„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711028, 12/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016214
  • Word
388
11/07/2011
ვებგვერდი, 110711028, 12/07/2011
230210000.22.033.016214
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 388

2011 წლი 11 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

     მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  6. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ჯართის შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი პორტალების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანხმობით, ჯართის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს საავტომობილო ტრანსპორტით. .

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება პორტალში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას. .

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე. .

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

გ) საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში. ;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თუ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – 10 სამუშაო დღის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას..

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად. .

6. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

მ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა..

7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება

1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერმოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.

2. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას, საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მყოფი საქონლის ეკონომიკური ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებით შენახვის ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისასტვირთგამგზავნს.

3. საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დადასტურება ხდება დანიშნულების საგადასახადო ორგანოს დამღით.

4. საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის საგადასახადო ორგანოში ან გადამზიდველის საწყობში წარდგენის დადასტურება ხორციელდება ელექტრონულად, წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა..

8. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული საფოსტო გზავნილების ნუსხით..

9. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

გ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღიდან..

10. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პორტალში გაფორმებას ექვემდებარება:

ა) ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (გარდა პორტალებისა „სამთაწყარო, „ახკერპი, „მტკვარი და საჰაერო მიმოსვლისათვის გახსნილი პორტალებისა) გადაადგილებული 3 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის იმპორტი;

ბ) საჰაერო ტრანსპორტით, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის იმპორტი;

გ) ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით..

11. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან .“.

12. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა .“.

13. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ა, ,,დ.ბ, ,,დ.გ, ,,დ.ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია; .

14. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი; .

15. 29-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. თუ დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას, დეკლარაციაზე დასართავი, ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.

10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილ საქონელზე დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VI–03) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებდა მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური სშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ..

16. ინსტრუქციის დანართი №VI–02 ამოღებულ იქნ ს.

17. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;;

ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საფოსტო გზავნილით გასატანი ან შემოსატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია ექსპორტის ან იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში.;

გ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ა.ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;;

ბ) ,,ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა..

19. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება

1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საფოსტო გზავნილები საგადასახადო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხით, რომლის ფორმა და წარდგენის წესი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

2. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.

3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია

4. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, ხოლო საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

 5. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 6. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ დეკლარაციასთან ერთად.

7. გადამზიდველი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საწყობში ან თავის საწყობში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);

გ) ხელმოწერილი დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს;

დ) საფოსტო გზავნილით აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის შემოტანის შემთხვევაში, ზოგადი დეკლარირებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გზავნილის მიმღების ინფორმირება დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

8. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება განეკუთვნება დაუბეგრავ მინიმუმს, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში.

9. საფოსტო გზავნილით შემოტანილ აქციზურ ალკოჰოლური სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე (აქციზური მარკებით ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში) დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო.

10. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკებით ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას..

20. 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება პორტალში, პორტალი ახდენს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით..

21. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში..

22. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში..

23. 89-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირი – საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;;

ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) პირი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას, როდესაც საქონლის გაფორმება პორტალში არ ხორციელდება (ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა)..

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე