"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4322-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322023, 22/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.016251
  • Word
4322-Iს
09/03/2011
ვებგვერდი, 110322023, 22/03/2011
430050000.05.001.016251
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ7“ ქვეპუნქტი:

„ღ7) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა − მასწავლებლობის უფლების განახლების ალტერნატიული და მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების საშუალება, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო კრედიტების ოდენობას და მათი დაგროვების შესაძლებლობებს;“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული აქვს სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულება, მაშინ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის დანიშვნა.“.

3. 217 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებელი ვალდებულია განაახლოს მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის სერტიფიკატის ვადის ამოწურვის შემდეგ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისათვის. მასწავლებლობის უფლება განახლდება 8 წლის ვადით.

2. მასწავლებლობის უფლების განახლების გზებია:

ა) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;

ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა და ამ სქემით გათვალისწინებული კრედიტების დაგროვება.

3.    მასწავლებლობის უფლების განახლება შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორივე კომპონენტის კომბინაციით.“.

4. 59-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე დაადგინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ეტაპები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 9 მარტი.

 №4322–Iს