საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 18 ოქტომბრის №269 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 18 ოქტომბრის №269 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 15/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 220010000.08(0).090.006532
  • Word
121
15/06/2004
სსმ, 64, 15/06/2004
220010000.08(0).090.006532
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 18 ოქტომბრის №269 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.532

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის   

ბრძანება №121

2004 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 18 ოქტომბრის 269 ბრძანებით დამტკიცებულ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ასევე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 29 დეკემბრის 25 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 18 ოქტომბრის №269 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №105, 2002 წელი, მუხ. 919) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ასევე ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2003 წლის 29 დეკემბრის 25 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” დებულების შესაბამისად და განსაზღვრავს ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების მიერ დაფუძნებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომ პუნქტი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის პროცედურებს”.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ”, ,,ი”, ,,კ”, ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 2. ამ წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განსაზღვრებანი

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიცენზია – არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომლითაც პირს შეუძლია განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები;

ბ) სალიცენზიო მოწმობა – არის ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სალიცენზიო რეესტრი (სახელმწიფო და უწყებრივი) – არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ლიცენზიის გაცემის, შეჩერების, განახლებისა და გაუქმების მონაცემთა ერთობლიობის შესახებ;

დ) სალიცენზიო მოსაკრებელი – არის ლიცენზიის მაძიებლისათვის კანონით განსაზღვრული ოდენობით დაკისრებული ერთჯერადი გადასახდელი;

ე) ლიცენზიის მაძიებელი – არის ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოებისათვის ლიცენზიის მიღების მსურველი პირი;

ვ) პირი – არის ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირი;

ზ) ლიცენზიის გაუქმება – არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაუქმებულად გამოცხადება, რაც ართმევს პირს უფლებას განახორციელოს ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები;

თ) უკანონო შემოსავალი – არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;

ი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი მოქმედების ჩადენის მცდელობა;

კ) საეჭვო გარიგება – არის ვალუტის გადაცვლის ოპერაცია, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა, რომელზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით [არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.] ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;

ლ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

მ) პასუხისმგებელი პირი – არის პირი, რომელიც უშუალოდ დაკავებულია ვალუტის გადაცვლის საქმიანობით და სპეციალური ბრძანებით პასუხისმგებელია საეჭვო გარიგების იდენტიფიკაციისათვის, ინფორმაციის სრულყოფილად სისტემატიზაციისა და ანგარიშგების ხარისხიანად შედგენისათვის, ასევე დადგენილი წესით ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ამ ანგარიშგების წარდგენისათვის.”.

 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა ,,პუნქტს” შეიცვალოს სიტყვით ,,პირს” და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ პირს, რომლის მიერაც წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.”.

 4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ლიცენზია არ გაიცემა, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს ან იმ შემთხვევაში, თუ მას გაუქმებული ჰქონდა ლიცენზია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს.”

5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაში რიცხვი 8 შეიცვალოს რიცხვით 5 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში პუნქტის მიერ დარღვევების აღმოსაფხვრელად ზომების მიუღებლობისას, მას შეუჩეროს ლიცენზია ამ წესების მე-5 მუხლის შესაბამისად.”

6. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

     ,,მუხლი 13. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის თაობაზე დადგენილი მოთხოვნების დარღვევებისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დაკისრება

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი დაჯარიმდება:

ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების – შეუსრულებლობისათვის _ 1000 ლარით;

ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის –  500 ლარით.

 2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის:

ა) პასუხისმგებელი პირი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს საეჭვო გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიღებასთან, აღრიცხვასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და დადგენილ ვადაში ანგარიშგების დანიშნულებისამებრ წარდგენასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს დაჯარიმდება, – 500 ლარით;

ბ) პასუხისმგებელი პირი, რომელიც სათანადოდ არ ასრულებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, – დაჯარიმდება 500 ლარით.’’.

    მუხლი 2

     ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ი. მანაგაძე