საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4935-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110630020, 30/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016359
  • Word
4935-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110630020, 30/06/2011
200000000.05.001.016359
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 82- მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის შემოსავალი, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში..

2. 99- მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მოგება, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში..

3. 154- მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) პირი (გარდა ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირისა), რომელიც დაკავებულია სათამაშო ბიზნესით და ფიზიკურ პირს უხდის მოგებას;“.

 4. 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე.

3. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხდება მისი შეძენიდან 3 თვის განმავლობაში და შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე). .

5. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

9

 

 

 

 

 

 

სხვა სპირტიანი სასმელები

2208 90

 

 

ა) არაყი

 2208 90 110 00, 2208 90 190 00

1 ლიტრი 

2,5

ბ) ქლიავის, მსხლის ან ალუბლის

სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა)

 2208 90 330 00, 2208 90 380 00

1 ლიტრი 

3

გ) სპირტიანი ნაყენები და დანარჩენი

სპირტიანი სასმელები:

 

 

 

უზო

2208 90 410 00

1 ლიტრი 

3,5

დანარჩენი

 

1 ლიტრი 

3

დ) სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების

გარდა):

 

 

 

ხილისაგან გამოხდილი:

2208 90 710 00

1 ლიტრი

3,5

კალვადოსი

2208 90 450 00

1 ლიტრი 

4

კორნი

2208

 90 520 00

1 ლიტრი 

4

ტეკილა

2208 90 540 00, 2208 90 750 00

1 ლიტრი 

4

დანარჩენი

2208 90 480 00, 2208 90 560 00, 2208 90770 00

1 ლიტრი 

3

დანარჩენი სპირტიანი სასმელები

2208 90 690 00, 2208 90 780 00

1 ლიტრი 

3

ეთილის სპირტი არადენატურირებული,

სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე

ნაკლები

2208 90 910 00, 2208 90 990 00

 

3

6. 189-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

8. საგარეო-ეკონომიკური საქმინობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან, თუ ავტომობილი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ავტომობილზე გადახდილი აქციზი, მაგრამ არა უმეტეს გადხდილი აქციზის 50%-ის ოდენობისა.“.

7. 190-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) აქციზური მარკის შეძენისას იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას. ნომინალის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

8. 192-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  6. ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონ ლისათვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.“.

9. 292-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 292. საგადასახადო შეთანხმების არსი

1.    გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს:

ა) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობის ფარგლებში;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ საგადასახადო პერიოდზე/პერიოდებზე და გადასახადის სახეებზე მითითებით;

გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევში საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადება შესაძლებელია განხორციელდეს არა უმეტეს 3 წლით, წლიური 4% სარგებლით, გარდა ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათალისწინებული შემთხვევისა.

4. საგადასახადო ვალდებულების შესრულების 3 წელზე მეტით გადავადების შემთხვევაში წლიური სარგებელი განისაზღვრება კონკრეტული საგადასახადო შეთანხმების მიხედვით და იგი არ შეიძლება იყოს 4%-ზე ნაკლები.“.

10. 293-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა, ხოლო ამ კოდექსის 292-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  ნაწილი:

21 . ცალკეულ პირთან მიმართები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს:

ა) თავდებს/გარანტს მოსთხოვოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების სრული მოცულობით დაფარვა;

ბ) გადახდევინების მიზნით თავდების/გარანტის მიმართ გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“;

გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2, 21  და მე-4 მე-7 ნაწილების დებულებები ვრცელდება ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.“;

დ) მე-13 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131  ნაწილი:

131 . მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შემთხვევაში:

ა) გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, წარადგინოს შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია და დააზუსტოს გადავადებული საგადასახადო ვალდებულება. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტებით არ იზრდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა;

ბ) შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ჩაატაროს იმ საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმება, რომლის/რომელთა განმავლობაში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებაც გადავადებულია, და განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულების ოდენობა. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხულ თანხაზე არ ვრცელდება საგადასახადო შეთანხმების პირობები;

გ) საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია შეწყდეს გადასახადის გადამხდელის ინიციატივით, გადავადებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;

დ) საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადის თანხას საურავი არ ერიცხება (გარდა ამ მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების შეწყვეტისას საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადის გადაუხდელ თანხას ერიცხება საურავი შესაბამისი გადასახადისათვის ამ კოდექსით დადგენილი გადახდის ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან.“;

ე) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები, ასევე მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადებით მოსარგებლე პირების კატეგორია, გადავადების კრიტერუმები და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით..

11. 309-ე მუხლის:

ა) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. ტოტალიზატორის მომწყობი პირისთვის საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით.“;

ბ) 23-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე–32-ე ნაწილები:

24. 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.

25. ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.

26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადახდება კვარტალში ერთხელ, არა უგვიანეს შესაბამისი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, სე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი.

29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში:

ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;

ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება;

გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების გან.

30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის 24- ე ნაწ ლით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონებ ს იმავე სახის საქმიანობაში ყენებს:

ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;

ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;

გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების გან.

31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის და საგადასახადო ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელზე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მუხლი 4 . ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 ნაწილის ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4935-რს