"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4564-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110505017, 05/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.05.001.016291
  • Word
4564-Iს
19/04/2011
ვებგვერდი, 110505017, 05/05/2011
010250000.05.001.016291
"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 22, 19.06.2007, მუხ. 194) შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და მათი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გაგზავნის თაობაზე. .

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ზედამხედველობის ორგანო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და მათი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გაგზავნის თაობაზე. .

 მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 16 მაისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4564-Iს