დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 204 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110414014, 15/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.08.002.016206 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №204
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ.73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) II თავს დაემატოს მე-13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„13. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნული/მივლინებულია დროებით შტატზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დროებით შტატზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურება მიეცემა:
ა) ძირითადი შტატის თანამდებობის საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით;
ბ) დროებითი შტატის თანამდებობის ანალოგიური ძირითადი შტატის თანამდებობის საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით, (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), თუ სამხედრო მოსამსახურე დროებით შტატზე ინიშნება ძირითად შტატზე გადაყვანამდე ან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე”;
ბ) XV თავის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას ან ვაკანტურ სამხედრო თანამდებობაზე, ამ თანამდებობისათვის დადგენილი მოვალეობანი შეიძლება დაეკისროს სხვა სამხედრო მოსამსახურეს. აღნიშნული მოვალეობების საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტური თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება, თუ ეს უკანასკნელი აღემატება მის ანაზღაურებას. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნული/მივლინებულია დროებით შტატზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დროებით შტატზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურება მიეცემა:
ა) ძირითადი შტატის თანამდებობის საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით;
ბ) დროებითი შტატის თანამდებობის ანალოგიური ძირითადი შტატის თანამდებობის საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით, (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), თუ სამხედრო მოსამსახურე დროებით შტატზე ინიშნება ძირითად შტატზე გადაყვანამდე ან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები