დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12.01.465 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 18/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110519010, 23/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016056 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №12.01.465
2011 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ’’ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს :
1. ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ’’ (სსმ, 27.04.2011) ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებით დამტკიცებულ წესდებაში (დებულებაში) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ , ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი:
,,3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ეფექტური განხორციელების მიზნით, ფონდი უზრუნველყოფს თანამშრომლობას ქ. თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის ,საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან.’’;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
,,მუხლი 21. ფონდის სტრუქტურა
1. ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ფონდის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) საფინანსო სამსახური;
ე) საინვესტიციო პროექტებისა და მარკეტინგის სამსახური.
3. ადმინისტრაციული სამსახური:
ა) ახორციელებს კადრების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;
ბ) ფონდის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს თანამშრომელთა დანიშვნა -გათავისუფლების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ფონდის უფროსის ბრძანებების პროექტებს;
გ) ახორციელებს ფონდის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, ამზადებს შრომითი ხელშეკრულებების პროექტებს;
დ) შეიმუშავებს ფონდის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;
ე) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ვ) ასრულებს ფონდის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს;
ზ) ანალიზს უკეთებს ფონდის თანამშრომელთა მიერ გაწეულ მუშაობას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
ი) ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ფონდის უფროსს;
კ) უზრუნველყოფს ფონდზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ლ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;
მ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
ნ) აკონტროლებს მომსახურების მომწოდებლებთან ფონდის სახელით დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;
ო) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური:
ა) ახორციელებს ფონდის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას;
ბ) უზრუნველყოფს ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას;
გ) უზრუნველყოფს ქსელის უსაფრხოების დაცვას;
დ) ახორციელებს ფონდის სერვერული ცენტრის ადმინისტრირებას;
ე) ასწორებს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზაში არსებულ შეცდომებს და სრულყოფს ბაზებს;
ვ) ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის კონტროლს;
ზ) უზრუნველყოფს სხვა სახის კომუნიკაციების გამართულ მუშაობას;
თ) ამუშავებს და ანალიზს უკეთებს სტატისტიკურ მონაცემებს;
ი) ამზადებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და ანალიზს უკეთებს ფონდის საქმიანობას;
კ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ფონდის უფროსის ურთიერთობის კოორდინირებას;
ლ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
მ) ორგანიზებას უწევს ფონდის საქმისწარმოების;
ნ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
ო) უზრუნველყოფს ფონდში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას.
პ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
5. იურ იდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ფონდის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) წარმოადგენს ფონდს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
გ) ახორციელებს დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას;
დ) სამართლებრივ ორგანიზებას უწევს ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებს;
ე) მონაწილეობას იღებს ფონდის მიერ მომზადებული ნორმატიული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ვ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
6. საფინანსო სამსახური:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას:
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმი ანობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ფონდის უფროსთან;
გ) შეიმუშავებს ფონდის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;
დ) ორგანიზებას უწევს ფონდში ფულადი სახსრების, ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ზ) ატარებს შიდა აუდიტს;
თ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
7. საინვესტიციო პროექტებისა და მარკეტინგის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი/მოძრავი ქონების (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა) აღრიცხვა -რეგისტრაციას და გამიჯვნა-გაერთიანებას;
ბ) ახორციელებს უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგვისთვის ამზადებს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას;
დ) განიხილავს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას;
ე) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით, ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ამზადებს ფონდის ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკური მონაცემებს;
ზ) ასრულებს ფონდის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
თ) ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.’’.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე-მერი) დ. ნინიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები