საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 08/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.335
  • Word
2515
18/07/2003
სსმ, 22, 08/08/2003
020.000.000.05.001.001.335
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 1654–1659 მუხლების აბზაცები დაინომროს არაბული ციფრებით და ჩაითვალოს ნაწილებად.

2. 1654 მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 1655 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1655. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა

1. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა, –

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

2. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა, –

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 400 ლარამდე.

3. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მოუმზადებლობა ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, –

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 2000 ლარამდე.

4. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არსებითი ინფორმაციის არასწორად ან არასრულად შეტანა, –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2000 ლარამდე.

5. პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა,–

გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

6. პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

7. პირის მიერ მინდობილობის თხოვნასთან დაკავშირებული წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარამდე.“.

4. 1659 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. პირის მიერ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წერილობითი მოთხოვნის შეუსრულებლობა, მისთვის შემოწმების ჩატარებაში ხელის შეშლა, კანონმდებლობის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა, –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.“.

5. 2092 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2092. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია

ამ კოდექსის 1654–1659 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 18 ივლისი.

№2515–რს