გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 29/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.011550
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
211
22/02/2008
სსმ, 32, 29/02/2008
360010010.22.023.011550
გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/02/2008 - 29/05/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.023.011.550

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №211

2008 წლის 22 თებერვალი

. თბილისი

გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულებისმე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №291 ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 2 აგვისტოს №664 ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გამცემლიძე

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომშისამინისტრო) გარემოს ინტეგრირებული მართვის და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი (შემდგომშიდეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების დაცვას და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო მართვას, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების დაცვას და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებულ მართვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომშიმინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4.

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 5.

1. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო განისაზღვრება გარემოს დაცვის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „საქართველოს წითელი ნუსხისადა წითელი წიგნისშესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონებით, ტყის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაბინძურებისგან დაცვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, აგრეთვე წყლის და ბიოლოგიური რესურსების, ნარჩენების და ქიმიურ ნივთიერებათა მართვა.

3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ამოცანებს წარმოადგენს:

) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ზედაპირული და ზღვის წყლის, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რესურსების მართვის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;

) ჰაერდაცვითი, წყალდაცვითი, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა რეგულირების ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;

) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

) ატმოსფერული ჰაერის, წყლის რესურსების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

) ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა ჰაერში გაფრქვევებისა და წყალში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;

) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების დაცვისა და მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რესურსების მართვის, ასევე ნარჩენების და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

) ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ ჰაერში გაფრქვეულ და წყალში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა და ნარჩენების და ქიმიურ ნივთიერებათა ინვენტარიზაციის და მათი ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;

) ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის/ჩაშვების ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობების (ნორმების) განხილვა;

) ბიოლოგიური რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში, კვოტებისა და მეთოდების განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა;

) მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების და წყალში ჩაშვებების, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სარგებლობის საინფორმაციო-საცნობარო მონაცემთა ბაზის შექმნა;

) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 6.

დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაცია და მასალები დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;

) მონაწილეობა მიიღოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგების ფორმების წარმოების წესის შემუშავებაში;

) განიხილოს და შეითანხმოს ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და ატმოსფერულ ჰაერში და წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტები;

) მონაწილეობა მიიღოს ბიომრავალფეროვნების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;

) მოამზადოს წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და წარუდგინოს მინისტრს.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7.

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

) აწარმოებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;

) ადგენს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;

) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოების უფროსებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებში;

) პასუხისმგებელია სამუშაო გეგმების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე;

) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 8.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო;

) წყლის რესურსების მართვის სამმართველო;

) ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო;

) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველო.

    მუხლი 9.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა ჰაერში გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;

) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის და მათი ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;

) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული მნიშვნელობების (ნორმების) განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება;

) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგების მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;

) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 10.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

) წყლის რესურსების დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

) წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

) ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

) წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავების ორგანიზება;

) წყლის სახელმწიფო კადასტრის და წყალსამეურნეო ბალანსების შედგენის სამუშაოთა ორგანიზება;

) წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქემების შემუშავების ორგანიზება;

) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივების განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება;

) წყალსარგებლობის რეგულირების და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში მეთოდური მითითებების, ინსტრუქციების, რეკომენდაციების მომზადება;

) განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების გამოყენების ნაწილობრივად ან მთლიანად აკრძალვისათვის სათანადო წინადადებების მომზადება;

) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 11.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს ფუნქციებია

) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

) ნებართვის მიღების მიზნით შემოსული პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, ნარჩენებსა და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საქმიანობებზე;

) ნარჩენებითა და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;

) საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტ-ექსპორტის საკითხების განხილვა და სათანადო დასკვნის მომზადება;

) წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღრიცხვაში, რეგისტრაციასა და გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგების შედგენაში მონაწილეობის მიღება;

) საშიში ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვაში, რეგისტრაციასა და ერთიან სახელმწიფო რეესტრის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;

) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 12.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

) ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის სფეროში ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

) ბიოლოგიური რესურსებით სარგებლობის რეგულირების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;

) საქართველოს წითელი ნუსხაშიცვლილებებისა და დამატებების პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, „საქართველოს წითელი წიგნისგამოცემის ორგანიზაციაში მონაწილეობა;

) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;  

) ბიოლოგიური რესურსების მართვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13.

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.