დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის N9 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 06/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110406010, 06/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170040.21.014.016015 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №8
2011 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებით (სსმ III, 22.10.2010 წ., №136, მუხ. 1972) დამტკიცებულ წესში დამატებების შეტანის შესახებ:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჰ3”- „ჰ6” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ჰ3) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხო ექლპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით გასაწევი მომსახურება, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეცხვის მომსახურებისა;
ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ჰ5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული მომსახურების ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;
ჰ6) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის 133 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია სატენდერო განცხადების შესაბამის ველში.”.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჟ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ჟ) მითითებას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).”.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის 131 მუხლის შემდეგ დაემატოს 132 და 133 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 132. სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება
1. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით შესაძლებელია ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება.
2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სისტემაში უნდა აიტვირთოს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) მითითებას იმ შესყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია გამოაცხადოს ტენდერი;
გ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობებს;
დ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების წესს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ასევე უნდა აისახოს ერთობლივი შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაში.
5. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შეთანხმებულ სხვა პირობებს.
მუხლი 133. ტენდერის მეშვეობით მომსახურების შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა
1. ტენდერის მეშვეობით მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
4. პრეისკურანტის საფუძველზე ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილ წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.
5. პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები