„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2478
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.140.000.05.001.001.329
  • Word
2478
20/06/2003
სსმ, 21, 15/07/2003
300.140.000.05.001.001.329
„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2, 1998 წელი, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფო დამღა – კონკრეტული ლითონის და სინჯის აღმნიშვნელი, დადგენილი კონფიგურაციის დამღა, რომელიც დამზადებულია სპეციალური დაკვეთით, ტექნიკური პირობების დაცვით და რომელსაც ძვირფასი ლითონების ნაწარმის სინჯით მონიშვნისას იყენებს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სახელობითი დამღა – დამღა, რომლის გამოყენების უფლება აქვს შესაბამისი ნებართვის მქონე პირს;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) რეგენერაცია – წარმოებაში უკვე გამოყენებული პროდუქტებისთვის თავდაპირველ თვისებათა აღდგენა.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ვაჭრობა – ჯართითა და ნაწარმით საკომისიო, საცალო და საბითუმო ვაჭრობა;“;

3. მე-17 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სავალდებულო სასინჯ კონტროლს დაქვემდებარებული ნაწარმისა და სხვა მასალების ექსპორტისას და იმპორტისას საბაჟო ორგანოები ახდენენ მათ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას (საბაჟო გაფორმებას) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დასკვნის (დადამღვის ან წერილობითი ცნობის) საფუძველზე.“.

4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის მეშვეობით, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა.“.

5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასინჯი რეაქტივებისა და ქვების დამზადება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ეწევიან ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობას;“.

6. 22-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ნებართვებს გასცემს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქმიანობის თითოეულ სახეზე ნებართვა გაიცემა ცალკე.“.

7. 23-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირები, რომლებიც დაკავებულნი არიან ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით ნაწარმის დამზადებით, შეკეთებით ან რესტავრაციით, ნებართვის მიღების შემდეგ:

ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტში იღებენ სახელობითი დამღის ნიშანს, რომლით სარგებლობის უფლებასაც კარგავენ საქმიანობის შეწყვეტისთანავე;

ბ) ყოველწლიურად ატარებენ რეგისტრაციაში სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტში;

გ) სახელობითი დამღით დამღავენ როგორც გასაყიდად განკუთვნილ, ისე სახელმწიფო ან კერძო დაკვეთით დამზადებულ ნაწარმს;

დ) სრულად წარადგენენ სასინჯ კონტროლზე მათ მიერ დამზადებულ ნაწარმს, რომელიც მზად უნდა იყოს იმ მდგომარეობამდე, რომ მისი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით დადამღვის შემდეგ საწარმოო პროცესში გამორიცხული იყოს დამღის ანაბეჭდის დაზიანება, შეცვლა ან მოშორება;

ე) ამზადებენ ნაწარმს საქართველოში მოქმედი სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით განსაზღვრული შენადნობებით; სათანადო ნებართვის შემთხვევაში ნაწარმის დასამზადებლად არასტანდარტული შენადნობების გამოყენებისას აცხადებენ გამოყენებულ ლითონთა სახეობებისა და შენადნობებში მათი პროცენტული შემცველობის შესახებ;

ვ) ნაწარმის დამზადებისას უზრუნველყოფენ მასზე სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდის დასმის ადგილებს;

ზ) ნაწარმის რჩილვისას იყენებენ მხოლოდ იმავე ლითონის (პლატინის გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გარდა) და იმავე სინჯის (ვერცხლის გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გარდა) საქართველოში მოქმედი სტანდარტით დადგენილ სარჩილს. პლატინის ნაწარმის რჩილვისას იყენებენ იმავე სინჯის ოქროს სარჩილს, ხოლო ვერცხლის ნაწარმის რჩილვისას – არანაკლებ 650 სინჯის ვერცხლის სარჩილს, ამასთან, უზრუნველყოფენ ნაწარმის საერთო სინჯის დაცვას.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემის წესი

    მუხლი 271

1. ამ კანონით განსაზღვრული, ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის თითოეული სახის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს ნებართვის გამცემს. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს.

2. ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ნაწარმის ყიდვა-გაყიდვის ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) არანაკლებ 5 კვადრატული მეტრი ფართობი საკუთარი შესასვლელით;

ბ) სეიფი ან/და ცეცხლგამძლე რკინის კარადა;

გ) სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული გაზომვის საშუალებები:

გ.ა) ძვირფასი ლითონების ასაწონად სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

გ.ბ) ძვირფასი ქვების ასაწონად ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:    

გ.ბ.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

გ.ბ.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით;

დ) სადიაგნოსტიკო გემოლოგიური აპარატურა.

3. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების დამუშავების ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

ბ) ტექნოლოგიური დოკუმენტაცია;

გ) სეიფი ან/და ცეცხლგამძლე რკინის კარადა;

დ) ხარჯვის ნორმები;

ე) სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული გაზომვის საშუალებები:

ე.ა) ძვირფასი ლითონების ასაწონად სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

ე.ბ) ძვირფასი ქვების ასაწონად ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:    

ე.ბ.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

ე.ბ.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით.

4. ძვირფასი ქვების საექსპერტო-შეფასებითი სამუშაოების ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) ძვირფასი ქვების ასაწონად სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:

ა.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

ა.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით;

ბ) სადიაგნოსტიკო გემოლოგიური აპარატურა.

5. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ნაწარმით ვაჭრობის ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) სპეციალიზებული საიუველირო მაღაზია ან იზოლირებული განყოფილება არანაკლებ 5 კვადრატული მეტრი ფართობით, საკუთარი შესასვლელით;

ბ) სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული გაზომვის საშუალებები:

ბ.ა) ძვირფასი ლითონების ასაწონად სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

ბ.ბ) ძვირფასი ქვების ასაწონად ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:

ბ.ბ.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

ბ.ბ.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით;

გ) ლუპა;

დ) სააღრიცხვო ჟურნალები.

6. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გადამუშავებისა და აფინაჟის ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული „საქსტანდარტის“ მიერ;

ბ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების რეგენერაციის ტექნოლოგიური აღწერილობა.

7. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენების ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნაა ტექნოლოგიური და ნორმატიული დოკუმენტაცია, დამტკიცებული ნებართვის მაძიებელი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიერ.

8. ძვირფასი ლითონებით სამედიცინო მომსახურების ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) სეიფი ან/და ცეცხლგამძლე რკინის კარადა;

ბ) ძვირფასი ლითონების ასაწონად სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

გ) დანაკარგის ნორმები.

9. ძვირფას ლითონებთან და ძვირფას ქვებთან დაკავშირებული საქმიანობისას გამოყენებული ობიექტები უნდა იყოს სათანადოდ დაცული, კერძოდ, კარებსა და ფანჯრებზე უნდა ჰქონდეს ლითონისგან დამზადებული დამცავი საშუალებები.

10. ობიექტი, რომელიც განთავსებულია შენობაში და წარმოადგენს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ნაწარმის სავაჭრო ცენტრს (ე.წ. ბირჟა), უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, თითოეულ ინდივიდუალურ მეწარმეს უნდა ჰქონდეს:

ა) არანაკლებ 5 კვადრატული მეტრი ფართობი საკუთარი შესასვლელით;

ბ) სეიფი;

გ) სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული გაზომვის საშუალებები:

გ.ა) ძვირფასი ლითონების ასაწონად სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

გ.ბ) ძვირფასი ქვების ასაწონად ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:

გ.ბ.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

გ.ბ.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით;

გ) ლუპა;

დ) სააღრიცხვო ჟურნალები.

    მუხლი 272

ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის თითოეული სახის ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება, აგრეთვე ნებართვის გაუქმება ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

9. 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

2478IIს