაწერის თანმიმდევრობის და იმის მიუხედავად, თუ ცნობის რომელ ნაწილშია მოყვანილი, I-ში თუ II-ში. თუ ყველა ლოკალიზაცია შეფასებულია, როგორც მეტასტაზური ან შედის მეტასტაზების მეტ-ნაკლებად ტიპური ლოკალიზაციების ნუსხაში, ფილტვების ჩათვლით, კოდი ეძლევა დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C80).
მაგალითი 29:I (ა) კუჭის მეტასტაზური სიმსივნე
(ბ) ნაღვლის ბუშტის სიმსივნე
(გ) მსხვილი ნაწლავის მეტასტაზური სიმსივნე
მიეცით ნაღვლის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C23).
მაგალითი 30:I (ა) საკვერცხის მეტასტაზური სიმსივნე
(ბ) ფილტვის სიმსივნე
(გ) საშვილოსნოს ყელის მეტასტაზური სიმსივნე
მიეცით დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C80).
მაგალითი 31:I (ა) კუჭის მეტასტაზური სიმსივნე
(ბ) ფილტვის მეტასტაზური სიმსივნე
II მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
მიეცით კოლინჯის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C18.9), ვინაიდან ეს ერთადერთი დიაგნოზია, რომელიც არ არის შეფასებული, როგორც მეტასტაზური, თუმცა ის ჩაწერილია ცნობის II ნაწილში.
(v)თუ ყველა მოხსენიებული ლოკალიზაცია მეტასტაზთა მეტ-ნაკლებად გავრცელებულ ჩამონათვალში შედის, კოდი მიეცეს დაუზუსტებელ ლოკალიზაციას. თუ მოიხსენიება ფილტვები, მათი აღვნიშვნის შემთხვევაში მიეცეს ბრონქების და ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C34.–)
მაგალითი 32:I (ა) ღვიძლის სიმსივნე
(ბ) მუცლის ღრუს სიმსივნე
მიეცით დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C80), ვინაიდან ორივე ლოკალიზაცია შედის მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში. (მუცლის ღრუ წარმოადგენს გაურკვეველ ლოკალიზაციას, რომელიც C76.– რუბრიკას განეკუთვნება).
მაგალითი 33:I (ა) თავის ტვინის სიმსივნე
(ბ) ფილტვის სიმსივნე
მიეცით ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C34.9), ვინაიდან ამ შემთხვევაში ფილტვები განიხილება, როგორც პირველადი ლოკალიზაცია: თავის ტვინი, ერთადერთი ლოკალიზაციაა, რომელიც შედის მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში–ფილტვის კიბოს დროს.
(vi) თუ ნაჩვენებ ლოკალიზაციათაგან ერთი შედის მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში, ფილტვების ჩათვლით, მაშინ იმ ლოკალიზაციის კოდი ეძლევა, რომელიც არ შედის ჩამონათვალში.
მაგალითი 34:I (ა) ფილტვის კიბო
(ბ) სარძევე ჯირკვლის კიბო
მიეცით სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (ჩ50.9). ამ შემთხვევაში ფილტვები განიხილება, როგორც მეტასტაზური ლოკალიზაცია, ვინაიდან სარძევე ჯირკვალი არ შედის მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში.
(vii)თუ მითითებული ლოკალიზაციებიდან ერთი ან მეტი შედის მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში (იხ. ჩამონათვალი), მაგრამ ცნობაში ასევე მოხსენებულია ორი ან მეტი ლოკალიზაცია, ან განსხვავებული მორფოლოგიური ტიპი, მაშინ ეძლევა მრავლობითი ლოკალიზაციის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნის (C97) კოდი (იხ. F პუნქტი).
მაგალითი 35:I (ა) ღვიძლის კიბო
(ბ) შარდის ბუშტის კიბო
(გ) სწორი ნაწლავის კიბო
მიეცით მრავლობითი ლოკალიზაციის პირველად ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C97), ვინაიდან ღვიძლი შედის მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში, ხოლო ცნობაში ასევე აღნიშნულია ორი სხვა დამოუკიდებელი ლოკალიზაცია.
(viii)თუ ცნობაში ნაჩვენებია მეტასტაზების არა ტიპური ლოკალიზაციები, არამედ სხვა რამოდენიმე ლოკალიზაცია, ხელმძღვანელობენ პირველადი მრავლობითი ლოკალიზაციების კოდის განსაზღვრის წესით (იხ. F პუნქტი ზევით და H პუნქტი ქვევით).
H.მრავლობითი ლოკალიზაციები
ცნობაში მრავლობითი ლოკალიზაციების აღნიშვნისას საჭიროა მხოლოდ ცნობის I ნაწილში ჩაწერილი ლოკალიზაციების განხილვა.
თუ ცნობაში ნაჩვენებია ავთვისებიანი სიმსივნეების ერთზე მეტი ლოკალიზაცია, საჭიროა ამოირჩეს ლოკალიზაცია, რომელიც ჩაწერილია, როგორც პირველადი, ან დაუზუსტებელია როგორც პირველადი ან მეორადი (იხ. D, E და F პუნქტები).
მრავლობითი ლოკალიზაციები, რომელთაგან არცერთი არ არის განსაზღვრული, როგორც პირველადი
(ა)მიუხედავად F წესისა, რომ განხილული იქნეს მხოლოდ ცნობის I ნაწილში ჩაწერილი ლოკალიზაციები, თუ ერთ-ერთი მიეკუთვნება მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალს, გარდა ფილტვებისა, ამასთან კიდევ ერთი ლოკალიზაცია ან მორფოლოგიური ტიპი აღნიშნულია ცნობის რომელიმე ნაწილში, კოდი ეძლევა ამ სხვა ლოკალიზაციას. თუ ცნობის II ნაწილში ჩაწერილი ავთვისებიანი სიმსივნე განეკუთვნება ლიმფურ, სისხლმბად და მათ მონათესავე ქსოვილებს, საჭიროა განხილული იქნეს ცნობის მხოლოდ I პირველ ნაწილში მოცემული აღნიშვნები.
მაგალითი 36:I (ა) კუჭის კიბო
(ბ) ღვიძლის კიბო
მიეცით კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C16.9), რადგან იმის მიუხედავად, რომ ზემოთ წარმოდგენილი თანმიმდევრობა გულისხმობს სიმსივნის პირველად ლოკალიზაციას ღვიძლში, ვინაიდან მეტასტაზები ღვიძლიდან (რომელიც მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში შედის) კუჭში უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა; ითვლება, რომ კუჭის კიბო მეტასტაზებს იძლევა ღვიძლში.
მაგალითი 37:I (ა) პერიტონეუმის კიბო
II სარძევე ჯირკვლის კიბო
მიეცით სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C50.9), ვინაიდან პერიტონეუმის კიბო ითვლება მეორადად, იგი შედის მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში.
(ბ)თუ ცნობაში მითითებულია ავთვისებიანი სიმსივნის ორი ლოკალიზაცია და მათ შორის არის კავშირი „ან”, მაშინ ეძლევა იმ რუბრიკის კოდი, რომელიც მოიცავს ორივე ლოკალიზაციას. თუ არ არსებობს ასეთი რუბრიკა, მაშინ კოდი ეძლევა როგორც დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეს. ეს წესი გამოიყენება ყველა ლოკალიზაციის სიმსივნის მიმართ, იმის მიუხედავად შედის თუ არა მეტასტაზთა ტიპური ლოკალიზაციების ჩამონათვალში.
მაგალითი 38:I (ა) მსხვილი ნაწლავის აღმავალი ან დაღმავალი ნაწილის კიბო
მიეცით კოლინჯის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C18.9).
მაგალითი 39:I (ა) წელის მალის ან გავის ოსტეოსარკომა
მიეცით ძვლის დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის კოდი (C41.9).
(გ)თუ ავთვისებიანი სიმსივნის ორი ან მეტი მორფოლოგიური ტიპი განეკუთვნება ლიმფადენოიდურ, სისხლმბად ან მათ მონათესავე ქსოვილებს (C81- C96) კოდი მიეცით მოყვანილი თანმიმდევრობის მიხედვით, რადგან ამ ჯგუფის სიმსივნეები ზოგჯერ ერთი ფორმიდან გადადის სხვა ფორმებში C81-C96 რუბრიკათა ფარგლებში. ქრონიკული ლეიკემიის გამწვავებას ან ბლასტურ კრიზს უნდა მიეცეს ქრონიკული ფორმის კოდი.
მაგალითი 40:I (ა) მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია
(ბ) არა-ჰოჯკინის ლიმფომა
მიეცით არა-ჰოჯკინის ლიმფომის კოდი (C85.9).
მაგალითი 41:I (ა) მწვავე და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
მიეცით ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის კოდი (C91.1).
მრავლობითი ლოკალიზაციები ორგანოთა ერთ სისტემაში
თუ აღნიშნული ლოკალიზაციები განლაგებულია ორგანოთა ერთ სისტემაში და წარმოადგენს მიმდებარეს, უნდა გამოვიყენოთ .8 ქვერუბრიკები I ტომში დასახელებულთა ჩათვლით. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ცნობაში ლოკალიზაციები მითითებულია, როგორც ერთი „და” სხვა ან ლოკალიზაციები ჩაწერილია სხვადასხვა სტრიქონზე. ასეთ შემთხვევაში მიეცემა იმ ქვერუბრიკის .8 კოდი, რომელიც მოიცავს ორივე ლოკალიზაციას. თუ არსებობს რაიმე ეჭვი მოცემული ლოკალიზაციიების მოსაზღვრეობის შესახებ, მაშინ მიეცემა მოცემული ორგანოს დაუზუსტებელი ლოკალიზაციის კოდი.
(ა)თუ აღნიშნულია ორი მიმდებარე ქველოკალიზაცია ერთი და იმავე ორგანოში, კოდი ეძლევა .8 ქვერუბრიკით.
მაგალითი 42: I (ა) დასწვრივი და სიგმოიდური კოლინჯი კარცინომა
მიეცით კოლინჯის სუპერპოზიციური ავთვისებიანი სიმსივნის (C18.8) კოდი.
(ბ)თუ ქველოკალიზაციები არ არის მიმდებარე, კოდი ეძლევა შესაბამისი სამნიშნა რუბრიკის .9 ქვერუბრიკით.
მაგალითი 43:I (ა) პანკრეასის თავის კარცინომა
(ბ) პანკრეასის კუდის კარცინომა
მიეცით კოდი – პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნე, დაუზუსტებელი (C25.9).
(გ)თუ მითითებულია სიმსივნეების ორი მიმდებარე ლოკალიზაცია და თითოეული მათგანი კლასიფიცირებულია სხვადასხვა სამნიშნა რუბრიკაში ორგანოთა ერთი და იმავე სისტემის ფარგლებში, მაშინ კოდი ეძლევა შესაბამისი ორგანოთა სისტემის .8 ქვერუბრიკით. (იხ. ჩამონათვალი I ტ. II კლასის შესავალის V შენიშვნაში).
მაგალითი 44:I (ა) საშოსა და საშვილოსნოს ყელის კარცინომა.
მიეცით ქალის სასქესო ორგანოების სუპერპოზიციური ავთვისებიანი სიმსივნის (C57.8) კოდი.
(დ)თუ ცნობაში ნაჩვენებია ორი ლოკალიზაცია, ორივე ერთ ორგანოშია და ერთი და იმავე მორფოლოგიურ ტიპს განეკუთვნება, კოდი ეძლევა შესაბამისი ორგანოთა სისტემის .9 ქვერუბრიკით, როგორც ნაჩვენებია შემდეგ ჩამონათვალში:
C26.9საჭმლის მომნელებელი სისტემის არაზუსტად განსაზღვრული რეგიონები
C39.9სასუნთქი სისტემის არაზუსტად განსაზღვრული რეგიონები
C41.9ძვალი და სასაზღვრე ხრტილი, დაუზუსტებელი
C49.9შემაერთებელი და რბილი ქსოვილები, დაუზუსტებელი
C57.9ქალის სასქესო ორგანო, დაუზუსტებელი
C63.9მამაკაცის სასქესო ორგანო, დაუზუსტებელი
C68.9საშარდე ორგანო, დაუზუსტებელი
C72.9ცენტრალური ნერვული სისტემა, დაუზუსტებელი
მაგალითი 45:I (ა) ფილტვის არტერიის ემბოლია
(ბ) კუჭის კიბო
(გ) ნაღვლის ბუშტის კიბო
მიეცით საჭმლის მომნელებელი სისტემის არაზუსტად განსაზღვრული რეგიონების (C26.9) კოდი.
(ე)თუ არ არის შესაბამისი ქვერუბრიკა .8 და .9 ნიშნით ეძლევა როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პირველადი მრავლობითი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების კოდი (C97).
მაგალითი 46:I (ა) გულის გაჩერება
(ბ) წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის კარცინომა
მიეცით კოდი დამოუკიდებელი (პირველადი) მრავლობითი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების კოდი (C97), ვინაიდან არ არის შესაბამისი .8 ქვერუბრიკა.
ი.ინფექციური ავადმყოფობები და სიმსივნები.
ა)იმუნურ სისტემაზე ქიმიოთერაპიის ზემოქმედების შედეგად ზოგიერთი პაციენტი მგრძნობიარე ხდება ინფექციური ავადმყოფობის მიმართ და ისინი შეიძლება დაიღუპონ. ამიტომ, ნებისმიერი ინფექციური ავადმყოფობა, რომელიც A00-B19, B25-B64 რუბრიკებს განეკუთვნება, ნაჩვენები, როგორც ავთვისებიანი სიმსივნის „შედეგი”, უნდა განიხილებოდეს პათოლოგიების იმ რიგის ფარგლებში, რომლებიც ცნობის I და II ნაწილში არის მოცემული.
მაგალითი 47:I (ა) ზოსტერი
(ბ) ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
მიეცით ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (C91.1) კოდი.
ბ)ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით [აივ] გამოწვეული ავადმყოფობის გარდა არცერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა არ მიიღება, როგორც ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი.
მაგალითი 48:I (ა) ჰეპატოცელულური კარცინომა
(ბ) B ვირუსული ჰეპატიტი
მიეცით ჰეპატოცელულური კარცინომის (C22.0) კოდი.
მაგალითი 49:I (ა) ბერკიტის სიმსივნე
(ბ) ებშტეინ-ბარის ვირუსი
მიეცით ბერკიტის სიმსივნის (ჩ83.7) კოდი.
მაგალითი 50:I (ა) ღვიძლის ქოლანგიოკარცინომა
(ბ) კლონორქიაზი
მიეცით ღვიძლშიდა სანაღვლე გზების ავთვისებიანი სიმსივნის (ჩ22.1) კოდი.
კ) ავთვისებიანი სიმსივნეები და სისხლისმიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები
სისხლისმიმოქცევის სიტემის შემდეგი მწვავე ან ფატალური ავადმყოფობები, რომლებიც ცნობის I ნაწილში არის აღნიშნული, განიხილება, როგორც ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული.
I21-I22მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
I24.–გულის სხვა მწვავე იშემიური ავადმყოფობებები
I26.–ფილტვის არტერიის ემბოლია
I30.–მწვავე პერიკარდიტი
I33.–მწვავე და ქვემწვავე ენდოკარდიტი
I40.–მწვავე მიოკარდიტი
I44.–წინაგულ-პარკუჭოვანი და ჰისის კონის მარცხენა ტოტის ბლოკადა
I45.–გამტარებლობის სხვა შეფერხებები
I46.–გულის გაჩერება
I47.–პაროქსიზმული ტაქიკარდია
I48წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა
I49.–გულის სხვა არითმიები
I50.–გულის უკმარისობა
I51.8გულის სხვა არაზუსტად განსაზღვრული მდგომარეობები
I60– I69 ცერებრულვასკულური ავადმყოფობები, გარდა I67.0 – I67.5, I67.9, I69.–
სისხლის მიმოქცევის სისტემის შემდეგი ავადმყოფობები არ ჩაითვლება ავთვისებიანი სიმსივნის შედეგად:
I00– I09რევმატიზმი და გულის რევმატიზმული ავადმყოფობები
I10– I15ჰიპერტენზიული ავადმყოფობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მითითებულია როგორც ენდოკრინული ორგანოების სიმსივნების, თირკმელების სიმსივნეებისა და კარცინოიდური სიმსივნეების შედეგი)
I20.–სტენოკარდია
I25.–გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობა
I70.–ათეროსკლეროზი
რევმატიზმი გულის დაზიანებით
თუ ცნობაში არ არის აღნიშნული, იყო თუ არა სიკვდილის მომენტში აქტიური რევმატიზმული პროცესი, საჭიროა აქტიურად ჩაითვალოს მაშინ, როდესაც გულის ავადმყოფობა (გარდა ტერმინალური მდგომარეობებისა და ბაქტერიული ენდოკარდიტისა), დაზუსტებულია, როგორც რევმატიზმული ან მითითებულია როგორც მწვავე ან ქვემწვავე რევმატიზმის შედეგი. ასეთი განმარტების არარსებობის შემთხვევაში ტერმინები „კარდიტი”, „ენდოკარდიტი”, „გულის ავადმყოფობა”, „მიოკარდიტი”, და „პანკარდიტი” შეიძლება ჩაითვალოს როგორც მწვავე, თუ დროის მონაკვეთი ავადმყოფობის დასაწყისსა და სიკვდილს შორის ერთ წელზე ნაკლებია. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ინტერვალი არ არის მითითებული და ასაკი სიკვდილის დროს 15 წელზე ნაკლებია. „პერიკარდიტი” შეიძლება ჩაითვალოს მწვავედ ნებისმიერ ასაკში.
თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები, შეიძლება განიხილოს, როგორც თანდაყოლილი, თუკი ის სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს მოცემულ ასაკში და არ არის მითითებული, რომ ის შეძენილია დაბადების შემდეგ.
ერთ წლამდე: ანევრიზმა, აორტის სტენოზი, ატრეზია, თავის ტვინის ატროფია, თავის ტვინის ცისტა, დეფორმაცია, ორგანოს ცდომა, ექტოპია, ორგანოს ჰიპოპლაზია, განვითარების მანკი, ფილტვის არტერიის სტენოზი, გულის სარქვლოვანი ავადმყოფობა.
4 კვირამდე: გულის ავადმყოფობა სხვაგვარად დაუზუსტებელი, ჰიდროცეფალია სხვაგვარად დაუზუსტებელი.
თუ დროის მონაკვეთი დაავადების დაწყებიდან სიკვდილამდე, სიკვდილის დროს მოწმობს განვითარების თანდაყოლილ დარღვევას, ნებისმიერი პათოლოგია განიხილება, როგორც თანდაყოლილი, მაშინაც კი, როდესაც სამედიცინო ცნობაში იგი არ არის დაზუსტებული როგორც თანდაყოლილი.
დაზიანების ხასიათი
სიკვდილის გარეგანი მიზეზების კოდები (V01-Y89) უნდა გამოვიყენოთ, როგორც ძირითადი, ერთეული მიზეზების კოდის განსაზღვრისათვის და სიკვდილობის მონაცემების სტატისტიკური დამუშავებისათვის, რომელიც შეიცავს ტრავმებს, მოწამვლებს და გარეგანი მიზეზების სხვა შედეგებს.
რეკომენდებულია XIX (S00-T98) კლასის კოდების გამოყენება დაზიანების ხასიათის განსაზღვრისათვის და შესაბამისი სტატისტიკური გათვლებისათვის. ქვემოთ მოყვანილი შენიშვნები შეხეება კოდების განსაზღვრის ამ სისტემას შეეხება.
როდესაც მითითებულია ერთზე მეტი სახის დაზიანება სხეულის ერთსა და იმავე მიდამოში, რომელიც განეკუთვნება S00-S99, T08-T35 და T66-T79 რუბრიკებს და არ არის ზუსტი მითითება, თუ რომელი მათგანი წარმოადგენდა სიკვდილის მიზეზს, საჭიროა გამოვიყენოთ შერჩევის ზოგადი პრინციპი და წესი ჩვეულებრივი თანმიმდევრობით.
მაგალითი 1:I (ა) ჰემორაგიული შოკი
(ბ) სისხლდენა მუცლის ღრუში
(გ) ღვიძლის გასკდომა
(დ) საგზაო შემთხვევა
მიეცით ღვიძლის დაზიანების (S36.1) კოდი, ვინაიდან იგი იყო იმ თანმიმდევრობის საწყისი წერტილი, რომელიც დასრულდა ცნობაში პირველად ნახსენები მდგომარეობით.
მაგალითი 2:I (ა) ცხიმოვანი ემბოლია
(ბ) ბარძაყის ძვლის მოტეხილობა
(გ) ბარძაყის ჭრილობა
(დ) საგზაო შემთხვევა
აირჩიეთ ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის (შ72.9) კოდი. ვინაიდან იგი იყო იმ თანმიმდევრობის საწყისი წერტილი, რომელიც დასრულდა ცნობაში პირველად ნახსენები მდგომარეობით. „უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა”, რომ ბარძაყის გაგლეჯილ ჭრილობას შეეძლო გამოეწვია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა.
მაგალითი 3:I (ა) პერიტონიტი
(ბ) კუჭის და განივი კოლინჯის გასკდომა.
(გ) საგზაო შემთხვევა
აირჩიეთ კუჭის გასკდომა (შ36.3), ვინაიდან ის იყო პირველად ნახსენები ანუ შედეგის საწყისი წერტილი (I წესის მიხედვით).
მაგალითი 4:I (ა) ჩირქოვანი მენინგიტი
(ბ) ქუთუთოს კონტუზია და თვალბუდის შემავალი ჭრილობა
აირჩიეთ თვალბუდის შემავალი ჭრილობა (შ05.4), ვინაიდან ქუთუთოს კონტუზია, შერჩეული II წესის თანახმად, აშკარად თვალბუდის შემავალი ჭრილობის პირდაპირი შედეგია (გამოიყენება III წესი).
იმ შემთხვევებში, როდესაც დაზიანება სხეულის ერთზე მეტ მიდამოს მოიცავს, საჭიროა მიეცეს შესაბამისი რუბრიკის კოდი თ00-თ06 ბლოკიდან „დაზიანებები, რომლებიც მოიცავს სხეულის სხვადასხვა მიდამოს”. ეს პრინციპი გამოიყენება სხეულის სხვადასხვა მიდამოს, როგორც ერთი ტიპის დაზიანებების, ასევე ერთზე მეტი სახის დაზიანების შემთხვევაში.
სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით და ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლა
იმ შემთხვევებში, როდესაც მოწამვლა სამკურნალწამლო საშუალებათა კომბინაციითაა გამოწვეული, რომლის ცალკეული კომპონენტის კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარად ხდება, იქცევიან შემდეგნაირად: თუ სიკვდილის მიზეზია კომბინაციის ერთ-ერთი კომპონენტი, მიეცით კოდი ამ კომპონენტს; თუ კომპონენტი დაზუსტებული არ არის, მიეცით კოდი რუბრიკით, რომელიც ამ კომბინაციისთვისაა გათვალისწინებული, მაგალითა, შერეული ანტიეპილეფსიური საშუალებები (T42.5). იმ შემთხვევაში, როდესაც კომბინაციის კომპონენტების კლასიფიკაცია ხდება ერთი და იგივე სამნიშნა რუბრიკით, მთელ კომბინაციას აკუთვნებენ შესაბამის ქვერუბრიკას „სხვა”, საწინააღმდეგო შემთხვევაში გამოიყენება თ50.9 კოდი.
სამკურნალწამლო ნივთიერებათა ალკოჰოლთან კომბინაციას კოდი ეძლევა იმ რუბრიკით, რომელსაც ეს ნივთიერება განეკუთვნება.
გარეგანი მიზეზები
გარეგანი მიზეზების კოდები (V01-Y89) უნდა გამოვიყენოთ, როგორც ძირითადი, ერთეული მიზეზების კოდის განსაზღვრისათვის და გამომწვევი მიზეზების შესახებ მონაცემების სტატისტიკური დამუშავებისათვის, ეს შეიძლება განხორციელდეს მაშინ, როდესაც პათოლოგიური მდგომარეობის კლასიფიკაცია ხდება XIX კლასში (ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების სხვა შედეგები)
როდესაც პათოლოგიური მდგომარეობის კლასიფიკაცია ხდება I-XVIII კლასებში მაშინ, საკუთრივ პათოლოგიურ მდგომარეობას უნდა მიეცეს კოდი, როგორც გამომწვევ მიზეზს, ხოლო რუბრიკები გარეგანი მიზეზებისთვის განკუთვნილი კლასიდან სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იყოს დამატებითი კოდების სახით.
გამონათქვამები, რომლებიც მიუთითებს საეჭვო დიაგნოზზე
დამახასიათებელი გამონათქვამები, რომლებიც გამოხატავს გარკვეულ ეჭვს დიაგნოზის სიზუსტის შესახებ, როგორიცაა „როგორც ჩანს”, „სავარაუდოდ”, „შესაძლო” და ა.შ. უნდა იყოს უგულებელყოფილი, ვინაიდან რუბრიკები ასეთი მახასიათებლების გარეშე განსხვავდება მხოლოდ დიაგნოზის სარწმუნობის ხარისხით.
პერინატალური სიკვდილობა: მითითებები ცნობის შევსებაზე და კოდის განსაზღვრის წესები
ცნობა პერინატალური სიკვდილობის შესახებ
შეძლებისდაგვარად საჭიროა შეივსოს ცალკეული ცნობა პერინატალური სიკვდილის მიზეზის შესახებ, რომელშიც მდგომარეობები, რომლებმაც განაპირობეს სიკვდილი მოწოდებულია შემდეგი სახით:
(ა)ნაყოფის ან ახალშობილის ძირითადი ავადმყოფობა ან პათოლოგიური მდგომარეობა
(ბ)ნაყოფის ან ახალშობილის სხვა ავადმყოფობები ან პათოლოგიური მდგომარეობები
(ც)დედის ძირითადი ავადმყოფობა ან პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფზე ან ბავშვზე.
(დ)დედის სხვა ავადმყოფობები ან პათოლოგიური მდგომარეობანი, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფზე ან ბავშვზე
(ე)სხვა გარემოებანი, რომლებსაც კავშირი აქვს სიკვდილთან.
ცნობაში უნდა ჩაიწეროს პირადობის დამადასტურებელი მონაცემები, მიეთითოს თარიღი და დრო, ინფორმაცია იმის შესახებ, ბავშვი ცოცხალი დაიბადა თუ მკვდარი, აგრეთვე გაკვეთის შედეგები.
პერინატალური სიკვდილობის და ყველა ცოცხლადშობილის სიკვდილობის შესახებ მონაცემთა დეტალური ანალიზის წარმოებისთვის, სიკვდილის მიზეზის შესახებ ინფორმაციის გარდა, საჭიროა დედისა და ბავშვის შემდეგი მონაცემები:
დედა
დაბადების თარიღი
წინა ორსულობათა რაოდენობა: მშობიარობა ცოცხალი ნაყოფით/მშობიარობა მკვდარი ნაყოფით/აბორტი
წინა ორსულობათაგან უკანასკნელის თარიღი და გამოსავალი: მშობიარობა ცოცხალი ნაყოფით/მშობიარობა მკვდარი ნაყოფით/აბორტი
ამჟამინდელი ორსულობა:
· უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღე (თუ უცნობია, მაშინ ორსულობის სავარაუდო ვადა სრულ კვირეებში)
· მშობიარობისწინა სამედიცინო დახმარება, მიმართვების რაოდენობა – ორი ან მეტი: კი/არა/უცნობია
· მშობიარობა: ნორმალური სპონტანური მშობიარობები თავით წინმდებარეობით/სხვა (მიეთითოს)
ბავშვი
სხეულის მასა გრამებში დაბადებისას
სქესი: ვაჟი/ქალი, გაურკვეველი
ერთნაყოფიანი მშობიარობა/პირველი ორიდან/მეორე ორიდან/,სხვა მრავალნაყოფიანი მშობიარობა
თუ ბავშვი დაიბადა მკვდარი, სიკვდილის დრო: მშობიარობის დაწყებამდე/მშობიარობის დროს/,უცნობია
ცნობაში ასევე შეიძლება ჩართული იყოს მონაცემები იმ პირებზე,რომლებმაც მიიღეს მშობიარობა შემდეგი სქემის მიხედვით: ექიმი/დიპლომიანი, მეანი/სხვა ნასწავლი პირი (დაზუსტდეს),/სხვა პირი (დაზუსტდეს).
