„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4968-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711044, 11/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160070.05.001.016390
  • Word
4968-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110711044, 11/07/2011
300160070.05.001.016390
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31 . სამშენებლო სამართალდარღვევისას დამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლოა შედგეს მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. ეს უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტ ი.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121  პუნქტი:

121 . ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში.“;

გ) მე-19 პუნქტის:

გ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;“;

გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების გატარებას.“.

2. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.“;

  ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს  არა უმეტეს სამჯერ.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231  მუხლი:

     „მუხლი 231 . პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის

1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით (ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. აღნიშნული ჯარიმა პირს დაერიცხება მშენებარე ობიექტის კონსერვაციის ვადაშიც.

2. პირი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წერილობით შეატყობინოს დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ჯარიმის დარიცხვა წყდება აღნიშნული შეტყობინების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის ჩაბარების დღეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის გამოსწორება ამ ორგანომ  შემოწმების აქტით დაადასტურა.

3. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურების შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დადგენილებ აღსრულ ება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარ ის მე-17 და მე-18 პუნქტები:

„17 . სუბიექტი, რომ ლსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე ამ კანონის    მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და არ აქვ იგი გადახდილი, ასევე სუბიექტი, რომ ლიც ექვემდებარებოდ სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის არ აქვს იგი დაკისრებული, თავისუფლდება სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულების გან. ყველა სუბიექტს განესაზღვრება ახალი 3- თვიანი ვადა სამართალ დარღვევის გამოსასწორებლად, რომელიც აითვლება ამ პუნქტის ამოქმედების დღიდან.

18. სუბიექტი, რომელსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის, საურავის თანხა არ აქვ გადახდილი ან გადახდილი აქვ ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის, საურავის თანხის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ან გამოსწორდება ამ პუნქტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე- 16 პუნქტი დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი .

№4968 რს