„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110606006, 08/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016031
  • Word
40/04
03/06/2011
ვებგვერდი, 110606006, 08/06/2011
220090000.18.011.016031
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №40/04

2011 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი,  110408016, 12.04.2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომელზეც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი. ბანკი ვალდებულია დეპოზიტის გატანისას  იმავე ვალუტაში დააბრუნოს დეპოზიტის (ანაბრის) თანხა, რა ვალუტაშიც იქნა განთავსებული დეპოზიტზე. დეპოზიტის (ანაბრის) სახეებია:

ო.ა) ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელთა გატანა შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კლიენტის მიერ თანხის ვადაზე ადრე გატანის შესაძლებლობა, ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებულ პირობებს. ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ კლიენტის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით, ხოლო არასრულწლოვანის ანაბრის შემთხვევაში, მხოლოდ ანაბრის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ანგარიშის მეშვეობით;

ო.ბ) მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელზეც თანხის შეტანა, ჩარიცხვა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ბანკის წინასწარი შეტყობინების გარეშე;“.

2. მე-4 მუხლი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბანკს უფლება აქვს არ დაუშვას ვადიანი დეპოზიტების გატანა/გადარიცხვა ვადის ამოწურვამდე, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

3. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), რომელსაც ეხსნება ანგარიში, მათ შორის, დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობიდან გამომდინარე:

ბ.ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე (რომლითაც ერთობლივი ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) არ მისდევს სამეწარმეო საქმიანობას ან/და ამ ანგარიშს არ გამოიყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მფლობელს);

ბ.ბ) ამხანაგობის ხელშეკრულება ან სანოტარო წესით დამოწმებული წესდება;

ბ.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის  ნიმუში;

ბ.დ) გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. რეზიდენტ ბანკს, რომელსაც მეორე რეზიდენტ ბანკში გახსნილი აქვს საკორესპონდენტო ანგარიში, უფლება აქვს ამავე ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში SWIFT-ის ავტორიზებული შეტყობინების მეშვეობით. ამ შემთვევაში ანგარიშის გასახსნელად დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან, საზღვარგარეთ მომსახურების მიღებასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც თანხის მიმღები არარეზიდენტი პირია;“.

6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თანხების ჩარიცხვა და გადარიცხვა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მივლინებასთან;

კ) უცხოური ვალუტით სესხის გაცემა და/ან დეპოზიტის მიღება, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის ძირითადი თანხის იმავე ვალუტაში დაფარვა;

ლ) საკუთარ ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა ან ანგარიშიდან უცხოური ვალუტის გატანა. აგრეთვე არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ სხვა ფიზიკური პირის ანგარიშზე პირადი მიზნებით თანხის შეტანა, რაც არ არის დაკავშირებული თანხის შემტანის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულებასთან;“. 

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ინვესტიციებიდან და სხვა სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული დივიდენდი/მოგება  გადარიცხონ საზღვარგარეთ უცხოური ვალუტით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე