დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3052 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 18/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.001.391 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საბაჟო საწყობების მფლობელები
საბაჟო საწყობების მფლობელები შეიძლება იყვნენ საბაჟო ორგანოები ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმოები, რომელთაც აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვები საბაჟო საწყობების საქმიანობების განსახორციელებლად.“.
2. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აწარმოოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტები:
„ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ანგარიშს წარუდგენს საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;
ვ) განახორციელოს საბაჟო საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით, აღნიშნული საბაჟო საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;
ზ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.
3. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება
1. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს.
2. საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობის მფლობელს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას.“.
4. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად საწარმო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. განცხადებას უნდა ერთვოდეს:
ა) სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები;
ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით, არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით;
გ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დამოწმებული სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსის გეგმა და ტექნიკური ნახაზები;
ე) ცნობა სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვის შესახებ;
ვ) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების ან შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი საბუთი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
5. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა
1. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტი შეუძლია დაარსოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილმა საწარმომ, რომელსაც აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა.
2. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.
3. უბაჟო საცალო ვაჭრობის ნებართვის მისაღებად საწარმო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები;
ბ) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით;
გ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის სავაჭრო დარბაზისათვის, მაღაზიის საწყობისათვის და დამხმარე სათავსისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების საკუთრების ან შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი საბუთები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ე) ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დამოწმებული უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის გეგმა და ტექნიკური ნახაზები;
ვ) ცნობა სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვის შესახებ.
5. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:
ა) აწარმოოს შენახული და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა;
ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ანგარიში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტში შენახული და რეალიზებული საქონლის თაობაზე;
გ) განახორციელოს უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით, მისი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;
დ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
6. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
6. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული საქონლის გადამუშავების ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე.
2. საქონლის გადამუშავების ნებართვა გაიცემა პირზე იმ პირობით, თუ:
ა) შესაძლებელია შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტების იდენტიფიკაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით;
ბ) საქონლის გადამუშავება იძლევა საქართველოს საწარმოო სიმძლავრეთა გამოყენებისა და გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის საშუალებას;
გ) შესრულებულია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.
7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:
„მუხლი 351. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის გაცემის წესი
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის მისაღებად, პირი ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები;
ბ) საქართველოში გადასამუშავებლად განკუთვნილი საქონლის შემოტანის საფუძველი (ხელშეკრულება ან საქონელზე უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
გ) საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის საფუძველი (ხელშეკრულება, საქონლის გასხვისების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შემოტანილ საქონელზე საიმპორტო საბაჟო გადასახდელების ეკვივალენტური თანხის გადახდის უზრუნველმყოფელი საბანკო გარანტია ან კანონით გათვალისწინებული გარანტიის სახით – საბაჟო გადასახდელების საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე გადასამუშავებლად შეტანილი და საწარმოს სათავსში საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსებული საქონლის ხელშეუხებლობის თაობაზე წერილობითი გარანტია, დღიდან მისი კონტროლზე აყვანისა, გადამუშავების პროცესში მის სრულ მოხმარებამდე ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე;
ვ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) საწარმოს წარმადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, ნებართვის გაუქმების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების აქტისა და პირის არგუმენტირებული მოტივაციის საფუძველზე განიხილოს გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთზე საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ შემთხვევაში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა გაიცემა საბაჟო კოდექსის 33-ე–37-ე მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
5. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი და გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი (სასაქონლო პროდუქცია, ნარჩენები) უნდა მოექცეს სხვა საბაჟო რეჟიმში ნებართვის ვადის გასვლიდან ათი დღის ვადაში.“.
8. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვის ვადით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს გასცეს შედარებით უფრო ხანგრძლივი მოქმედების ნებართვა, თუ ნებართვის მსურველი პირი დაამტკიცებს ასეთი ხანგრძლივობის აუცილებლობას გადამუშავების ტექნოლოგიური ციკლის სპეციფიკისა და სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.“.
9. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქონლის რეექსპორტი დაიშვება საბაჟო ორგანოს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
10. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 114. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია
1. საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ ლიცენზირებულ საბაჟო ბროკერს.
2. საბაჟო ბროკერის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად საწარმო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები;
ბ) საბაჟო ბროკერის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით. ამასთან, საგარანტიო ან სადაზღვევო თანხა არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) საწარმოს მიერ გაცემული ცნობა საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ.
4. დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების საკითხები რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
5. საბაჟო ბროკერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) შექმნას პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების განხორციელებას;
ბ) აწარმოოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ განხორციელებული ოპერაციების ან ნებისმიერი საშუამავლო ფუნქციის შესრულების აღრიცხვის ჟურნალი, მარწმუნებელ პირთან დადებული ხელშეკრულებების რეესტრი და ისინი მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს;
გ) უზრუნველყოს საბაჟო ბროკერის პასუხისმგებლობა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით, აღნიშნული საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;
დ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ანგარიში წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს საანგარიშო პერიოდში წარმოებული ყველა ოპერაციისა და მარწმუნებელ პირთან დადებული ხელშეკრულებების თაობაზე;
ე) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.
11. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 119. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია
1. ლიცენზიის მისაღებად საწარმო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი საბუთები:
ა) სანოტარო ფორმით დამოწმებული მონაცემები სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ;
ბ) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისი ან საბანკო გარანტია. ამასთან, საგარანტიო ან სადაზღვევო თანხა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) სატრანსპორტო საშუალებებზე საწარმოს საკუთრების ან სულ ცოტა 3 წლის ვადით მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სანოტარო ფორმით დამოწმებული საბუთი;
ე) ცნობა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების საკითხები რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) ჰქონდეს საკუთრებაში ან შესაბამისი მფლობელობის უფლებით აღებული ტექნიკურად გამართული ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაზიდვების აღრიცხვის ჟურნალი და იგი მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს;
გ) უზრუნველყოს საბაჟო გადამზიდველის პასუხისმგებლობა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით აღნიშნული საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;
დ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.
12. 116-ე და 120-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3052-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები