დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110609006, 13/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.119.016087 |
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 8 ივნისი
ქ. ხონი
„ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 აპრილის №17 დადგენილებაში (სსმ ,18/04/2011 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც,, ქვეპუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს.
2. დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა,ბ,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი;
ბ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის ორი ფოტოსურათი;
გ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
3. დადგენილების მე- 5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ხონის საპატიო მოქალაქე საქმიანობის ან ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ ხონში მცხოვრები მოქალაქეები.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები