საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.001.419
  • Word
3173
31/12/2003
სსმ, 33, 31/12/2003
230.000.000.05.001.001.419
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 169-ე და 177-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. 176-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 176. გარდამავალი დებულებანი

2005 წლის 1 იანვრამდე:

ა) საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-8 მუხლის „დ“–„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები. ამასთან, ამ საქონლის რეექსპორტი დასაშვებია მხოლოდ ერთი თვის ვადით;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის იმპორტის გარდა, სხვა საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად (რომელთა შედეგად ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ტრანზიტის ჩათვლით) საბაჟო ორგანოებში წარმოდგენილი იქნება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან იდება ფულადი დეპოზიტი იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში. საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას უქმდება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან ბრუნდება ფულადი დეპოზიტი გატანილი საქონლის ოდენობის შესაბამისად; 

გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 99-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებისათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში იქნება სახელმწიფოს მიერ საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირის კანონით დადგენილი წესით დანიშვნის შემთხვევაში;  

დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით ელექტრონული საბუთისათვის, ელექტრონული პასპორტისათვის და ელექტრონული ლუქისათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში შედის სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნისთანავე;

ე) სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, ელექტრონული საბუთების შექმნისათვის დეკლარანტის მიერ და ელექტრონული ლუქის გაცემა-ექსპლუატაციისათვის საქონლის მფლობელის ან საბაჟო გადამზიდველის მიერ გადაიხდევინება კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური;

ვ) ამ კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 137-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 25 ოქტომბრიდან;

ზ) აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან/და გადაადგილება (მათ შორის, ტრანზიტი დანიშნულების ქვეყნის აქციზური მარკის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ქვეყანას არ გააჩნია აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების მოთხოვნა, მაშინ საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის გაცილებას საბაჟო გამშვებ პუნქტამდე).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                 ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 31 დეკემბერი.

№3173–რს