მეთოდები, რომელთა დახმარებითაც კრებენ დამატებით მონაცემებს დედისა და ბავშვის შესახებ, შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული მოქალაქეთა მდგომარეობის აქტის რეგისტრაციის სისტემასთან დაკავშირებით. იქ, სადაც ისინი იკრიბება მკვდრადშობადობის შემთხვევების და ადრეული ნეონატალური სიკვდილობის რეგისტრაციისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფორმა, რომელიც მსგავსია „ცნობის, პერინატალური სიკვდილის შესახებ”. სხვა შემთხვევებში აუცილებელია სპეციალური საშუალებები (მაგ. დაბადებისა და სიკვდილის შემთხვევების შესახებ ცალკეულ მონაცემთა ერთობლიობა), იმისათვის, რომ ანალიზის დროს გაერთიანდეს სიკვდილის მიზეზის შესახებ დამატებითი ცნობები და მონაცემები.
ქვეყნებში, სადაც მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის თანამიმდევრობა ართულებს ცოცხლადშობილების და მკვრადშობილების სიკვდილის შესახებ საერთო ცნობის შემოღებას, პრობლემა შეიძლება გადაიჭრას მკვდრადშობადობის შემთხვევებისთვის და ადრეული ნეონატალური სიკვდილობისთვის ცალკეული ცნობების შემოღებით, რომელთაგან თითოეული უნდა შეიცავდეს სიკვდილის მიზეზის ჩაწერისთვის რეკომენდებულ ფორმას.
ცნობა პერინატალური სიკვდილის მიზეზის შესახებ

სიკვდილის მიზეზის ჩაწერის თანამიმდევრობა
პერინატალური სიკვდილობის მიზეზის ჩაწერის მიზნით ცნობა მოიცავს ხუთ ნაწილს, რომლებიც აღნიშნულია ლათინური ასოებით „ა”-დან „ე”-მდე. „ა” და” ბ” ნაწილებში უნდა შევიდეს ახალშობილის ან ნაყოფის ავადმყოფობები ან პათოლოგიური მდგომარეობები, ამასთან, ერთი–შედარებით ძირითადი იწერება „ა” ნაწილში, ხოლო დანარჩენი, თუ ასეთები არსებობს, „ბ” ნაწილში. „შედარებით ძირითადი” გულისხმობს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელმაც ცნობის შემვსები პირის მოსაზრებით, შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ბავშვის ან ნაყოფის სიკვდილში. ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა გულის უკმარისობა, ასფიქსია, ანოქსია, რომლებიც ახასიათებს სიკვდილის მექანიზმს, არ ჩაიწერება ”ა” ნაწილში, თუ ის არ იყო ნაყოფის ან ახალშობილის ერთადერთი ცნობილი მდგომარეობა. ეს ეხება დღენაკლულებსაც.
„ც” და „დ” ნაწილებში იწერება დედის ყველა ავადმყოფობა ან მდგომარეობა, რომლებმაც დოკუმენტის შემვსები პირის მოსაზრებით უარყოფითად იმოქმედა ახალშობილზე ან ნაყოფზე. ამ შემთხვევაშიც ამ მდგომარეობათაგან შედარებით ძირითადი უნდა ჩაიწეროს „ც” ნაწილში, ხოლო სხვები, თუ ასეთები არის „დ” ნაწილში. „ე” ნაწილი გათვალისწინებულია სხვა გარემოებათა ჩასაწერად, რომლებიც წინ უძღვოდა ლეტალურ გამოსავალს, მაგრამ ვერ დახასიათდება, როგორც ბავშვის ან დედის ავადმყოფობა ან პათოლოგიური მდგომარეობა, მაგალითად, მშობიარობის აქტი იმ პირის გარეშე, ვინც მიიღებდა მშობიარობას.
შემდეგი მაგალითები თვალსაჩინოს ხდის მოცემულ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზის ჩაწერის რეკომენდებულ თანამიმდევრობას.
მაგალითი 1. დედა, რომლის წინა ორსულობები დამთავრდა სპონტანური აბორტებით 12 და 18 კვირის ვადაში, ჰოსპიტალიზებულია ორსულობის 24-ე კვირაზე დიაგნოზით „ნაადრევი მშობიარობა”. მშობიარობა იყო სპონტანური; დაიბადა ბავშვი მასით 700 გრამი, რომელიც გარდაიცვალა სიცოცხლის პირველი დღის განმავლობაში. ძირითადი პათოლოგიური მდგომარეობა, აღმოჩენილი გაკვეთისას–”ფილტვების მოუმწიფებლობა
პერინატალური სიკვდილის მიზეზები:
(ა) ფილტვების მოუმწიფებლობა
(ბ) –
(გ) ნაადრევი მშობიარობა, მიზეზი უცნობია
(დ) ჩვეული აბორტი
(ე) –
მაგალითი 2. ქალი 26 წლის პირველი ორსულობით, ანამნეზში რეგულარული მენსტრუალური ციკლი, ორსულობის მე-10 კვირიდან იღებდა სტანდარტულ მშობიარობისწინა დახმარებას. ორსულობის 30-32-ე კვირაზე კლინიკურად შემჩნეულ იქნა ნაყოფის განვითარების შეფერხება, რაც დადასტურდა 34-ე კვირაზე. უსიმპტომო ბაქტერიურიის გარდა, ამ მდგომარეობის გამომწვევი სხვა აშკარა მიზეზი არ გამოვლინდა. გაკეთდა საკეისრო კვეთა და ამოყვანილ იქნა ცოცხალი ვაჟი მასით 1600 გრამი. პლაცენტა იწონიდა 300 გრამს და დახასიათდა, როგორც ინფარქტიანი. ბავშვს გამოუვლინდა რესპირაცირული დისტრეს-სინდრომი, რომელიც ემორჩილებოდა მკურნალობას. ბავშვი დაიღუპა მე-3 დღეს უეცრად. გაკვეთისას აღმოჩნდა ფილტვებში დიფუზურად გავრცელებული ჰიალინური მემბრანები და მასიური სისხლჩაქცევა კუჭში.
პერინატალური სიკვდილის მიზეზები
(ა) სისხლჩაქცევა კუჭში
(ბ) რესპირატორული დისტრეს-სინდრომი
ნაყოფის განვითარების შეფერხება
(გ) პლაცენტის უკმარისობა
(დ) ბაქტერიურია ორსულობისას
საკეისრო კვეთა
მაგალითი 3 ქალს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით, რომელსაც არადამაკმაყოფილებლად აკონტროლებდნენ მისი პირველი ორსულობის მანძილზე, ორსულობის 32-ე კვირაზე განუვითარდა მეგალობლასტური ანემია. 38-ე კვირაზე გამოწვეული იქნა მშობიარობა. სპონტანური მშობიარობის შედეგად დაიბადა ბავშვი წონით 3200 გრამი. ბავშვს განუვითარდა ჰიპოგლიკემია და გარდაიცვალა მე-2 დღეს. გაკვეთისას აღმოჩნდა არტერიული ღეროს შეუხორცებლობა
პერინატალური სიკვდილის მიზეზები:
(ა) არტერიული ღეროს შეუხორცებლობა
(ბ) ჰიპოგლიკემია
(გ) შაქრიანი დიაბეტი
(დ) მეგალობლასტური ანემია
(ე) –
მაგალითი 4.ქალი 30 წლის, ჰყავს 4 წლის ვაჟი ჯანმრთელი. უკანასკნელი ორსულობა მიმდინარეობდა ფიზიოლოგიურად, თუ არ ჩავთვლით მრავალწყლიანობას. რენტგენოლოგიური გამოკვლევით 36-ე კვირაზე გამოვლინდა ნაყოფის ანენცეფალია. გამოწვეული იქნა მშობიარობა. დაიბადა მკვდარი ნაყოფი, მასით 1500 გრამი., ანენცეფალიით.
პერინატალური სიკვდილის მიზეზები:
(ა) ანენცეფალია
(ბ) –
(გ) მრავალწყლიანობა
(დ) –
(ე) –
სტატისტიკური ცხრილების შედგენა პერინატალური სიკვდილის მიზეზებზე
ცნობების საფუძველზე, რომელთა ფორმა მოყვანილია 90-ე გვერდზე პერინატალური სიკვდილობის სტატისტიკისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელია ყველა დარეგისტრებული მდგომარეობების ფართომასშტაბიანი ანალიზი მრავლობითი მიზეზების მიხედვით. იქ, სადაც ეს ვერ განხორციელდება, კარგი იქნება ჩატარდეს მინიმუმ ნაყოფის ან ახალშობილის ძირითადი ავადმყოფობის ან მდგომარეობის („ა” ნაწილი) და ნაყოფზე ან ახალშობილზე მოქმედი დედის ძირითადი მდგომარეობის („გ” ნაწილი) ანალიზი, ამ ორი მდგომარეობის ჯვარედინი ცხრილების გამოყენებით. თუ აუცილებელია, ამოირჩეს მხოლოდ ერთი მდგომარეობა (მაგალითად, როცა საჭიროა ადრეულ ნეონატალურ პერიოდში სიკვდილის შემთხვევების ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ერთეული მიზეზის მიხედვით სიკვდილობის ანალიზის ცხრილებში შეტანა), მაშინ უნდა შეირჩეს ნაყოფის ან ახალშობილის ძირითადი ავადმყოფობა ან მდგომარეობა („ა” ნაწილი).
კოდის მინიჭება სიკვდილის მიზეზებისათვის
ყოველ მდგომარეობას, ჩაწერილს „ა”, ” ბ”, ” გ” და „დ” ნაწილებში, კოდი უნდა მიეცეს ცალკე. დედის მდგომარეობას, რომელიც გავლენას ახდენს ახალშობილზე ან ნაყოფზე და ჩაწერილია ”გ” და „დ” ნაწილში, კოდი უნდა მიეცეს P00-P04 რუბრიკებიდან. ეს რუბრიკები არ გამოიყენება „ა” და ”ბ” ნაწილში ჩაწერილ მდგომარეობათა კოდის განსაზღვრისას. ნაყოფის ან ახალშობილის „ა” ნაწილში ჩაწერილი მდგომარეობების კოდის მინიჭება შესაძლებელია ნებისმიერი რუბრიკით, გარდა P00-P04 რუბრიკებისა, თუმცა ხშირ შემთხვევებში გამოიყენება P05-P96 რუბრიკები (პერინატალური მდგომარეობანი) ან Q00-Q99 (თანდაყოლილი ანომალიები). „ა” და ”გ” ნაწილში ჩაწერილი მდგომარეობების კოდის განსაზღვრისას გამოიყენება მხოლოდ ერთი კოდი, ხოლო „ბ” და ”დ” ნაწილებში ჩაწერილი მდგომარეობების კოდის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს იმდენი კოდი, რამდენი მდგომარეობაცაა ნაჩვენები.
”ე” ნაწილი განკუთვნილია პერინატალური სიკვდილობის ცალკეული შემთხვევების გარემოებათა განხილვისთვის, ამიტომ ხშირად ამ პუნქტში ჩანაწერი არ საჭიროებს კოდის განსაზღვრას. თუმცა, თუ აუცილებელია ”ე” ნაწილში ჩაწერილ გარემოებათა სტატისტიკური ანალიზის წარმოება ერთეული მიზეზის მიხედვით, მაშინ XX და XXI კლასებში უნდა შეირჩეს ზოგიერთი შესაბამისი რუბრიკა; თუ ამის გაკეთებაც ვერ ხერხდება, მაშინ ამ კლასიფიკაციის მომხმარებლებმა თვითონ უნდა შეიმუშაონ ამ ინფორმაციის კოდის განსაზღვრის საკუთარი სისტემა.
კოდის მინიჭების წესები
საერთო სიკვდილობის შესახებ მონაცემთა სტატისტიკური გადამუშავებისთვის გამოყენებული მიზეზთა შერჩევის წესები მიუღებელია პერინატალური სიკვდილობის მიზეზის შერჩევისათვის. დასაშვებია, რომ ცნობებში სიკვდილის მიზეზები არ იყოს ჩაწერილი ზემოთ მითითებული წესების შესაბამისად. ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია, ასეთი ცნობა უნდა შესწორდეს მათ მიერ, ვინც მას ავსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი წესებით.
წესი P1. ცნობები სიკვდილის ან დღენაკლულობის მექანიზმების შესახებ „ა” ნაწილში
თუ „ა” ნაწილში ჩაწერილია ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა გულის უკმარისობა, ასფიქსია ან ანოქსია (ნებისმიერი იმ მდგომარეობათაგანი, რომლებიც ეკუთვნიან P20.–, P21.– რუბრიკებს), ან დღენაკლულობა (ნებისმიერი იმ მდგომარეობათაგანი, რომლებიც ეკუთვნიან P07.– რუბრიკას), ხოლო ახალშობილის ან ნაყოფის სხვა მდგომარეობები შეტანილია „ა” და ”ბ” ნაწილში, მაშინ კოდი მიენიჭება ხსენებულ ამ სხვა მდგომარეობათაგან პირველს, თითქოსდა ის მითითებული იყოს „ა” ნაწილში; მდგომარეობას, რომელიც ფაქტობრივად მითითებულია „ა” ნაწილში, კოდი მიენიჭება ისე, თითქოს ის ჩაწერილი იყოს ”ბ” ნაწილში.
მაგალითი 1: ცოცხლადშობილი: სიკვდილი 4 დღის ასაკში კოდები
(ა) დღენაკლულობა P07.3
(ბ) შპინა ბიფიდა Q05.9
(გ)პლაცენტის უკმარისობა P02.2
(დ)–
დღენაკლულობას კოდი მიენიჭება, თითქოს ის ჩაწერილი იყოს „ბ” ნაწილში, ხოლო შპინა ბიფიდა-ს – თითქოს ეს მდგომარეობა ჩაწერილი იყოს „ა” ნაწილში.
მაგალითი 2: ცოცხლადშობილი: სიკვდილი დაბადებიდან კოდები
50 წუთის შემდეგ
(ა) მძიმე სამშობიარო ასფიქსია P21.0
ჰიდროცეფალია
(ბ) –Q03.9
(გ) გაძნელებული მშობიარობა P03.1
(დ) მძიმე პრეეკლამფსია P00.0
მძიმე სამშობიარო ასფიქსიას, კოდი მიენიჭება, თითქოს ის ჩაწერილი იყოს „ბ” ნაწილში, ხოლო ჰიდროცეფალიას – თითქოს ეს მდგომარეობა ჩაწერილი იყოს „ა” ნაწილში.
წესი P2 ორი ან მეტი მდგომარეობა ჩაწერილი „ა” ან „გ” ნაწილში
თუ ორი ან მეტი მდგომარეობა ჩაწერილია „ა” ან „გ” ნაწილში, კოდი მიენიჭება ხსენებული მდგომარეობათაგან პირველს, თითქოსდა ის ჩაწერილი იყოს „ა” ნაწილში ან „გ” ნაწილში, ხოლო დანარჩენებს კოდი მიენიჭება როგორც „ბ” ან „დ” ნაწილში შესულ მდგომარეობებს.
მაგალითი 3: მკვდრადშობილი: მოკვდა მშობიარობის დაწყებამდეკოდები
(ა) ნაყოფის კვების მძიმე უკმარისობა გესტაციურიP05.0
ასაკისათვის „მცირეწონიანი” საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია
(ბ) –P20.9
(გ) მძიმე პრეეკლამფსია P00.0
პლაცენტის წინამდებარეობა
(დ) – P02.0
ასაკისთვის „მცირეწონიანი” ნაყოფის კვების უკმარისობას კოდი მიენიჭება „ა” ნაწილში, სამშობიარო ანოქსიას – „ბ” ნაწილში, მძიმე პრეეკლამფსიას – „გ” ნაწილში, პლაცენტის წინამდებარეობას – „დ” ნაწილში.
მაგალითი 4: ცოცხლადშობილი: მოკვდა 2 დღის ასაკშიკოდები
(ა) ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა P10.0
მეკონიუმით მასიური ასპირაცია
საშვილოსშიდა ჰიპოქსია
(ბ) ჰიპოგლიკემია P24.0
ვადაგადაცილებული ორსულობა P20.9
P70.4
P08.2
(გ) მაშებით მშობიარობა P03.2
(დ) მძიმე პრეეკლამფსია P00.0
ტრავმულ სუბდურულ სისხლჩაქცევას კოდი მიენიჭება „ა” ნაწილში, ხოლო სხვა მდგომარეობებს, რომლებიც ჩაწერილია „ა” ნაწილში კოდი მიენიჭება „ბ” ნაწილში.
წესი P3. (ა) ან (გ) ნაწილში ჩანაწერის არ არსებობა
თუ (ა) ნაწილში არ არის ჩანაწერი, მაგრამ ახალშობილის ან ნაყოფის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერი არსებობს (ბ) ნაწილში, კოდი ეძლევა ხსენებულთაგან პირველს, თითქოსდა ის ჩაწერილია (ა) ნაწილში; თუ ჩანაწერი არ არის არც (ა) და არც (ბ) ნაწილში, მაშინ (ა) ნაწილში კოდის მიცემისათვის გამოიყენება რუბრიკა P95 მკვრადშობილთათვის (ნაყოფის სიკვდილი დაუზუსტებელი მიზეზით), ან ქვერუბრიკა P96.9 ადრეული ნეონატალური სიკვდილის შემთხვევებისთვის (მდგომარეობები, აღმოცენებული პერინატალურ პერიოდში).
ანალოგიურად, თუ (გ) ნაწილში არ არის ჩანაწერი, მაგრამ დედის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერი არსებობს (დ) ნაწილში, კოდირდება ხსენებულთაგან პირველი, თითქოსდა ის ჩაწერილია (გ) ნაწილში. თუ ჩანაწერი არ არის არც (გ) და არც (დ) ნაწილში, (გ) ნაწილში გამოიყენება რომელიმე ხელოვნური კოდი (მაგ. XXX.X), რათა ხაზი გაესვას დედის ჯანმრთელობის შესახებ ცნობათა არარსებობას.
მაგალითი 5:ცოცხლადშობილი; მოკვდა დაბადებიდან კოდები
15 წუთში
(ა) –P10.4
(ბ) ნათხემის კარვის დაზიანებაP22.0
რესპირაციული დისტრეს-სინდრომი
(გ) –XXX.X
(დ) –
ნათხემის კარვის დაზიანებას კოდი მიენიჭება „ა” ნაწილში, „გ” ნაწილში გამოიყენებენ XXX.X კოდს.
მაგალითი 6:ცოცხლადშობილი; მოკვდა დაბადებიდან 2 დღის შემდეგ კოდები
(ა) –P95
(ბ) –
(გ) –P00.0
(დ) ეკლამფსია (გახანგრძლივებული ესენციური ჰიპერტენზია)
ნეონატალური სიკვდილის დაუზუსტებელ მიზეზს კოდი მიეცემა „ა” ნაწილში, ეკლამფსიას – „გ” ნაწილში.
წესი P4. მდგომარეობები, რომლებიც შეცდომითაა შეტანილი სხვა ნაწილში
თუ დედის მდგომარეობა (ე.ი. მდგომარეობები P00-P04 რუბრიკებში) შეტანილია (ა) ნაწილში ან (ბ) ნაწილში, ან თუ ნაყოფისა ან ახალშობილის მდგომარეობა შეტანილია (გ) ნაწილში ან (დ) ნაწილში, მიეცით კოდები ისე, თითქოს ეს მდგომარეობები შეტანილია შესაბამის სწორ ნაწილებში.
თუ, ნაყოფის ან ახალშობილის მდგომარეობა, ან დედის მდგომარეობა შეცდომით არის შეტანილი (ე) ნაწილში, მიეცით კოდი, დამატებით როგორც ნაყოფის ან დედის მდგომარეობას (ბ) ან (დ) ნაწილში შესაბამისად.
მაგალითი 7: მკვდრადშობილი; მოკვდა მშობიარობის პროცესში. კოდები
(ა) საშვილოსნოსშიდა მძიმე ჰიპოქსიაP20.9
(ბ) მშობიარობა თხემით მდგრადი წინამდებარეობის დროს
(გ) –P03.1
(დ) –P03.2
(ე) მძიმე მშობიარობა მაშებით
მშობიარობა თხემით მდგრადი წინამდებარეობის დროს მიეცემა კოდი „გ” ნაწილში, მძიმე მშობიარობას მაშებით – „დ” ნაწილში.
ავადობა
1948 წ. ასკ–ს მე-6 გადახედვის მოქმედების პერიოდში, ჯანდაცვის ხელმძღვანელობიდან, სოცუზრუნველყოფის სამსახურებიდან და მედიცინის მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მკვლევარებიდან მიღებულ იქნა მრავალი თხოვნა ავადობის ანალიზისთვის შესაფერისი კლასიფიკაციის შექმნის შესახებ. ამიტომ, ასკ-ში შეიტანეს მონაცემები ავადობის შესახებ. ავადობის მონაცემებს სულ უფრო ხშირად იყენებენ პროგრამების და ჯანდაცვის სფეროში პოლიტიკის დაგეგმარებისას, და მათი მართვის მონიტორინგისა და შეფასებისათვის ეპიდემიოლოგიაში, რისკ-ჯგუფების იდენტიფიკაციისათვის, და კლინიკური გამოკვლევების დროს (სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში ავადმყოფობის გავრცელების შესწავლის მიზნით).
მდგომარეობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ავადობის ანალიზისთვის, – ეს არის ძირითადი მდგომარეობა, რომლის გამოც ტარდებოდა მკურნალობა ან გამოკვლევა. ძირითადი მდგომარეობა განისაზღვრება, როგორც სამედიცინო დახმარების გაწევის ეპიზოდის ბოლოში დადიაგნოზებული მდგომარეობა, რის გამოც პაციენტს მკურნალობდნენ ან იკვლევდნენ. ერთზე მეტი ასეთი მდგომარეობის არსებობისას კი ირჩევენ იმას, რომლის წილზეც მოვიდა გამოყენებული რესურსების უმეტესი ნაწილი. თუ დიაგნოზი დაუდგენელი დარჩა, მაშინ ძირითადი მდგომარეობის სახით ირჩევა წამყვანი სიმპტომი, ნორმიდან გადახრა ან პრობლემა.
ძირითადი მდგომარეობის გარდა, შეძლებისდაგვარად სამედიცინო დოკუმენტებში ცალკე უნდა ჩამოითვალოს სხვა მდგომარეობები ან პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა სამედიცინო დახმარების მოცემული ეპიზოდის განმავლობაში. სხვა მდგომარეობები განისაზღვრება, როგორც მდგომარეობები, რომლებიც თანაარსებობს ან აღმოცენდება სამედიცინო დახმარების მოცემული ეპიზოდის განმავლობაში და გავლენას ახდენს პაციენტის მდგომარეობაზე. მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია უფრო ადრინდელ ეპიზოდთან და რომლებიც გავლენას არ ახდენს მიმდინარე ეპიზოდზე, რეგისტრაციას არ საჭიროებს.
თითოეული ეპიზოდისათვის ერთეული მდგომარეობის მიხედვით გადამუშავებით ანალიზის შემოსაზღვრას თან ახლავს არსებული ინფორმაციის ნაწილის დაკარგვა. ამიტომ რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად ჩატარდეს მრავლობითი მიზეზის მიხედვით ავადობის კოდის დადგენა და ანალიზი, რათა შეივსოს ჩვეულებრივი მონაცემები. ეს შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად, რამდენადაც არანაირი საერთაშორისო წესი არ არსებობს. ადგილობრივი მიდგომების გადამუშავებისთვის შეიძლება სასარგებლო გამოდგეს სხვა რეგიონის გამოცდილებები.
დიაგნოსტიკური ინფორმაციის ჩაწერის თანმიმდევრობაერთეული მდგომარეობის მიხედვით ავადობის შესახებ მონაცემთა ანალიზისთვის
ძირითადი მდგომარეობები
პაციენტის მკურნალობაზე პასუხისმგებელმა პრაქტიკოსმა ექიმმა სამედიცინო დახმარების გაწევის თითოეული შემთხვევისთვის უნდა შეარჩიოს ძირითადი მდგომარეობა, მოახდინოს მისი რეგისტრაცია, შემდეგ გაუკეთოს რეგისტრაცია ნებისმიერ სხვა მდგომარეობებს. აუცილებელია ამ ინფორმაციის სისტემატიზებული ორგანიზებული ჩაწერა სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. სწორად შევსებული სარეგისტრაციო დოკუმენტი აუცილებელია პაციენტის ხარისხიანი მკურნალობისათვის და წარმოადგენს ავადობისა და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემების შესახებ ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური ინფორმაციის ღირებულ წყაროს.
სპეციფიკურობა და სიზუსტე
თითოეული დიაგნოზის ფორმულირება, რაც შეიძლება ინფორმაციული უნდა იყოს, რათა შესაძლებელი გახდეს მოცემული მდგომარეობის შეტანა ასკ-ს ყველაზე შესაფერის რუბრიკაში. ასეთი დიაგნოზების ფორმულირებების მაგალითები მოყვანილია ქვემოთ:
· შარდის ბუშტის სამკუთხედის გარდამავალ-უჯრედოვანი კიბო
· მწვავე აპენდიციტი პერფორაციით
· დიაბეტური კატარაქტა, ინსულინდამოკიდებული
· მენინგოკოკური პერიკარდიტი
· ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიის შემთხევაში ანტენატალური დახმარება
· დიპლოპია, გამოწვეული დანიშნულ ანტიჰისტამინურ პრეპარატზე ალერგიული რეაქციით
· მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართრიტი, განვითარებული ბარძაყის ძვლის ძველი მოტეხილობის შემდეგ
· ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა სახლში წაქცევის გამო
· მტევნის მესამე ხარისხის დამწვრობა
· განუსაზღვრელი დიაგნოზები ან სიმპტომები
· თუ სამედიცინო დახმარების ეპიზოდის ბოლოს ზუსტი დიაგნოზი ვერ დადგინდა, მაშინ უნდა მოხდეს იმ ინფორმაციის დარეგისტრირება, რომელიც უფრო სწორ და ზუსტ წარმოდგენას გვაძლევს იმ მდგომარეობის შესახებ, რომლის გამოც ტარდებოდა მკურნალობა ან გამოკვლევა. ეს უნდა გაკეთდეს სიმპტომის, ნორმიდან გადახრის ან პრობლემის ჩაწერის გზით და არა დიაგნოზის ისეთი ფორმულირებით, როგორიცაა „შესაძლო”, „საეჭვო”, „სავარაუდო”.
ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვიანობა იმ მიზეზებით, რომლებიც არ განეკუთვნება ავადმყოფობას
პაციენტის მიმართვები ჯანდაცვის დაწესებულებებში არ შემოისაზღვრება ავადმყოფობის ან ტრავმის გამო გამოკვლევების ჩატარებისა და მკურნალობისათვის. პაციენტი ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართავს მაშინაც, როდესაც ის ავად არ არის, მაგრამ ითხოვს ან იღებს განსაზღვრულ სამედიცინო დახმარებას. შესაბამის გარემოებათა დეტალების რეგისტრაცია საჭიროა მოხდეს „ძირითადი მდგომარეობების” სახით. ასეთი მდგომარეობების მაგალითებს წარმოადგენს:
· კონტროლი მდგომარეობაზე, რომლის გამოც ადრე ტარდებოდა მკურნალობა
· იმუნიზაცია
· ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შერჩევა, ანტენატალური და მშობიარობის შემდგომი დახმარება
· პირადი ან ოჯახური ანამნეზის სახით რისკს დაქვემდებარებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება
· ჯანმრთელი პირების გამოკვლევა. მაგალითად, დაზღვევის გაფორმებისას ან პროფესიული მიზეზებით.
· ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონსულტაციური დახმარებისთვის მიმართვის შემთხვევები
· სოციალური პრობლემების მქონე პირთა მიმართვა კონსულტაციის მიზნით
· კონსულტაცია მესამე პირის დავალებით
XXI კლასში (ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და დაკავშირებულია სამედიცინო სამსახურთან) არსებობს რუბრიკათა ფართო დიაპაზონი (ძ00-ძ99) გარემოებათა მონაცემების კლასიფიკაციისთვის; ამ თავის გამოყენება წარმოდგენას გვაძლევს იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია ამ გარემოებათა უფრო შესაბამის რუბრიკებში შესატანად.
მრავლობითი მდგომარეობები
იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო დახმარების ეპიზოდი ეხება რამდენიმე დაკავშირებულ მდგომარეობას (მაგალითად, მრავლობითი დაზიანებები, წინამორბედი ავადმყოფობის ან დაზიანების მრავლობითი შედეგები ან აივ ინფექციით გამოწვეული ავადმყოფობის შედეგად მრავლობითი მდგომარეობები), უნდა მოხდეს ამ მდგომარეობათაგან ერთის რეგისტრაცია, რომელიც აშკარად წარმოადგენს ყველაზე მძიმეს და მოითხოვს უფრო მეტ რესურსებს, ვიდრე სხვები და ჩაიწეროს, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”, ხოლო დანარჩენი – როგორც „სხვა მდგომარეობანი”. იმ შემთხვევაში, როცა არც ერთ მდგომარეობას არ ეძლევა პრივილეგია და მითითებულია დიაგნოზები: „მრავლობითი მოტეხილობები”, „თავის მრავლობითი ტრავმები” ან „აივ-ავადმყოფობა მრავლობითი ინფექციებით”, მაშინ რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს „ძირითადი მდგომარეობის” სახით, მხოლოდ მას უნდა ახლდეს მდგომარეობათა ჩამონათვალი. თუ არსებობს რიგი ასეთი მდგომარეობებისა, ამასთან არც ერთი მათგანი არ დომინირებს, მაშინ რეგისტრაცია უნდა მოხდეს ერთ-ერთი ისეთი ფორმულით, როგორიცაა „მრავლობითი ტრავმები” ან „მრავლობითი ტრავმები ქსოვილების დაზიანებით”.
მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენს გარეგანი მიზეზების მოქმედების შედეგს
ისეთი მდგომარეობების რეგისტრაციის შემთხვევაში, როგორიცაა ტრავმა, მოწამვლა ან გარე მიზეზების სხვა ზემოქმედება, აუცილებელია მთლიან მოცულობაში აღიწეროს, როგორც მდგომარეობის ხასიათი, ისე მისი გამომწვევი გარემოებები. მაგალითად, „ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა, გამოწვეული მოლიპულ ქვაზე დასრიალების შედეგად დაცემით”, „ტვინის დაჟეჟილობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ პაციენტმა ვერ მართა ავტომობილი და ეს უკანასკნელი შეეჯახა ხეს”, „შემთხვევითი მოწამვლა – პაციენტმა უალკოჰოლო სასმელის ნაცვლად შეცდომით დალია სადეზინფექციო საშუალება”, ან „ჰიპოთერმიის მძიმე ფორმა – პაციენტი ცივ ამინდში დაეცა საკუთარ ბაღში”.
ავადმყოფობის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა
თუ სამედიცინო დახმარეობისთვის მიმართვა უკავშირდება იმ ავადმყოფობის ნარჩენი მოვლენების მკურნალობას ან გამოკვლევას, რომელიც ამჟამად არ ვლინდება, მაშინ აუცილებელია დაწვრილებით აღიწეროს მოვლენები და მიეთითოს მათი წარმოშობა; ამასან, გარკვევით უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი ავადმყოფობა ამჟამად აღარ არსებობს. მაგალითად, „ცხვირის ძგიდის გამრუდება – ბავშვობაში ცხვირის ძვლების მოტეხილობა”, „აქილევსის მყესის კონტრაქტურა – მყესის ტრავმის შორეული შედეგი”, „უნაყოფობა ფალოპის მილების გაუვალობის შედეგად, როგორც გადატანილი ტუბერკულოზის შედეგი”.
იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს ავადმყოფობის მრავლობით ნარჩენ შედეგს, ხოლო უპირატესად რომელიმე მათგანის მკურნალობა ან გამოკვლევა არ ტარდება, გამოიყენება ისეთი ფორმულირება, როგორიცაა „ინსულტის ნარჩენი მოვლენები” ან „ მრავლობითი მოტეხილობის ნარჩენი მოვლენები”.
„ძირითადი მდგომარეობის” და „სხვა მდგომარეობების” კოდირების პრინციპები
ზოგადი მდგომარეობები
„ძირითადი მდგომარეობა” და ‘სხვა მდგომარეობები”, რომლებიც მიეკუთვნება სამედიცინო დახმარების მოცემულ ეპიზოდს, უნდა მიუთითოს მკურნალმა ექიმმა, და ასეთ შემთხვევაში კოდირება არ წარმოადგენს სირთულეს, რამდენადაც კოდი უნდა მიეცეს „ძირითად მდგომარეობას”. მაგრამ ეს შეიძლება მაშინ, თუ დაცულია ზემოაღნიშნული ინსტუქციები. შეძლებისდაგვარად, სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც აშკარად შეუთავსებელია ან მასში არასწორადაა ჩაწერილი „ძირითადი მდგომარეობა”, უნდა დაუბრუნდეს ექიმს დასაზუსტებლად. თუ ამის გაკეთება ვერ ხერხდება, მაშინ უნდა იყოს გამოყენებული MB1-MB5 წესები. როცა გაურკვეველია, თუ რომელი კოდი უნდა იყოს გამოყენებული, მაშინ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვემოთ მოყვანილი წესებით.
რეკომენდებულია „სხვა მდგომარეობების” „ძირითად მდგომარეობასთან” დამატებაში ჩაწერა, იმდენად, რამდენადაც „სხვა მდგომარეობების” ინფორმაციამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ასკ-ს „ძირითადი მდგომარეობისთვის” სწორი კოდის შერჩევისას.
არააუცილებელი დამატებითი კოდები
ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციებში „ძირითადი მდგომარეობის” კოდი მეტი ინფორმატიულობისთვის ზოგჯერ ნაჩვენებია არააუცილებელ დამატებით კოდთან ერთად. სავარაუდო კოდი, რომელიც განსაზღვრავს „ძირითადი მდგომარეობას”, გამოიყენება ერთი მიზეზით ავადობის ანალიზისთვის, ხოლო დამატებითი კოდი შეიძლება გამოყენებული იყოს მრავალი მიზეზით ავადობის ანალიზისთვის.
კოდის მინიჭება მდგომარეობებისათვის, რომელთა მიმართაც გამოიყენება ჩაწერის სისტემა ნიშნებით „ჯვარი” და „ვარსკვლავი”
შესაბამის შემთხვევებში „ძირითადი მდგომარეობების” კოდირებისთვის გამოყენებული უნდა იყოს კოდები ჯვრებით და ვარსკვლავებით, რამდენადაც ისინი გამოხატავს ერთი და იმავე მდგომარეობას.
მაგალითი 1:ძირითადი მდგომარეობა:წითელა გართულებული პნევმონიით
სხვა მდგომარეობები:–
მიეცით კოდი წითელას, გართულებულს პნევმონიით (B05.2+) და პნევმონიას, ვირუსული ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში (J17.1*)
მაგალითი 2:ძირითადი მდგომარეობა:ტუბერკულოზური პერიკარდიტი
სხვა მდგომარეობები:–
მიეცით კოდი სხვა ორგანოების ტუბერკულოზს დაზუსტებული ლოკალიზაციით (A18.8+) და პერიკარდიტს ბაქტერიული დაავადების დროს, რომელიც შეტანილია სხვა რუბრიკებში (I32.0*)
მაგალითი 3:ძირითადი მდგომარეობა:ლიმის ავადმყოფობით გამოწვეული ართრიტი
სხვა მდგომარეობები:–
მიეცით კოდი ლიმეს ავადმყოფობა (A69.2+) და ართრიტი ლიმის ავადმყოფობის დროს (M01.2*)
კოდის მინიჭება სავარაუდო მდგომარეობების, სიმპტომების და ნორმიდან გადახრების, ასევე მდგომარეობების, რომლებიც არ უკავშირდებიან ავადმყოფობას
თუ სამედიცინო დახმარების ეპიზოდი მიმდინარეობდა სტაციონარში, კოდის მიმცემმა პირმა უნდა დაიცვას დიდი სიფრთხილე ძირითადი მდგომარეობის XVIII და XXI კლასების რუბრიკებით კოდირებისას. თუ ჰოსპიტალიზაციის ბოლოსათვის ვერ დაისვა ზუსტი დიაგნოზი ან ადგილი ჰქონდა ჭეშმარიტად კოდის არმქონე ავადმყოფობას ან ტრავმას, მაშინ გამოყენებული უნდა იყოს კოდები ზემოთ ნახსენები კლასებიდან (იხ.აგრეთვე წესები M3 და 5). ეს რუბრიკები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის სხვა ეპიზოდებისთვის.
თუ სამედიცინო დახმარების ეპიზოდის შემდეგ ძირითადი მდგომარეობა კვლავ ჩაწერილია როგორც „სავარაუდო”, „საეჭვო” და ა.შ. და არ არის დამატებითი ინფორმაცია ან დაზუსტება, მაშინ სავარაუდო დიაგნოზს უნდა მიეცეს კოდი ისე, როგორც დაზუსტებული. რუბრიკა ძ03.– (სამედიცინო მეთვალყურეობა და შეფასება ავადმყოფობათა და მდგომარეობათა შესახებ ეჭვის დროს) განკუთვნილია იმ სავარაუდო დიაგნოზების კოდირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზუსტდეს გამოკვლევის შემდეგ.
მაგალითი 4:ძირითადი მდგომარეობა:სავარაუდო მწვავე ქოლეცისტიტი
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით მწვავე ქოლეცისტიტს (K81.0) როგორც „ძირითად მდგომარეობას”
მაგალითი 5:ძირითადი მდგომარეობა:მომართვა გამოკვლევისათვის საშვილოსნოს ყელის სიმსივნეზე ეჭვის გამო – რაც გამოირიცხა
კოდი მიეცით გამოკვლევას, როცა ეჭვია ავთვისებიან სიმსივნეზე (ძ03.1) როგორც „ძირითად მდგომარეობას”
მაგალითი 6:ძირითადი მდგომარეობა:გამორიცხული მიოკარდიუმის ინფარქტი
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით გამოკვლევას, როცა ეჭვია მიოკარდიუმის ინფარქტზე (ძ03.4) როგორც „ძირითად მდგომარეობას”
მაგალითი 7:ძირითადი მდგომარეობა:ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან
სხვა მდგომარეობები:–
ავადმყოფმა დაჰყო სტაციონარში ერთი დღე. არავითარი პროცედურა და გამოკვლევა არ ჩატარებია.
მიეცით კოდი ცხვირიდან სისხლდენას (ღ04.0). ეს დასაშვებია, რადგან ნათელია, რომ ავადმყოფი ჰოსპიტალიზირებული იყო გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად.
მრავლობითი მდგომარეობების კოდის განსაზღვრა
იმ შემთხვევებში, როცა მრავლობითი მდგომარეობები ჩაწერილია რუბრიკით „მრავლობითი —„, და ამ მდგომარეობათაგან არცერთი არ არის აღნიშნული, როგორც დომინანტული, მაშინ რუბრიკისთვის „მრავლობითი —„ გამოყენებული უნდა იყოს უკეთესი კოდი, ხოლო კოდები ჩამოთვლილი კონკრეტული მდგომარეობებისთვის, შეიძლება იყოს დამატებითი, ფაკულტატური კოდების სახით.
კოდების ასეთი განსაზღვრა ძირითადად გამოიყენება მდგომარეობებთან, რომლებიც დაკავშირებულია აივ ავადმყოფობასთან, ტრავმასთან და ავადმყოფური მდგომარეობების შედეგებთან.
კომბინირებული რუბრიკების კოდების განსაზღვრა
ასკ-ში არის რამდენიმე რუბრიკა იმ შემთხვევებისთვის, როცა ორი მდგომარეობა ან ერთი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული მეორადი პროცესი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი კოდით. ასეთი კომბინირებული რუბრიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძირითადი მდგომარეობის კოდების განსაზღვრისათვის შესაბამისი ინფორმაციის არსებობისას. ანბანურ საძიებელში ასეთი კომბინირებული რუბრიკა წარმოდგენილია ბოლოსართით „-ით”, რომლებიც თავსდება წამყვანი ტერმინის შემდეგ. ორი ან მეტი მდგომარეობა, ჩაწერილი როგორც „ძირითადი მდგომარეობა” მაშინ ჩაითვლება ერთმანეთთან კავშირში, თუ შეიძლება ერთ-ერთი მათგანის მიჩნევა მეორის განსაზღვრებად.
მაგალითი 8:ძირითადი მდგომარეობა:თირკმლის უკმარისობა
სხვა მდგომარეობები:თირკმლის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა
კოდი მიეცით თირკმლის ჰიპერტენზიულ ავადმყოფობას, თირკმლის უკმარისობით (I12.0), როგორც „ძირითად მდგომარეობას”.
მაგალითი 9:ძირითადი მდგომარეობა:გლაუკომა მეორადი, თვალის ანთების შემდეგ
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით გლაუკომა მეორადს, თვალის ანთების შემდეგ (H40.4), როგორც „ძირითად მდგომარეობას”.
მაგალითი 10:ძირითადი მდგომარეობა:ნაწლავის გაუვალობა
სხვა მდგომარეობები:მარცხენამხრივი საზარდულის თიაქარი
კოდი მიეცით ცალმხრივ ან დაუზუსტებელ საზარდულის თიაქარს გაუვალობით განგრენის გარეშე (K40.3).
მაგალითი 11:ძირითადი მდგომარეობა:კატარაქტა.
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი
სხვა მდგომარეობები:ჰიპერტენზია
განყოფილების პროფილი:ოფთალმოლოგია
კოდი მიეცით ინსულინდამოკიდებულ შაქრიან დიაბეტს თვალების დაზიანებით (E10.3+) და დიაბეტურ კატარაქტას (H28.0*) როგორც „ძირითად მდგომარეობას”.
მაგალითი 12:ძირითადი მდგომარეობა:ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი
სხვა მდგომარეობები:ჰიპერტენზია
რევმატოიდული ართრიტი
კატარაქტა
განყოფილების პროფილი:ზოგადი თერაპია
კოდი მიეცით ინსულინდამოუკიდებელ შაქრიან დიაბეტს გართულების გარეშე (E11.9), როგორც „ძირითად მდგომარეობას”. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ უნდა დავუკავშიროთ კატარაქტა დიაბეტს, რამდენადაც ისინი ორივე არ არის ჩაწერილი „ძირითადი მდგომარეობის” სახით.
ავადმყოფობის გარეგანი მიზეზების კოდის განსაზღვრა
გარეგანი მიზეზით გამოწვეულ ტრავმებსა და სხვა მდგომარეობებთან დამოკიდებულებაში რეკომენდებულია, როგორც მდგომარეობის, ისე გარეშე მიზეზთან დაკავშირებული გარემოებების კოდირება. „ძირითადი მდგომარეობების” კოდი უნდა იყოს ის, რომელიც ასახავს მდგომარეობის ბუნებას. ასეთი კოდი ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის განსაზღვრულია XIX კლასის რუბრიკებში. XX კლასის კოდი, რომელიც მიუთითებს გარეგანი მიზეზებს უნდა გამოვიყენოთ არააუცილებელი დამატებითი კოდის სახით.
მაგალითი 13:ძირითადი მდგომარეობა:ბარძაყის ყელის მოტეხილობა გამოწვეული დავარდნით უსწორმასწორო ქვაფენილზე წაბორძიკების გამო
სხვა მდგომარეობები: იდაყვის და მხრის დაჟეჟილობა
კოდი მიეცით (S72.0) ბარძაყის ყელის მოტეხილობას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. გარეგანი მიზეზის კოდი (W01.4) – ვარდნა იმავე სიმაღლეზე წაბორძიკების, ფეხის დასრიალების, ფეხის დაცდენის შედეგად შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც არასავალდებულო დამატებითი.
მაგალითი 14:ძირითადი მდგომარეობა:მძიმე ჰიპოთერმია – პაციენტი დავარდა თავის ბაღში ცივ ამინდში
სხვა მდგომარეობები:სიბერე
კოდი მიეცით (T68) ჰიპოთერმიას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. გარეგანი მიზეზის კოდი (X31.0) – ზემოქმედება ჭარბი ბუნებრივი სიცივით შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც არასავალდებულო დამატებითი
მაგალითი 15:ძირითადი მდგომარეობა:დიპლოპია დანიშნულების მიხედვით მიღებული ანტიჰისტამინურ პრეპარატზე ალერგიული რეაქციის შედეგად
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (H53.2) დიპლოპიას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. გარეგანი მიზეზის კოდი (Y43.0) – ალერგიისა და ღებინების საწინააღმდეგო წამლების თერაპიული გამოყენების გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც არასავალდებულო დამატებითი
მაგალითი 16:ძირითადი მდგომარეობა:ჰემოგლობინურია გამოწვეული ვარჯიშით მარათონული რბოლისათვის (ვარჯიში სტადიონზე ღია ცის ქვეშ)
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (D59.6) სხვა მიზეზებით გამოწვეული ჰემოლიზის შედეგად განვითარებულ ჰემოგლობინურიას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. გარეგანი მიზეზის კოდი (X50.3) – გადაძაბვა და დაძაბული ან განმეორებითი მოძრაობები სპორტის და ათლეტიზიმის სფეროში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც არასავალდებულო დამატებითი
კოდის განსაზღვრა ცალკეულ მდგომარეობათა შედეგებისათვის
ასკ ითვალისწინებს რუბრიკათა რიგს (B90-B94, E64.–, E68, G09, I69.–, O97, T90-T98, Y85-Y89) სათაურით „ცალკეულ მდგომარეობათა შედეგები”. ეს რიგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მდგომარეობა, რომელიც ამჟამად არ ვლინდება, მაგრამ როგორც მიზეზი, რომელიც მოცემულ მომენტში მოითხოვს მკურნალობას ან გამოკვლევას. „ძირითად მდგომარეობას” მიეცემა შედეგის კოდი, რომელსაც შეიძლება დაემატოს „ცალკეულ მდგომარეობათა შედეგების” კოდი ფაკულტატური სახით.
იმ შემთხვევაში, როცა არის მთელი რიგი განსხვავებული, მეტად სპეციფიკური შედეგებისა და არც ერთი მათგანი არ დომინირებს სიმძიმისა და მკურნალობისათვის გამოყენებული რესურსების მიხედვით, დაშვებულია, რომ „ძირითადი მდგომარეობის” სახით მიეთითოს „შედეგების —„ აღწერა და მაშინ მას შეიძლება მიეცეს შესაბამისი რუბრიკის კოდი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომის გამოსაყენებლად საკმარისია აღიწეროს მდგომარეობა, რომელიც იწვევს შედეგს, როგორც „ძველი”, „ამჟამად არ არის” და ა.შ. შეჯამებული მდგომარეობის აღწერისთვის გამოვიყენოთ „ცალკეული შედეგი—„ ან „შედეგი —„, როდესაც დროის მინიმალური შუალედი დადგენილი არ არის.
მაგალითი 17:ძირითადი მდგომარეობა: დისფაზია, თავის ტვინის ძველი ინფარქტის შედეგად
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (ღ47.0) დისფაზიას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. კოდი (I69.3) – ტვინის ინფარქტის შორეული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ფაკულტატური
მაგალითი 18:ძირითადი მდგომარეობა:მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი 10 წლის წინ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შედეგად
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (M16.5) სხვა, ტრავმის შემდგომ კოქსართროზს, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. კოდები (თ93.1) – ბარძაყის მოტეხილობის შედეგები და (Y85.0) ძრავიანი სახმელეთო საშუალებებით გამოწვეული სატრანსპორტო შემთხვევების შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ფაკულტატური
მაგალითი 19:ძირითადი მდგომარეობა:პოლიომიელიტის შორეული შედეგები
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (B91) პოლიომიელიტის შორეულ შედეგებს, როგორც „ძირითად მდგომარეობას”, ვინაიდან არავითარი სხვა ინფორმაცია არ არის.
კოდის მინიჭება მწვავე და ქრონიკული მდგომარეობებისათვის
თუ ჩაწერილია, რომ „ძირითადი მდგომარეობა” წარმოადგენს, როგორც მწვავეს (ან ქვემწვავეს) , ისე ქრონიკულს, ხოლო ასკ-10 ითვალისწინებს ცალკეულ რუბრიკებს ან ქვერუბრიკებს თითოეული მათგანისთვის, მაგრამ არა მათი კომბინაციისთვის, მაშინ „ძირითადი მდგომარეობის” კოდის სახით გამოყენებულ უნდა იყოს მწვავე მდგომარეობის რუბრიკა.
მაგალითი 20:ძირითადი მდგომარეობა:მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (K81.0) მწვავე ქოლეცისტიტს, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. კოდი (K81.1) – ქრონიკული ქოლეცისტიტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ფაკულტატური
მაგალითი 21:ძირითადი მდგომარეობა: ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის გამწვავება
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (J44.1) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობა გამწვავებით, როგორც „ძირითად მდგომარეობას”, ვინაიდან ასკ იძლევა კომბინაციის შესაბამის კოდს.
კოდის მინიჭება სამედიცინო პროცედურების შემდეგ აღმოცენებული ავადმყოფობებისა და გართულებებისათვის
XIX კლასში გათვალისწინებულია რუბრიკები (T80-T88) ქირურგიული და თერაპიული დახმარების გართულებებისთვის, მაგალითად, ქირურგიული ჭრილობის ინფექციები, მექანიკური წარმოშობის გართულებები, რომლებიც დაკავშირებულია იმპლანტირებულ მოწყობილეობებთან, შოკთან და ა.შ. კლასების უმრავლესობა, რომელიც ეხება ორგანოთა სისტემებს, ასევე შეიცავს რუბრიკებს მმსგავსი დგომარეობებისთვის კოდის მისანიჭებლად, რომლებიც აღმოცენდა , როგორც სპეციალური პროცედურებისა და მეთოდების შედეგები ან როგორც ორგანოს მოცილების შედეგი. მაგალითად, ლიმფოგენური შეშუპების სინდრომი მასტექტომიის შემდეგ, პოსტრადიაციული ჰიპოთირეოზი. ზოგიერთი მდგომარეობა (მაგალითად, პნევმონია, ფილტვის არტერიის ემბოლია), რომლებიც შეიძლება აღმოცენდეს პოსტპროცედურულ პერიოდში, არ ითვლება დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ფორმად და ამიტომ მას ეძლევა კოდი ჩვეულებრივი მეთოდებით, მაგრამ იდენტიფიკაციის მიზნით სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებით შეიძლება დაემატოს Y83-Y84 რუბრიკების ფაკულტატური კოდი.
როდესაც სამედიცინო პროცედურების შემდეგ აღმოცენებული მდგომარეობა ან გართულება ჩაწერილია როგორც „ძირითადი მდგომარეობა”, მაშინ საჭიროა მოდიფიკატორის ან განმსაზღვრელის მითითება, რომელიც არის ანბანურ საძიებელში და არსებითია სწორი კოდის არჩევისათვის.
მაგალითი 22:ძირითადი მდგომარეობა:ჰიპოთირეოიდიზმი 1 წლის წინ ჩატარებული თიროიდექტომიის შემდეგ
სხვა მდგომარეობები:–
განყოფილების პროფილი:ზოგადი თერაპია
კოდი მიეცით კოდი პოსტოპერაციულ ჰიპოთირეოიდიზმს (E89.0), როგორც „ძირითად მდგომარეობას”.
მაგალითი 23:ძირითადი მდგომარეობა:ძლიერი სისხლდენა კბილის ამოღების შემდეგ
სხვა მდგომარეობები:ტკივილი
განყოფილების პროფილი:სტომატოლოგია
კოდი მიეცით პროცედურის შედეგად განვითარებულ სისხლდენას (T81.0), როგორც „ძირითად მდგომარეობას”
მაგალითი 24: ძირითადი მდგომარეობა:პოსტოპერაციული ფსიქოზი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ.
სხვა მდგომარეობები:–
განყოფილების პროფილი:ფსიქიატრია
კოდი მიეცით (F09) ფსიქოზს, როგორც „ძირითადი მდგომარეობას” და დაუმატეთ სხვა დაზუსტებული ქირურგიული პროცედურების კოდი (Y83.8), როგორც პაციენტის არანორმალური რეაქციის მიზეზი, რათა აღინიშნოს მიზეზობრივი კავშირი.
წესები ხელახალი არჩევისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც „ძირითადი მდგომარეობა” არასწორად არის ჩაწერილი
პასუხისმგებელმა მკურნალმა ექიმმა უნდა აღნიშნოს „ძირითადი მდგომარეობა”, რომელიც ექვემდებარება კოდირებას, და ის უნდა გამოიყენოს კოდირებისთვის ზემოთნახსენები პრინციპების და 4.4.4 პარაგრაფში განხილული კონკრეტული თავების სპეციფიკური შენიშვნების გათვალისწინებით. თუმცა შესაძლოა გარკვეული გარემოებები ან სხვა ინფორმაციის არსებობა მიუთითებდეს, რომ მკურნალმა ექიმმა არ დაიცვა შერჩევის სწორი პროცედურა. თუ არ ხერხდება კონკრეტული ექიმისგან დაზუსტებული ინფორმაციის მიღება, შესაძლოა შემდეგი წესებიდან ერთ-ერთის გამოყენება და „ძირითადი მდგომარეობის” ხელახალი არჩევა.
„ძირითადი მდგომარეობის” ხხელახლად არჩევის წესები
წესი MB1. მსუბუქი მდგომარეობა ჩაწერილია, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”, უფრო მნიშვნელოვანი მდგომარეობა ჩაწერილია როგორც „სხვა მდგომარეობა”
თუ მსუბუქი ან ხანგრძლივად შენარჩუნებული მდგომარეობა ან შემთხვევით წარმოქმნილი პრობლემა ჩაწერილია, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რისთვისაც ავადმყოფს უტარდებოდა მკურნალობა, ჩაწერილია, როგორც „სხვა მდგომარეობა”, აირჩიეთ ეს უკანასკნელი, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”.
წესი MB2. რამდენიმე მდგომარეობა ჩაწერილი, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”
თუ არის რამდენიმე მდგომარეობა, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს ერთი კოდი და თითოეული მათგანი ჩაწერილია, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”, ხოლო სხვა დეტალები ჩანაწერში ეკუთვნის ერთ-ერთ მათგანს, როგორც „ძირითად მდგომარეობას”, რომლისთვისაც ავადმყოფს უტარდებოდა მკურნალობა, აირჩიეთ ეს მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში აირჩიეთ პირველად ნახსენები მდგომარეობა.
წესი MB3. მდგომარეობა, ჩაწერილი როგორც „ძირითადი მდგომარეობა”, წარმოადგენს იმ მდგომარეობის სიმპტომს, რომლის გამოც ჩატარდა დიაგნოსტიკა, მკურნალობა
თუ „ძირითად მდგომარეობად” ჩაწერილია ნიშანი ან სიმპტომი კლასიფიცირებული XVIII კლასში, ან პრობლემა კლასიფიცირებული XXI კლასში, და ეს არის აშკარად გამოხატული ნიშანი, სიმპტომი ან პრობლემა სხვაგან ჩაწერილი სადიაგნოსტიკო მდგომარეობისა და მკურნალობა ჩატარდა ამ უკანასკნელის გამო, ხელმეორედ აირჩიეთ სადიაგნოსტიკო მდგომარეობა, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”.
წესი MB4. სპეციფიკურობა
თუ „ძირითად მდგომარეობად” ჩაწერილი დიაგნოზი მდგომარეობას Aაღწერს ზოგადად და ტერმინი, რომელიც იძლევა უფრო ზუსტ ინფორმაციას ამ მდგომარეობის ადგილის ან ხასიათის შესახებ ჩაწერილია სხვა ადგილას, ხელმეორედ აირჩიეთ ეს უკანასკნელი, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”.
წესი MB5. ალტერნატიული ძირითადი დიაგნოზები
თუ „ძირითად მდგომარეობად” ჩაწერილია ნიშანი ან სიმპტომი მინიშნებით, რომ იგი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე მდგომარეობის გამოვლინება, აირჩიეთ ეს სიმპტომი, როგორც „ძირითადი მდგომარეობა”. თუ ორი ან მეტი მდგომარეობა ჩაწერილია, როგორც „ძირითადი მდგომარეობის” დიაგნოსტიკური ვარიანტიები, აირჩიეთ ამ მდგომარეობებიდან რიგით პირველი.
„ძირითადი მდგომარეობის” ხელახალი არჩევის წესების გამოყენების მაგალითები
წესი MB1.
მაგალითი 1:ძირითადი მდგომარეობა:მწვავე სინუსიტი
სხვა მდგომარეობები: საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანის კიბო, ჰიპერტენზია, ავადმყოფი იმყოფებოდა სტაციონარში 3 კვირის განმავლობაში
პროცედურა: ტოტალური ჰისტერექტომია
განყოფილების პროფილი:გინეკოლოგია
„ძირითად მდგომარეობად” ხელახლა აირჩიეთ საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანის კიბო და მიეცით კოდი C53.0
მაგალითი 2:ძირითადი მდგომარეობა:რევმატოიდული ართრიტი
სხვა მდგომარეობები: შაქრიანი დიაბეტი, ბარძაყის ჩაჭედილი თიაქარი, გენერალიზებული ათეროსკლეროზი, ავადმყოფი იმყოფებოდა სტაციონარში 2 კვირის განმავლობაში
პროცედურა:თიაქარკვეთა
განყოფილების პროფილი:ქირურგია
„ძირითად მდგომარეობად” ხელახლა აირჩიეთ ბარძაყის ჩაჭედილი თიაქარი „ძირითად მდგომარეობად” და მიეცით კოდი K41.3
მაგალითი 3:ძირითადი მდგომარეობა:ეპილეფსია
სხვა მდგომარეობები:ოტომიკოზი
განყოფილების პროფილი: ოტორინოლარინგოლოგია
„ძირითად მდგომარეობად” ხელახლა აირჩიეთ ოტომიკოზი და მიეცით კოდი B36.9+ და H62.2
მაგალითი 4:ძირითადი მდგომარეობა: გულის შეგუბებითი უკმარისობა
სხვა მდგომარეობები: ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა ჰოსპიტალიზაციის დროს საწოლიდან გადმოვარდნის გამო ავადმყოფი იმყოფებოდა სტაციონარში 4 კვირის განმავლობაში
პროცედურა: მოტეხილობის ფიქსაცია ადგილზე
განყოფილების პროფილი: თერაპია–ერთი კვირის განმავლობაში, ორთოპედიული ქირურგიის განყოფილებაში შემდგომი გადაყვანით მოტეხილობის სამკურნალოდ
„ძირითად მდგომარეობად” ხელახლა აირჩიეთ ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა და მიეცით კოდიS72.0
მაგალითი 5:ძირითადი მდგომარეობა: კბილების კარიესი
სხვა მდგომარეობები:რევმატიზმული მიტრალური სტენოზი
პროცედურა:კბილების ექსტრაქცია
განყოფილების პროფილი:სტომატოლოგია
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ კბილების კარიესი და მიეცით კოდი K02.9. წესი MB1 აქ არ გამოიყენება. თუმცა კბილების კარიესი შეიძლება ჩაითვალოს მსუბუქ მდგომარეობად და რევმატიზმული მიტრალური სტენოზი უფრო მნიშვნელოვან მდგომარეობად, ეს უკანასკნელი არ იყო მდგომარეობა, რომლის გამოც ჩატარდა მკურნალობა მოცემულ ეპიზოდში.
წესი MB2.
შენიშვნა. იხ. აგრეთვე მრავლობითი მდგომარეობებისათვის კოდის მინიჭება და კომბინირებული რუბრიკების კოდირება.
მაგალითი 6:ძირითადი მდგომარეობა:კატარაქტა, სტაფილოკოკური მენინგიტი, გულის იშემიური ავადმყოფობა
სხვა მდგომარეობები:– ავადმყოფი იმყოფებოდა სტაციონარში 5 კვირის განმავლობაში
განყოფილების პროფილი:ნევროლოგია
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ სტაფილოკოკური მენინგიტი და მიეცით კოდი G00.3
მაგალითი 7:ძირითადი მდგომარეობა: ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, ვულგარული ფსორიაზი
ავადმყოფი იმყოფებოდა დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ამბულატორიულად
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ ვულგარული ფსორიაზი და მიეცით კოდი L40.0
მაგალითი 8:ძირითადი მდგომარეობა:მიტრალური სტენოზი, მწვავე ბრონქიტი, რევმატოიდული ართრიტი
სხვა მდგომარეობები:–
განყოფილების პროფილი:ზოგადი თერაპიაჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია არ არის.
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ მიტრალური სტენოზი, პირველად ნახსენები მდგომარეობა და მიეცით კოდი I05.0
მაგალითი 9:ძირითადი მდგომარეობა: ქრონიკული გასტრიტი, იღლიის ლიმფური კვანძების მეორადი, ავთვისებიანი სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კიბო
სხვა მდგომარეობები:–
პროცედურა:მასტექტომია
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ სარძევე ჯირკვლის კიბო და მიეცით კოდი C50.9.
მაგალითი 10:ძირითადი მდგომარეობა:სანაყოფო გარსების ნაადრევი გასკდომა, ჯდომით წინმდებარეობა, ანემია
სხვა მდგომარეობები:–
პროცედურა:სპონტანური მშობიარობა
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ სანაყოფო გარსების ნაადრევი გასკდომა, პირველად ნახსენები მდგომარეობა და მიეცით კოდი O42.9.
წესი MB3.
მაგალითი 11:ძირითადი მდგომარეობა: ჰემატურია
სხვა მდგომარეობები: ქვედა კიდურის ვენების ვარიქსული გაგანიერება, შარდის ბუშტის უკანა კედლის პაპილომა
მკურნალობა:პაპილომის დიათერმული მოცილება
განყოფილების პროფილი:უროლოგია
„ძირითად მდგომარეობად” ხელმეორედ აირჩიეთ შარდის ბუშტის უკანა კედლის პაპილომა და მიეცით კოდი D41.4
მაგალითი 12:ძირითადი მდგომარეობა:კომა
სხვა მდგომარეობები: გულის იშემიური ავადმყოფობა, ოტოსკლეროზი, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი
განყოფილების პროფილი:ენდოკრინოლოგია
სამედიცინო დახმარება:ინსულინის სწორი დოზის შერჩევა
„ძირითად მდგომარეობად” ხელმეორედ აირჩიეთ ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი და მიეცით კოდი E10.0. ასეთი გადარჩევა უნდა მოხდეს, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია უჩვენებს, რომ კომა არის შაქრიანი დაიბეტის შედეგი, რაც აუცილებლად უნდა იყოს მიღებული მხედველობაში, იმიტომ, რომ სწორედ კომამ უნდა გამოიწვიოს კოდის მოდიფიკაცია.
მაგალითი 13:ძირითადი მდგომარეობა:ტკივილი მუცლის არეში
სხვა მდგომარეობები:მწვავე აპენდიციტი
პროცედურა:აპენდექტომია
„ძირითად მდგომარეობად” ხელმეორედ აირჩიეთ მწვავე აპენდიციტი და მიეცით კოდი K35.9.
მაგალითი 14:ძირითადი მდგომარეობა:ფებრილური გულყრა
სხვა მდგომარეობები:ანემია
ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია არ არის.
„ძირითად მდგომარეობად” მიიღეთ ფებრილური გულყრა და მიეცით კოდი ღ56.0. წესი MB3 არ გამოიყენება, ვინაიდან მდგომარეობა ჩაწერილი, როგორც „ძირითადი”, არ წარმოადგენს სხვა დარეგისტრირებული მდგომარეობის გამომხატველ სიმპტომს.
წესი MB4.
მაგალითი 15:ძირითადი მდგომარეობა:ინსულტი
სხვა მდგომარეობები: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, სისხლჩაქცევა თავის ტვინში
„ძირითად მდგომარეობად” ხელმეორედ აირჩიეთ სისხლჩაქცევა თავის ტვინში და მიეცით კოდი I61.9.
მაგალითი 16:ძირითადი მდგომარეობა:გულის თანდაყოლილი ავადმყოფობა
სხვა მდგომარეობები:პარკუჭთაშუა ძგიდი დეფექტი
„ძირითად მდგომარეობად” ხელმეორედ აირჩიეთ პარკუჭთაშუა ძგიდი დეფექტი და მიეცით კოდი Q21.0.
მაგალითი 17:ძირითადი მდგომარეობა:ენტერიტი
სხვა მდგომარეობები:თეძოს ნაწლავის კრონის ავადმყოფობა
„ძირითად მდგომარეობად” ხელმეორედ აირჩიეთ თეძოს ნაწლავის კრონის ავადმყოფობა და მიეცით კოდი K50.0.
მაგალითი 18:ძირითადი მდგომარეობა:გაძნელებული მშობიარობა
სხვა მდგომარეობები:ნაყოფის ჰიდროცეფალია, ნაყოფის დისტრეს სინდრომი
პროცედურა:საკეისრო კვეთა
„ძირითად მდგომარეობად” ხელმეორედ აირჩიეთ გაძნელებული მშობიარობა, როგორც ნაყოფის სხვა ანომალიების შედეგი და მიეცით კოდი O66.3.
წესი MB5.
მაგალითი 19:ძირითადი მდგომარეობა:თავის ტკივილი გამოწვეული სტრესით და გადაძაბვით ან მწვავე სინუსიტით
სხვა მდგომარეობები:–
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ თავის ტკივილი და მიეცით კოდი R51.
მაგალითი 20:ძირითადი მდგომარეობა:მწვავე ქოლეცისტიტი ან მწვავე პანკრეატიტი
სხვა მდგომარეობები:–
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ მწვავე ქოლეცისტიტი და მიეცით კოდი K81.0.
მაგალითი 21:ძირითადი მდგომარეობა:გასტროენტერიტი ინფექციის ან კვებითი ინტოქსიკაციის შედეგად
სხვა მდგომარეობები:–
„ძირითად მდგომარეობად” აირჩიეთ ინფექციური გასტროენტერიტი და მიეცით კოდი A09.
კონკრეტული კლასების სპეციფიკური შენიშვნები
ქვემოთ მოყვანილია ინსტრუქციული მითითებები კონკრეტული კალსებისთვის, რომლებშიც შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები „ძირითადი მდგომარეობისთვის” კოდის შერჩევისას. ზოგადი ინსტუქციული მითითებები და წესები მისაღებია ყველა კლასებისთვის, თუ შენიშვნები კონკრეტული კლასის მიმართ არ მოითხოვს სხვაგვარ მიდგომას.
კლასი I: ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა
B20-B24 ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით [აივ] გამოწვეული ავადმყოფობა
პაციენტს, აივ-ით გამოწვეული ავადმყოფობის შედეგად იმუნური სისტემის დარღვევებით, შესაძლოა ერთი მომართვის დროს დასჭირდეს სამედიცინო დახმარება ერთზე მეტი ავადმყოფობის გამო. მაგალითად, მიკობაქტერიული და ციტომეგალოვირუსული ინფექციის გამო. ამ ბლოკში მოცემულია რუბრიკები და ქვერუბრიკები აივ-ით გამოწვეული ავადმყოფობისა და მისი თანმხლები სხვადასხვა ავადმყოფობებისთვის. „ძირითადი მდგომარეობის” კოდს ირჩევს მკურნალი ექიმი.
თუ „ძირითად მდგომარეობად” არჩეულია აივ-ით გამოწვეული ავადმყოფობა მრავალი თანმხლები ავადმყოფობით, უნდა მიეცეს კოდი B20-B22 ბლოკიდან შესაბამისი ქვერუბრიკის მეოთხე .7 ნიშნით. მდგომარეობებს, რომლებიც კლასიფიცირებულია ერთი და იგივე რუბრიკის ორ ან მეტ ქვერუბრიკაში, უნდა მიეცეს კოდი შესაბამისი რუბრიკის ქვერუბრიკის მეოთხე .7 ნიშნით (მაგალითად, B20 ან B21). B22.7 ქვერუბრიკა გამოიყენება B20-B22 ბლოკის ორ ან მეტ რუბრიკაში კლასიფიცირებული მდგომარეობის კოდირებისთვის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია B20-B24 ბლოკების კოდების გამოყენება დამატებითი კოდების სახით ცალკეული ჩამოთვლილი მდგომარეობის აღსანიშნად.
იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა თანმხლები მდგომარეობა ნათლად წინ უსწრებს აივ-ინფექციას, მდგომარეობის კომბინაციას არ უნდა მიეცეს კოდი, და საჭიროა დავიცვათ ამორჩევის წესები.
მაგალითი :1ძირითადი მდგომარეობა:აივ-ით გამოწვეული ავადმყოფობა, და კაპოშის სარკომა
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებულ კაპოშის სარკომის (B21.0)
მაგალითი 2:ძირითადი მდგომარეობა:აივ-ინფექციით დაავადებული ავადმყოფის ტოქსოპლაზმოზი და კრიპტოკოკოზი
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებულ მრავლობით ინფექციებს (B20.7), დამატებით კოდებად, თუ ეს აუცილებელია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს B20.8 (აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული სხვა ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობები) და B20.5 (აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული სხვა მიკოზები).
მაგალითი 3:ძირითადი მდგომარეობა:აივ ავადმყოფობა Pneumocystis carinii–ით გამოწვეული პნევმონიით, ბერკიტის ლიმფომით და პირის ღრუს კანდიდოზით
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებულ მრავლობით ავადმყოფობებს (B22.7). სურვილის შემთხვევაში შასაძლებელია დამატებითი კოდების: B20.6 (აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული Pneumocystis carinii–ით გამოწვეული პნევმონია), B21.1 (აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ბერკიტის ლიმფომა) და B20.4 (აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული კანდიდოზი) გამოყენება.
მხოლოდ B20-B23 რუბრიკების ბლოკების ქვერუბრიკები არის ფაკულტატური ოთხნიშნა კოდები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იყენებს ICD–10-ის ოთხნიშნა ვარიანტს. იმ შემთხვევაში, როცა არ არის ამ არასავალდებულო ოთხნიშნა ქვერუბრიკების გამოყენების სურვილი, კლასიფიკაციის სხვა თავების კოდები უნდა გამოიყენებოდეს დამატებითი კოდების სახით კონკრეტული შედეგობრივი მდგომარეობების იდენტიფიკაციისთვის. ზემოთ მოყვანილ 1 მაგალითში „ძირითად მდგომარეობას” უნდა მიეცეს B21 რუბრიკის კოდი (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით [აივ] გამოწვეული ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეები). კოდი C46.9 (კაპოშის სარკომა დაუზუსტებელი) გამოიყენება დამატებითი კოდის სახით. მე-2 მაგალითში „ძირითად მდგომარეობას” უნდა მიეცეს კოდი B20 (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით [აივ] გამოწვეული ავადმყოფობა გამოვლინებული ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების სახით). კოდები: B58.9 (ტოქსოპლაზმოზი დაუზუსტებელი) და B45.9 (კრიპტოკოკოზი დაუზუსტებელი) გამოიყენება დამატებითი კოდების სახით.
კონკრეტული მდგომარეობების იდენტიფიკაციისთვის B20-B23 რუბრიკების ოთხნიშნა ქვერუბრიკების გამოყენება ან მრავლობითი მიზეზების კოდის განსაზღვრა, წარმოადგენს პოლიტიკის საკითხს, რომელიც უნდა გადაწყდეს ასკ-10-ის მიღების მომენტში.
B90¬–B94 ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების შედეგები
„ძირითადი მდგომარეობის” კოდის განსაზღვრისას, თუ ნაჩვენებია ნარჩენი მოვლენების ხასიათი, ამ რუბრიკის კოდებს არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ნარჩენი მოვლენების კოდირების დროს B90-B94 რუბრიკები შესაძლოა გამოყენებული იყოს ფაკულტატური კოდების სახით (იხ. – ზოგიერთი მდგომარეობის შედეგების კოდირება).
B95–B97 ბაქტერიული, ვირუსული და სხვა ინფექციური აგენტები
ეს რუბრიკები არ უნდა იქნეს გამოყენებული „ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისას. ისინი განკუთვნილია ფაკულტატური გამოყენებისათვის (დამატებითი კოდების სახით) I კლასის ფარგლებს გარეთ კლასიფიცირებული ინფექციური აგენტის ან ავადმყოფობის გამომწვევი აგენტის იდენტიფიკაციის დროს.
მაგალითი 4:ძირითადი მდგომარეობა:მწვავე ცისტიტი, გამოწვეული E.coli-ით
სხვა მდგომარეობები:–
აირჩიეთ მწვავე ცისტიტი, როგორც „ძირითადი მდგომარეობა” (N30.0). კოდი B96.2, როგორც სხვა თავებში შეტანილი ავადმყოფობების გამომწვევი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი.
მაგალითი 5:ძირითადი მდგომარეობა:ბაქტერიული ინფექცია
სხვა მდგომარეობები:–
აირჩიეთ ბაქტერიული ინფექცია, დაუზუსტებლი, როგორც „ძირითადი მდგომერეობა” (A49.9), B95-B97 რუბრიკის კოდები არ გამოიყენება.
კლასი II. სიმსივნეები
სიმსივნეების კოდირებისას საჭიროა ვიხელმძღვანელოთ შენიშვნებით, რომელსაც შეიცავს I ტომის II თავის შესავალი და აგრეთვე ანბანური საძიებლის შესავალი (III ტომი), რომელიც ეხება კოდების არჩევას და მორფოლოგიური აღწერის გამოყენებას.
სიმსივნე, რომელიც იმყოფება ყურადღების ცენტრში სამედიცინო დახმარების შესაბამის ეპიზოდში, მიუხედავად იმისა, არის ის პირველადი თუ მეტასტაზური, უნდა ჩაიწეროს როგორც „ძირითადი მდგომარეობა” და მოხდეს მისი კოდირება. თუ მკურნალი ექიმის მიერ ნაჩვენები „ძირითადი მდგომარეობა” წარმოადგენს პირველად სიმსივნეს, რომელიც უკვე აღარ არსებობს (წინა სამედიცინო დახმარების დროს მისი მოცილების გამო), „ძირითად მდგომარეობად” ირჩევენ მეორადი ლოკალიზაციის სიმსივნეს, მიმდინარე გართულებას ან შესაბამის მდგომარეობას, რომელიც ექვემდებარება კოდირებას XXI კლასში (იხ. მიმართვიანობა ჯანდაცვის დაწესებულებებში იმ მიზეზების გამო, რომლებიც არ ეხება ავადმყოფობებს) და იყოს მკურნალობის ან გამოკვლევების ობიექტი დახმარების მიმდინარე ეპიზოდში. დამატებით არასავალდებულო კოდად შესაძლებელია XXI კლასში შემავალი, პაციენტის ანამნეზში სიმსივნის არსებობის აღმნიშვნელი, შესაბამისი კოდის გამოყენება.
მაგალითი 6:ძირითადი მდგომარეობა:წინამდებარე ჯირკვლის კიბო
სხვა მდგომარეობები:ქრონიკული ბრონქიტი
პროცედურა:პროსტატექტომია
კოდი მიეცით წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეს (C61), როგორც „ძირითად მდგომარეობას”
მაგალითი 7:ძირითადი მდგომარეობა:სარძევე ჯირკვლის კიბო – 2 წლის წინ გაკეთებული აქვს რეზექცია
სხვა მდგომარეობები:ფილტვის მეორადი კიბო
პროცედურა:ბრონქოსკოპია ბიოფსიით
კოდი მიეცით ფილტვის მეორად ავთვისებიან სიმსივნეს (C78.0), როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა Z85.3 (სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე პირად ანამნეზში) შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდის სახით.
მაგალითი 8:ძირითადი მდგომარეობა:ადრე გაკეთებული აქვს ოპერაცია - შარდის ბუშტის კიბოს გამო. ჰოსპიტალიზაცია საკონტროლო გამოკვლევისათვის ცისტოსკოპიით
სხვა მდგომარეობები:–
პროცედურა:ცისტოსკოპია
კოდი მიეცით გამოკვლევას ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციის შემდგომ (Z08.0), როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა Z85.5 (საშარდე ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნე პირად ანამნეზში) შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდის სახით.
C80 დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე
C97 მრავლობითი ლოკალიზაციის დამოუკიდებელი (პირველადი) ავთვისებიანი სიმსივნეები
რუბრიკა C80 „ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისას გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალმა ექიმმა ზუსტად ჩაწერა ეს სიმსივნე ასეთი სახით. რუბრიკა C97 გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მკურნალ ექიმს „ძირითად მდგომარეობად” ჩაწერილი აქვს ორი ან მეტი დამოუკიდებელი პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელთაგან არც ერთი არ არის ძირითადი. შესაძლებელია დამატებითი კოდების გამოყენება ცალკეული ჩამოთვლილი ავთვისებიანი სიმსივნეების იდენტიფიკაციისთვის.
მაგალითი 9:ძირითადი მდგომარეობა:კარცინომატოზი
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეს (C80)
მაგალითი 10:ძირითადი მდგომარეობა:მრავლობითი მიელომა და წინამდებარე ჯირკვლის პირველადი ადენოკარცინომა
კოდი მიეცით მრავლობითი ლოკალიზაციის დამოუკიდებელ (პირველად) ავთვისებიან სიმსივნეს (C97). არასავალდებულო დამატებით კოდად შეიძლება C90.0 ქვერუბრიკის (მრავლობითი მიელომა) და C61 რუბრიკის (წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე) გამოყენება.
კლასი III. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმით მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები
ამ კლასში კოდირებული ზოგიერთი მდგომარეობის კოდი შესაძლებელია მიცემული ჰქონდეს სამკურნალწამლო საშუალებებით ან სხვა გარეგანი მიზეზებით გამოწვეულ ავადმყოფობებს. XX კლასის კოდების გამოყენება შესაძლებელია ფაკულტატური კოდების სახით.
მაგალითი 11:ძირითადი მდგომარეობა:ფოლიუმ-დეფიციტური ანემია, გამოწვეული ტრიმეტოპრიმით
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით მედიკამენტოზურ ფოლიუმ-დეფიციტურ ანემიას (D52.1), როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა Y41.2 (ანტიმალარიული საშუალებანი და წამლები, რომლებიც სისხლში მოცირკულაციე სხვა უმარტივესებზე მოქმედებენ და იწვევენ გვერდით ეფექტებს თერაპიული გამოყენებისას) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც ფაკულტატური კოდი
IV კლასი. ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები
ამ კლასში კლასიფიცირებული ცალკეული მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს სამკურნალწამლო საშუალებებით ან სხვა გარეგანი მიზეზებით. XX კლასის კოდების გამოყენება შესაძლებელია ფაკულტატური კოდების სახით.
E10-E14 შაქრიანი დიაბეტი
„ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისას ჩამონათვალიდან, რომელიც მიეკუთვნება ყველა ამ რუბრიკებს, შესაბამისი ქვერუბრიკის ამორჩევა უნდა დაეყრდნოს მკურნალი ექიმის მიერ ჩაწერილ „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა მეოთხე .7 ნიშნით გამოიყენება „ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ძირითად მდგომარეობად” ჩაწერილია დიაბეტის მრავლობითი გართულებები და უპირატესობა არ ენიჭება არც ერთ მათგანს.
მაგალითი 12: ძირითადი მდგომარეობა:თირკმელების უკმარისობა დიაბეტური გლომერულონეფროზის გამო
კოდი მიეცით დაუზუსტებელ შაქრიან დიაბეტს, თირკმლების დაზიანებით (E14.2+ და N08.3*).
მაგალითი 13:ძირითადი მდგომარეობა:ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ნეფროპათიით, განგრენით და კატარაქტით
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით ინსულინდამოკიდებულ შაქრიან დიაბეტს მრავლობითი გართულებებით (E10.7). კოდები E10.2+ და N08.3* (ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი თირკმლების დაზიანებით), E10.5 (ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციის მოშლით) და E10.3+ და H28.0* (ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი თვალების დაზიანებით) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდების სახით ინდივიდუალური გართულებების იდენტიფიკაციისთვის.
E34.0 კარცინოიდული სინდრომი
ამ კოდს არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისას, თუ ჩაწერილია კარცინოიდული სიმსივნე, იმ შემთხვევების გარდა, როცა დახმარების ეპიზოდი ძირითადად ენდოკრინულ სინდრომს ეხება. სიმსივნისათვის კოდის მინიჭების დროს E34.0 ქვერუბრიკა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი კარცინოიდის ფუნქციური აქტივობის აღსანიშნად.
E64.– კვების დეფიციტის და სხვა საკვები ელემენტების დეფიციტის შედეგები
E68 ჰიპერალიმენტაციის შედეგები
ამ კოდებს არ ენიჭება უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდის მინიჭებისას, თუ ნაჩვენებია ჰიპერალიმენტაციის ნარჩენი მოვლენების ბუნება. ნარჩენი მოვლენებისათვის კოდის მინიჭებისას რუბრიკები E64.– ან E68 შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდები.
V კლასი: ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები
ამ კლასში რუბრიკების და ქვერუბრიკების განმარტებები მოცემულია იმისათვის, რომ დაეხმაროს პრაქტიკოს ექიმს დიაგნოზის გაფორმებაში; ეს განმარტებები არ უნდა იყოს გამოყენებული კოდის განმსაზღვრელთა მიერ. „ძირითადი მდგომარეობის” კოდის მინიჭება უნდა მოხდეს პრაქტიკოსი ექიმის მიერ ჩაწერილი დიაგნოზის მიხედვით, მაშინაც კი, თუ არსებობს შეუსაბამობა ჩაწერილ მდგომარეობასა და განმარტებას შორის. ზოგიერთ რუბრიკაში გათვალისწინებულია არასავალდებულო დამატებითი კოდების გამოყენება.
VI კლასი: ნერვული სისტემის ავადმყოფობები
ამ კლასში კლასიფიცირებული ზოგიერთი მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს სამკურნალწამლო საშუალებებით ან სხვა გარეგანი მიზეზებით. XX კლასის კოდები შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდები.
G09 ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგები
ამ რუბრიკას, თუ ჩაწერილია ნარჩენი მოვლენების ხასიათი, არ ენიჭება უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისას. ნარჩენი მოვლენების კოდის განსაზღვრისას G09 რუბრიკა გამოიყენება არასავალდებულო დამატებით კოდად. საყურადღებოა, რომ G01*, G02*, G05* და G07* რუბრიკებში აღნიშნული მდგომარეობების შედეგები არ უნდა მიაკუთვნოთ G09 რუბრიკას, არამედ უფრო პირველადი მდგომარეობების შედეგების აღმნიშვნელ რუბრიკებს, მაგალითად: თუ არ არსებობს პირველადი მდგომარეობების შედეგების აღმნიშვნელი რუბრიკა, B90- B94 კოდს აძლევენ თვით პირველად მდგომარეობას.
მაგალითი 14:ძირითადი მდგომარეობა:სიყრუე ტუბერკულოზური მენინგიტის შედეგად
განყოფილების პროფილი:მეტყველების და სმენის დარღვევის კლინიკა
კოდი მიეცით (H91.9) სმენის დაკარგვას, დაუზუსტებელს, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. რუბრიკა B90.0 (ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულოზის შორეული შედეგები) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი
მაგალითი 15:ძირითადი მდგომარეობა:ეპილეფსია თავის ტვინის ძველი აბსცესის შედეგად
განყოფილების პროფილი:ნევროლოგია
კოდი მიეცით (G40.09) ეპილეფსიას, დაუზუსტებელს, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. რუბრიკა G09 (ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგები) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი
მაგალითი 16:ძირითადი მდგომარეობა:მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, პოსტიმუნიზაციური ენცეფალიტის შედეგად
განყოფილების პროფილი:ფსიქიატრია
კოდი მიეცით (F70.9) მსუბუქ გონებრივ ჩამორჩენილობას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. რუბრიკა G09 (ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგები) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი
G81- G83 პარალიზური სინდრომები
ამ რუბრიკებს, თუ ჩაწერილია მიმდინარე მიზეზი, არ ენიჭება უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდის განსაზღვრისას, იმ გამონაკლისის გარდა, როცა დახმარების ეპიზოდი ძირითადად ეხებოდა თვით პარეზს. მომართვის მიზეზის კოდირებისას რუბრიკები G81-G83 შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი.
მაგალითი 17:ძირითადი მდგომარეობა: ინსულტი ჰემიპლეგიით
სხვა მდგომარეობები:–
განყოფილების პროფილი:ნევროლოგია
კოდი მიეცით ინსულტს, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი (I64), როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა G81.9 (ჰემიპლეგია, დაუზუსტებელი) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი
მაგალითი 18:ძირითადი მდგომარეობა:თავის ტვინის ინფარქტი გადატანილი 3 წლის წინ
სხვა მდგომარეობები:მარცხენა ფეხის დამბლა
ავადმყოფს უტარდება ფიზიოთერაპია
კოდი მიეცით (G83.1) ქვედა კიდურების მონოპლეგიას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა I69.3 (ტვინის ინფარქტის შორეული შედეგები) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი
კლასი VII. თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები
H54.– სიბრმავე და დაქვეითებული მხედველობა
ამ რუბრიკას, თუ ჩაწერილია მომართვის მიზეზი, არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდის განსაზღვრისას, იმ გამონაკლისის გარდა, როცა დახმარების ეპიზოდი ეხება თვითონ სიბრმავეს. მიზეზისათვის კოდის მინიჭების დროს რუბრიკა H54.– შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი.
კლასი VIII. ყურისა და დვრილისებრი მორჩის ავადმყოფობები
ამ რუბრიკებს, თუ ჩაწერილია მომართვის მიზეზი, არ უნდა ენიჭებოდეს უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდის განსაზღვრისას, იმ გამონაკლისის გარდა, როცა დახმარების ეპიზოდი ეხება ძირითადად სმენის დაკარგვას. მიზეზის კოდირებისას რუბრიკები H90.– ან H91.– შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი.
კლასი IX. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები
I15.– მეორადი ჰიპერტენზია
ამ რუბრიკას, თუ ჩაწერილია მომართვის მიზეზი, არ უნდა ენიჭებოდეს უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდის განსაზღვრისას, იმ გამონაკლისის გარდა, როცა დახმარების ეპიზოდი ეხება ძირითადად თვით ჰიპერტენზიას. მომართვის მიზეზის კოდირებისას რუბრიკა I15.– შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი.
I69.– ცერებროვასკულური ავადმყოფობის შორეული შედეგები
თუ ნაჩვენებია ნარჩენი მოვლენების ბუნება, ამ რუბრიკას არ უნდა ენიჭებოდეს უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდის განსაზღვრისას. ნარჩენი მოვლენების კოდირებისას რუბრიკა I69.– შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი.
კლასი XV: ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა
O08.– აბორტის, საშვილოსნოსგარე ორსულობისა და ბუშტნამქერის გართულებები
ამ რუბრიკას არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისას, იმ გამონაკლისის გარდა, როცა სამედიცინო დახმარების ბოლო ეპიზოდი ეხება მხოლოდ გართულებების, მაგალითად, ადრე გაკეთებული აბორტის მიმდინარე გართულების მკურნალობას. ეს რუბრიკა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი, O00-O02 რუბრიკებთან ერთად თანმხლები გართულებების იდენტიფიკაციისთვის, აგრეთვე O03-O07 რუბრიკებთან ერთად გართულებების დეტალური აღწერისათვის.
მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ O03-O07 რუბრიკების ოთხნიშნა ქვერუბრიკებით კოდირებისას საჭიროა O08 რუბრიკის ქვერუბრიკებში ჩართული ძირითადი ტერმინების გამოყენება.
მაგალითი 19:ძირითადი მდგომარეობა:მილოვანი ორსულობა ფალოპიუსის მილის
გასკდომით და შოკით განყოფილების პროფილი:გინეკოლოგია
კოდი მიეცით (O00.1) ფალოპიუსის მილის მთლიანობის დარღვევას (გასკდომა), გამოწვეულს ორსულობით, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა O08.3 (შოკი, რომელიც მოსდევს აბორტს, საშვილოსნოსგარე ორსულობას და ბუშტ-ნამქერს) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდი
მაგალითი 20:ძირითადი მდგომარეობა:დაუზუსტებელი აბორტი საშვილოსნოს პერფორაციით
განყოფილების პროფილი:გინეკოლოგია
კოდი მიეცით (O06.3) დაუზუსტებელ აბორტს, დაუმთავრებელს, სხვა და დაუზუსტებელი გართულებებით, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა O08.6 (მენჯის ღრუს ორგანოების და ქსოვილების დაზიანება, აბორტის, საშვილოსნოსგარე ორსულობის და ბუშტ-ნამქერის შემდეგ) შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფაკულტატური კოდის სახით.
მაგალითი 21:ძირითადი მდგომარეობა:ორი დღის წინ სხვა დაწესებულებაში ჩატარებული აბორტის შემდგომი სისხლის დისემინირებული სისხლძარღვთა შიდა შედედება
განყოფილების პროფილი:გინეკოლოგია
კოდი მიეცით (O08.1) გახანგრძლივებულ ან ჭარბ სიხლდენას, რომელიც მოსდევს აბორტს, საშვილოსნოსგარე ორსულობას და ბუშტნამქერს. სხვა კოდი არ არის საჭირო, ვინაიდან აბორტი გაკეთდა სამედიცინო დახმარების წინა ეპიზოდში.
O80-O84 მშობიარობა
ამ კოდების გამოყენება „ძირითადი მდგომარეობის” აღსანიშნავად უნდა შემოისაზღვროს შემთხვევებით, როდესაც არის ერთადერთი ინფორმაცია მშობიარობის ან მშობიარობის წარმართვის მეთოდის შესახებ.O80-O84 კოდების გამოყენება შასაძლებელია არასავალდებულო დამატებითი კოდების სახით მშობიარობის მეთოდის და ტიპის საჩვენებლად იმ შემთხვევებში, როცა ამ მიზნისთვის არ გამოიყენება განსაკუთრებული მონაცემები ან პროცედურების კლასიფიკაცია.
მაგალითი 22:ძირითადი მდგომარეობა:ორსულობა
სხვა მდგომარეობები:–
პროცედურა:მშობიარობის გამოსავალი დაბალი მაშების გამოყენებით
კოდი მიეცით (O81.0) მშობიარობის გამოსავალს დაბალი მაშების გამოყენებით, როგორც „ძირითად მდგომარეობას”, ვინაიდან სხვა ინფორმაცია არ არსებობს
მაგალითი 23:ძირითადი მდგომარეობა:დაუმთავრებელი ორსულობა
სხვა მდგომარეობები: სამშობიარო მოქმედების აღძვრის მცდელობის არასრულფასოვნება
პროცედურა:საკეისრო კვეთა
კოდი მიეცით (O66.4) სამშობიარო მოქმედების აღძვრის მცდელობის არასრულფასოვნებას, დაუზუსტებელს, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. დაუზუსტებელი მშობიარობისათვის საკეისრო კვეთით, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდი.
მაგალითი 24:ძირითადი მდგომარეობა:ორსულობა დამთავრებული ტყუპების მშობიარობით
სხვა მდგომარეობები:–
პროცედურა:სპონტანური მშობიარობა
კოდი მიეცით (O30.0) ორნაყოფიან ორსულობას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა O84.0 (მრავალნაყოფიანი მშობიარობა, ყველა სპონტანური) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდის სახით
მაგალითი 25:ძირითადი მდგომარეობა:დროული მშობიარობა, დასრულებული 2800 გრამი
მასის მკვდარი ნაყოფის დაბადებით
სხვა მდგომარეობები:–
პროცედურა:სპონტანური მშობიარობა
კოდი მიეცით (O36.4) დედათა მოვლას, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილის დროს, თუ არ ხერხდება ნაყოფის სიკვდილის კონკრეტული მიზეზის დადგენა
O98-O99 კლასიფიკაციის სხვა რუბრიკებში შეტანილი დედის ავადმყოფობები, რომლებიც ართულებს ორსულობას, მშობიარობას და ლოგინობის ხანას.
არსებული ქვერუბრიკები გამოიყენება „ძირითადი მდგომარეობების” კოდებად და მათ ენიჭებათ უპირატესობა იმ რუბრიკებთან შედარებით, რომლებიც არ შედის XV კლასში, იმ შემთხვევაში როცა კლასიფიცირებული მდგომარეობები მკურნალი ექიმის მიერ მოხსენიებულია, როგორც მდგომარეობები, რომლებმაც გამოიწვია ორსულობის გართულება, თვითონ გართულდა ორსულობის პერიოდში ან წარმოადგენს სამეანო დახმარების მიზეზს. შესაბამისი კოდები სხვა კლასებიდან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდების სახით, მდგომარეობის მეტი დაზუსტებისთვის.
მაგალითი 26:ძირითადი მდგომარეობა:ტოქსოპლაზმოზი
სხვა მდგომარეობები:დაუმთავრებელი ორსულობა
განყოფილების პროფილი:მაღალი რისკის ჯგუფის ქალების მშობიარობამდელი კლინიკა
კოდი მიეცით (O98.6) პროტოზოული ავადმყოფობებით გართულებულ ორსულობას, მშობიარობას და ლოგინობის ხანას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკა B58.9 (ტოქსოპლაზმოზი დაუზუსტებლი) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდის სახით სპეციფიკური გამომწვევის იდენტიფიკაციისთვის
XVIII კლასი. სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
ამ კლასიის რუბრიკები არ გამოიყენება „ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისთვის იმ გამონაკლისის გარდა, როცა სიმპტომი, ნიშანი ან ნორმიდან გადახრა აშკარად წარმოადგენს „ძირითად მდგომარეობას” რისთვისაც ტარდებოდა მკურნალობა ან გამოკვლევა დახმარების მოცემულ ეპიზოდში და არ არის დაკავშირებული მკურნალი ექიმის მიერ ჩაწერილ სხვა მდგომარეობებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. აგრეთვე წესი MB3 და XVIII კლასის შესავალი 1 ტომში.
XIX კლასი. ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი
თუ ჩაწერილია მრავლობითი ტრავმები და ექიმმა არცერთ მათგანს არ მიანიჭა უოირატესობა, „ძირითადი მდგომარეობის” კოდს ანიჭებენ მრავლობითი ტრავმებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ რუბრიკას.
· ერთი ტიპის, რომელიც აზიანებს სხეულის ერთსა და იმავე ნაწილს (ჩვეულებრივ ოთხნიშნა ქვერუბრიკებით .7 ნიშნით S00-S99 რუბრიკებში).
· სხვადასხვა ტიპების, რომელიც აზიანებს სხეულის ერთსა და იმავე ნაწილს (ჩვეულებრივ ოთხნიშნა ქვერუბრიკა .7 ნიშნით ყველა ბლოკის ბოლო რუბრიკებში, ე.ი. S09-S19, S29 და ა.შ.)
· ერთი ტიპის, რომელიც აზიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს (T00-T05).
· მიაქციეთ ყურადღება შემდეგ გამონაკლისებს:
· თუ გარეგანი ტრავმები ჩაწერილია, როგორც ზედაპირული ტრავმები და/ან მხოლოდ ღია ჭრილობები, მაშინ „ძირითადი მდგომარეობის” კოდს აძლევენ გარეგან ტრავმებს;
· თუ არის თავის ქალას და სახის ძვლების მოტეხილობები და მასთან დაკავშირებული ქალასშიდა ტრავმა, მაშინ „ძირითადი მდგომარეობის” კოდს აძლევენ ქალასშიდა ტრავმას;
· თუ ქალასშიდა სისხლჩაქცევა ჩაწერილია მხოლოდ თავის სხვა ტრავმებთან ერთად, მაშინ „ძირითადი მდგომარეობის” კოდს აძლევენ ქალასშიდა სისხლჩაქცევას;
· თუ მოტეხილობები ჩაწერილია იმავე ლოკალიზაციის ღია ჭრილობებთან ერთად, მაშინ „ძირითადი მდგომარეობის” კოდს აძლევენ მოტეხილობას.
· იმ შემთხვევებში, როცა გამოიყენება მრავლობითი ტრავმების რუბრიკები, ნებისმიერი სახის ცალკეული ჩამოთვლილი ტრავმების კოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდების სახით. ხსენებული გამონაკლისების შემთხვევაში, „ძირითადი მდგომარეობის” კოდის გარდა, თანმხლები ტრავმის იდენტიფიკაცია შეიძლება ან არასავალდებულო დამატებითი კოდის საშუალებით ან კოდის დამატებითი ნიშნებიდან ერთ-ერთის საშუალებით.
მაგალითი 27:ძირითადი მდგომარეობა:შარდის ბუშტის და შარდსადენის ტრავმა
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (S37.7) მენჯის ორგანოების მრავლობით დაზიანებას, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. ქვერუბრიკები S37.2 (შარდის ბუშტის დაზიანება) და S37.3 (შარდსადენის დაზიანება) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდის სახით.
მაგალითი 28:ძირითადი მდგომარეობა:ღია ქალასშიდა ტრავმა ნათხემში სისხლჩაქცევით.
სხვა მდგომარეობები:–
კოდი მიეცით (S06.8) ტრავმულ სისხლჩაქცევას ნათხემში, როგორც „ძირითად მდგომარეობას”. აუცილებლობის შემთხვევაში ღია ქალასშიდა ტრავმა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დამატებითი კოდის S01.9 (თავის ღია ჭრილობა, დაუზუსტებელი) ან დამატებითი .1 ნიშნის (ღია ქალასშიდა ტრავმის) სახით S06.8 (S06.8.1) კოდისთვის.
T90-T98 ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზებით გამოწვეული სხვა ცვლილებების შედეგები
ამ რუბრიკებს არ ენიჭება უპირატესობა „ძირითადი მდგომარეობის” კოდირებისას, თუ ჩაწერილია ნარჩენი მოვლენების ხასიათი. ნარჩენი მოვლენებისათვის კოდის მინიჭების დროს რუბრიკები T90-T98 შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასავალდებულო დამატებითი კოდების სახით.
XX კლასი. ავადობისა და სიკვდილობის გარეგანი მიზეზები
ამ თავის რუბრიკები არ გამოიყენება „ძირითადი მდგომარეობების” კოდის განსაზღვრისას. ისინი გამოიყენება, როგორც არასავალდებულო დამატებითი კოდები XIX კლასში კლასიფიცირებული მდგომარეობების გარეგანი მიზეზების იდენტიფიკაციისთვის და შეიძლება, აგრეთვე, გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ სხვა კლასში კლასიფიცირებულ, მაგრამ გარეგანი მიზეზებით გამოწვეულ მდგომარეობათა არასავალდებულო დამატებითი კოდების სახით.
5. სტატისტიკური მონაცემების წარდგენა
შესავალი
ეს თავი შეიცავს საერთაშორისო შედარებისთვის განკუთვნილ წესებს სტატისტიკური მონაცემების შესახებ და ნაციონალური და სუბნაციონალური მონაცემების წარდგენის ინსტრუქციებს.
მონაცემების ანალიზზე პასუხისმგებელი პირები უნდა მონაწილეობდნენ ოქმების შემუშავებასა და მათ დამუშავებაში (კოდის განსაზღვრის ჩათვლით), ამასთან ეს ეხება არა მხოლოდ დიაგნოსტიკურ მონაცემებს, არამედ ასევე ჯვარედინი დამუშავებისას გამოყენებულ სხვა მაჩვენებლებსაც.
მონაცემთა წყარო
სიკვდილის მიზეზების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსება, ჩვეულებრივ, შედის მკურნალი ექიმის ვალდებულებათა ნუსხაში. სამედიცინო ცნობა სიკვდილის მიზეზების შესახებ შევსებული უნდა იქნეს საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 4.1.3). ადმინისტრაციული პროცედურებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სიკვდილის შესახებ ცნობაში და სხვა სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული მონაცემების კონფიდენციალობა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ან სხვა იურიდიული სამსახურის თანამშრომლის მიერ დამოწმებული სიკვდილის შემთხვევაში ამ პირისთვის განკუთვნილი სამედიცინო მონაცემები ასახული უნდა იქნეს ცნობაში ნებისმიერ იურიდიულ მონაცემებთან ერთად.
მიზეზთა დეტალიზაცია ცხრილებში
არსებობს ასკ-ს მიხედვით შედგენილ მიზეზთა კოდების ნუსხაში ჩართვის სტანდარტული ხერხები და ფორმალური რეკომენდაციები სამუშაო ცხრილების შესახებ საერთაშორისო შედარების ჩასატარებლად (იხ. პარაგრაფი 5.6). სხვა შემთხვევებში ასკ-ს იერარქიული სტრუქტურა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დრეკადობას მონაცემთა შესაძლო დაჯგუფებებისათვის.
ასკ-ს სამ- და ოთხნიშნა რუბრიკები იძლევა მნიშვნელოვანი დეტალიზაციის საშუალებას. ზოგჯერ მათ გამოიყენებენ მთელი რიგი მონაცემების შემცველი საცნობარო ცხრილების შესაქმნელად, რომლებიც შეიძლება არ გამოქვეყნდეს, მაგრამ შენახული იქნეს ცენტრალურ დაწესებულებაში, საიდანაც შესაძლებელია კონკრეტული დიაგნოზების შესახებ ინფორმაციის მიღება მოთხოვნის შემთხვევაში. კლასიფიკაციას გამოიყენებენ აგრეთვე დიაგნოზების შეზღუდული ჯგუფის დეტალური შესწავლით დაინტერესებული სპეციალისტები. ამ შემთხვევებში მეტ დეტალიზაციას იძლევა ხუთნიშნა და ექვსნიშნა კოდებიც კი, როდესაც იყენებენ ასკ-ს ზოგიერთ რუბრიკებში არსებულ ან კლასიფიკაციათა ოჯახის რომელიმე სპეციალობისათვის შექმნილ ადაპტაციების დამატებით ნიშნებს.
მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია ყველა ზომა იმისთვის, რომ ასკ-ს ოთხნიშნა ქვერუბრიკების დასახელებები თავისთავად მოიცავდეს სრულ აზრს, ზოგჯერ მაინც საჭირო ხდება მათი აღნიშვნა სამნიშნა რუბრიკების დასახელებებთან ერთად. ამ შემთხვევებში აუცილებელია ან სამნიშნა რუბრიკების ჩართვა (მთელი სისრულით), ან თავისთავად სრულად გასაგები ოთხნიშნა რუბრიკების გამოყენება სახელწოდებების სპეციალური ადაპტაციით. არსებობს ყველა მდგომარეობის გამომხატველი 2000-ზე მეტი სამნიშნა რუბრიკა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესს.
I ტომში არის აგრეთვე სპეციალური ნუსხა ისეთი მდგომარეობებისათვის, როდესაც სამნიშნა ნუსხა ზედმეტად დეტალიზებულია, და ეს ნუსხა მოწყობილია ისე, რომ არ გართულდეს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი ავადმყოფობების და ავადმყოფობათა ჯგუფების საერთაშორისო შედარება.
რეკომენდებული სპეციალური ნუსხა სიკვდილობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისათვის
სიკვდილობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისათვის სპეციალური ნუსხა მოყვანილია პირველ ტომში.
მოკლე ნუსხა
ორი მოკლე ნუსხა (1 და 3) ითვალისწინებს პუნქტებს ასკ-ს ყოველი კლასისთვის და გარდა ამისა, კლასების უმრავლესობის შიგნით მიუთითებენ ამორჩეული ნუსხების პუნქტებს ავადმყოფობათა თავის დარჩენილი ნაწილის (დასათაურებული: ’’სხვა…...’’) პუნქტებთან ერთად, რაც მთლიანად მოიცავს განსახილველ კლასს. ამგვარად, ნუსხათა ეს რიგი ამჭიდროვებს ასკ-ს სამნიშნა რუბრიკების მთელ დიაპაზონს დასათაურებათა ისეთ რაოდენობამდე, რომლის გამოყენებაც მოსახერხებელია სხვადასხვა პუბლიკაციების მომზადებისას.
ამორჩეული ნუსხა
ორი შერჩეული ნუსხა (2 და 4) შეიცავს პარაგრაფებს ასკ-ს უმეტესი კლასებიდან განკუთვნილ მდგომარეობათა და გარეგან მიზეზთა კოდის განსაზღვრისათვის, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე სიკვდილობის საკითხების ანალიზისა და მონიტორინგისათვის, როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. კლასები არ არის წარმოდგენილი მთლიანად, მხოლოდ რამდენიმე კლასს აქვს ნარჩენი რუბრიკები, რომლებიც საშუალებას იძლევა მივიღოთ სრული ინფორმაცია კლასზე.
დამატებითი აღნიშვნების გამოყენება სიკვდილობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისთვის საჭირო ნუსხების იდენტიფიკაციის მიზნით
ნუსხის პუნქტების ნომრებზე დამატებითი ციფრული ნიშნების გამოყენება აგვაცილებს უწესრიგობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სტატისტიკური დამუშავებისათვის საჭირო სპეციალურ ნუსხებს შორის, სადაც ერთი და იგივე მდგომარეობას აქვს პუნქტის სხვადასხვა ნომერი (პუნქტის ნომერი შეიძლება ავარჩიოთ ასკ- ოთხნიშნა კოდისგან, რომელსაც აქვს ასო კოდის პირველი ნიშნის სახით). იმ შემთხვევებში, როდესაც ადაპტირებული ნუსხა გამოიყენება ნაციონალური და სუბნაციონალური მიზნით, აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ალტერნატიული საიდენტიფიკაციო დამატებითი ნიშნები.
ნუსხათა დამუშავება ადგილობრივ დონეზე
ოთხი სპეციალური ნუსხა წარმოადგენს ინფორმაციის ადეკვატურ წყაროს ქვეყნების უმრავლესობისათვის მეტად მნიშვნელოვანი ავადმყოფობების და სიკვდილის გარეგანი მიზეზების შესახებ. ისინი აგრეთვე აადვილებს დროთა განმავლობაში ავადმყოფობათა (მაგალითად ინფექციური ან დეგენერაციული), შედარებითი სიხშირის ცვალებადობაზე დაკვირვებას ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურობის განსაზღვრისათვის. ისინი საშუალებას იძლევა გატარდეს შედარება სუბნაციონალურ ტერიტორიებსა და მოსახლეობის ქვეჯგუფებს შორის. გარდა ამისა, ისინი იძლევა საერთაშორისო მასშტაბით სიკვდილის მიზეზთა დასაბუთებული შედარების შესაძლებლობას.
თუ არ არის საერთაშორისო შედარების აუცილებლობა, სტატისტიკური დამუშავებისთვის სპეციალურ ნუსხათა მსგავსი ნუსხა შეიძლება შეიქმნას ადგილობრივი მოხმარებისათვის. ასკ-ს რუბრიკები ასეთ ნუსხაში შეიძლება ამორჩეული და დაჯგუფებული იქნეს ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტური სახით. სპეციალური ნუსხები შეიძლება საჭირო გახდეს, მაგალითად, ჯანდაცვის ადგილობრივი პროგრამების ეფექტურობის მონიტორინგისათვის ავადობასა და სიკვდილობასთან დაკავშირებით.
სტატისტიკური დამუშავებისათვის სპეციალური ნუსხების ეროვნულ მოთხოვნებთან ადაპტაციის ახალი ან სპეციალური პროექტისათვის მათი გადახედვის დროს სასარგებლოა გატარდეს საცდელი ანალიზი ყოველ სამნიშნა რუბრიკაში არსებულ შემთხვევათა რაოდენობის უბრალო დათვლის გზით, რათა დადგინდეს, რომელი მდგომარეობის დაჯგუფებაა მიზანშეწონილი უფრო ფართო რუბრიკებში და რომელ შემთხვევებშია აუცილებელი ქვერუბრიკების გამოყენება.
ადგილობრივი ნუსხის შექმნისას აუცილებელია, რომ შემჭიდროებული რუბრიკების საკვანძო კოდები შეიცავდეს ძირითადი კლასიფიკაციის სამნიშნა (ან ოთხნიშნა) კოდებს.
სპეციალური ნუსხა ავადობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისათვის
აღწერა
ნუსხა ავადობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისათვის შედგება 298 დეტალური პუნქტისაგან. ეს№ნუსხა წარმოადგენს მოკლე ნუსხას, რომელშიც ყოველი რუბრიკა შეტანილია მხოლოდ ერთხელ და ავადმყოფობათა ჯგუფების და ასკ –ს თავების მიხედვით მონაცემთა საერთო შედეგი შეიძლება მიღებული იქნეს მომდევნო პუნქტების დამატების გზით.
ავადობის სტატისტიკური დამუშავებისათვის განკუთვნილი ნუსხა უნდა წარმოადგენდეს ნაციონალური ნუსხების და სახელმწიფოთაშორისი შედარების საფუძველს. ნაციონალური ნუსხა შეიძლება შემუშავდეს ძირითადი კლასიფიკაციის შემოკლების ან გაფართოვების გზით, მიზანშეწონილობის მიხედვით. ეს ნუსხა ვარგისია ჰოსპიტალური დახმარების მონაცემთა დამუშავებისათვის, ხოლო შესაბამისი ადაპტაციისას–ზოგიერთი პუნქტის გაერთიანება და გაფართოვება, რომლებიც მიეკუთვნება XVIII (სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები) და XXI (ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და დაკავშირებულია სამედიცინო სამსახურებთან) კლასებს - შეიძლება გამოიყენებოდეს ინფორმაციისთვის, რომელიც მიღებულია სხვა წყაროებიდან, როგორიცაა ამბულატორიული დახმარება და მოსახლეობის გამოკვლევა. როდესაც შედგენილია ადგილობრივი №ნუსხა, მოკლე რუბრიკების საკვანძო კოდები უნდა შეიცავდეს ძირითადი კლასიფიკაციის სამნიშნა (ან ოთხნიშნა) კოდებს.
ავადობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების ნუსხა შეიცავს ვარსკვლავიანი რუბრიკების ნომრებს ისეთ შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც ვარსკვლავიანი კოდი ანალიზში შეტანილია ორმაგი კოდირების მიზნით. ეს ნუსხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯვრიან ან ვარსკვლავიან კოდებიანი მონაცემების დამუშავებისთვის და ამიტომაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რა საფუძველზეა აგებული ესა თუ ის ცხრილი.
ავადობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების სპეციალური ნუსხის მოდიფიკაცია ეროვნული ინტერესების შესაბამისად
თუ ასკ სამნიშნა რუბრიკების სიხშირის განაწილების შესწავლის შემდეგ გაკეთდა დასკვნა ნუსხის გაფართოების აუცილებლობის შესახებ, ზოგიერთი პუნქტი ასკ რუბრიკების დიაპაზონი შეიძლება გაიყოს ძირითად კლასიფიკაციასთან შეთანხმებით ან დაყვანილი იქნეს ოთხნიშნამდეც კი. თუ რეკომენდებული №ნუსხა ითვლება ზედმეტად დეტალიზებულად ან თუ საჭიროა უფრო მოკლე ნუსხა, მაშინ რუბრიკების არჩევა შეიძლება ჩატარდეს გამომდინარე ეროვნული და ადგილობრივი თავისებურებებიდან. ქვეყნის „ეპიდემიოლოგიური პროფილის” მიხედვით რუბრიკები შეიძლება გაერთიანდეს მოკლე ნუსხაში.
რეკომენდაციები, რომლებიც ეხება სტატისტიკურ ცხრილებს საერთაშორისო შედარების მიოზნით
სტატისტიკური ცხრილები
ჯვარედინი კლასიფიკაციისას მიზეზის, სქესის, ასაკის და გეოგრაფიული ტერიტორიების მიხედვით მონაცემთა დეტალიზაციის ხარისხი დამოკიდებულია როგორც სტატისტიკური მონაცემების არსებითობასა და მიზნებზე, ასევე ასეთი დამუშავების პრაქტიკულ შეზღუდვებზე. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები, განკუთვნილი საერთაშორისო მონაცემების შედარების გაადვილებისათვის, სხვადასხვა დახასიათების გამოხატვის სტანდარტულ მეთოდებს აჩვენებს. თუ გამოქვეყნებულ ცხრილებში გამოიყენება დაჯგუფების სხვა პრინციპი (მაგალითად, დაჯგუფება ასაკის მიხედვით), საჭიროა ამ ცხრილების ისეთი სახით ორგანიზაცია, რომ შეიძლებოდეს მათში არსებული მონაცემების ჩართვა ერთ-ერთ რეკომენდებულ დაჯგუფებაში.
(ა)ასკ-ს გამოყენებით მონაცემთა ანალიზი აუცილებელია წარმოებდეს შემდეგი შესაბამისობით:
(i)სამნიშნა რუბრიკების მთლიან ჩამონათვალთან, ოთხნიშნა ქვერუბრიკებით ან მათ გარეშე.
(ii)სიკვდილობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისათვის სპეციალური ჩამონათვალიდან ერთ-ერთთან;
(iii)სპეციალურ ჩამონათვალთან, ავადობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისათვის.
(ბ)ასაკობრივი დაჯგუფება საერთო მიზნით:
(i)ერთ წლამდე, თითო წელი ოთხ წლამდე, 5-წლიანი ჯგუფები 5-დან 84 წლამდე, 85 წელი და მეტი.
(ii)ერთ წლამდე, 1-4 წელი, 5-14 წელი, 15-24 წელი, 25-34 წელი, 35-44 წელი, 45-54 წელი, 55-64 წელი, 65-74 წელი, 75 წელი და მეტი.
(iii)ერთ წლამდე, 1-14 წელი, 15-44 წელი, 45-64 წელი, 65 წელი და მეტი.
(გ) კლასიფიკაცია გეოგრაფიული ნიშნით უნდა წარმოებდეს შესაბამისობის მიხედვით შემდეგი შეთანხმებით:
(i)ყოველი მსხვილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული;
(ii)ყოველი ქალაქი ან ქალაქი გარეუბნებით 1 000 000 და მეტი მოსახლეობით, სხვა შემთხვევაში უმსხვილესი ქალაქი მოსახლეობით არანაკლებ 100 000 ადამიანისა;
(iii)ქვეყნის საქალაქო დასახლებების კომპლექსი 100 000 და მეტი მოსახლეობით;
(iv)ქვეყნის საქალაქო დასახლებების კომპლექსი 100 000-ზე ნაკლები მოსახლეობით;
(v)ქვეყნის სასოფლო რაიონების კომპლექსი
შენიშვნა 1. პუნქტ „გ”-ს მიკუთვნებული სტატისტიკური მონაცემები უნდა შეიცავდეს საქალაქო და სასოფლო რაიონების დადგენილ განსაზღვრებას.
შენიშვნა 2. ქვეყნებში, სადაც არ ხდება სიკვდილის მიზეზის სამედიცინო ცნობის შევსება ან ივსება მხოლოდ ზოგიერთ რაიონში, სამედიცინო პერსონალის მიერ დაუმოწმებელი სიკვდილობის მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს ცალკე.
სიკვდილის მიზეზების სტატისტიკური დამუშავება
გარკვეული ტერიტორიებისთვის სიკვდილის მიზეზთა სტატისტიკური მონაცემების წარდგენა აუცილებელია პუნქტში „ა” (i) მოცემულ რეკომენდაციებთან შეთანხმებით, ან თუ ეს შეუძლებელია პუნქტი „ა” (ii)-ს რეკომენდაციების შესაბამისად. ისინი უნდა დაჯგუფდეს სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით „ბ” (i) რეკომენდაციის თანახმად.
სიკვდილის მიზეზთა სტატისტიკური მონაცემები (პუნქტი „გ”) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ წარმონაქმნებში უნდა შეესაბამებოდეს რეკომენდაციებს - „ა” (ii), თუ ეს შეუძლებელია, მაშინ რეკომენდაციებს „ა” (iii). სასურველია მათი დაჯგუფება სქესის და ასაკის მიხედვით ისე, როგორც აღნიშნულია რეკომენდაციაში „ბ” (ii).
მკვდრადშობადობის, პერინატალური, ნეონატალური და ჩვილ ბავშვთა სიკვდილობის რეგისტრაციის სტანდარტები და მოთხოვნები
განსაზღვრებები, რომლებიც მიღებულია ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ, გამოიყენება როგორც სტატისტიკური მაჩვენებლების საერთაშორისო შედარებისთვის, ისე რეკომენდაციებისათვის იმ რეგიონებისთვის, საიდანაც არის მიღებული ეს მაჩვენებლები. ჯანდაცვის ასამბლეის მიერ მიღებული განსაზღვრებები მოცემულია პირველ ტომში და გამოყენების გასაადვილებლად განმეორებით მოცემულია ქვემოთ.
დეფინიციები
ცოცხლადშობადობა
ცოცხლადშობადობა არის ჩასახვის პროდუქტის სრულად გამოძევება ან ხელოვნურად გამოყვანა დედის ორგანიზმიდან, როდესაც პროდუქტი სუნთქავს ან ავლენს სიცოცხლის სხვა რომელიმე ნიშანს, როგორიცაა გულისცემა, ჭიპლარის პულსაცია, ან ჩონჩხის კუნთების ცალკეული ჯგუფების შეკუმშვა სხეულის შესაბამისი ნაწილების მოძრაობით. ყველა ასეთი პროდუქტი მიჩნეულია ცოცხალშობილად, მიუხედავად იმისა, რა ხანგრძლივობისაა ორსულობა, ჭიპლარი გადაკვეთილია თუ არა, ან პლაცენტა მოცილებულია საშვილოსნოს კედელს თუ არა.
ნაყოფის სიკვდილი [მკვდრადშობილი ნაყოფი]
მკვრადშობილი ეწოდება ისეთ ნაყოფს, რომლის სიკვდილიც, მიუხედავად იმისა, რა ხანგრძლივობის არის ორსულობა, წინ უსწრებს მის სრულ გამოძევებას ან გამოყვანას დედის ორგანიზმიდან, არ სუნთქავს ან არ ავლენს სიცოცხლის რაიმე სხვა ნიშანს, როგორიცაა გულისცემა, ჭიპლარის პულსაცია, ან ჩონჩხის კუნთების ცალკეული ჯგუფების შეკუმშვა.
დაბადების წონა
დაბადების შემდეგ გაზომილი ნაყოფის ან ახალშობილის პირველი წონა.
ცოცხლადშობილების დაბადების პირველი წონა უპირატესად უნდა გაიზომოს არა უგვიანეს სიცოცხლის პირველი საათისა, ვიდრე მოხდება პოსტნატალური მასის შესამჩნევი დაკარგვა. ფაქტობრივი პირველი წონა უნდა ჩაიწეროს იმ სიზუსტით, რა სიზუსტითაც ის გაიზომა, რადგან სტატისტიკური ცხრილები შედგენილია 500 გრამიანი შუალედებით, ამიტომ წონის ზუსტი მაჩვენებელი შუალედში ვერ მოთავსდება.
„მცირე, „ძალიან მცირე” და „უკიდურესად მცირე” დაბადების პირველი წონის განმარტებები არ წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ რუბრიკებს. (ე.ი. „მცირე” მოიცავს „ძალიან მცირეს” და „უკიდურესად მცირეს,” მაშინ როდესაც „ძალიან მცირე” მოიცავს „უკიდურესად მცირეს”).
მცირე წონის ახალშობილები - 2500გ-ზე ნაკლები (2500გ-მდე და მოიცავს 2499გ.)
ძალიან მცირე წონის ახალშობილები - 1500გ-ზე ნაკლები (1500გ-მდე და მოიცავს 1499გ)
უკიდურესად მცირე წონის ახალშობილები - 1000გ-ზე ნაკლები (1000გ-მდე და მოიცავს 999გ)
ორსულობის ვადა
ორსულობის ხანგრძლივობა იანგარიშება უკანასკნელი ნორმალური მენსტრუაციის პირველი დღიდან, რომელიც არის ნულოვანი დღე და არა პირველი დღე. ორსულობის ვადა გამოიხატება სრული დღეებით ან სრული კვირეებით (ნორმალური ორსულობის ხანგრძლივობად მიჩნეულია 280-286 დღე, ანუ 40 კვირა).
ორსულობის ვადად ითვლება პერიოდი უკანასკნელი ნორმალური მენსტრუაციის პირველი დღიდან მშობიარობის დამთავრებამდე. უნდა ჩაითვალოს, რომ ეს პირველი დღე არის ნულოვანი დღე და არა ერთი დღე; აქედან გამომდინარე, იგულისხმება, რომ 0-6 დღეები შეესაბამება „ნულოვან კვირას” და მე-40 კვირა არის შესატყვისი „39 სრული კვირისა.” როდესაც უკანასკნელი მენსტრუაციის თარიღის დადგენა შეუძლებელია, მაშინ ორსულობის ვადის დადგენა ეფუძნება საუკეთესო კლინიკურ გამოკვლევებს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები, ცხრილი უნდა ასახავდეს ორივეს: კვირებსაც და დღეებსაც.
ნაადრევი მშობიარობა - 37 სრულ კვირაზე ნაკლები (259 დღეზე ნაკლები) ორსულობის პერიოდი.
დროული მშობიარობა - 37 სრული კვირიდან 42 სრულ კვირაზე ნაკლები (259-დან 293 დღემდე) ორსულობის პერიოდი.
ვადაგადაცილებული მშობიარობა - 42 სრული კვირა ან მეტი (249 დღე ან მეტი) ორსულობის პერიოდი.
პერინატალური პერიოდი
პერინატალური პერიოდი იწყება ნაყოფის მუცლადყოფნის 22 სრული კვირიდან (154 დღე) (ამ პერიოდში ნორმის ფარგლებში ნაყოფის მასა 500 გრამს შეადგენს) და დაბადებიდან 7 სრული დღის (6 დღე, 23 საათი, 59 წუთი, 59 წამი) შემდეგ მთავრდება.
ნეონატალური პერიოდი
ნეონატალური პერიოდი იწყება დაბადებიდან და მთავრდება დაბადებიდან 28 სრული დღის შემდეგ. ნეონატალური სიკვდილობა (ცოცხლადშობილების სიკვდილობა სიცოცხლის პირველი 28 სრული დღის განმავლობაში) შეიძლება დაიყოს ადრეულ ნეონატალურ სიკვდილობად, როდესაც ნაყოფი კვდება სიცოცხლის პირველი შვიდი დღის განმავლობაში, და გვიან ნეონატალურ სიკვდილობად, როდესაც ნაყოფი კვდება დაბადებიდან შვიდი დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 28 სრული დღისა.
სიკვდილის თარიღი სიცოცხლის პირველი დღის განმავლობაში (ნულოვანი დღე) უნდა იქნეს გადმოცემული საათებსა და წუთებში. მეორე (პირველი დღე), მესამე (მეორე დღე) და სიცოცხლის 27 სრული დღის ჩათვლით, სიკვდილის თარიღი გადმოიცემა დღეებში.
მონაცემთა რეგისტრაციის კრიტერიუმი
მკვდრადშობადობისა და ცოცხლადშობადობის რეგისტრაციისადმი იურიდიული მოთხოვნები ვარირებს სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ ქვეყნის შიგნითაც კი მის სხვადასხვა რეგიონში. თუ შესაძლებელია სტატისტიკაში უნდა ჩაერთოს ყველა ნაყოფი და ახალშობილი თუ მისი მასა – ე.წ. დაბადების წონა სულ მცირე 500 გრამია, მიუხედავად იმისა ის ცოცხალი დაიბადა თუ მკვდარი. თუ დაბადების წონა არა არის ცნობილი, გამოყენებული უნდა იქნეს ორსულობის ვადის განსაზღვრის (22 სრული კვირა) ან სხეულის სიგრძის (25 სმ თხემის მწვერვალიდან ტერფამდე) შესაბამისი კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები იმის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა ეს მოვლენა პერინატალურ პერიოდში, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით: (1) დაბადების წონა, (2) ორსულობის ვადა, (3) სხეულის სიგრძე თხემის მწვერვალიდან ტერფამდე. 500-დან 1000 გ-მდე მასის ნაყოფთა ან ჩვილთა შესახებ მონაცემების ჩართვა ნაციონალურ სტატისტიკაში რეკომენდებულია იმიტომ, რომ ამ მონაცემებს აქვს სხვა ღირებულებაც და გარდა ამისა აზუსტებს ინფორმაციებს 1000 გ და მეტი მასის მქონე ნაყოფებისა და ახალშობილების შესახებ.
სტატისტიკური დამუშავება საერთაშორისო შედარების მიზნით
საერთაშორისო შედარებისათვის სტატისტიკაში უკიდურესად მცირე წონის ახალშობილებზე მონაცემების ჩართვა არ არის რეკომენდებული, რადგან ეს შესადარებელი ინფორმაციის უტყუარობას ამცირებს. ქვეყნებმა უნდა ჩაატარონ რეგისტრაციის და ანგარიშგების ორგანიზაცია ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ადვილად გამოიყოს კონკრეტული შემთხვევები და სტატისტიკურ მაჩვენებლებში მათი ჩართვის კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმებთან შეუთავსებელი ნაკლებად მომწიფებული ნაყოფები და ჩვილები (რომელთა წონა 1000 გ-ზე ნაკლებია) უნდა გამოირიცხოს პერინატალური სიკვდილობის სტატისტიკიდან, თუ არ არის საპირისპირო ქმედებისათვის იურიდიული და სხვა დამაჯერებელი საფუძველი, ამ შემთხვევაში ჩართვის ფაქტი, რომელიც უნდა დასაბუთდეს. როდესაც უცნობია დაბადების წონა, ორსულობის ვადა და სხეულის სიგრძე თხემის მწვერვალიდან ტერფამდე, სიკვდილის შემთხვევები უნდა იქნეს შეტანილი და არა გამორიცხული პერინატალურ პერიოდში სიკვდილობის სტატისტიკიდან. ქვეყნებმა ცალკე უნდა წარმოადგინონ სტატისტიკური მონაცემები, რომლებშიც ყველა მაჩვენებელი და შეფარდების როგორც მრიცხველი, ასევე მნიშვნელი ეხება მხოლოდ 1000 გ ან მეტი მასის ნაყოფებს და ახალშობილებს (მაჩვენებლები და შეფარდებები სხეულის მასის გათვალისწინებით); როდესაც უცნობია დაბადების მასა, გამოიყენება შესაბამისი ორსულობის ვადა (სრული 28 კვირა) და სხეულის სიგრძე (35 სმ თხემის მწვერვალიდან ტერფამდე).
განვითარების თანდაყოლილი მანკებით გამოწვეული მკვდრადშობადობის, პერინატალური, ნეონატალური და ახალშობილთა სიკვდილობის შემთხვევათა სტატისტიკაში, როდესაც ეს შესაძლებელია, უნდა აღინიშნოს სიკვდილის შემთხვევების რიცხვი ცალკე ცოცხლადშობილთათვის და მკვდრადშობილთათვის და აგრეთვე ცალკე 500-999 გრ და 1000 გრ და მეტი დაბადების წონის ჯგუფებისათვის. ნეონატალურ პერიოდში თანდაყოლილი მანკებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებში ცალ-ცალკე უნდა მოხდეს ადრეულ ან გვიან ნეონატალურ პერიოდში მომკვდართა რეგისტრაცია. ასეთი ინფორმაცია პერინატალური და ნეონატალური სიკვდილობის შესახებ იძლევა სწორი სტატისტიკური მონაცემების წარდგენის საშუალებას. ამასთან ერთად ხდება დიფერენციაცია: სიკვდილი განვითარდა თანდაყოლილი მანკის თუ სხვა მიზეზის გამო.
კოეფიციენტები და მაჩვენებლები
გამოქვეყნებულ კოეფიციენტებში და მაჩვენებლებში ყოველთვის უნდა იყოს აღნიშნული მნიშვნელი, ე.ი. ცოცხლადშობილთა რიცხვი ან დაბადებულთა საერთო რიცხვი (ცოცხლადშობილები + მკვდრადშობილები). ქვეყნებს ეძლევა რეკომენდაცია წარადგინოს იმდენი კოეფიციენტი და მაჩვენებელი, რამდენის საშუალებასაც იძლევა ამ ქვეყანაში არსებული მონაცემთა შეგროვების სისტემა.
საშვილოსნოსშიდა სიკვდილობის კოეფიციენტი
ცოცხლადშობილთა რიცხვი
–––––––––––––––––––––––––– X 1000
მკვდრადშობილთა რიცხვი
მკვდრადშობადობის კოეფიციენტი
მკვდრადშობილთა რიცხვი
–––––––––––––––––––––––––– X 1000
დაბადებულთა საერთო რიცხვი
მკვდრადშობადობის კოეფიციენტი სხეულის მასის გათვალისწინებით
1000გ და მეტი მასის მკვდრადშობილთა რიცხვი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
1000გ და მეტი მასით დაბადებულთა საერთო რიცხვი
ადრეული ნეონატალური სიკვდილობის კოეფიციენტი
ადრეულ ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
ცოცხლადშობილთა რიცხვი
ადრეული ნეონატალური სიკვდილობის კოეფიციენტი სხეულის მასის გათვალისწინებით
ადრეულ ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვი (1000 გ მასის და მეტი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
1000 გ მასის და მეტი ცოცხლადშობილთა რიცხვი
პერინატალური სიკვდილობის კოეფიციენტი
მკვდრადშობილთა რიცხვი + ადრეულ ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
ცოცხლადშობილთა რიცხვი
პერინატალური სიკვდილობის მაჩვენებელი
მკვდრადშობილთა რიცხვი + ადრეულ ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
დაბადებულთა საერთო რიცხვი
პერინატალური სიკვდილობის მაჩვენებელი მოიცავს არანაკლებ 500 გ მასის ნაყოფის სიკვდილის შემთხვევათა რიცხვს (თუ დაბადების წონა უცნობია, მაშინ იღებენ 22 სრული კვირის ორსულობიდან დაბადებულს ან 25 სნ-ს და მეტი სიგრძის თხემის მწვერვალიდან ტერფამდე) დამატებული ადრეულ პერინატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვი ყოველ 1000 დაბადებულზე. ეს მაჩვენებელი არ არის აუცილებელი უდრიდეს მკვდრადშობილებისა და ადრეულ ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობას, რადგან მათ გააჩნია სხვადასხვა მნიშვნელი.
ადრეული პერინატალური სიკვდილოს მაჩვენებელი სხეულის მასის გათვალისწინებით
1000 გ და მეტი მასის მკვდრადშობილთა რიცხვი +
ადრეულ ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვი
დაბადებულთა 1000 გ და მეტი მასით
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
1000 გ და მეტი მასით დაბადებულთა საერთო რიცხვი
ნეონატალური სიკვდილობის მაჩვენებელი
ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
ცოცხლადშობილთა რიცხვი
ნეონატალური სიკვდილობის მაჩვენებელი სხეულის მასის გათვალისწინებით
1000 გ და მეტი მასით დაბადებულთა ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
1000 გ და მეტი მასის ცოცხლადშობილთა რიცხვი
ჩვილთა სიკვდილობის მაჩვენებელი
1 წლამდე ასაკში გარდაცვლილთა რიცხვი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
ცოცხლადშობილთა რიცხვი
ჩვილთა სიკვდილობის მაჩვენებელი სხეულის მასის გათვალისწინებით
1000 გ და მეტი მასის ცოცხლადშობილ 1 წლამდე ასაკში გარდაცვლილთა რიცხვი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X 1000
1000 გ და მეტი მასის ცოცხლადშობილთა რიცხვი
პერინატალური სიკვდილობის მონაცემთა წარდგენა
ცნობის ფორმა (იხ. პარაგრაფი 4.3.1) რეკომენდებულია პერინატალური სიკვდილობის სტატისტიკისთვისაც და მაქსიმალურ ინფორმაციას იძლევა ფართომასშტაბიანი ანალიზისათვის. იქ, სადაც ასეთი ანალიზი განუხორციელებელია, საჭიროა, როგორც მინიმუმ, ჩატარდეს ნაყოფის ან ახალშობილის ძირითადი ავადმყოფობის ან მდგომარეობის (ნაწილი „ა”) და დედის იმ ძირითადი მდგომარეობის, რომელიც ნაყოფზე და ახალშობილზე ახდენს გავლენას, ანალიზი (ნაწილი „გ). თუ აუცილებელია მხოლოდ ერთი მდგომარეობის არჩევა (მაგალითად, როდესაც საჭიროა ადრეულ ნეონატალურ პერიოდში სიკვდილის მიზეზის დადგენა), არჩეული უნდა იქნეს ნაყოფის ან ახალშობილის ძირითადი ავადმყოფობა ან მდგომარეობა (ნაწილი „ა”).
ასაკობრივი დაჯგუფება ჩვილთა სიკვდილობის სპეციალური სტატისტიკისთვის
(i)სიცოცხლის პირველ კვირაში დღეების მიხედვით (24 სთ-მდე, 1,2,3,4,5,6 დღე), 7-13 დღე, 14-20 დღე, 21-27 დღე, 28 დღიდან 2 თვემდე, შემდეგ თვეების მიხედვით 2 თვიდან 1 წლამდე (2,3,4 . . . 11 თვე).
(ii)24 სთ-მდე, 1-6 დღე, 7-27 დღე, 28 დღიდან 3 თვემდე, 3-5 თვე, 6 თვიდან 1 წლამდე.
(iii)7 დღემდე, 7-27 დღე, 28 დღიდან 1 წლამდე.
ასაკობრივი დაჯგუფება ადრეული ნეონატალური სიკვდილობის სპეციალური სტატისტიკისთვის
(i)1 სთ-მდე, 1-11 სთ, 12-23 სთ, 24-47 სთ, 48-71 სთ, 72-167 სთ;
(ii)1 სთ-მდე, 1-23 სთ,24-167 სთ.
დაბადების წონის მიხედვით დაჯგუფება პერინატალური სიკვდილობის სპეციალური სტატისტიკისთვის
წონის ინტერვალით 500 გ, ე.ი. 1000-1499 გ, ა. შ.
ორსულობის ვადის მიხედვით დაჯგუფება პერინატალური სიკვდილობის სპეციალური სტატისტიკისთვის
28 კვირამდე (196 დღემდე), 28-31 კვირა (196-223 დღე), 32-36 კვირა (224-258 დღე), 37-41 დღე (259-293 დღე), 42 კვირა და მეტი (294 დღე და მეტი).
დედის სიკვდილობის სტანდარტები და მოთხოვნები
დეფინიციები
დედის სიკვდილი
დედის სიკვდილი განისაზღვრება, როგორც ქალის ორსულობით განპირობებული (მისი ხანგრძლივობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად) სიკვდილი, რომელიც მოხდა ორსულობის პერიოდში ან მისი დამთავრებიდან 42 დღის შემდეგ, ორსულობასთან დაკავშირებული რომელიმე მიზეზით, მათ შორის სამკურნალო ზემოქმედებები ან რომელიმე პათოლოგია, რომელიც დამძიმდა ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში, მაგრამ არა უბედური შემთხვევით ან შემთხვევითი მიზეზით.
დედის მოგვიანებითი სიკვდილი
დედის მოგვიანებითი სიკვდილი არის ქალის სიკვდილი პირდაპირი ან არაპირდაპირი სამეანო მიზეზებით ორსულობის დასასრულიდან 42 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ერთი წლისა.
ორსულობასთან დაკავშირებული სიკვდილი
ორსულობასთან დაკავშირებული სიკვდილი არის ქალის სიკვდილი, ორსულობის ან მისი დასასრულიდან 42 დღის განმავლობაში, სიკვდილის გამომწვევი მიზეზებისაგან დამოუკიდებლად.
დედის სიკვდილობა იყოფა ორ ჯგუფად:
პირდაპირი სამეანო სიკვდილი: პირდაპირი სამეანო სიკვდილი არის ორსულობის სტატუსის (ორსულობა, მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი) სამეანო გართულების შედეგი, რომელიც გამოწვეულია არასწორი მკურნალობით, ან მოვლენათა ისეთი ჯაჭვით, რომელსაც მივყავართ ყველა ზემოთჩამოთვლილ შედეგამდე.
არაპირდაპირი სამეანო სიკვდილი: არაპირდაპირი სამეანო სიკვდილი არის მანამდე არსებული ან ორსულობის პერიოდში განვითარებული ავადმყოფობის შედეგი და არ არის დაკავშირებული უშუალოდ სამეანო მიზეზებთან, მაგრამ დამძიმდა ორსულობის ზემოქმედებით.
დედის სიკვდილობის მონაცემთა სრული და სწორი ანლიზის სრულყოფისათვის მონაცემების ალტერნატიული მეთოდების ძიებისა და დანერგვის მიზნით, აგრეთვე სამეანო მიზეზებით გამოწვეული, ორსულობის დამთავრებიდან 42 დღეზე მეტის გასვლის შემდეგ სიკვდილის მიზეზთა რეგისტრაციის გაუმჯობესებისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 43 სესიამ 1990 წ. მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა უნდა განიხილონ სიკვდილის ცნობაში იმ პუნქტების ჩართვის საკითხი, რომლებიც ეხება სიკვდილის წინამორბედად მიმდინარე ორსულობას ან ორსულობას რტთი წლის განმავლობაში.
საერთაშორისო ანგარიშგება
დედის სიკვდილობის საერთაშორისო აღწერის მიზნით სხვადასხვა კოეფიციენტების და მაჩვენებლების გაანგარიშებებში შეტანილი უნდა იქნეს მხოლოდ დედის სიკვდილობის ის შემთხვევები, რომლებიც განვითარდა მშობიარობიდან 42 დღიანი პერიოდის გასვლამდე, თუმცა დედის გვიანი სიკვდილობის რეგისტრაცია სასარგებლოა ანალიტიკური მიზნებისათვის ნაციონალური თვალსაზრისით.
დედის სიკვდილობის მონაცემთა პუბლიკაცია
დედის სიკვდილობის მაჩვენებლების გამოქვეყნებისას მრიცხველის (დედის სიკვდილის შემთხვევათა რიცხვი) მინიშნება ყოველთვის აუცილებელია, იგი შეიძლება წარდგენილი იყოს შემდეგი სახით:
· პირდაპირი სამეანო მიზეზებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა რიცხვი, ან
· სამეანო მიზეზებით (პირდაპირი და არაპირდაპირი) გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა რიცხვი.
უნდა აღინიშნოს, რომ აივ-ავადმყოფობით (B20-B24) და სამეანო ტეტანუსით (A34) გამოწვეული დედის სიკვდილის შემთხვევებს ეძლევათ კოდი I კლასში. დედის სიკვდილობის მაჩვენებლებში ასეთი შემთხვევების ჩართვისას საჭიროა სიფრთხილე.
დედის სიკვდილობის ნაჩვენებლის გამოთვლის კრიტერიუმები
დედის სიკვდილოიანბის მაჩვენებლების გათვლისთვის გამოყენებული მაჩვენებლები უნდა აღინიშნოს ცოცხლადშობილთა რიცხვის ან დაბადებულთა საერთო რიცხვის (ცოცხლადშობილნი პლუს მკვდრადშობილნი) სახით. თუ გვაქვს ორივე მნიშვნელი, გაანგარიშებები უნდა მოხდეს თითოეულის მიხედვით.
კოეფიციენტები და მაჩვენებლები
შედეგები უნდა გამოიხატოს როგორც მრიცხველისა და მნიშვნელის შეფარდება გამრავლებული კ–ზე (სადაც კ შეიძლება იყოს 1000, 10 000 ან 100 000, როგორც მოითხოვება და მიღებულია მოცემულ ქვეყნაში). ამგვარად დედის სიკვდილობის კოეფიციენტები და მაჩვენებლები შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სახით:
დედის სიკვდილობის მაჩვენებელი
დედათა სიკვდილის შემთხვევათა რიცხვი (პირდაპირი და არაპირდაპირი მიზეზებით)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X k
ცოცხლადშობილთა რიცხვი
პირდაპირი სამეანო მიზეზებით გამოწვეული დედის სიკვდილობის კოეფიციენტი
მხოლოდ პირდაპირი სამეანო მიზეზებით გამოწვეული
დედათა სიკვდილის შემთხვევათა რიცხვი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X k
ცოცხლადშობილთა რიცხვი
ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეული დედის სიკვდილობის კოეფიციენტი
ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეული
დედათა სიკვდილის შემთხვევათა რიცხვი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– X k
ცოცხლადშობილთა რიცხვი
უცნობი მიზეზებით გამოწვეული სიკვდილობის წილი სიკვდილობის საერთო რიცხვში
სიკვდილის დაუზუსტებელი მიზეზების დიდი წილი (სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრები, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები) მოცემული I ტომის XVIII კლასში მიუთითებს სხვა კლასებში კლასიფიცირებულ უფრო კონკრეტულ მიზეზების მონაცემთა ცხრილების შემოწმების ან ხარისხის შეფასების აუცილებლობაზე.
ავადობა
ავადობის შესახებ არსებობს ინფორმაციის სხვადასხვა შესაძლებელი წყაროს ფართო სპექტრი. ანალიზის წარმოებისათვის ნაციონალური ან რეგიონული თვალსაზრისით მეტად მოსახერხებელია ის მონაცემები, რომლებიც ახალ ავადმყოფობათა და იმ შემთხვევათა სიხშირის ზოგიერთი გათვლების საშუალებას იძლევა, რომელთა გამო გაწვეულია ამბულატორიული გამოკვლევა და სტაციონარული დახმარება. სამედიცინო დახმარების ეპიზოდების შესახებ მონაცემებისთვისაა განკუთვნილი უპირველეს ყოვლისა ავადობის მიზეზთა რეგისტრაციის და შესაბამის შემთხვევებში ერთეული მდგომარეობების ამორჩევის ფორმალურად შეთანხმებული რეკომენდაციები და დეფინიციები. მონაცემთა სხვა ტიპები მოითხოვს ადგილობრივი წესების შემუშავებას.
ავადობის სტატისტიკის პრობლემები იწყება თავად ტერმინის „ავადობა” განსაზღვრებიდან. არსებობს შესაძლებლობათა ფართო სპექტრი ავადობის სტატისტიკის სრულყოფისათვის. ავადობის მონაცემთა საერთაშორისო შედარება ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდულ ფარგლებში და კონკრეტულად განსაზღვრული მიზნებისთვის. ავადობის შესახებ ნაციონალური ან რეგიონული ინფორმაციის შეფასება და ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს მისი წყაროს გათვალისწინებით, მონაცემთა და დიაგნოსტიკის საიმედობის, აგრეთვე დემოგრაფიული და სოციალ-ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯერების საფუძველზე.
სიფრთხილის ზომები იმ შემთხვევაში, როდესაც ნუსხა შეიცავს ქვედანაყოფებს
მათთვის, ვინც მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებას აწარმოებს, შეიძლება ყოველთვის არ იყოს გასაგები, რომ სტატისტიკური დამუშავებისთვის ჩამონათვლებში ზოგიერთი პუნქტი განსაზღვრავს ქვედანაყოფს; მაგალითად, ბლოკების სათაურები, ასკ-10-ის ოთხნიშნა ნუსხებში სამნიშნა რუბრიკების სათაურები და აგრეთვე, პუნქტები ნუსხის მოკლე ვარიანტებში. ეს მონაცემები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული შედეგების და ანგარიშების დროს განმეორებების და, შესაბამისად, შეცდომების თავიდან ასაცილებლად.
მცირერიცხოვანი პოპულაციის პრობლემები
მოსახლეობის სიდიდე არის ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანი, რომელიც საჭიროა სიკვდილობისა და ავადობის მონაცემთა საფუძველზე მოსახლეობის ჯანმრთელობის განსაზღვრისას. ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა მცირეა, შემთხვევათა ყოველწლიური რიცხვი მოკლე ნუსხების ბევრი რუბრიკის მიხედვით შეიძლება იყოს ძლიერ მცირე და წლიდან წლამდე იძლეოდეს შემთხვევით ცვალებადობას. ეს განსაკუთრებით ეხება ცალკეულ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფებს. ეს პრობლემები შეიძლება შემცირდეს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან რამოდენიმე ღონისძიების დახმარებით:
ასკ რუბრიკების უფრო ფართო თავებად დაჯგუფებების გამოყენება;
მონაცემთა განზოგადება უფრო ხანგრძლივ პერიოდზე, მაგალითად, მიმდინარე და გასული ორი წლის მონაცემთა შეკრება და „მცოცავი საშუალო” სიდიდის გამოანგარიშება;
რეკომენდებულთაგან ასაკის მიხედვით ყველაზე ფართო დაჯგუფების გამოყენება.
ის, რაც გამოიყენება მცირე ნაციონალური მოსახლეობისათვის, ზოგადად მართებულია დიდი მოსახლეობის სუბნაციონალური ნაწილისათვის. მოსახლეობის ქვეჯგუფებში ჯანდაცვის პრობლემების შესწავლისას აუცილებელია გამოყენებული ანალიზის ტიპზე ყოველი ქვეჯგუფის სიდიდის ზემოქმედების გათვალისწინება. ამ აუცილებლობას ძირითადად აცნობიერებენ ამორჩევითი გამოკვლევების წარმოებისას, მაგრამ ეს ხშირად მხედველობიდან გამორჩებათ, როდესაც გამოკვლევები ქვეყნის მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ჯანმრთელობის პრობლემებს ეხება.
„ცარიელი უჯრები„და მცირე სიხშირის უჯრები
მიზეზთა ნუსხის გამოყენებისას შეიძლება Aაღმოჩნდეს, რომ სტატისტიკური ცხრილების ზოგიერთი უჯრა შეუვსებელი დარჩა. როდესაც ცხრილში ასეთი „ცარიელი უჯრები” ბევრია, მიზანშეწონილია გამოსაქვეყნებელ ცხრილებში შესაბამისი გრაფების გამოტოვება. როდესაც ქვეყანაში არის ამა თუ იმ ავადმყოფობის ერთეული შემთხვევები, შეიძლება გამოქვეყნებული ცხრილებიდან შესაბამისი გრაფების რეგულარულად ამოღება და სპეციალურად დართულ შენიშვნებში აღნიშვნა, რომ არ არსებობდა ასეთი შემთხვევები, ან თუ იყო სპორადული შემთხვევები, ისინი ასახულია ... გრაფაში.
თუ უჯრათა მცირე რიცხვში შეტანილია ისეთი ავადმყოფობა, რომელიც ამ ქვეყანაში (რეგიონში) არ არის მოსალოდნელი, არ უნდა ჩაითვალოს დამუშავების შეცდომის შედეგად, არამედ უნდა შეფასდეს სტატისტიკური ანგარიში მთლიანად ან თუ ის შედგენილია კვალიფიციურად, მაშინ ჩაითვლება, რომ ამ ქვეყნებში მოცემულ პერიოდში (რეგიონში) ჭეშმარიტად იყო დასახელებული ავადმყოფობის შემთხვევა (შემთხვევები).
6. ავადმყოფობათა საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის განვითარების ისტორია[1]
ადრეული პერიოდი
გამოჩენილი ავსტრალიერი სტატისტიკოსის სერ ჯორჯ კნიბსის (George K№ibbs) აზრით, ფრანსუა ბოსიე დე ლა კრუამ (Fra№ois Bossier de Lactiox) (1706-1767 წწ) უფრო ცნობილმა სოვაჟის (Sauvages) სახელით, პირველმა სცადა ავადმყოფობათა სისტემური დალაგება (10). სოვაჟის ვრცელი ნაშრომი გამოვიდა დასახელებით „ნოზოლოგიების მეთოდიკა” (№osologia methodica). სოვაჟის თანამედროვე იყო გამოჩენილი ბუნების მკვლევარი–სისტემატიზატორი კარლ ლინეი (Li№№aeus) (1707-1778 წწ), რომლის ერთ-ერთ ნაშრომს ერქვა „ავადმყოფობათა სახეობები” (Ge№era morborum). XIX საუკუნის დასაწყისში ფართოდ გამოიყენებოდა ედიმბურგელი უილიამ კულლენის (William culle№) (1710-1790 წწ) ავადმყოფობათა კლასიფიკაცია, რომელიც გამოქვეყნებულ იყო 1785 წელს სახელწოდებით „ნოზოლოგიათა მეთოდიკის მოკლე მიმოხილვა” (Synopsis nosologiae methodicae).
თუმცა პრაქტიკული მიზნებისათვის ავადმყოფობათა სტატისტიკური შესწავლა დაიწყო საუკუნით ადრე, როცა ჯონ გრაუნტი (John Graunt) იკვლევდა სიკვდილის მიზეზებს ლონდონში. მან სცადა განესაზღვრა ცოცხლადშობილ ბავშვთა წილი, რომლებიც მოკვდნენ 6 წლის ასაკამდე, არ ჰქონდა რა მონაცემები ბავშვთა ასაკზე სიკვდილის მომენტში. მან აიღო სიკვდილის ყველა მიზეზი, განსაზღვრული როგორც სიკვდილი გამოწვეული რძიანით, კრუნჩხვებით, რაქიტით, კბილების პათოლოგიებითა და ჭიებით დაინვაზიებით, დღენაკლულობით, სიკვდილი სიცოცხლის პირველ თვეში, ძუძუთა ბავშვების სიკვდილი, სიკვდილი ღვიძლის გადიდებით, ძილში მოხრჩობით და დაუმატა მათ სიკვდილის შემთხვევათა ნახევარი, რომელთა მიზეზი იყო ყვავილი, ყბაყურა, წითელა, ჭიებით დაინვაზიება, რომლებიც კრუნჩხვებით არ მიმდინარეობდა. მიხედავად ასეთი კლასიფიკაციის არასრულყოფილობისა, როგორც ეს დადგენილი იყო მოგვიანებით, გრაუნტმა მიიღო დამაკმაყოფილებელი შედეგი.მისი გათვლებით 6 წლამდე ბავშვთა სიკვდილობის წილი შეადგენდა 36%-ს. თუმცა შემდგომი სამი ასწლეულის განმავლობაში ავადმყოფობათა კლასიფიკაციის სამეცნიერო სარწმუნობამ მოიმატა, დღემდე მრავალს ეპარება ეჭვი ავადმყოფობათა სტატისტიკისა და სიკვდილის მიზეზების ნუსხის შედგენის საჭიროებაზე, ეყრდნობიან რა მათი კლასიფიციების შექმნის სიძნელეებს. ამასთან დაკავშირებით, დროულია მოვიყვანოთ ნ. გრინვუდის გამონათქვამი: „მეცნიერი-პურისტი, რომელიც დაუწყებს ლოდინს, ვიდრე სამედიცინო სტატისტიკა არ გახდება ზუსტი, ნოზოლოგიური თვალსაზრისით, ვერ იქნება უფრო ბრძენი, ვიდრე ჰორაციოს მიამიტი, რომელიც ელოდება როდის წავა მდინარე აღმა” (11).
საბედნიეროდ, პროფილაქტიკური მედიცინის განვითარებისათვის, ინგლისსა და უელსში 1837 წელს შექმნილმა სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სამმართველომ უილიამ ფარის (William Farr) (1807-1883 წწ) სახით აღმოაჩინა ამ სამმართველოს პირველი სამედიცინო სტატისტიკოსი, ადამიანი, რომელმაც შეძლო არა მხოლოდ გამოეყენებინა ავადმყოფობათა იმ დროისთვის არასრულყოფილი კლასიფიკაციები, არამედ შეიმუშავა მათი გაუმჯობესებული ვარიანტები და მიაღწია საერთაშორისო მასშტაბით მათ ერთმნიშვნელოვან გამოყენებას.
ფარმა დაადგინა, რომ იმ დროის საზოგადოებრივი სამსახურები იყენებდნენ კულენის კლასიფიკაციას. ეს კლასიფიკაცია არ იყო შესწორებული, მასში არ იყო ასახული სამედიცინო მეცნიერების მიღწევები და ფარი სამართლიანად თვლიდა, რომ ამ ფორმით ის ვერ შეძლებდა მომსახურებოდა სტატისტიკის მიზნებს. ამიტომ, სამმართველოს ხელმძღვანელის პირველ წლიურ ანგარიშში (12) მან სამსჯავროზე გაიტანა პრინციპები, რომლებითაც უნდა ეხელმძღვანელათ ავადმყოფობათა სტატისტიკური კლასიფიკაციის შედგენის დროს და დაბეჯითებით მოითხოვა ერთიანი კლასიფიკაციის მიღება, მოიყვანა რა შემდეგი არგუმენტები:
ერთიანი სტატისტიკური ნომენკლატურის უპირატესობა, როგორი არასრულყოფილიც უნდა იყოს ის, იმდენად თვალსაჩინოა, რომ იწვევს გაკვირვებას ის ფაქტი, რომ დღემდე არ ექცეოდა ყურადღება მის აუცილებელ გამოყენებას სიკვდილის მიზეზების ცნობების გაცემისას. ხშირ შემთხვევაში ავადმყოფობა განისაზღვრებოდა სამი ან ოთხი ტერმინით, ხოლო ცალკეული ტერმინი მიეკუთვნებოდა მრავალ სხვა ავადმყოფობას; გამოიყენებოდა გაუგებარი და მოუხერხებელი სათაურები, ხოლო ძირითადი ავადმყოფობის ნაცვლად ზოგჯერ ხდებოდა გართულების რეგისტრაცია. ამ კატეგორიის მოქმედებისათვის ნომენკლატურა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წონა და ზომა ფიზიკაში, ამდენად ის გადაუდებლად უნდა იქნეს შემოღებული.
როგორც ნომენკლატურა, ისე სტატისტკური კლასიფიკაცია მუდმივად შეისწავლებოდა და განიხილებოდა ფარის მიერ მის ყოველწლიურ „წერილებში” სამმართველოს ხელმძღვანელობისადმი, ქვეყნდებოდა ამ უკანასკნელის წლიურ ანგარიშებში. სიკვდილის მიზეზების ერთიანი კლასიფიკაციის აუცილებლობა იმდენად მწვავედ აღიქმებოდა ბრიუსელში 1853 წელს ჩატარებული პირველი საერთაშორისო სტატისტიკური კონგრესის მონაწილეთა მიერ, რომ კონგრესმა მიმართა დოქტორ ფარს და დოქტორ მარკ დ,ესპინეს (Marc d’Espine) ჟენევიდან, თხოვნით მოემზადებინათ სიკვდილის მიზეზების ერთიანი კლასიფიკაცია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა საერთაშორისო მასშტაბით. შემდგომ კონგრესზე, რომელიც მიმდინარეობდა პარიზში 1855 წელს, ფარმა და დ,ესპინემ წარმოადგინეს ორი დამოუკიდებელი სია, დაფუძნებული სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე. ფარის კლასიფიკაცია შედგებოდა 5 ჯგუფისაგან: ეპიდემიური ავადმყოფობები, ორგანული (სისტემური) ავადმყოფობები, ავადმყოფობები დაყოფილი ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით, განვითარების მანკები და ავადმყოფობები, რომლებიც წარმოადგენს ძალადობის პირდაპირ შედეგს. დ,ესპინემ დააჯგუფა ავადმყოფობები მათი გამოვლენის თავისებურებების მიხედვით (პოდაგრული, ჰერპესული, ჰემატური და ა.შ.). კონგრესმა მიიღო კომპრომისული ვარიანტი, რომელიც შედგებოდა 139 კატეგორიისაგან. 1864 წელს ეს კლასიფიკაცია გადახედილი იქნა პარიზში, ფარის მიერ შემუშავებული მოდელის საფუძველზე. შემდგომი გადახედვები ჩატარდა 1874, 1880 და 1886 წლებში. თუმცა ამ კლასიფიკაციამ ვერ მიიღო საყოველთაო აღიარება, ფარის მიერ მოწოდებულმა, მისი აგების ძირითადმა პრინციპებმა, მათ შორის ავადმყოფობათა დაჯგუფებამ ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით, გაუძლო დროის გამოცდას და დაედო საფუძვლად სიკვდილის მიზეზების სარეგისტრაციო საერთაშორისო ნუსხას.
სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ნუსხის მიღება
საერთაშორისო სტატისტიკური კონგრესის მემკვიდრე საერთაშორისო სტატისტიკურმა ინსტიტუტმა თავის სესიაზე, რომელიც 1891 წელს ჩატარდა ვენაში, დაავალა კომიტეტს, პარიზის სტატისტიკური სამსახურის უფროსის ჟაკ ბერტილიონის (Jacques Bertillon) (1851-1922 წწ) თავმჯდომარეობით, სიკვდილის მიზეზთა კლასიფიკაციის მომზადება. აღსანიშნავია, რომ ბერტილიონი იყო ცნობილი ბოტანიკოსისა და სტატისტიკოსის აქილ გიიარის (Achille Guillard) შვილიშვილი, რომელმაც 1853 წელს პირველ სტატისტიკურ კონგრესს წარუდგინა რეზოლუცია წინადადებით, რომ ფარსა და დ,ესპინეს მოემზადებინათ ერთიანი კლასიფიკაცია. ბერტილიონმა წარუდგინა ამ კომიტეტის ანგარიში საერთაშორისო სტატისტიკურ ინსტიტუტს, რომელმაც მიიღო ანგარიში ჩიკაგოში 1893 წელს შემდგარ სესიაზე. ბერტილიონის კომიტეტის მომზადებული კლასიფიკაცია მიერ დაფუძნებული იყო სიკვდილის მიზეზების სარეგისტრაციო ნუსხაზე, რომელიც გამოქვეყვებული იყო პარიზში და მისი 1885 წლის გადახედვის შემდეგ წარმოადგენდა ინგლისური, გერმანული და შვეიცარული ვარიანტების სინთეზს. ეს კლასიფიკაცია დაეფუძნა პრინციპს, რომელიც ფარის მიერ იყო შემოღებული და გულისხმობდა ავადმყოფობათა დაყოფას სისტემებად, შესაბამისი ორგანოს ან ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით. ვენის კონგრესის ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც შემუშავებული იქნა შვეიცარიის ფედერალური სტატისტიკური ბიუროს დირექტორის ლ. გიიომის წინადადებით, ბერტილიონმა მოამზადა სამი კლასიფიკაცია: პირველი – შემოკლებული კლასიფიკაცია, რომელიც შედგებოდა 44 კატეგორიისაგან, მეორე – კლასიფიკაცია 99 კატეგორიით, მესამე – კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავდა 161 კატეგორიას.
ბერტილიონის სიკვდილის მიზეზების სარეგისტრაციო ნუსხამ, როგორც მას თავდაპირველად უწოდეს, მიიღო საერთო აღიარება და მიღებული იქნა რამოდენიმე ქვეყნისა და მრავალი ქალაქის მიერ. ჩრდილოეთ ამერიკაში, ეს კლასიფიკაცია პირველად გამოყენებული იყო ხესუს ე. მონხარასის (Jesus E.Monjaras) მიერ, სან-ლუის-პოტოსის, მექსიკა (13) სტატისტიკური მონაცემების მოსამზადებლად. 1898 წელს ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციამ თავის კონფერენციაზე ოტავაში (კანადა) რეკომენდაცია მისცა კანადის, მექსიკისა და აშშ სტატისტიკოსებს მიეღოთ ბერტილიონის კლასიფიკაცია; ასოციაციამ ასევე შეიტანა წინადადება კლასიფიკაციის ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გადახედვის შესახებ.
საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტის სესიაზე, რომელიც შედგა 1899 წელს ქრისტიანიაში, ბერტილიონმა წარმოადგინა კლასიფიკაციაზე მუშაობის ანგარიში, რომელშიც ჩართო ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის რეკომენდაციები ყოველ 10 წელიწადში კლასიფიკაციის გადახედვის თაობაზე. შედეგად, საერთაშორისო სტატისტიკურმა ინსტიტუტმა მიიღო შემდეგი რეზოლუცია (14):
„საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტი დარწმუნებულია იმის აუცილებლობაში, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებული იყოს შედარებადი ნომენკლატურები:
კმაყოფილებით აღნიშნავს ჩრდილოეთ ამერიკის ყველა სტატისტიკური ბიუროს, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ზოგიერთი ბიუროს მიერ 1893 წელს წარმოდგენილი სიკვდილის მიზეზების ნომენკლატურის სისტემის მიღებას;
დაბეჯითებით მოითხოვს, რომ ნომენკლატურის ეს სისტემა მიღებული იყოს პრინციპად, გადასინჯვის გარეშე, ევროპის ყველა სტატისტიკური დაწესებულების მიერ;
ძირითადად იწონებს ყოველ 10 წელიწადში კლასიფიკაციის გადასინჯვის სისტემას, რომელიც წარმოდგენილი იყო ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის მიერ 1898 წელს ოტავის სესიაზე;
დაბეჯითებით მოუწოდებს იმ სტატისტიკურ ბიუროებს, რომლებმაც ჯერ კიდევ არ მიიღეს ეს ნომენკლატურა, შეასრულონ ეს გადაუდებლად და ხელი შეუწყონ სიკვდილის მიზეზების ნომენკლატურის შედარებითი მეთოდის გაუმჯობესებას”.
ზემოთქმულის შესაბამისად საფრანგეთის მთავრობამ პარიზში, 1900 წლის აგვისტოში მოიწვია პირველი საერთაშორისო კონფერენცია ბერტილიონის კლასიფიკაციისა ან სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ჩამონათვალის გადასახედად. ამ კონფერენციამ, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები 26 ქვეყნიდან 1900 წლის 21 აგვისტოს მიიღო სიკვდილის მიზეზების დეტალური კლასიფიკაცია, რომელიც შედგებოდა 179 კატეგორიისაგან და შემოკლებული კლასიფიკაცია 35 კატეგორიით. წინადადება, კლასიფიკაციის ყოველ 10 წელიწადში გადასინჯვის შესახებ მოიწონეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეთხოვათ საფრანგეთის მთავრობისათვის მოწვეული ყოფილიყო შემდეგი კონფერენცია 1910 წელს. ფაქტობრივად ის ჩატარდა 1909 წელს, ხოლო შემდგომი კონფერენციები საფრანგეთის მთავრობამ მოიწვია 1920, 1929, 1938 წლებში.
ბერტილიონი აგრძელებდა და ყოველმხრივ ხელს უწყობდა სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ჩამონათვალის სრულყოფას. 1900, 1910 და 1920 წლების გადახედვები მიმდინარეობდა მისი ხელმძღვანელობით. საერთაშორისო კონფერენციის გენერალური მდივნის ეგიდით მან 1920 წელს დაახლოებით 500 მისამართზე დააგზავნა გადახედვის წინასწარი ვარიანტი თხოვნით, გამოეგზავნათ შენიშვნები. 1922 წელს მისმა გარდაცვალებამ საერთაშორისო კონფერენცია დატოვა ხელმძღვანელის გარეშე.
საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტის სესიაზე, რომელიც 1923 წელს შედგა, მიშელ იუბერმა (Michel Hubert), ბერტილიონის მემკვიდრემ, გააცნობიერა რა ხელმძღვანელის საჭიროება, შეიტანა წინადადება იმ როლის აღსადგენად, რომელსაც თამაშობდა საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტი. 1893 წელს სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებისა და შემდგომი გადასინჯვების მომზადებაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში. ერთა ლიგის ჯანდაცვის ორგანიზაციამ ასევე გამოხატა დიდი დაინტერესება დემოგრაფიული სტატისტიკის საკითხებისადმი და შექმნა სტატისტიკის ექსპერტთა კომისია ავადმყოფობათა კლასიფიკაციისა და სიკვდილის მიზეზების, აგრეთვე, სამედიცინო სტატისტიკის სხვა პრობლემების შესასწავლად. ე. რასლემ (E. Roesle), გერმანიის ჯანდაცვის სამედიცინო სტატისტიკის ბიუროს სამსახურის ხელმძღვანელმა და ექსპერტ სტატისტიკოსთა კომისიის წევრმა, 1920 წელს მოამზადა მონოგრაფია, რომელიც მოიცავდა სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ნუსხის დამატებით კატეგორიებს. აღნიშნული შესაძლოა საჭირო ყოფილიყო თუ მოხდებოდა ამ კლასიფიკაციის გამოყენება ავადმყოფობათა სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისათვის. ეს დეტალური კვლევა გამოქვეყნდა 1928 წელს (15) ერთა ლიგის ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ორივე ორგანიზაციის მუშაობის კოორდინაციისათვის შექმნილი იყო საერთაშორისო კომისია, რომელიც ცნობილია შერეული კომისიის სახელით. მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შევიდნენ წარმომადგენლები საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტიდან და ერთა ლიგის ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ამ კომისიამ მოამზადა წინადადებათა პროექტი სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ნუსხის მეოთხე (1929 წ) და მეხუთე (1938 წ) გადახედვებისათვის.
მეხუთე გადახედვისადმი მიძღვნილი კონფერენცია
სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ნუსხის შესახებ მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, ისე როგორც წინა კონფერენციები ორგანიზებული იყო საფრანგეთის მთავრობის მიერ. მეხუთე კონფერენცია ჩატარდა პარიზში 1938 წ. ოქტომბერში. ამ კონფერენციამ მიიღო სიკვდილის მიზეზების დასახელებების სამი ნუსხა: გრძელი 200 კატეგორიით, საშუალო 87 კატეგორიით და მოკლე 44 კატეგორიით. კონფერენციამ შეიტანა მინიმალური შესაძლო ცვლილებები შინაარსში, რაოდენობასა და კატეგორიების ნუმერაციაშიც კი მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების შესაბამისად, განსაკუთრებით ინფექციურ და პარაზიტულ ავადმყოფობათა და მშობიარობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული მდგომარეობების და უბედური შემთხვევების თავებში, კონფერენციის მიერ ასევე მომზადებული და მიღებული იქნა მკვდრადშობილობის მიზეზების ჩამონათვალი.
რაც შეეხება ავადმყოფობათა კლასიფიკაციას ავადობის სტატისტიკისათვის კონფერენციამ აღიარა ავადმყოფობათა შესაბამისი ჩამონათვალის მზარდი მნიშვნელობა, რათა დაეკმაყოფილებინა სხვადასხვა ორგანიზაციების – სამედიცინო დაზღვევის ორგანიზაციების, საავადმყოფოების, სამხედრო სამედიცინო სამსახურების, ჯანდაცვის მართვის ორგანოების და ანალოგიური სამსახურების სტატისტიკურ მოთხოვნათა ფართო სპექტრი. კონფერენციაზე მიღებული იქნა შემდეგი რეზოლუცია (16):
2. ავადმყოფობათა საერთაშორისო ნუსხები
მიიღო რა მხედველობაში ავადმყოფობათა საერთაშორისო ნუსხის შედგენის მნიშვნელობა, რომელიც შეესაბამებოდა სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ჩამონათვალს:
კონფერენციამ რეკომენდაცია მისცა გაერთიანებული კომიტეტის მიერ დანიშნულ საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტისა და ერთა ლიგის ჯანდაცვის ორგანიზაციას, დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად თავის თავზე აეღო, ავადობის მიზეზების საერთაშორისო ჩამონათვალის მომზადება, 1929 წლის მსგავსად.
ავადობის მიზეზების საერთაშორისო ნუსხუს შესამუშავებლად კონფერენციამ მიიღო რეკომენდაცია, რომ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა ნაციონალური ჩამონათვლები, რამდენადაც ეს შესაძლებელია შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი სიკვდილის მიზეზების დეტალურ საერთაშორისო ჩამონათვალთან (ზემოთ ნახსენები ჩამონათვალის თავების დანომვრა, სათაურები და ქვესათაურები მოცემულია ფრჩხილებში).
კონფერენციამ რეკომენდაცია მისცა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შემოტანილ წინადადებას გაეგრძელებულიყო სიკვდილის მრავლობითი მიზეზების სტატისტიკის შესწავლა შემდეგი რეზოლუციით (16):
3. ცნობა სიკვდილის შესახებ და სიკვდილის მიზეზების შერჩევა, როცა მითითებულია ერთზე მეტი მიზეზი (მრავლობითი მიზეზები)
კონფერენციამ,
მიიღო რა მხედველობაში, რომ 1929 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იყო იმდენად კეთილგანწყობილი, რომ გადაწყვიტა შეესწავლა სიკვდილის ძირითადი მიზეზები უნიფიკაციის მეთოდის შერჩევის საშუალებით და ეს მიზეზები შეეტანა სტატისტიკური დამუშავების ფორმაში იმ შემთხვევაში, თუ სიკვდილის ცნობაში აღმოჩნდებოდა ორი ან მეტი მიზეზი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დასრულებულმა ან მომზადების სტადიაში მყოფმა მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა გამოავლინა ამ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი პრობლემის სირთულე,
ამ გამოკვლევების შესაბამისად, სხვადასხვა ავადმყოფობების გამო სიკვდილის მაჩვენებლების საერთაშორისო შესაბამისობა მოითხოვს არა მხოლოდ სიკვდილის ძირითადი მიზეზის არჩევას სტატისტიკური მიზენებისათვის არამედ ასევე სხვა საკითხების გადაწყვეტას:
(1)უცხადებს დიდ მადლობას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას იმ სამუშაოსათვის, რომელიც მან ჩაატარა;
(2)სთხოვს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას გააგრძელოს გამოკვლევები შემდგომი 10 წლის მანძილზე სხვა ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან ერთად უფრო ფართო თანამშრომლობის საფუძველზე და
(3)სთავაზობს, რომ შემდგომი გამოკვლევებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შექმნას ქვეკომიტეტი, რომლებშიც უნდა შევიდეს წარმომადგენლები იმ ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც მონაწილეობენ გამოკვლევებში.
ავადობის სტატისტიკისათვის შექმნილი ავადმყოფობათა კლასიფიკაციის წინა გამოცემები
აქამდე ავადმყოფობათა კლასიფიკაცია განიხილებოდა მხოლოდ სიკვდილის მიზეზების სტატისტიკასთან დაკავშირებით. თუმცა ფარს ესმოდა, რომ ‘’საჭიროა გავრცელებულიყო ანალოგიური ნომენკლატურების სისტემა ავადმყოფობებზე, რომლებიც თუმცა არ არის სასიკვდილო, მაგრამ არის მოსახლეობის შრომისუუნარობის მიზეზი და ახლაც შეტანილია ჯარის, სამხედრო საზღვაო ნაწილების, საავადმყოფოების, საპატიმროების, ფსიქიატრიული საავადმყოფოების, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი დაწესებულებების, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანგარიშების, ასევე მოსახლეობის აღწერისას ავადმყოფობათა ცხრილებში, მაგალითად, ისეთ ქვეყნებში – როგორიცაა ირლანდია, სადაც ხდება მთელი მოსახლეობის ავადობის აღრიცხვა’’ (9). ამიტომ მეორე საერთაშორისო სტატიტიკურ კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებაში „ავადმყოფობათა ნომენკლატურისა და სტატისტიკური კლასიფიკაციის შესახებ”, ავადმყოფობათა ძირითად ჩამონათვალში მან შეიტანა იმ ავადმყოფობათა უმეტესობაც, რომლებიც გავლენას ახდეს ჯანმრთელობაზე, რომლებსაც მივყავართ ლეტალურ გამოსავლამდე. მეოთხე საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც შედგა ლონდონში 1860 წელს, ფლორეს ნაითინგელმა (Florece Nifhtingale) მოხსენებაში „წინადადებები საავადმყოფოს სტატისტიკის ერთიანი სქემის შესახებ” მოითხოვა ფარის ავადმყოფობათა კლასიფიკაციის მიღება საავადმყოფოში ავადობის სტატისტიკური აღრიცხვის მიზნით.
ავადმყოფობათა პარალელური კლასიფიკაცია ავადობის სტატისტიკისათვის მიღებულ იქნა პარიზში 1900 წელს, პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა ბერტილიონის სიკვდილის მიზეზების კლასიფიკაციის გადახედვას. პარალელური ჩამონათვალი ასევე მიღებულ იქნა 1909 წელს მეორე კონფერენციაზე. დამატებითი კატეგორიები არალეტალური ავადმყოფობებისთვის მიღებულ იქნა ზოგიერთი კატეგორიის გაყოფის გზით სიკვდილის მიზეზების კლასიფიკაციის მეორე ან მესამე ჯგუფის ავადმყოფობებზე, სადაც თითოეული მათგანი აღნიშნული იყო ასოთი. მეორე ათწლეულის გადახედვის ინგლისურ ენაზე თარგმანს, გამოქვეყნებულს ვაჭრობისა და შრომის სამინისტროების მიერ 1910 წელს, ეწოდა „ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო კლასიფიკაცია.” შემდგომ გადახედვაში ამ ჯგუფებიდან ზოგიერთი იყო შეტანილი სიკვდილის მიზეზების დასახელებათა გრძელ ნუსხაში. მეოთხე საერთაშორისო კონფერენციამ მიიღო ავადმყოფობათა კლასიფიკაცია, რომელიც განსხვავდებოდა სიკვდილის მიზეზების დეტალური საერთაშორისო ჩამონათვალისაგან მხოლოდ 12 კატეგორიის შემდგომი ქვეკატეგორიების დამატებით. თუმცა ავადმყოფობათა ამ საერთაშორისო კლასიფიკაციებმა არ დაიმსახურა საერთო მოწონება, ვინაიდან ის გულისხმობდა სიკვდილის ძირითადი მიზეზების ჩამონათვალის მხოლოდ შეზღუდულ გაფართოებას.
ავადმყოფობათა კლასიფიკაციის უნიფიკაციის არარსებობის გამო, რომელიც დააკმაყოფილებდა ავადობის სტატისტიკის მოთხოვნებს, მრავალმა ქვეყანამ ჩათვალა საჭიროდ მოემზადებინა თავისი საკუთარი ჩამონათვალი. სტანდარტული ჩამონათვალი კოდირებით ავადობის შესასწავლად მომზადებულ იქნა კანადის დომინიონი ჯანდაცვის საბჭოს მიერ და გამოქვეყნებულ იქნა 1936 წელს. კოდირების მქონე ჩამონათვალის ნაწილები წარმოადგენს სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ჩამონათვალის 1929 წლის გადასინჯვის 18 თავს, რომელიც თავის მხრივ დაყოფილი იქნა ავადმყოფობათა 380 სპეციალურ კატეგორიად. 1938 წელს მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე კანადის დელეგაციამ წარმოადგინა განსახილველად ამ ნუსხის მოდიფიკაცია, როგორც ავადობის მიზეზების საერთაშორისო ნუსხის საფუძველი. თუმცა, არანაირი ქმედებები ამ წინადადებასთან დაკავშირებით არ იქნა გატარებული, კონფერენციამ მიიღო ზემოთ მოყვანილი რეზოლუცია.
1944 წელს ავადობისა და დაზიანებების წინასწარი კლასიფიკაციები გამოქვეყნებული იყო, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში ავადობის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მიზნით. ორივე კლასიფიკაცია იყო უფრო ფართო ვიდრე კანადური ჩამონათვალი, მაგრამ მის მსგავსად მიყვებოდა ავადობის ძირითად რიგს სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ჩამონათვალში. ბრიტანული კლასიფიკაცია მომზადებულ იქნა სტაციონარული ავადობის სტატისტიკის კომიტეტის სამედიცინო კვლევების საბჭოს მიერ, რომელიც შეიქმნა 1942 წლის იანვარში. მას ეწოდებოდა ავადმყოფობათა და დაზიანებების წინასწარი კლასიფიკაცია ავადობის სტატისტიკის შესწავლის დროს გამოსაყენებლად (17). ეს კლასიფიკაცია მომზადდა გაერთიანებული სამეფოს სტაციონარებში პაციენტთა მონაცემების შეგროვებისა და სტატისტიკური აღრიცხვის სქემის შექმნის მიზნით ავადობისა და დაზიანებების სტანდარტული კლასიფიკაციის საფუძველზე და ფართოდ გამოიყენებოდა დიდ ბრიტანეთში სამთავრობო და სხვა ორგანიზაციების მიერ.
რამდენიმე წლით ადრე, 1940 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ჯანდაცვის სამსახურის მთავარმა ქირურგმა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიუროს დირექტორმა გამოაქვეყნეს ავადმყოფობების და დაზიანებების ჩამონათვალი ავადობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისათვის (18). სტანდარტული ჩამონათვალი კოდირებით მომზადებული იყო საზოგადროებრივი ჯანდაცვის მეთოდოლოგიური განყოფილებისა და კონსულტანტთა კომიტეტთან ერთად, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ მთავარი ქირურგის მიერ. 1944 წელს გამოქვეყნებული იყო სახელმძღვანელო ავადობის მიზეზების კოდების შექმნის შესახებ დიაგნოზთა ჩამონათვალის სტანდარტული კოდების შესაბამისად ავადობის მონაცემთაA სტატისტიკური დამუშავებისათვის, რომელიც შედგებოდა დიაგნოზთაA კოდების, ჩანართების ჩამონათვლისა და ანბანური მაჩვენებლებისაგან. სტანდარტული კოდირების მქონე ჩამონათვალი გამოიყენებოდა ზოგიერთ საავადმყოფოებში სამუშაოების დაგეგმვის დროს, საავადმყოფოების დიდ ნაწილში ნებაყოფლობითი დაზღვევისა და სისტემური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს, აგრეთვე სპეციალურ გამოკვლევებში, რომლებიც ტარდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვა დაწესებულებებში.
ამერიკის შეერთებული შტატების კომიტეტი - სიკვდილის მრავლობითი მიზეზები
მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის რეზოლუციის შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 1945 წელს დააარსა ამერიკის შეერთებული შტატების კომიტეტი სიკვდილის მრავლობითი მიზეზების შესასწავლად ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორის ლოუელ რიდის (Lowell J. Reed) თავმჯდომარეობით. ამ კომიტეტის წევრებისა და კონსულტანტების რიგში შედიოდნენ კანადის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებისა და აგრეთვე ერთა ლიგის ჯანდაცვის სექციის წარმომადგენლები. კომიტეტმა აღიარა ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემთა ნუსხის სტატისტიკური დამუშავების განვითარების ძირითადი მიმართულებები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე შეუდგებოდნენ სიკვდილის მრავლობითი მიზეზების საკითხის დამუშავებას, სასარგებლო იქნებოდა შესწორებულიყო კლასიფიკაცია ავადობისა და სიკვდილიანობის თვალთახედვით, ვინაიდან პრობლემას სიკვდილის მრავლობითი მიზეზების შესახებ კავშირი აქვს სტატისტიკის ორივე ტიპთან.
კომიტეტმა ასევე მიიღო მხედველობაში რეზოლუციის ის ნაწილი ავადმყოფობათა საერთაშორისო ნუსხის შესახებ, რომელიც წინ უსწრებდა საერთაშორისო კონფერენციას, სადაც რეკომენდებული იყო, რომ „პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა ნაციონალური ნუსხა” მაქსიმალურად ყოფილიყო შესაბამისობაში მოყვანილი `სიკვდილის მიზეზების დეტალურ საერთაშორისო ნუსხასთან”. კომიტეტმა აღიარა, რომ ავადობისა და დაზიანებების კლასიფიკაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების კლასიფიკაციასთან. აზრი, რომ ასეთი ნუსხები ფუნდამენტურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მოდის მცდარი წარმოდგენიდან, რომ საერთაშორისო ნუსხა წარმოადგენს ტერმინალური მიზეზების კლასიფიკაციას, იმ დროს როცა სინამდვილეში ის დაფუძნებულია ავადმყოფურ მდგომარეობაზე რაც წარმოქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რომელსაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. კომიტეტი მივიდა დასკვნამდე, რომ იმისათვის, რომ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული როგორც ავადობის ისე სიკვდილიანობის სტატისტიკური მონაცემები, ავადმყოფობათა და სიკვდილიანობის მიზეზთა კლასიფიკაცია უნდა იყოს არა ცალკ-ცალკე ორი ნუსხის სახით, არამედ თუ ეს შესაძლებელია, უნდა შეიქმნას ერთიანი ნუსხა.
ასეთ ერთიან ნუსხას გამოიყენებს სულ უფრო მეტი სტატისტიკური ორგანიზაცია. ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ამუშავებენ მხოლოდ ავადობის სტატისტიკას, ვერ აუვლიან გვერდს სიკვდილობას.. ამგვარად, ერთიანი ნუსხა მნიშვნელოვნად ამარტივებს კოდის განსაზღვრის ოპერაციებს. ის ასევე არის საერთო ბაზა ავადობისა და სიკვდილიანობის სტატისტიკის შესადარებლად.
ამ მიზნით დაფუძნდა ქვეკომიტეტი, რომელმაც მოამზადა პროექტი ავადმყოფობათა, დაზიანებებისა და სიკვდილის მიზეზების სტატისტიკური კლასიფიკაციისთვის. საბოლოო პროექტი მიღებული იქნა კომიტეტის მიერ მას შემდეგ, როდესაც მოხდა მისი მოდიფიკაცია კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სამსახურების მიერ ჩატარებული აპრობაციის საფუძველზე.
საერთაშორისო კლასიფიკაციის მეექვსე გადახედვა
ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც ჩატარდა 1946 წლის (19) ივნის-ივლისში ნიუ-იორკში, დაავალა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომისიას პასუხისმგებლობა ეკისრა:
არსებული მექანიზმის გადახედვისთვის და ისეთი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებისთვის, რომელიც შესაძლოა აუცილებელად იყოს დაკავშირებული:
(i)„სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ნუსხის” შემდგომი ათწლეულის გადასინჯვასთან (იმ ნუსხათა ჩათვლით, რომლებიც მიღებული იყო 1934 წელს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სიკვდილის მიზეზების სტატისტიკასთან დაკავშირებით); და
(ii)ავადობის მიზეზების საერთაშორისო ჩამონათვალის შექმნასთან.
ამ დავალების შესრულების მიზნით დროებითმა კომისიამ დაამტკიცა ექსპერტთა კომიტეტი ავადობისა და სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ჩამონათვალის მეექვსე გადახედვის მოსამზადებლად.
კომიტეტმა, მიიღო რა მხედველობაში ავადობისა და სიკვდილობის კლასიფიკაციის სხვადასხვა თვალთახედვის მთელი სპექტრი, განახორციელა ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაციების მიმოხილვა და ანალიზი, რომელიც იყო მომზადებული სიკვდილის მრავლობითი მიზეზების ამერიკის შეერთებული შტატების კომიტეტის მიერ.
კლასიფიკაცია, სახელწოდებით „ავადმყოფობათა, დაზიანებათა და სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო კლასიფიკაცია”, რომელიც ამ სამუშაოს შედეგს წარმოადგენდა, გადაეგზავნა ნაციონალურ მთავრობებს შენიშვნებისა და დამატებებისათვის. ექსპერტთა კომიტეტმა განიხილა მიღებული პასუხები და მოამზადა რედაქტირებული ვერსია, რომელიც მოიცავდა ისეთ ცვილებებსაც, რომლებიც კლასიფიკაციას უფრო სასარგებლოსა და მოხერხებულს ხდიდა. კომიტეტმა ასევე შეიმუშავა დიაგნოსტიკური ტერმინების ნუსხა, რომელიც მოცემული იყო კლასიფიკაციის თითოეული თავის ქვეშ. გარდა ამისა შეიქმნა სპეციალური ქვეკომიტეტი დიაგნოზის ფორმულირების ყოვლისმომცველი ანბანური მაჩვენებლის მოსამზადებლად, რომლებიც მოთავსდებოდა კლასიფიკაციის შესაბამის რუბრიკებში.
კომიტეტმა ასევე განიხილა, ავადობისა და სიკვდილის მიზეზების სტატისტიკური დამუშავებისა და მონაცემთა პუბლიკაციისთვის სპეციალურ ნუსხათა სტრუქტურა და გამოყენების სფერო და შეისწავლა სხვა პრობლემები, რომლებიც ეხებოდა სიკვდილობის სტატისტიკის საერთაშორისო შედარებითობას. ისეთი, როგორიცაა სიკვდილის ცნობის ფორმა და კლასიფიკაციის წესები.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ავადმყოფობათა და სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო ნუსხის მეექვსე გადახედვას, და რომელიც ჩატარდა პარიზში 1948 წლის 26-30 აპრილს, მოწვეული იყო საფრანგეთის მთავრობის მიერ იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იყო 1938 წელს მეხუთე გადახედვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. კონფერენციის სამდივნო შექმნილი იყო საფრანგეთის კომპეტენტური ხელისუფლებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. სამდივნომ ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაო იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო იმ ქვეყნების მთავრობების მიერ, რომლებიც წარმოდგენილნი იყო ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე 1946 წელს (19).
კონფერენციამ მიიღო კლასიფიკაცია, რომელიც მომზადებული იყო ექსპერტთა კომიტეტის მიერ საერთაშორისო ნუსხის მეექვსე გადახედვის სახით (20). მან აგრეთვე განიხილა ექსპერტთა კომიტეტის სხვა წინადადებები, რომლებიც ეხებოდა ავადობისა და სიკვდილობის სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და პუბლიკაციას. კონფერენციამ მოიწონა სიკვდილის სამედიცინო ცნობის ფორმა. მიიღო მიდგომა, რომლის მიხედვითაც სიკვდილის პირველადი მიზეზი წარმოადგენს სიკვდილის ძირითად მიზეზს, რომელიც გამოიყენება სტატისტიკური დამუშავებისათვის და დაამტკიცა სიკვდილის პირველადი მიზეზების შერჩევის წესები, ასევე, ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემთა სპეციალური ნუსხა სტატისტიკური დამუშავებისათვის. ამის გარდა კონფერენციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეას მიეღო წესი, რომლის მიხედვითაც ჯანმო-ს წევრ ქვეყნებს ავადობისა და სიკვდილობის სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების დროს უნდა ეხელმძღვანელად ჯანმო-ს კანონის 21-ე სტატიის (ბ) პუნქტით.
1948 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის პირველმა სესიამ მოიწონა მეექვსე გადახედვისადმი მიძღვნილი კონფერენციის ანგარიში და მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის #1 ინსტრუქცია, მომზადებული კონფერენციის რეკომენდაციების საფუძველზე. საერთაშორისო კლასიფიკაცია ჩართული კატეგორიებისა და მათი შინაარსის სრული ნუსხით შემოღებული იქნა სიკვდილის მიზეზების სამედიცინო ცნობასთან, კლასიფიკაციის წესებთან და სტატისტიკური დამუშავების სპეციალურ ნუსხასთან ერთად „ავადობის, დაზიანებებისა და სიკვდილის მიზეზების საერთშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის სახელმძღვანელოში” (21). ეს სახელმძღვანელო შედგებოდა ორი ტომისაგან. ტომი 2 წარმოადგენდა დიაგნოსტიკური ტერმინების ანბანურ საძიებელს, სადაც კოდები განსაზღვრული იყო შესაბამის კატეგორიებში. მეექვსე გადახედვისადმი მიძღვნილმა საერთაშორისო კონფერენციამ საფუძველი დაუდო ახალ ერას საერთაშორისო დემოგრაფიისა და ჯანდაცვის სტატისტიკის სფეროში. ფართო ნუსხის მოწონების გარდა, რომელიც ეხებოდა ავადობისა და სიკვდილობის სტატისტიკური შესწავლის და სიკვდილის პირველადი მიზეზების შერჩევის საერთაშორისო ნორმების შეთანხმებას, კონფერენციამ რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო თანამშრომლობის ყოველმხრივი პროგრამის მიღებას დემოგრაფიული და ჯანდაცვის სტატისტიკის დარგში. ამ პროგრამის მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა რეკომენდაცია მთავრობისადმი, რომ შექმნილიყო დემოგრაფიული და ჯანდაცვის სტატისტიკის ნაციონალური კომიტეტები, ამ სფეროში მოქმედების კოორდინაციისათვის ნაციონალური მასშტაბით და დამაკავშირებელი რგოლის როლით ნაციონალურ სტატისტიკურ ორგანიზაციებსა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის. ამას გარდა, გათვალისწინებული იყო, რომ ასეთი ნაციონალური კომიტეტები დამოუკიდებლად ან სხვა ნაციონალურ კომიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე შეისწავლიდნენ ჯანმრთელობის მნიშვნელოვან სტატისტიკურ პრობლემებს საერთო ნაციონალური მასშტაბით და წარმოადგენდენ ამ გამოკვლევების შედეგებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.
მეშვიდე და მერვე გადახედვები
საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ასკ) მეშვიდე გადახედვას შედგა 1955 წლის თებერვალში (22) პარიზში ჯანმო-ს ეგიდით. ჯანმო-ს ექსპარტთა კომისიების რეკომენდაციებით ამ გადახედვაში შეიტანეს მხოლოდ აუცილებელი შეცდომები და აღმოფხვრეს შეუთანხმებელი მომენტები (23).
მერვე გადახედვისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა 1965 წლის 6-12 ივლისს ჟენევაში (24). ეს გადახედვა უფრო რადიკალური იყო, ვიდრე მეშვიდე გადახედვა, გადახედვაში ხელუხლებელი დარჩა კლასიფიკაციის ბაზისური სტრუქტურა და შესაძლებლობის ფარგლებში ავადმყოფობების დაჯგუფების პრინციპები უპირატესად მათი ეტიოლოგიის შესაბამისად.
მეშვიდე და მერვე გადახედვების მოქმედების პერიოდში მკვეთრად გაიზარდა კლასიფიკაციის მომხმარებელთა რიცხვი საავადმყოფოების სახით და ზოგიერთმა ქვეყანამ მოამზადა დამატებითი, დეტალური ნაციონალური ვერსიები ასკ-ს გამოყენების გასაადვილებლად
მეცხრე გადახედვა
ჯანმოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც ეხებოდა მეცხრე გადახედვას, ჩატარდა ჟენევაში 1975 წლის 30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე (25). მსჯელობისას გადაწყდა, რომ კლასიფიკაციაში შეტანილ იქნეს მინიმალური შესწორებები, გარა იმისა, რომლებიც ეხება მის შეკრებას. ეს გამოწვეული იყო იმ ფინანსური ხარჯების ასაცილებლად, რომელიც სჭიდებოდა მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების განახლებას. იმის გამო, რომ მკვეთრად გაიზარდა ინტერესი კლასიფიკაციის მიმართ, დღის წესრიგში დადგა საკითხი მოძებნილიყო ადექვატური გადაწვეტა ნაწილობრივ კლასიფიკაციის მოდიფიკაციით, ნაწილობრივ კოდირების სპეციალური წესების შემოღებით. კონფერენციაზე ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კლასიფიკაციის ზოგიერთი თემატური ნაწილი მიუღებელი იყო გამოსაყენებლად და აქცენტი გააკეთეს მისი კიდევ უფრო მეტი დეტალიზაციის საჭიროებებზე, რათა კლასიფიკაცია გადაქცეულიყო სამედიცინო დახმარების შეფასების ხელმისაწვდომ საშუალებად. ამის მიღწევის გზად დაისახა ავადმყოფობების კლასიფიცირება უპირატესად ორგანიზმის ნაწილების დაზიანების მიხედვით. კონფერენციაზე რიგი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი იყო საწინააღმდეგო მოსაზრებაც. ისინი არ უჭერდნენ მხარს კლასიფიკაციის გართულებას დაწვრილებითი დეტალიზაციის ხარჯზე, თუმცა სჭირდებოდათ ასკ-ზე დაფუძნებული კლასიფიკაცია, რათა შეეფასებინათ საკუთარი მიღწევები ჯანდაცვაში.
საბოლოო წინადადებების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილი და მიღებული იყო კონფერენციაზე, შენარჩუნდა ასკ-ს ბაზისური სტრუქტურა, თუმცა დაემატა იყო მრავალი დეტალი ოთხნიშნა ქვერუბრიკებისა და ზოგიერთი ფაკულტატური ხუთნიშნა ქვერუბრიკებისათვის. იმ მომხმარებელთა მუშაობის გასაადვილებლად, რომლებიც არ მოითხოვდნენ ასეთ დეტალიზაციას, მიღებულ იქნა ზომები, რათა უზრუნველეყოთ კლასიფიკაციის გამოყენება სამნიშნა რუბრიკებით.
იმ მომხმარებელთა მუშაობის გასაადვილებლად, რომელთაც სამედიცინო დახმარების ხარისხის ჩვენებისათვის სტატისტიკური მონაცემებისა და ანბანური მაჩვენებლების წარმოდგენის სურვილი ჰქონდათ, მეცხრე გადახედვაში შემოტანილი იყო დიაგნოსტიკური ფორმულარების კლასიფიკაციის ფაკულტატური ალტერნატიული მეთოდი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას, როგორც საერთოდ ძირითად ავადმყოფობაზე, ასევე მის გამოვლინებაზე ორგანიზმის კონკრეტულ ორგანოებსა და სისტემებში. ეს სისტემა ცნობილი გახდა, როგორც „ჯვრებისა” და „ვარსკვლავების” სისტემა და შენარჩუნებული იქნა მეათე გადახედვაში. კლასიფიკაციის მეცხრე გადახედვაში შეტანილი იყო გარკვეული რაოდენობა სხვა ტექნიკური სიახლეებისა მისი მოქნილობის გასაზრდელად და სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების მიზნით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოცდამეცხრე სესიამ, აღნიშნა რა ასკ-ს მეცხრე გადახედვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის რეკომენდაციები, მოიწონა პუბლიკაცია დაზიანებათა დამატებითი კლასიფიკაციის, შრომის უნარიანობის შემცირებისა და ინვალიდობის, მედიცინაში პროცედურების კლასიფიკაციის, როგორც ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის დამატების და არა როგორც მისი შემადგენელი ნაწილის გამოცდის მიზნით. კონფერენციამ ასევე მიიღო რეკომენდაციები დაკავშირებული ზოგიერთ მეთოდურ საკითხთან: შეტანილი იქნა ზოგიერთი შესწორებები სიკვდილობის კოდის შექმნის წესებში და პირველად იქნა შემოღებული წესები ერთეული მდგომარეობების შესარჩევად ავადობის მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების მიზნით; დაზუსტებული და გაფართოებული იქნა განსაზღვრებები და რეკომენდაციები პერინატალური სიკვდილობის სტატისტიკის შესახებ და რეკომენდაცია მიეცა პერინატალური სიკვდილიანობის მიზეზის ცნობის ფორმას; ამას გარდა, ქვეყნებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ ჩაეტარებინათ შემდგომი სამუშაო მრავლობითი მდგომარეობების კოდების შექმნისა და მისი ანალიზისათვის, ოფიციალური მეთოდების ფორმულირების გარეშე; და ბოლოს, შეიქმნა ახალი, ძირითადი ჩამონათვალი სტატისტიკური დამუშავებისათვის.
მეათე გახედვის მომზადება
ჯერ კიდევ მეცხრე გადახედვისადმი მიძღვნილ კონფერენციამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო მეათე გადახედვისათვის მზადება. ნათელი იყო, რომ ასკ-ს სულ უფრო ფართო გამოყენება აუცილებელს ხდიდა მისი სტრუქტურის გაანალიზებას, სტაბილური და მოქნილი კლასიფიკაციის შექმნის ცდას, რომელიც არ მოითხოვდა ფუნდამენტურ გადახედვას შემდგომი მრავალი წლის განმავლობაში. ამის გამო ავადმყოფობათა კლასიფიკაციის ჯანმო-სთან თანამშრომელობის ცენტრები (იხ. ტ. I.) იძულებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი ასკ-10-ის ალტერნატიული სტრუქტურის ვარიანტებზე.
ამასთან ნათელი გახდა, რომ დადგენილი ათწლიანი ინტერვალი გადახედვებს შორის მეტად ხანმოკლე იყო. ასეთი წესის დროს სამუშაო გადახედვის ჩასატარებლად უნდა დაწყებულიყო უფრო დიდი ხნით ადრე, ვიდრე ასკ-ს არსებული მოქმედი ვერსია ყოველმხრივ იქნებოდა შეფასებული. ამის ძირითადი მიზეზი იყო აუცილებელი კონსულტაციები მრავალ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან, რაც მომზადების პროცესს მეტად ახანგრძლივებდა. ამიტომ, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა მიმართა წევრ ქვეყნებს და მიიღო მათგან თანხმობა გადადებულიყო მეათე გადახედვისადმი მიძღვნილი კონფერენცია 1989 წლამდე, რომელიც თავდაპირველად დანიშნული იყო 1985 წელს. აგრეთვე, გადადებულიყო მეათე გადახედვისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც უნდა შემდგარიყო 1989 წელს. ამან შესაძლებლობა მისცა არა მხოლოდ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები ასკ-ს სტრუქტურის ალტერნატიული მოდელებით, არამედ მომხმარებელს მისცა დრო ასკ-9-ს შესაფასებლად, მაგალითად, ჯანმო-ს ზოგიერთი რეგიონული ორგანიზაციის მიერ ჩატარდა თათბირები და გამოკვლევები. ეს თათბირები ორგანიზებული იყო ჯანმო-ს შტაბ-ბინის მიერ.
შემდგომი მუშაობის გაფართოებული პროგრამა, რომლის კულმინაცია გახდა ასკ-ს მეათე გადახედვის შემუშავება, ასახულია ასკ-ს მეათე გადახედვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის ანგარიშში, რომელიც მოცემულია I ტომში.
7. ლიტერატურა
1. International classification of diseases for oncology (ICD-O), second ed. Geneva, World Health Organization, 1990.
2. Systematized nomenclature of medicine (SnOMED). Chicago, college of American Pathologists, 1976.
3. Manual of tumor nomenclature and coding (MOTnAC). new York, American Cancer Society, 1968.
4. Systematized nomenclature of pathology (SnOP). Chicago, college of American Pathologists, 1965.
5. The ICD-10classification of mental and behavioural disorders: clinical descriptions and diagnostic guidelines. Geneva World Health Organization, 1992.
6. International classification of procedures in medicine (ICPM).Vols 1 and 2. Geneva World Health Organization, 1978.
7. International classification of impairments, disabilities, and handicaps. A manual of classification relating to the consequences of disease. Geneva World Health Organization, 1980.
8. International nomenclature of Diseases. Geneva, Council for International Organizations of Medical Sciences and World Health Organization; for details of individual volumes, see text.
9. Sixteenth annual report. London, Registrar General of England and Wales, 1856, App. p. 73.
10. Knibbs GH. The International Classification of Disease and Causes of Death and its revision. Medical journal of Australia, 1929, 1:2-12.
11. Greenwood M. Medical statistics from Graunt to Farr. Cambridge, Cambridge University Press, 1948.
12. First annual report. London, Registrar General of England and Wales, 1839, p. 99.
13. Bertillon J. Classification of the causes of death (abstract), In: Transactions of the 15th International Congress on Hygiene Demography. Washington, 1912.
14. Bulletin of the Institute of International Statistics, 1900, 12:280.
15. Roesle E. Essai d,une statistique comparative de la morbidite devant servir a etablir les listes speciales des causes de morbidite. Geneva, League of nations Health Organization, 1928 (document C.H. 730).
16. International list of causes of death. The Hague, International Statistical Institute, 1940.
17. Medical Research Council, Committee on Hospital Morbidity Statistics. A provisional classification of diseases and injuries for use in compiling morbidity statistics. London, Her Majesty,s Stationery Office, 1944 (Special Report Series no. 248).
18. US Public Health Service, Division of Public Health Methods. Manual for coding causes of illness according to a diagnosis code for tabulating morbidity statistics. Washington, Government Publishing Office, 1944 (Miscellaneous Publication no. 32).
19. Official Records of the World Health Organization, 1948, 11, 23.
20. Official Records of the World Health Organization, 1948, 2, 110.
21. Manual of the international statistical classification of diseases, injuries, and causes of death. Sixth revision. Geneva, World Health Organization, 1949.
22. Report of the International Conference for the Seventh Revision of the International Lists of Diseases and Causes of Death. Geneva, World Health Organization, 1955 (unpublished document WHO/HS/7 Rev. Conf./17 Rev. 1; available on request from Strengthening of Epidemiological and Statistical Services, World Health Organization, 1211 Geneva 27, Switzerland).
23. Third report of the Expert Committee on Health Statistics. Geneva, World Health Organization, 1952 (WHO Technical Report Series, no. 53).
24. Report of the International Conference for the Eighth Revision of the International Classification of Diseases. Geneva, World Health Organization, 1965 (unpublished document WHO/ICD9/74.4; available on request from Strengthening of Epidemiological and Statistical Services, World Health Organization, 1211 Geneva 27, Switzerland).
25. Manual of the international statistical classification of diseases, injuries, and causes of death. Volume 1.Geneva, World Health Organization, 1977.
[1] მასალის დიდი ნაწილი წარმოდგენილი 6.1_6.1.3 პარაგრაფებში, გადმოღებულია ასკ-ს მე-7 გადახედვის შესავალიდან, სადაც შესანიშნავადაა აღწერილი ავადმყოფობათა კლასიფიკაციის შედგენის განვითარების ადრეული ისტორია.
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები