„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110701021, 01/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016150
  • Word
81
01/07/2011
ვებგვერდი, 110701021, 01/07/2011
040030000.22.027.016150
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 81

2011 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანების (სსმ III, 2008 წ., 143, მუხ. 1422):

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების :

ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებგვერდია www.nbe.gov.ge.“;

ბ) მე-3 მუხლს მე-2 პუნქტს  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-13 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.“;

გ) მე-3 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. აღსრულების ეროვნული ბიურო, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ასევე ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს  სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესს;“;

დ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება . აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის შესახებ სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში;“;   

დ.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;“;

დ.დ) „ჯ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ1) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორს;“;

დ.ე) „ჯ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ3) უფლებამოსილია  თავისი ინიციატივით ან მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს აღმასრულებლის გასაჩივრებული მოქმედება;“;

დ.ვ)  „ჯ7“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ8“ ქვეპუნქტი:

„ჯ8) უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში შეაჩეროს აღსრულება განსაზღვრული ვადით;“;

ე)  მე-7 მუხლის მე-11 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

1) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე  ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურებას;“ .

მუხლი 2

1.  ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი