დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს საბაჟო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 26/10/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.000.430 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 37-ე მუხლში სიტყვების ,,ნორმები განისაზღვრება” შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,საბაჟო დეპარტამენტის”.
2. 43-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები ,,ფინანსთა სამინისტროს” შეიცვალოს სიტყვებით ,,საბაჟო დეპარტამენტის”.
3. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით”.
4. 54-ე მუხლში სიტყვების ,,გამოსავლიანობა განისაზღვრება” შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,საბაჟო დეპარტამენტის”.
5. 113-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები ,,ფინანსთა სამინისტროს” შეიცვალოს სიტყვებით ,,საბაჟო დეპარტამენტის”.
6. 158-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების ,,სტატუსის მქონე” შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,სამთავრობო დაწესებულება”.
7. 175-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა 1998 წლის 1 დეკემბრამდე მოამზადოს და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ,,საბაჟო დეპარტამენტის დებულება” და ,,საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელეთა მიერ სამსახურის გავლის დებულება.”;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა 1998 წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში გასატარებლად შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) საბაჟო რეჟიმების დებულებები;'
ბ) საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის დებულებები;
გ) დებულება საბაჟო გაფორმების წესის შესახებ;
დ) დებულება ფიზიკური პირის მიერ და/ან საქონლით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის წესის შესახებ;
ე) დებულება წინასწარი ოპერაციების ჩატარებისა და წინასწარი გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ;
ვ) დებულება საერთაშორისო საფოსტო გზავნილების საბაჟო გაფორმების წესის შესახებ;
ზ) დებულება ინფორმირებისა და კონსულტირების წესის შესახებ.”;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად 1998 წლის 1 დეკემბრამდე დაამტკიცოს და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში გასატარებლად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და მის გარეთ საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოსავლიანობის ნორმების განსაზღვრის წესი.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 13 ოქტომბერი.
№1627-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები