„ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის N 2-152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110615011, 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 340120000.22.032.016036
  • Word
2-90
15/06/2011
ვებგვერდი, 110615011, 16/06/2011
340120000.22.032.016036
„ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის N 2-152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის N 2-152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-90

2011 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2007 წლის             28 სექტემბრის №2-152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/ აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №2-152 ბრძანების (სსმ 05.10.2007 წელი, №139 მუხ. 1531) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/ აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებით მოთხოვნები (დანართი 1).

2.  ბრძანებით დამტკიცებულ  ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/ აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებით მოთხოვნებში შეტანილ იქნ შემდეგი ცვლილებები:

ა)  მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ევროკავშირის ქვეყნებში  და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების საქართველოში რეგისტრაციისათვის უნდა იქნეს წარდგენილი წარმოშობის ქვეყნის ოფიციალური მონაცემები, რომ პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერება ამ რეგისტრაციის დროისათვის შეტანილია 91/414 ECC დირექტივის პირველ დანართში ან აშშ-ში EPA-ს (ამერიკის შეერთებული  შტატების გარემოს დაცვის სააგენტო) მიერ დარეგისტრირებული აქტიური ნივთიერებების სიაში.

2. პესტიციდის ახალი მოქმედი (აქტიური) ნივთიერება დაცული უნდა იქნეს პატენტით. რეგისტრანტი სარეგისტრაციო ორგანოს წარუდგენს მონაცემებს პატენტის მოქმედების ვადის შესახებ რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისას და საბუთს წარმომადგენელზე რეგისტრაციის უფლების გადაცემის შესახებ.

3. თუ პატენტის ვადა ამოწურულია, რეგისტრანტი წარმოადგენს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ამ პესტიციდში შემავალი მოქმედი (აქტიური) ნივთიერება უკვე რეგისტრირებულია; იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც პესტიციდი/აგროქიმიკატი რეგისტრირებულია იგივე დანიშნულებით, რომელიც მითითებულია საქართველოში რეგისტრაციის განაცხადში და მისი გამოყენების რეკომენდაციებს.  

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

ე) წარმოშობის ქვეყნის  დამადასტურებელი მონაცემები პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ (ქვეყნების დასახელება, სარეგისტრაციო მოწმობის, რეგისტრაციის წელი და ვადა, სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მავნე ობიექტი, ხარჯვის ნორმა, დამუშავების ვადები და ჯერადობა, დამუშავების წესი, შეზღუდვები, ლოდინის პერიოდი) .

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს.

 დ) მე-3 მუხლს მე-4 პუნქტს დაემატოს ,, და ,,“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) მონაცემები ევროკავშირის ქვეყნებში  თავისუფალ მიმოქცევაში დაშვებული აგროქიმიკატის ( ,,EC სასუქები”  მარკირების მქონე ) შესახებ.  

ლ) მონაცემები ევროკავშირის ქვეყნებ ნიადაგურ ტიპებზე და სასოფლო-სამეურნეო კულტურებში აგროქიმიკატის გამოყენების შესახებ.

) დანართები №2  და №3 ამოღებულ იქნეს.                                                                                                            

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. კვეზერელი