დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 24/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.11.106.005991 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.151
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2003 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებაში” (დანართი №1) (სსმ III, 2003 წ., №81, მუხ. 725) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ბ) კოორდინაციას უწევს სააღსრულებო წარმოების თბილისის, აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს საქმიანობას;”.
ბ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ბ) კოორდინაციას უწევს სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს და დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეების საქმიანობას;”;
გ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლი;
დ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 17
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის 5 სამმართველო:
ა) თბილისის სააღსრულებო წარმოების სამმართველო;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;
გ) დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;
დ) სააღსრულებო პოლიციის სამმართველო:
ე) სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო.”.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 18
თბილისის სააღსრულებო წარმოების სამმართველო:
ა) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, სასამართლო აღმასრულებელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს:
გ) თბილისის სააღსრულებო ბიუროდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.”.
ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
“მუხლი 181
აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო:
ა) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროების მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს:
გ) ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო ბიუროებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.”.
ზ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:
“მუხლი 182
დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო:
ა) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროების მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს:
გ) ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო ბიუროებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.”.
თ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 20
სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო:
ა) ახორციელებს აღსრულების წარმოების სტატისტიკასა და ანალიზს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
გ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე გ. წკრიალაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები