დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4702-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110601021, 01/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.016331 |
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
ა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიების – ბერმუდის კუნძულების, კაიმანის კუნძულების, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების, ფოლკლენდის კუნძულების, ტერკსის და კაიკოსის კუნძულების, გიბრალტარის; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიების – ჯერზის, გერნზის, კუნძულ მენის; დანიის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – ფარერის კუნძულების და გრენლანდიის; ნიდერლანდის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულების; საფრანგეთის რესპუბლიკის შემდეგი ტერიტორიების – საფრანგეთის პოლინეზიის და ახალი კალედონიის;
ბ) ამერიკის შეერთებული შტატების;
გ) კანადის;
დ) იაპონიის;
ე) შვეიცარიის კონფედერაციის;
ვ) ლიხტენშტაინის სამთავროს;
ზ) ნორვეგიის სამეფოს;
თ) ისრაელის სახელმწიფოს;
ი) წმინდა საყდრის (ვატიკანის);
კ) ანდორის სამთავროს;
ლ) სან-მარინოს რესპუბლიკის;
მ) ისლანდიის რესპუბლიკის;
ნ) არაბთა გაერთიანებული საამიროების;
ო) ქუვეითის სახელმწიფოს;
პ) კორეის რესპუბლიკის;
ჟ) კატარის სახელმწიფოს;
რ) ბაჰრეინის სამეფოს;
ს) ომანის სასულთნოს;
ტ) ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს;
უ) სინგაპურის რესპუბლიკის;
ფ) ავსტრალიის თანამეგობრობის;
ქ) მონაკოს სამთავროს;
ღ) ახალი ზელანდიის;
ყ) ბაჰამის თანამეგობრობის;
შ) ბარბადოსის;
ჩ) ანტიგუა და ბარბუდის;
ც) ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის;
ძ) სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის;
წ) ბოტსვანის რესპუბლიკის;
ჭ) ხორვატიის რესპუბლიკის;
ხ) ჩილეს რესპუბლიკის;
ჯ) სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციის;
ჰ) არგენტინის რესპუბლიკის;
ჰ1) მალაიზიის ფედერაციის;
ჰ2) მექსიკის შეერთებული შტატების;
ჰ3) ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის;
ჰ4) მავრიკის რესპუბლიკის;
ჰ5) პანამის რესპუბლიკის;
ჰ6) კოსტა-რიკის რესპუბლიკის;
ჰ7) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის;
ჰ8) ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის;
ჰ9) ტაილანდის სამეფოს;
ჰ10) ბელიზის;
ჰ11) საუდის არაბეთის სამეფოს;
ჰ12) ალბანეთის რესპუბლიკის;
ჰ13) სერბეთის რესპუბლიკის;
ჰ14) ბოსნია და ჰერცეგოვინის;
ჰ15) მონტენეგროს;
ჰ16) ერაყის რესპუბლიკის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 მაისი.
№4702-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები