„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110524063, 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016194
  • Word
306
24/05/2011
ვებგვერდი, 110524063, 25/05/2011
200090000.22.033.016194
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 306

2011 წლი24 მაისი

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

1. დაინტერესებული პირი, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს დანართი I-15-ის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახური შეისწავლის პირის მიერ წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნას და უფლებამოსილია:

ა) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მიუთითოს პირს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე;

ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე.

3. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ შემთხვევაში, ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც მას უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ;

გ) საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

დ) პირის მიერ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა;

ე) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით.

5. წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა მისი განხილვისა და წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს.

6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, პირისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. პირის მიერ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენამდე ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მეორე სამუშაო დღიდან.

7. წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს, რის შემდგომაც შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

 8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე, №I-16 დანართის შესაბამისად, გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმდგენ პირს.

 9. შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ან წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე.

 10. პირი უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულ ცვლილებებთან.

 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია წინასწარი გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულ ცვლილებებთან.“.

2. დანართი №I-16 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                               პ. პეტრიაშვილი

 

დანართი I-16

წინასწარი გადაწყვეტილება

 

(წინასწარი გადაწყვეტილების საგანი)

 

 

 

 

1. დასმული შეკითხვა/შეკითხვები

 

 

 

 

 

 

2. ოპერაციის შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებები

 

 

 

 

 

 

3. წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

 

 

 

 

 

4. წინასწარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები

 

წინასწარი გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

5. წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრება

 

წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილ ვადაში და წესით.

 

 

 

20

(რიცხვი) (თვე) (წელი)

 

(სამსახურის უფროსის/მოადგილის ხელმოწერა)