დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 25/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.007030 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/01/2005 - 29/06/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაცო კოდი 190.040.000.22.033.007.030
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №26
2005 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ” 51 მუხლის, მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია “ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის შესახებ”.
2. დამტკიცდეს დანართი №1, №2 და №3.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს “ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო რეესტრის წარმოების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლისა 26 ივნისის №543 ბრძანება.
ზ. ნოღაიდელი
ინსტრუქცია
ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის შესახებ
1. ზოგადი დებულებანი
1. მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრის წარმოებისა და მათი სახელმწიფო რეგისტრაციის წესს.
2. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ინსპექცია, რომელიც ვალდებულია შექმნას სამეწარმეო რეესტრი, ამ ინსტრუქციაზე თანდართული ფორმის (დანართი №3) მიხედვით.
3. ინდივიდუალური საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება საგადასახადო ინსპექციების (განყოფილებების, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირების) მეშვეობით, საწარმოს რეგისტრაციისათვის ანკეტის სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ, სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით.
2. საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესი
1. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, მისი საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ანკეტა მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული (დანართი №1) ფორმის მიხედვით ორ ეგზემპლარად, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საფირმო სახელწოდებას. ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს. დამატებები არ დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა საფირმო სახელწოდებას ერთვის რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის შესახებ;
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობაში იგი გამოდის თავისი სახელით;
გ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს;
დ) საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
ე) მოქალაქის პირადობის მოწმობის (პირად) ნომერს;
ვ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.
2. დაუშვებელია მეწარმეთა შესახებ კანონითა და წესით გათვალისწინებულის გარდა რაიმე სხვა დოკუმენტაციის ან ინფორმაციის მოთხოვნა.
3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საგადასახადო ინსპექციაში დაუბრკოლებლად მიიღოს ანკეტა, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს ანკეტის ასლი.
4. ანკეტის შესავსებად პირს უფლება აქვს გამოიყენოს საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ანკეტა ან ანკეტის ასლი.
5. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან ინდივიდუალური საწარმოს წარმომადგენელი (უფლებამოსილი) პირი წარუდგენს (ან დაზღვეული წერილით უგზავნის) შესაბამის საგადასახადო ინსპექციას (განყოფილებას, გადამხდელთა რეგისტრაციაზე (რეესტრის წარმოებაზე) პასუხისმგებელ პირს შესაბამის რაიონში) სანოტარო წესით დადასტურებულ ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) რეგისტრაციის ანკეტას ორ ეგზემპლარად.
6. ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) სახელმწიფო რეგისტრაციის ანკეტის საგადასახადო ინსპექციაში წარდგენის შემდეგ საგადასახადო ინსპექციასა ან საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს კომპიუტერიზებულ განყოფილებაში ტარდება შემდეგი პროცედურები:
ა) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლივ ამოწმებს ანკეტის მონაცემთა სისრულესა და სისწორეს. თუ პირის მიერ წარმოდგენილი ანკეტა აკმაყოფილებს კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სისწორეს ადასტურებს ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით, რის შემდგომ შეაქვს ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრში, ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს, აფიქსირებს რეგისტრაციის თარიღს და რეგისტრაციის მონაცემები შეაქვს ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრის კომპიუტერულ ბაზაში. ინდივიდუალურ საწარმოზე გაიცემა ცნობა “ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) სახელმწიფო რეგისტრაციის და სამეწარმეო რეესტრში ჩართვის შესახებ”, მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული (დანართი №2) ფორმის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის (განყოფილების) უფროსი;
ბ) ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის ანკეტის ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ინსპექციაში (განყოფილებაში) და იდება ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) საქმეში (“ფაილში”), ხოლო მეორე ეგზემპლარი უბრუნდება ინდმეწარმეს;
გ) ინდივიდუალური საწარმოს, სახელმწიფო რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრში ჩართვის შემდეგ, საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება მოქმედი წესის შესაბამისად.
7. საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს არაკომპიუტერიზებულ განყოფილებაში ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირთან ტარდება შემდეგი პროცედურები:
ა) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლივ ამოწმებს ანკეტის მონაცემთა სისრულესა და სისწორეს. თუ პირის მიერ წარმოდგენილი ანკეტა აკმაყოფილებს კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სისწორეს ადასტურებს ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით, რის შემდგომ შეაქვს ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო რეესტრში, ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს და აფიქსირებს რეგისტრაციის თარიღს. გადამხდელზე გაიცემა ცნობა “ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) სახელმწიფო რეგისტრაციის და სამეწარმეო რეესტრში ჩართვის შესახებ”, რომელსაც ხელს აწერს განყოფილების უფროსი ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის ანკეტის ერთი ეგზემპლარი რჩება განყოფილებაში და იდება ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) საქმეში, ხოლო მეორე ეგზემპლარი უბრუნდება ინდმეწარმეს;
გ) ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის (რეესტრის) მონაცემები არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა იგზავნება საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოში საწარმოს სამეწარმეო რეესტრის კომპიუტერულ ბაზაში ჩართვის მიზნით;
დ) ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრში ჩართვის შემდეგ საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანა და მასზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება მოქმედი წესის შესაბამისად.
8. საგადასახადო ინსპექცია (განყოფილება, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი) ანკეტის წარდგენიდან ერთი დღის ვადაში ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საწარმოს (ინდმეწარმის) რეგისტრაციის თაობაზე. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა უარის შესახებ, ინდივიდუალური საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ინსპექცია (განყოფილება, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს სარეგისტრაციო ნომერი.
9. საგადასახადო ინსპექციას შეუძლია უარი უთხრას ინდივიდუალურ საწარმოს (მეწარმის) სამეწარმეო რეესტრში ჩართვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანკეტები არ არის სრულყოფილად შევსებული, არ არის წარმოდგენილი ორ ეგზემპლარად და/ან ანკეტის თითოეული ეგზემპლარი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით.
10. რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
3. ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო რეესტრი და მისი წარმოების პროცედურები
1. ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო რეესტრი იწარმოება ამ ინსტრუქციზე თანდართული (დანართი №2) ფორმის მიხედვით. იგი შედგება 12 სვეტისაგან, პირველ სვეტში უნდა ჩაიწეროს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის რიგითი ნომერი; მეორე, მესამე და მეოთხე სვეტებში საგადასახადო ინსპექციაში ნოტარიულად დამოწმებული ანკეტის წარმოდგენის თარიღი; მეხუთე სვეტში ჩაიწერება ინდივიდუალური საწარმოს საფირმო სახელწოდება (თუკი ასეთი გააჩნია); მეექვსე სვეტში – ინდივიდუალური მეწარმის სახელი; მეშვიდეში – ინდივიდუალური მეწარმის გვარი; მერვეში – ინდივიდუალური მეწარმის მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომერი; მეცხრეში – ინდივიდუალური მეწარმის საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მეათეში – ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის ადგილის მისამართი; მეთერთმეტე სვეტში დადგენილი წესის შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ჩაიწერება მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი; მეთორმეტე სვეტში ფიქსირდება ინდივიდუალური მეწარმის (უფლებამოსილი პირის) ხელის მოწერა.
2. ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ საგადასახადო ინსპექცია (განყოფილება, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია გასცეს შესაბამისი ცნობა ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო რეესტრში ჩართვის შესახებ, დანართი №3-ის მიხედვით.
4. პასუხისმგებლობა სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის დაცვაზე და ვალდებულება ინფორმირების შესახებ
1. ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრის წარმოების სისრულესა და სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საგადასახადო ინსპექციას (სამეწარმეო რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს), რისთვისაც წელიწადში ორჯერ ატარებს იდივიდუალურ მეწარმეთა სახელმწიფო რეესტრისა და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა ურთიერთშედარებას.
2. საგადასახადო ინსპექციები თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე საგადასახადო დეპარტამენტში წარადგენენ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს დანართი №2-ის მიხედვით. აგრეთვე სამეწარმეო რეესტრის მონაცემები თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, ეგზავნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტს.
3. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისათვის არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა გადასახდელი.
4. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს ან წერილობით მოითხოვოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, აგრეთვე გაეცნოს საწარმოს მიერ წარმოდგენილ ანკეტას და მიიღოს მისი ასლი.



დანართი 1
სამეწარმეო რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციების ჩამონათვალი და მათი სამოქმედო რაიონული ერთეულების კოდები
| I | აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია | 087 |
| 1 | გაგარა | 088 |
| 2 | ტყვარჩელის რაიონი | 089 |
| 3 | გალის რაონი | 090 |
| 4 | გუდაუთის რაიონი | 091 |
| 5 | გულრიფშის რაიონი | 092 |
| 6 | ოჩამჩირის რაიონი | 093 |
| II | მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია | 094 |
| III | აქციზის გადამხდელთა ინსპექცია | 095 |
| IV | ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექცია | 011 |
| 1 | გლდანი-ნაძალადევის რაიონი | 001 |
| 2 | ყოფილი გლდანის რაიონი გაატარეთ გლდანი-ნაძალადევის რაიონში | 009 |
| 3 | დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი | 002 |
| 4 | ყოფილი დიდუბე-ჩყღურეთის რაიონი გაატარეთ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში | 003 |
| 5 | მთაწმინდა-კრწანისის რაიონი | 005 |
| 6 | ყოფილი მთაწმინდა-კრწანისის რაიონი გაატარეთ მთაწმინდა-კრწანისის რაიონში | 004 |
| 7 | ისანი-სამგორის რაიონი | 007 |
| 8 | ყოფილი სამგორის რაიონი გაატარეთ ისანი-სამგორის რაიონში | 008 |
| 9 | ვაკე-საბურთალოს რაიონი | 006 |
| 10 | ყოფილი საბურთალოს რაიონი გაატარეთ ვაკე-საბურთალოს რაიონში | 010 |
| V | ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია | 081 |
| 1 | ქედის რაიონი | 082 |
| 2 | შუახევის რაიონი | 084 |
| 3 | ხულოს რაიონი | 085 |
| 4 | ხელვაჩაურის რაიონი | 086 |
| 5 | ქობულეთის რაიონი | 083 |
| VI | ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია | 021 |
| 1 | ონის რაიონი | 062 |
| 2 | სამტრედიის რაიონი | 064 |
| 3 | საჩხერის რაიონი | 065 |
| 4 | ცაგერის რაიონი | 073 |
| 5 | ხარაგაულის რაიონი | 076 |
| 6 | ხონის რაიონი | 079 |
| 7 | ვანის რაიონი | 046 |
| 8 | ზესტაფონის რაიონი | 047 |
| 9 | თერჯოლის რაიონი | 050 |
| 10 | ლენტეხის რაიონი | 055 |
| 11 | ქ. ჭიათურა | 023 |
| 12 | ქ. ტყიბული | 026 |
| 13 | ქ. წყალტუბო | 028 |
| 14 | ამბროლაურის რაიონი | 032 |
| 15 | ბაღდათის რაიონი | 038 |
| VII | ქ. რუსთ ვის საგადასახადო ინსპექცია | 024 |
| 1 | წალკის რაიონი | 075 |
| 2 | მარნეულის რაიონი | 056 |
| 3 | დმანისის რაიონი | 044 |
| 4 | ბოლნისის რაიონი | 039 |
| 5 | გარდაბნის რაიონი | 041 |
| 6 | თეთრიწყაროს რაიონი | 048 |
| VIII | ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექცია | 022 |
| 1 | ოზურგეთის რაიონი | 061 |
| 2 | სენაკის რაიონი | 066 |
| 3 | ჩხოროწყუს რაიონი | 072 |
| 4 | წალენჯიხის რაიონი | 074 |
| 5 | ლანჩხუთის რაიონი | 054 |
| 6 | მარტვილის რაიონი | 057 |
| 7 | ქ.ზუგდიდი | 027 |
| 8 | აბაშის რაიონი | 030 |
| 9 | ხობის რაიონი | 078 |
| 10 | ჩოხატაურის რაიონი | 071 |
| 11 | მესტიის რაიონი | 058 |
| IX | ქ. გორის საგადასახადო ინსპექცია | 025 |
| 1 | მცხეთის რაიონი | 059 |
| 2 | ყაზბეგის რაიონი | 069 |
| 3 | დუშეთის რაიონი | 045 |
| 4 | ახალგორის | 034 |
| 5 | თიანეთის რაიონი | 051 |
| 6 | ქარელის რაიონი | 068 |
| 7 | ხაშურის რაიონი | 077 |
| 8 | ჯავის რაიონი | 080 |
| 9 | კასპის რაიონი | 052 |
| 10 | დიდი და პატარა ლიახვის ხეობა | 029 |
| X | ქ. თელავის საგადასახადო ინსპექცია | 049 |
| 1 | საგარეჯოს რაიონი | 063 |
| 2 | სიღნაღის რაიონი | 067 |
| 3 | ლაგოდეხის რაიონი | 053 |
| 4 | გურჯაანის რაიონი | 042 |
| 5 | დედოფლისწყაროს რაიონი | 043 |
| 6 | ყვარელის რაიონი | 070 |
| 7 | ახმეტის რაიონი | 037 |
| XI | ახალციხის საგადასახადო ინსპექცია | 036 |
| 1 | ნინოწმინდის რაიონი | 060 |
| 2 | ადიგენის რაიონი | 031 |
| 3 | ასპინძის რაიონი | 033 |
| 4 | ახალქალაქის რაიონი | 035 |
| 5 | ბორჯომის რაიონი | 040 |
დანართი №2
საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო რაიონული ერთეულების მიხედვით გამოყოფილი საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონები, გადასახადის გადამხდელზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით
| I | აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია | 4,925,001 | 5,072,000 |
| 1 | გაგარა | 5,072,001 | 5,152,200 |
| 2 | ტყვარჩელის რაიონი | 5,152,201 | 5,171,600 |
| 3 | გალის რაონი | 5,171,601 | 5,251,900 |
| 4 | გუდაუთის რაიონი | 5,251,901 | 5,306,900 |
| 5 | გულრიფშის რაიონი | 5,306,901 | 5,364,100 |
| 6 | ოჩამჩირის რაიონი | 5,364,101 | 5,440,600 |
| II | მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია | 1 | 9,999,999 |
| III | აქციზის გადამხდელთა ინსპექცია | 1 | 9,999,999 |
| IV | ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექცია | 0 | 1 |
| 1 | გლდანი-ნაძალადევის რაიონი | 1 | 194,300 |
| 2 | ყოფილი გლდანის რაიონი გაატარეთ გლდანი-ნაძალადევის რაიონში | 943,401 | 1,132,200 |
| 3 | დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი | 194,301 | 288,600 |
| 4 | ყოფილი დიდუბე-ჩყღურეთის რაიონი გაატარეთ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში | 288,601 | 381,200 |
| 5 | მთაწმინდა-კრწანისის რაიონი | 437,801 | 485,100 |
| 6 | ყოფილი მთაწმინდა-კრწანისის რაიონი გაატარეთ მთაწმინდა-კრწანისის რაიონში | 381,201 | 437,800 |
| 7 | ისანი-სამგორის რაიონი | 602,401 | 814,000 |
| 8 | ყოფილი სამგორის რაიონი გაატარეთ ისანი-სამგორის რაიონში | 814,001 | 943,400 |
| 9 | ვაკე-საბურთალოს რაიონი | 485,101 | 602,400 |
| 10 | ყოფილი საბურთალოს რაიონი გაატარეთ ვაკე-საბურთალოს რაიონში | 1,132,201 | 1,267,000 |
| V | ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია | 4,538,301 | 4,675,400 |
| 1 | ქედის რაიონი | 4,675,401 | 4,695,100 |
| 2 | შუახევის რაიონი | 4,786,001 | 4,804,700 |
| 3 | ხულოს რაიონი | 4,804,701 | 4,838,100 |
| 4 | ხელვაჩაურის რაიონი | 4,838,101 | 4,925,000 |
| 5 | ქობულეთის რაიონი | 4,695,101 | 4,786,000 |
| VI | ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია | 1,267,001 | 1,508,000 |
| 1 | ონის რაიონი | 3,797,601 | 3,810,700 |
| 2 | სამტრედიის რაიონი | 3,872,401 | 3,939,200 |
| 3 | საჩხერის რაიონი | 3,939,201 | 3,986,000 |
| 4 | ცაგერის რაიონი | 4,256,901 | 4,272,800 |
| 5 | ხარაგაულის რაიონი | 4,356,701 | 4,385,400 |
| 6 | ხონის რაიონი | 4,495,601 | 4,530,700 |
| 7 | ვანის რაიონი | 2,964,901 | 3,002,400 |
| 8 | ზესტაფონის რაიონი | 3,002,401 | 3,079,700 |
| 9 | თერჯოლის რაიონი | 3,194,501 | 3,238,500 |
| 10 | ლენტეხის რაიონი | 3,406,501 | 3,415,700 |
| 11 | ქ. ჭიათურა | 1,558,901 | 1,628,800 |
| 12 | ქ. ტყიბული | 1,961,701 | 1,998,200 |
| 13 | ქ. წყალტუბო | 2,126,701 | 2,201,400 |
| 14 | ამბროლაურის რაიონი | 2,293,401 | 2,309,800 |
| 15 | ბაღდათის რაიონი | 2,505,201 | 2,535,700 |
| VII | ქ. რუსთვის საგადასახადო ინსპექცია | 1,628,801 | 1,787,300 |
| 1 | წალკის რაიონი | 4,311,901 | 4,356,700 |
| 2 | მარნეულის რაიონი | 3,415,701 | 3,542,800 |
| 3 | დმანისის რაიონი | 2,888,101 | 2,927,300 |
| 4 | ბოლნისის რაიონი | 2,535,701 | 2,610,900 |
| 5 | გარდაბნის რაიონი | 2,651,701 |
|
| 6 | თეთრიწყაროს რაიონი | 3,079,701 | 3,116,500 |
| VIII | ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექცია | 1,508,001 | 1,558,900 |
| 1 | ოზურგეთის რაიონი | 3,705,801 | 3,797,600 |
| 2 | სენაკის რაიონი | 3,986,001 | 4,038,800 |
| 3 | ჩხოროწყუს რაიონი | 4,226,001 | 4,256,900 |
| 4 | წალენჯიხის რაიონი | 4,272,801 | 4,311,900 |
| 5 | ლანჩხუთის რაიონი | 3,364,201 | 3,406,500 |
| 6 | მარტვილის რაიონი | 3,542,801 | 3,589,100 |
| 7 | ქ.ზუგდიდი | 1,998,201 | 2,126,700 |
| 8 | აბაშის რაიონი | 2,243,001 | 2,271,700 |
| 9 | ხობის რაიონი | 4,454,701 | 4,495,600 |
| 10 | ჩოხატაურის რაიონი | 4,199,301 | 4,226,000 |
| 11 | მესტიის რაიონი | 3,589,101 | 3,603,100 |
| IX | ქ. გორის საგადასახადო ინსპექცია | 1,787,301 | 1,961,700 |
| 1 | მცხეთის რაიონი | 3,603,101 | 3,668,300 |
| 2 | ყაზბეგის რაიონი | 4,148,300 | 4,155,400 |
| 3 | დუშეთის რაიონი | 2,931,953 | 2,964,900 |
| 4 | ახალგორის | 2,323,401 | 2,335,100 |
| 5 | თიანეთის რაიონი | 3,238,501 | 3,253,900 |
| 6 | ქარელის რაიონი | 4,088,501 | 4,149,200 |
| 7 | ხაშურის რაიონი | 4,385,401 | 4,454,700 |
| 8 | ჯავის რაიონი | 4,530,701 | 4,538,300 |
| 9 | კასპის რაიონი | 3,253,901 | 3,310,100 |
| 10 | დიდი და პატარა ლიახვის ხეობა | 2,201,401 | 2,243,000 |
| X | ქ. თელავის საგადასახადო ინსპექცია | 3,116,501 | 3,194,500 |
| 1 | საგარეჯოს რაიონი | 3,810,701 | 3,872,400 |
| 2 | სიღნაღის რაიონი | 4,038,801 | 4,088,500 |
| 3 | ლაგოდეხის რაიონი | 3,310,101 | 3,364,200 |
| 4 | გურჯაანის რაიონი | 2,771,601 | 2,851,800 |
| 5 | დედოფლისწყაროს რაიონი | 2,851,801 | 2,888,100 |
| 6 | ყვარელის რაიონი | 4,155,401 | 4,199,300 |
| 7 | ახმეტის რაიონი | 2,461,101 | 2,505,200 |
| XI | ახალციხის საგადასახადო ინსპექცია | 2,406,501 | 2,461,100 |
| 1 | ნინოწმინდის რაიონი | 3,668,301 | 3,705,800 |
| 2 | ადიგენის რაიონი | 2,271,701 | 2,293,400 |
| 3 | ასპინძის რაიონი | 2,309,801 | 2,323,400 |
| 4 | ახალქალაქის რაიონი | 2,335,101 | 2,406,500 |
| 5 | ბორჯომის რაიონი | 2,610,901 | 2,651,700 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები